პროფესორ ვაჟა ოთარაშვილის ლექცია

2022 წლის 8 ივლისს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრვრმა, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრმა, მრავალი ლიტერატურული პრემიის ლაურეატმა, საზოგადო მოღვაწემ, თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა ვაჟა ოთარაშვილმა. ლექციის თემა იყო – „სააკაძის ფენომენი და ევროპა“.
პროფესორმა ვაჟა ოთარაშვილმა ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებს და პროფესორებს გააცნო მისი საფრანგეთში სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგად შეგროვებული უნიკალური საისტორიო მასალა გიორგი სააკაძის შესახებ.
ლექციამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. ბატონმა ვაჟამ გააჟღერა მრავალი საინტერესო ისტორიული მოვლენა და წყარო, რომლებიც, ჯერ-ჯერობით, ქართულ საისტორიო წრეებში უცნობია და მხოლოდ საფრანგეთში, დაცულ არქივებში ინახება. როგორც სტუდენტებმა, აგრეთვე პროფესორ-მასწავლებლებმა ლექციის შემდეგ მრავალი კითხვა დასვეს.
გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ბატონ ვაჟა ოთარაშვილს აღნიშნული შეხვედრისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც ვითანამშრომლებთ.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply