ზაფხულის სკოლა საირმეში

2018 წლის 14-21 აგვისტოს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დაფინანსებით ჩატარდება  ზაფხულის სკოლა საირმეში  თემაზე: „ სამართლებრივი სახელმწიფო, როგორც ზნეობრივი სახელმწიფო.“

დაინტერესებულ სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა იმუშავონ ევროპელ და ქართველ პროფესორებთან ერთად თანამედროვე სოციალური თეორიის ფუნდამენტურ საკითხებზე. ზაფხულის სკოლაში მოწვეულები არიან ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკლაუს ლარგიერი (Niklaus Largier) და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ანდრეას არნდტი (Andreas Arndt). უცხოელი პროფესორების ლექციები ჩატარდება გერმანულ ენაზე, თანმიმდევრული ქართული თარგმანით.

ზაფხულის სკოლის ხანგრძლივობა: 14-21 აგვისტო.

ზაფხულის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრის მე-3, მე-4 კურსის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურზე მყოფ სტუდენტებს. უზრუნველყოფილი იქნება მგზავრობა, სასტუმრო და კვება.  მონაწილეები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.

გასაუბრება ჩატარდება 19 ივლისს 12:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში, მე-9 სართულზე ევროკავშირის და ნატოს აუდიტორიაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

Khazaradze.mariam@yahoo.com

elisabedilomsianidze@yahoo.com

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply