სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ

‼️სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა განცხადებები და საბუთები მიიღება 26 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 10:00 საათიდან 16:00 საათამდე. (სტუ-ს VI კორპუსი, მე-9 სართული, 909ა).
👇👇მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდგომი დოკუმენტაცია:
1.განცხადება
2. პირადობის მოწმობა და მისი ასლი
3. აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუემნტი-დიპლომი და მისი ასლი ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი და მისი ასლი;
4. ფოტოსურათი 4 ცალი, ზომით 3X4 სმ;
5. მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის)
6. მაგისტრანტის კანდიდატის მიერ სამაგისტრო გამოცდებზემიღებული ქულების ამონაბეჭდი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან (www. naec.ge);
7. თი-ბი-სი ბანკის 15 ლარიანი ქვითარი (საბანკო რეკვიზიტები: მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი: TRESGE22; მიმღების ანგარიში: სახაზინო კოდი 708977259 (მაგისტრატურაში 15-ლარიანი მომსახურების ანგარიში)
📥📥დოკუმენტების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტის განცხადება არ მიიღება.
სტუ-ს სამაგისტრო პროგრამაზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან ნებისმიერ სამ ნაწილში და სასპეციალიზაციო გამოცდაში მიღებული აქვს აღნიშნული ტესტების მინიმალური გამსვლელი ქულები:
‼️წაკითხულის გააზრება-6,4 ქულა
‼️ანალიტიკური წერა- 7,0 ქულა
‼️ლოგიკური მსჯელობა- 5,2 ქულა
‼️რაოდენობრივი მსჯელობა-5,2 ქულა
სასპეციალიზაციო გამოცდისათვის მინიმალური გამსვლელი ქულა ყველა სამაგისტრო პროგრამაზე არის 32 (შესაძლო 100 ქულიდან), მინიჭებული კოეფიციენტი 65
გამოცდა ჩატარდება 2019 წლის 13 სექტემბერს.
სასპეციალიზაციო გამოცდების შედეგები გამოცხადდება, შესაბამისად, 2019 წლის 12 და 13 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება გამოცდის ჩატარების ადგილზე, 2019 წლის 13 სექტემბრის 10:00-დან 14 სექტემბრის 13:00 საათამდე, მათი განხილვა _ 14 სექტემბერს, 16:00 საათიდან;
სასპეციალიზაციო გამოცდების საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2019 წლის 14 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply