იტალიელი პროფესორის ანდრეი კარტნეის საჯარო ლექცია

2018 წლის  16 მაისს სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის რექტორის დელეგატმა – საერთაშორისო სტუდენტურ მობილობაში, CEMAS-ის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, საერთაშორისო ისტორიის პროფესორმა, ევრაზიის ისტორიის დოცენტმა ანდრეი კარტნეიმ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ევრაზიის პროექტი: მითი თუ რეალობა“.

შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტებს მიულოცა მსგავსი შესაძლებლობა რომის უნივერსიტეტის პროფესორისგან მიოსმინონ მათთვის საინტერესო თემები და ამით გაიღრმავონ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა.

რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის პროფესორმა ანდრეი კარტნეიმ გაანალიზა  რუსეთის გავლენა პატარა სახელმწიფოებზე, ასევე, მიმოიხილა ნაციონალიზმი. ჩამოაყალიბა სახელმწიფოთა ურთიერთობების ასპექტები ევრაზიის კავშირთან მიმართებაში.  სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა აქტიურად დაუსვეს შეკითხვები განსახილველ საკითხთან მიმართებაში და ამომწურავი პასუხებიც მიიღეს პროფესორისგან

შეხვედრა შეაჯამეს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა, პროფესორმა მაია ყიფიანმა და პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა იგორ კვესელავამ.

  

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply