საერთაშორისო ურთიერთობების კლუბი

საერთაშორისო ურთიერთობების კლუბის მიერ განხორციელდა პროექტი, სახელმწიფო მოდელირება-2017, სახელწოდებით, -„გაიცანი საქართველო“.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტთან  არსებული საერთაშორისო ურთიერთობების კლუბის მიერ განხორციელდა პროექტი, სახელმწიფო მოდელირება-2017, სახელწოდებით, -„გაიცანი საქართველო“.

პროექტის ფარგლებში მონაწილეობას იღებდა 60 დელეგატი, რომლებმაც კომიტეტებთან მუშაობის შედეგად წარადგინეს საქართველოს თითოეული კუთხე პრობლემებითა და შესაძლებლობებით. კომიტეტებს ჰქონდათ წარდგენილი სამოქმედო გეგმა პრობლემის მოსაგვარებლად და შესაძლებლობის გასანვითარებლად.

დელეგატებმა მოირგეს პროფესიული როლი, რაც იყო სტიმული პროფესიული განვითარების გზაზე, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებმა უკეთ გაიგეს ის ფორმატი, რა ფორმატითაც ხელმძღვანელობენ საერთაშორისო არენაზე რეზოლუციის, პოზიციის ფურცლის წარდგენისა თუ მიღების დროს. თითოეული კომიტეტი შეფასდა ჟიურის მიერ და გამოვლინდა საუკეთესო დელეგატი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულეტეტის მე-3 კურსის  სტუდენტი გიგო წიკლაური.

პროექტში მონაწილეობას იღებდა როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.

მოწვეული იყვნენ სტუმრები საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებმაც შეაფასეს პროექტი და გამოთქვეს სურვილი სამომავლო ურთიერთობის.

პროექტი განხორციელდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერი

2016 წლის სასწავლო წელს,საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა "საერთაშორისო ურთიერთობების კლუბი",რომლის მიზანია საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებულ პირთათვის პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების მიღება.

ჩვენი კლუბის ინიციატივით ჩატარდა პროექტი #გაიცანისაქართველო,რომელიც მიზნად ისახავდა, პროფესიული როლის მორგებას. იმიტირებულ პროცესში დელეგატებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქვეყნის სხვადასხვა მხარეში არსებულ პრობლემას და წარმოედგინათ ამ პრობლენის გადაჭრის გზები რეზოლუციის სახით... 
თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს, მალე შემოგთავაზებთ საინტერესო ღონისძიებებს

http://stunet.ge/video/index/514

მომავალ საჯარო მოხელეთა ასოციაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების კლუბის ინიციატივით განხორციელდა პირველი ერთობლივი აქტივობა,რომელიც მოიცავდა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ვიზიტს.

ვიზიტის მიზანი იყო ქართული პარლამენტარიზმის ისტორიის, პარლამენტის სტრუქტურის, მისიისა და როლის, აგრეთვე, კანონშემოქმედებითი პროცესის გაცნობა.
ამ ყველაფერს ჰქონდა დიდი პრაქტიკული დანიშნულება სტუდენტებისთვის,რადგან კარგად გაეცნენ იმ სამუშო გარემოს,სადაც სამომავლოდ მოუწევთ პროფესიული მოღვაწეობა.

პარლამენტში ვიზიტისას ასოციაციისა და კლუბის წევრებმა დაათვალიერეს პარლამენტის ისტორული შენობა, პირველი რესპუბლიკის, დავით აღმაშენებლის (ბიურო), შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის სახელობის დარბაზები, ასევე ხარების სახელობის სამლოცველო.