საშემოდგომო  სკოლა ,,XXI საუკუნე და ევროკავშირის გამოწვევები“ გაიხსნა  

 

2018 წლის 19 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის  სტუდენტებისთვის ინგლისურენოვანი საშემოდგომო სკოლა ,,XXI საუკუნე და ევროკავშირის გამოწვევები“ გაიხსნა.

საშემოდგომო სკოლა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც სტუდენტებს წარუდგინა მოწვეული უცხოელი სტუმარი მარკო ვალიჯი და უცხოელი პროფესორების ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ბოლონიის, ვენეციის კა-ფოსკარისა და მილანის კათოლიკური უნივერსიტეტების პროფესორმა მარკო ვალიჯმა  ჩაატარა ლექცია თემაზე: „BREXIT-ის ეფექტი ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკაზე: რას გულისხმობს PESCO“.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და სკოლის მონაწილებმა ისაუბრეს ევროკავშირის ურთიერთობებზე, სტუდენტებმა დასვეს შეკითხვები ევროკავშირის, საქართველოსა და რუსეთის კონტექსტში.

 

 

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply