კურსდამთავრებულთა გაცილების ცერემონიალი

2018 წლის 26 ივლისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის კურსდამთავრებულთა გაცილების ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიება გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მიულოცა კურსადამთავრებულებს სასწავლო წლის დასრულება და შემდგომი წარმატებები უსურვა თითოეულ მათგანს. დეკანმა, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა საპატიო სტუმარი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი.
ქალბატონმა ანა ნაცვლიშვილმა მადლობა გადაუხადა ფაკულტეტის ხელმძღვანელობას მოწვევისათვის და სტუდენტებს მიულოცა უნივერსიტეტის დამთავრება. ასევე რამდენიმე რჩევა მისცა მათ, მოუწოდა თავდაუზოგავი შრომისკენ, ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იყო კარგი იურისტი და შემდგომი წარმატებები უსურვა კურსდამთავრებულებს.
კურსდამთავრებულებს მიულოცა სტუ-ს სპიკერმა, პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ, რომელმაც ერთგვარად შეაჯამა ფაკულტეტის 2 წლის მუშაობის შედეგები და ხაზი გაუსვა სრულიად ფაკულტეტის წარმატებებს.
ფაკულტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივით დაჯილდოვდნენ საუკეთესო სტუდენტები: სალომე ნემსიწვერიძე, გიგა გიორგაძე, ანა მოსაშვილი, დათა ხუფენია, თამარ ბარამია. ასევე, სერტიფიკატები გადაეცათ საუკეთესო ახალგაზრდა ლექტორებს: მაკა აბულაძეს და თამარ დარჩიას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ს სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა კლუბის პრეზიდენტი გიორგი მთიულიშვილი, კლუბის ვიცე-პრეზიდენტი კობა ჩიხლაძე, სტუ-ს სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი კულდონაშვილი, სტუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი, პროფესორი ნინო ნიშნიანიძე, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ჯემალ გაბელია, საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი, პროფესორი მაია ყიფიანი, კერძო, საჯარო და სისხლის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, პროფესორები: ციალა გლოველი, ჯემალ ჯანაშია, მარიამ ჯიქია. პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი იგორ კვესელავა და სხვა პროფესორ-მასწავლებლები, რომლებმაც გამოხატეს საკუთარი შეხედულებები და წარმატებები უსურვეს სტუდეტებს.
სტუდენტებმა შეფასეს სწავლის პერიოდი, გაიხსენეს მათთვის მნიშვნელოვანი ისტორიები სტუდენტური ცხოვრებიდან და გამოთქვეს იმედი რომ სწორედ ამ ფაკულტეტიდან დაიწყება მათი წარმატება. ასევე, გამოხატეს მადლიერება ფაკულტეტის ხელმძღვანელი პირებისადმი.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply