‼️‼️სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ანგარიშის მოსმენა‼️‼️

‼️‼️2020 წლის 19 ივნისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე გაიმართა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შედეგების ონლაინ მოსმენა.
‼️‼️შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, შეხვედრას ესწრებოდნენ ფაკულტეტის სათათბიროს წევრები.
‼️‼️სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „საქართველოს სახალხო დიპლომატია პოსტსაბჭოთა პერიოდში“ ხელმძღვანელმა, პროფესორმა ავთანდილ სონღულაშვილმა შეაჯამა პროექტის შედეგები და წარმოადგინა დასრულებული ნაშრომი „სახალხო დიპლომატია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები“. აღნიშნა, რომ დოქტორანტებისათვის წარმოდგენილი ნაშრომი იქნება მნიშვნელოვანი მათ მიერ წარმოებული კვლევის პროცესში.
‼️‼️სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „გენდერული თანასწორობა და დისკრიმინაცია: პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტების” ხელმძღვანელმა მაია ყიფიანმა ისაუბრა პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე და შეაჯამა პროექტის შედეგები.
‼️‼️პროექტის „საერთაშორისო საჯარო სამართლის” ფარგლებში ხელმძღვანელმა მარიამ ჯიქიამ წარმოადგინა ინგლისურენოვანი ნაშრომთა კრებული, რომელშიც შევიდა უცხოელი პროფესორების სტატიები, ჩამოაყალიბა სახელმძღვანელოს სტრუქტურაც, რომელიც მომზადებულია გამოსაცემად.
‼️‼️ პროექტის „მტკიცებითი სამართალი“ ერთ-ერთმა წევრმა პროფესორმა თეიმურაზ დარსანიამ ისაუბრა პროექტის ფარგლებში მომზადებული ნაშრომის სტრუქტურაზე და აღნიშნა მისი მნიშვნელობა სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისათვის.
‼️‼️პროფესორმა ჯემალ გაბელიამ ისაუბრა სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში მომზადებული სახელმძღვანელოს „სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის“ შესახებ და ყურადღება გაამახვილა მომზადებული სახელმძღვანელოს აუცილებლობაზე.
‼️‼️სამეცნიერო პროექტის „სამართლის ფილოსოფიის“ თანახელმძღვანელმა სალომე ხიზანიშვილმა წარმოადგინა კვლევის პროცესში შესრულებული შედეგები, სამეცნიერო-კვლევითი სტატიები, რომელიც დაიბეჭდა რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში.
‼️‼️„საინჟინრო სამართლის“ სამეცნიერო-კვლევით პროექტში ჩართულმა დოქტორანტმა თამარ სისვაძემ წარმოადგინა მონოგრაფია „ენერგოპოლიტიკა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში“, რომელიც გამოიცა ფაკულტეტის მხარდაჭერით.
წარმოადგენილი ანგარიშები შეაჯამეს ფაკულტეტის დეკანმა და დამსწრე პროფესორ-მასწავლებლებმა.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply