ფაკულტეტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

2018 წლის 1 მარტს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების ფაკულტეტის  საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია.

თავდაპირველად, დეკანმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით პროექტებზე და კიდევ ერთხელ წარმოუდგინა საბჭოს  პროექტის შედეგად შექმნილი სახელმძღვანელოები.

ფაკულტეტის მენეჯერი ანა ფუტკარაძე საბჭოს წინაშე წარსდგა მცირედი მოხსენებით სტუდენტების ნიუნბერგში ვიზიტის თაობაზე, ასევე განსახილველად წარმოადგინა სტუდენტთა განცხადებები, რომლებიც ითხოვდნენ  სწავლის საფასურის ნაწილობრივ დაფინანსებას და პროფესორ-მასწავლებელთა დაგეგმილი სამეცნიერო-სასწავლო ვიზიტებიც გააცნო საზოგადოებას.

დასასრულს, ფაკულტეტის დეკანმა საბჭოს მოახსენა სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელებისა და თანახელმძღვანელების დანიშვნის შესახებ და უსურვა მათ აკრედიტაციისა და ავტორიზაციის რეჟიმის წარმატებით დასრულება.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply