პოლიტიკური პიარის პრაქტიკული კურსი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით 28 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით ცხადდება აპლიკაციების მიღება პოლიტიკური პიარის პრაქტიკულ კურსზე.
კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს პოლიტიკური პიარის არსი, ძირითადი დებულებები და პრინციპები, საარჩევნო აგიტაცია/კამპანია და მისი დაგეგმარება, სამართლებრივი ნორმები და პრაქტიკა. პრაქტიკული კურსის მონაწილეები შეისწავლიან პოლიტიკური პიარის ძირითად ტექნოლოგიებსა (ამომრჩეველთან ურთიერთობა, სოციალური მედია როგორც პოლიტიკური პიარის ინსტრუმენტი და ა.შ.) და საარჩევნო პროცესში ჩართული იმ უწყებების ფუნქციებს, რომელთა კომპეტენციაა უკანონო აგიტაცია/კამპანიის მონიტორინგი და რეაგირება დარღვევებზე. კურსის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ გაერკვნენ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, რომელიც არეგულირებს აგიტაცია/კამპანიის რეგულაციებს, ასევე საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკას, მათ შორის ვენეციის კომისიის/ეუთოს სტანდარტებსა და რეკომენდაციებს.
კურსის მიზანია სტუდენტებს შეუქმნას წარმოდგენა თუ როგორ იგეგმება პოლიტიკური პიარი, რა რეგულაციები არსებობს საქართველოსა და განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში.
სასწავლო კურსის დასასრულს გაიმართება დისკუსია განვლილი მასალიდან სტუდენტების მიერ შერჩეულ თემატიკაზე.
კურსი განკუთვნილია სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
კურსის ხანგრძლივობა– 12 საათი.
სასწავლო კურსს გაუძღვება – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადმინისტრაციული დირექტორი ირმა პავლიაშვილი.
კურსის გავლის მსურველმა სტუდენტებმა ელექტრონულად შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: iuridiuliganatleba@yahoo.com
დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
საკონტაქტო პირი: მაკა აბულაძე -595961900;

Download (DOCX, 39KB)

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply