აქტივობების აღდგენის ცხრილი

📌📌📌გაცნობებთ, რომ მიმდინარე აქტივობების აღდგენა ჩატარდება 01 თებერვლიდან 06 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, იხილეთ დამატებითი და ძირითადი საგნების აქტივობების აღდგენის განრიგი.
👥👥👥👥👥👥👥
შუასემესტრული გამოცდების აღდგენა მოხდება 08 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით, შუასემესტრული გამოცდების აღდგენა დასაშვებია იმ სტუდენტებისთვის ვინც საპატიო მიზეზით ვერ მოახერხა გამოცდის ჩაბარება.
დასკვნით გამოცდებზე დაშვების წინაპირობა, სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის არის 30 ქულა (ჯამურად მიმდინარე სასწავლო აქტივობა + შუასემესტრული გამოცდა). დასკვნითი გამოცდები ჩატარდება 15 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით.
დასკვნით გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ბაკალავრებისთვის შეადგენს 11 ქულას, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის – 21 ქულას. იმისთვის, რომ სასწავლო კურსი ჩაბარებულად ჩაითვალოს, სტუდენტმა თითოეულ საგანში უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – ჯამურად დააგროვოს 51 ქულა და მეტი.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ყველა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს აქვს შესაძლებლობა სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვაზე ან წარმოქმნილ პრობლემაზე შეავსოს აღნიშნული ფორმა.
სტუდენტს ასევე აქვს შესაძლებლობა ფორმის მეშვეობით მოითხოვოს დეკანატიდან სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია. https://docs.google.com/forms/d/1yCaaMs9UTChRgPoP_xzCLZD-dZCm-bwycMCLvJG0JyQ/edit#responses

Download (PDF, Unknown)


Download (PDF, Unknown)

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply