საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შექმნილია "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და მოქმედებს სტუ-ს წესდებისა და საკუთარი დებულების შესაბამისად. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის გზით.
სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასება და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
ბ) შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა;
გ) ბოლონიის პროცესის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების უნივერსიტეტში დანერგვის ხელშეწყობა;
დ) საერთაშორისო თანამშრომლობისა და საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის ინტეგრაციის ხელშეწყობა;
ე) უნივერსიტეტის ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესების წარმართვა, სისტემატური თვითშეფასების განხორციელება;
ვ) დადგენილი წესის შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამების, პერსონალისა და სტუდენტთა შესახებ სხვადასხვა სახის სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება და ანალიზი;
ზ) სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური განახლებული დებულებით, სტრუქტურითა და შემადგენლობით მოქმედებს 2011 წლის მარტიდან.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
|
თეა შაყულაშვილი- სამსახურის უფროსი |
სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, |
1 |
ციალა გლოველი |
პროფესორი |
2 |
ლილი ხარჩილავა |
მთავარი სპეციალისტი |
3 |
რატი გაბისონია |
მთავარი სპეციალისტი |