სტიპენდიები და დაფინანსება

წარჩინებული სტუდენტებისათვის ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაწესდა.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას გადაწყვეტილებით ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს გადაეცემათ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია. საუკეთესო შედეგების მქონე  2 სამართლის სპეციალობისა და 2 საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში მიიღებს აღნიშნულ სტიპენდიას. დაფინანსება გამოიყოფა ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.

 

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე- ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის დანიშვნის, სტიპენდიანტის გამოვლენისა და სტიპენდიის მინიჭების წესი.

სახელმწიფო სტიპენდია სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს