მედიასამართლის  სასწავლო კურსი

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკა 8 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით იწყებს საბუთების მიღებას მედიასამართლის სასწავლო კურსზე.

  • კურსის განმავლობაში სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ ცოდნა დემოკრატიულ სახელმწიფოში მედიასამართლის როლსა და მნიშვნელობაზე
  • მედიასამართლის პრინციპებზე,
  • სუბიექტებზე (ბეჭდური მედია, მაუწყებლობა, ინტერნეტი) და მათ რეგულირებაზე.

ამასთან მიმოხილული იქნება მედიასამართლის ობიექტები – ინფორმაციის მიმღები პირები და მათი უფლებები. აღნიშნული საკითხები საკანონმდებლო რეგულაციებითან ერთად  განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითებით, მათ შორის ევროპული სასამართლოს, საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებებით.

კურსის შემდგომ სტუდენტებს გაანალიზებული ექნებათ მედიასამართლის არსი და მიღებული ცოდნა შეეძლებათ გამოიყენონ პრაქტიკაში.

 

სასწავლო კურსის დასასრულს გაიმართება დისკუსია განვლილი მასალიდან სტუდენტების მიერ შერჩეულ თემატიკაზე.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

კურსის ხანგრძლივობა- 20 საათი.

დარეგისტრირებული სტუდენტების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

გასაუბრების თემატიკა: საქართველოს კონსტიტუცია; ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

სასწავლო კურსს გაუძღვება – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედია მიმართულების პროექტის ხელმძღვანელი მარიამ გოგოსაშვილი.

 

პრაქტიკის გავლის მსურველმა სტუდენტებმა ელექტრონულად შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: iuridiuliganatleba@yahoo.com

დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
საკონტაქტო პირი: მაკა აბულაძე -595961900;

Download (DOCX, Unknown)

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply