პროექტი “ჯანდაცვის სამართალი” მოდიფიცირდა, როგორც “სამედიცინო საქმიანობის  რეგულირების სამართალი”

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე  2018 წლის 1 მარტიდან  ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი პროექტი  „ჯანდაცვის სამართალი“, რომელიც კვლევის შედეგების გათვალისწინებით  საჭიროებდა მოდიფიცირებას.

აღსანიშნავია, რომ მრავალი ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში,  სამართლის პროგრამებში, სამედიცინო საქმიანობისა და სამართალს შორის კავშირი რამოდენიმე არაძირითადი სასწავლო კურსითა და  (მაგ: სასამართლო მედიცინა, სასამართლო ფსიქიატრია, სასამართლო ფსიქოლოგია) და ცალკეული საკითხების სწავლებით (სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სამედიცინო საქმიანობის განხორციელების პროცესში ან/და ექიმის მიერ  ჩადენილი დელიქტები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევები) შემოიფარგლებოდა, იმავდროულად (განსაკუთრებით გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან), მსოფლიოს მრავალ წამყვან უნივერსიტეტებში ის საკმაოდ მოცულობით სასწავლო კურსებად და დამოუკიდებელ პროგრამებად ყალიბ-დებოდა.

პროექტის მოდიფიცირების მიზანი მდგომარეობს სამედიცინო სფეროს მარეგულირებელი საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის  შესწავლის შედეგად სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სამართლის წიგნის შექმნასა და გამოცემაში, ასევე პროექტის უმთავრესი ამოცანაა სამედიცინო რეგულირების სამართლის სამაგისტრო პროგრამის შექმნა, რომელიც გაივლის შესაბამის აკრედიტაციას  და განხორციელდება სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  მოდიფიცირდა  პროექტი „ჯანდაცვის სამართლი“  და იგი განხორციელდება  სახელწოდებით „სამედიცინო საქმიანობის  რეგულირების სამართალი“.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply