გაცვლითი პროგრამები

ჩვენი პროფესორები  რომის „La Sapienza“-ს უნივერსიტეტში

2018 წლის 27-28 სექტემბერს ქ. რომში აფხაზეთის მთავრობის, საქართველოს საელჩოსა და რომის „La Sapienza“-ს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ იქნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გლობალიზაციისა და იდენტობის საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნულ კონფერენციაში იტალიელ პროფესორებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორებმა ქეთევან ჯინჭარაძემ, მარიამ ჯიქიამ და ვაჟა შუბითიძე.

სამეცნიერო კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული პროფესორები, სტუდენტები, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონფერენცია მიზნად ისახავდა ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებისათვის ხელშეწყობასა და საქართველოს პოპულარიზაციას.

მარიამ ჯიქიასა და ქეთევან ჯინჭარაძის მიერ წარდგენილი იქნა თემა - „სახელმწიფო სუვერენიტეტი გლობალიზაციისა და საერთაშორისო ინტეგრაციის პირობებში“, ხოლო პროფესორ ვაჟა შუბითიძის მიერ - „ევროინტეგრაცია და საქართველო“.

მარიამ ჯიქია ქ. დუბროვნიკში გამართულ კონფერენციაზე

ჩვენი სტუდენტები სამშვიდობო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდნენ

 2018 წლის 8-18 ივლისს, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები ბაჩო კვირველია და ირინა მიქავა სამშვიდობო გაცვლითი პროგრამის „ახალგაზრდა აქტივისტები მშვიდობისთვის და მსოფლიო რომელიც ჩვენ გვინდა“ ფარგლებში გერმანიაში  იმყოფებოდნენ. სივერჰაუზენის სამშვიდობო ბანაკი ოცდათაამდე ქართველ, გერმანელ, ბერძენ, რუს და თურქ ახალგაზრდას მასპინძლობდა.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები 10 დღის მანძილზე განიხილავდნენ  ისეთ საკითხებს, როგორიცაა სხვადასხვა სოციალური და კულტურული  წარმომავლობის ხალხტა მშვიდობიანი თანაცხოვრება, კონფლიქტტა კონსტრუციული გადაჭრა, რასიზმთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან წინააღმდეგობის გაწევა, გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების  განხილვა და სხვა.

 სამშვიდობო პროგრამის ფარგლებში  ახალგაზრდები ეწვივნენ ლერტეში მდებარე დევნილტა სახცხოვრებელს და მიგრანტთან ერთად სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი აქტივობები განახორციელეს.  გავლითი პროგრამა „ახალგაზრდა აქტივისტები მშვიდობისთვის“ გერმანული ორგანიზაცია ICJAს მიერ 2012 წლიდან ხორციელდება.

დოქტორანტები პოლონეთში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ

ასისტენტ-პროფესორი თაკო კუპრეიშვილი პარიზის კონფერენციაში მონაწილეობდა

ახალგაზრდა მეცნიერის სალომე ფიფიას სასწავლო ვიზიტი ბრიუსელში

 

 

2017 წლის 1-15 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს მოწვევით სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი მასწავლებელი სალომე ფიფია იმყოფებოდა სასწავლო ვიზიტით ბელგიაში, ქ. ბრიუსელში. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა სამეცნიერო კვლევა ევროკავშირის საბჭოს ბიბლიოთეკასა და კვლევით ცენტრში. კვლევის პროცესში დამუშავებული იქნა ისეთი უნიკალური მასალა (წიგნები, სტატიები, ევროკავშირის ოფიციალური დოკუმენტაცია, ანგარიშები და ა.შ), რაც არ არის ხელმისაწვდომი სხვა ბიბლიოთეკებსა თუ ინტერნეტ-სივრცეში. კვლევის შედეგად შექმნილი ანალიტიკური სტატია წარმოადენს სალომე ფიფიას სადისერტაციო  ნაშრომის ერთ-ერთ ღირებულ ნაწილს. ასევე, მნიშვნელოვანია რომ  ამ სტატიის ელექტრონული ვერსია  განთავსდა ევროკავშირის საბჭოს ბიბლიოთეკის რესურს-სივრცეში და ხელმისაწვდომი იქნება სხვა მკვლევარებისთვისაც.

აღნიშნული ვიზიტი განხორციელდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას შუამდგომლობით და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც დაფინანსდა ფაკულტეტის შესაბამისი ბიუჯეტიდან.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი კვლავ აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდა მეცნიერებისთვის სამეცნიერო კვლევის დაფინანსებას და მათ მხარდაჭერას.

პროფესორ მარიამ ჯიქიას ვიზიტი ბერლინში

სამოქალაქო განათლების სკოლისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ქ. ბერლინში, 2017 წლის 3-8 დეკემბერს ჩატარდა კონფერენცია-ფორუმი თემაზე: ევროპის გამოწვევები. აღნიშნულ კონფერენციაზე მიწვეული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი მარიამ ჯიქია. კონფერენციაზე განხილული იყო ევროპის, უფრო კონკრეტულად კი ევროკავშირის როგორც დადებითი ასევე უარყოფითი ასპექტები, მათ შორის მისი გავლენა მსოფლიო პოლიტიკასა და საერთაშორისო სამართლებრივ მოვლენებზე. აღნიშნულ კონფერენციაზე ერთ-ერთ მთავარ თემად განხილული იქნა საბერძნეთის კრიზისის გამომწვევი მიზეზები და გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის საკითხი. აღნიშნული ვიზიტი დაფინანსდა ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.

ფაკულტეტის გუნდი საერთაშორისო იმიტირებულ პროცესში მიიღებს მონაწილეობას.

 

 გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გუნდი რეგიონალური რაუნდის შესარჩევი კონკურსიდან კვალიფიცირებულ იქნა საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 27 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, ქ. ჰააგაში. 

სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია  ულოცავს სრულიად ფაკულტეტს და ყველა სტუდენტს ამ გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს მომავალში.

ასისტენტ-პროფესორმა Erasmus + -ის  პროექტში გაიმარჯვა

ამა წლის 14-22 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა, ემილია ალავერდოვამ გაიმარჯვა Erasmus + -ის პროექტში და გაემგზავრა კვიპროსზე, როგორც საქართველოს წარმომადგენელი და ერთადერთი გამარჯვებული. პროექტი სახელწოდებით ”Rainbow Spectactor“ ეძღვნებოდა ყველა სახის კონფლიქტს: საერთაშორისო, რელიგიურ, კორპორაციულ, პიროვნულ და ა.შ. აგრეთვე განიხილებოდა ეროვნული, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა კონფლიქტურ და არაკონფლიქტურ სიტუაციებში და ყოველდღიურ ცხოვრებაში. კურსის მიზანი იყო კონფლიქტის მართვა და მენეჯმენტი და ადამიანის უფლებების დაცვა. ორგანიზატორებს პროექტი საკმაოდ წარმატებულად მიაჩნიათ და იგეგმება პროექტის 2 ნაწილის ჩატარება, სადაც ასისტენტ-პროფესორი ემილია ალავერდოვი იქნება მიწვეული ექსპერტად.

ასევე, აღსანიშნავია რომ ემილია ალავერდოვი აირჩიეს  აშშ -ჩინეთისა (ISSN1539-8080)  და სინო-ამერიკული (ISSN158072)  ინგლისური ენის სასწავლო საგამომცემლო სახლის (David Publishing Company), USA, NY რეფერენტად.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ულოცავს ემილია ალავერდოვას გამარჯვებას და უსურვებს  შემდგომ წარმატებებს.

 

ფაკულტეტის კურსდამთავრებული ჩინეთის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე სწავლობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  სამართლის მაგისტრატურის კურსდამთავრებული გვანცა ძნელაძე 2017 წლის სექტემბერში ჩაირიცხა ჩინეთის უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამაზე “Doctor of Juridical Science S.J.D Program” მოიპოვა უნივერსიტეტის სრული დაფინანსება.  აღნიშნული დაფინანსება მსოფლიოს მაშტაბით სულ სამმა სტუდენტმა მიპოვა. სადოქტორო თემას წერს თემაზე “The impact of international investment law on the legal framework of Georgia and foreign investors’ rights.

გვანცა ასევე, სწავლობდა ჩინეთის, ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში Renmin University of China სამაგისტრო პროგრამაზე-Master of National Economics of China. მონაწილეობა აქვს მიღებული  არაერთ სასერთიფიკატო სალექციო კურსში, რომელიც ორგანიზებული იყო თავისუფალ უნივერსიტეტში, მათ შორის, National Centre for Commercial law “International Business Transactions” მოპოვებული აქვს ჩინეთის მთავრობის სრული სტეპენდია, კერძოდ კომერციის სამინისტროსი MOFCOM scholarship, იგი წარმოადგენდა ერთადერთ დაფინანსებულ სტუდენტს საქართველოდან.  სამაგისტრო თემა დაიცვა თემაზე “chinas outward foreign direct investment in Georgia ” და აიღო წითელი დიპლომი; პეკინში ყოფნისას სტაჟირებას გადიოდა უმსხვილეს კომპანიაში China International Economic Cooperation and Investment Inc. საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტში, სადაც  აგრეთვე ჩაატარა სამეცნიერო კვლევა ინგლისურ ენაზე: “international trade process and risk control“, რომელიც ითარგმნა ჩინურად და დაიბეჭდა პუბლიკაციის სახით.

აგრეთვე, ზემოთ აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლისას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა კონფერენციებში. მაგალითად, საქართველოს წარმოადგენდა “one belt one road” პროექტის ფარგლებში გამართულ ეკონომიკის სკოლის კონფერენციაზე, სადაც მოხსენება გააკეთა საქართველოში არსებულ საინვესტიციო პოტენციალზე და აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე საქართველოში, ასევე მოხსენებით გამოვიდა ინვესტორებისთვის გამართულ სემინარზე “International Technology transfer & the Belt and Road investment opportunity ” რომელიც გაიმართა china council for the promotion of international trade .

კიდევ არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, საქართველოს საელჩოს ჩინეთში ორგანიზებულ ღონისძიებებში ეს კულტურული საღამები იქნებოდა თუ ეკონომიკური. გვანცა ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულს ენებს, ასევე, ჩინურს.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ კიკნაძე Erasmus+ ს სტიპენდიანტია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა მარიამ კიკნაძემ არაერთი წარმატება მოიპოვა. მან 2013 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის 24-ე საჯარო სკოლა და ჩააბარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. 2015/2016 წლის გაზაფხულის სემესტრში Erasmus+ - ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, იყოფებოდა ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ადმინისტრაციული მეცნიერებების ფაკულტეტზე, კერძოდ საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ Middle East Technical University თურქეთის წამყვანი უნივერსიტეტია და მსოფლიოს 85 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის არის შესული. Erasmus+-ს გაცვლითი პროგრამა იყო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და გამოცდილება აღმოჩნდა მის ცხოვრებაში. პირველ რიგში, მან შეიძინა მრავალი მეგობარი და გაეცნო მსოფლიოს კულტურას, ისწავლა დამოუკიდებლად ცხოვრება და სირთულეების გადალახვა. 2017 წლის მარტში სტამბულში მონაწილეობა მიიღო ბილგესამის სტრატეგიული კვლევითი ცენტრის, პირველი ზამთრის საგარეო პოლიტიკურ სკოლაში, (Wise Men Center For Strategic Studies (Bilgesam)Foreign Policy Winter School) . საგარეო პოლიტიკურ სკოლაში მისი ლექტორები იყვნენ თურქეთის ყოფილი ელჩები სირიასა და ერაყში, ალჟირსა და საბერძნეთში. საინტერესო სემინარებს თან ერთვოდა, დისკუსია სადაც 14 ქვეყნის წარმომადგენელი ერთმანეთს უზიარებდა გამოცდილებასა და ხედვებს. ასევე, იმყოფებოდა Kadir Has University, Co-opinion II.Annual Youth Summit "Youth Empowerment: Socio-Economic Inclusion of Young People" 2500 აპლიკანტს შორის აირჩიეს 70 აპლიკანტი და მათ შორის საქართველოდან მხოლოდ მარიამ კიკნაძე იყო წარმოდგენილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია მხარს უჭერს სტუდენტებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში. იგი გამოთქვამს  მზადყოფნას  ყველა სტუდენტს მისცეს შესაძლებლობა მიიღონმონაწილეობა გაცვლით პროგრამებში.

კიდევ ერთი დაფინანსებული სტუდენტი…

 

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტი გურანდა გოლიაძე, დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას მხარდაჭერით და ფაკულტეტის დაფინანსებით მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში- “Create an exchange – experience diversity”.

ჩვენს სტუდენტს პროგრამის ფარგლებში ურთიერთობა ჰქონდა მსოფლიოს 15 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან, რამაც მისცა საშუალება  გაეცნო  სხვადასხვა ქვეყნის ისტორია, რაც მისი პროფესიული და პიროვნული ზრდის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. პროექტი იმართებოდა გერმანიის სხვადასხვა ქალაქში  კერძოდ, დიუსელდორფში, დუისბურგში, ქანსთენში, კალაქარში, ემერიჩში, ბონში, კოლონში და ასევე  ამსტერდამში (ჰოლანდია). სტუდენტები ეცნობოდნენ გერმანიაში სხვადასხვა ორგანიზაციის მუშაობას, მათ შორის “Hephata”, რომელთანაც პროექტის განმავლობაში თანამშრომლობდნენ. ორგანიზაციასთან მუშაობის პროცესში ეცნობოდნენ გერმანულ სისტემას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, თუ როგორ და რა პირობებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ადამიანის ცხოვრებას და სრულ დაფინანსებას.

აღნიშნული პროექტი სამ კვირას გაგრძელდა, რამაც სტუდენტს მისცა შესაძლებლობა გაეუმჯობესებინა უცხო ენა და ასევე, შეესწავლა აღნიშნული ქალაქების ტრადიციები და ა.შ.

ჩვენი კურსდამთავრებული Sapienza University of Rome-ში

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კურსდამთავრებული მეგი ჯაფარიძე ჩაირიცხა Sapienza University of Rome-ში სამაგისტრო პროგრამაზე. მან 2017 წელს წარჩინებით დაამთავრა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. 2013 წელს მიიღო მონაწილეობა USAID-ის საზაფხულო სკოლაში “IFES Democracy and Citizenship”, სადაც წარმოადგენდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს.
2014/2015 წელს გახდა ევროკავშირის სტიპენდიანტი და სწავლობდა ტალინის უნივერსიტეტში, ესტონეთში. 2015წელს მიიღო მონაწილეობა ნატოს ახალგაზრდულ სამიტზე.
2016 წელს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ფარგლებში, მონაწილეობა მიიიღო საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესში, რომელიც ჩატარადა ჰააგაში, ნიდერლანდები; იმავე წელს მონაწილეობდა „პროაქტივ ჯგუფის“ მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ახალგაზრდა ლიდერთა სამიტზე „ახალგაზრდული გამოწვევები და შესაძლებლობები“, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი; ასევე, მიიღო მონაწილეობა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში თემაზე: საკონსტიტუციო სამართალწარმოება, რომელიც ჩატარდა ქალაქ ბათუმში. 2017 წელს მონაწილეობდა ეროვნულ კლიენტთა კონსულტირების ტრენინგსა და შეჯიბრში, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია შეხვდა მეგი ჯაფარიძეს მიულოცა სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვა Sapienza University of Rome-ში და უსურვა შემდგომი წარმატებები.

ფაკულტეტის სტუდენტი ლორენა შამათავა სტუ-ს ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის სტუდენტთა პრეზიდენტია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და  საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი ლორენა შამათავა  სტუ-ს ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის სტუდენტთა პრეზიდენტია. იგი 2017 წელს ჩაირიცხა ლიტვის საუკეთესო უნივერსიტეტში, რომელიც საუკუნოვან ისტორიას ითვლის, ვილნიუსის უნივერსიტეტში (1579 წ.) სამაგისტრო პროგრამაზე "ევროკავშირის ბიზნეს სამართალი".  მან მიიღო მონაწილეობა ლიტვის სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაში, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნებიდან მეორე ეტაპზე გადავიდა მხოლოდ 46 აპლიკანტი, ხოლო მათ შორის საუკეთესო შედეგით, პირველ ადგილზე გავიდა.

მნიშვნელოვანია, რომ ლორენა შამათავამ ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარისგან ბ.-ნ ვიქტორას პრანცკიეტისისგან მიიღო მადლობის წერილი, ქართულ ლიტვური ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ლიტვური კულტურის საქართველოში პოპულარიზაციისთვის და ახალგაზრდული თანამეგობრობის შექმნისთვის.

2014 წელს ლიტვაში ახალგაზრდა ელჩების სამიტზე საქართველოს წარმომადგენელი იყო, ვიზიტის ფარგლების დროს, პირადად შეხვდა ლიტვის პარლამენტის ტავმჯდომარეს. სამჯერ (2014,2015,2016 წწ.) მოიპოვა ლიტვის სახელმწიფო დაფინანსება და გაემგზავრა ლიტვაში საზაფხულო სკოლებში. 2016 წელს გახდა გერმანული ასოციაციის START Stiftung გამარჯვებული, იმყოფებოდა გერმანიაში სტაჟირებით 2 თვით. ბერლინში "მრავალფეროვნების სკოლის" ტრენერ-ფასილიტატორი. 2015 წელს გახდა გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის MitOst  სტიპენდიანტი და პროექტის "აქტიური მოქალაქეობა" ავტორი და კოორდინატორი. 2016 წელს, მე-2 ადგილი დაიკავა მის მიერ დაწერილმა სიმღერამ "Lietuva-širdis mana", მუსიკალურ ფესტივალზე. 2014 წელს Theodor Hauss KOleg-გერმანული ორგანიზაციის მიერ კავკასიის რეგიონში განხორციელებული პროგრამის კურსდამთავრებულია.

ფლობს 3 უცხო ენას (ინგლისური, ლიტვური, რუსული) და სექტემბრის თვეში მიწვეულია თარჯიმნების საერთაშორისო სემინარზე.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია ამაყობს ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტების წარმატებებით და მოხარულია, რომ თითოეული სტუდენტი აქტიურად არის ჩართული როგორც სასწავლო ღონისძიებებში,  ასევე სამეცნიერო-შემეცნებით პროგრამებში.