მეცნიერული მიღწევები

გიორგი გორაძე საერთაშორისო კონსტიტუციური სამართლის ასოციაციის წევრი გახდა

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი  გიორგი გორაძე  საერთაშორისო კონსტიტუციური სამართლის ასოციაციის წევრი გახდა. იგი მიწვეულია ორგანიზაციის მრგვალ მაგიდაზე, რომელიც გაიმართა 2018  წლის აპრილში შანხაიში, ჩინეთში და ასევე  მსოფლიო კონგრესზე, რომელიც იმართება 4 წელიწადში ერთხელ ამჯერად გაიმართება სეულში, სამხრეთ კორეაში.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია ულოცავს ამ წარმატებას ფაკულტეტის ასოცირებულ- პროფესორს და უსურვებს შემდგომ წინსვლას.

Download (PDF, Unknown)

გურამ ნაჭყებიას სახელობის ჯილდოს დაწესების შესახებ

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ინიციატივითა და სათათბიროს მხარდაჭერით პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის  შეფასებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით, ფაკულტეტზე განხორციელებული კვლევების წახალისებისა და პოპულარიზაციისათვის, სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის დაწესდა სისხლის სამართლის, როგორც დამოუკიდებელი დარგის ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერის გურამ ნაჭყებიას სახელობის ჯილდო, რომლითაც დაჯილდოვდება   სამართლის   აკადემიური დეპარტამენტის ერთი ღვაწლმოსილი და ერთი ახალგაზრდა მეცნიერი .

აღნიშნული ჯილდოს დაწესების მიზანია ფაკულტეტის მკვლევართა წახალისება  სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.  ჯილდო ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს, რაც ხელს შეუწყობს  მეცნიერთა ჩართულობას  საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და სამეცნიერო-პედაგოგიური მოტივაციის ზრდას.

წარდგენილი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • სტუდენტთა (სამივე საფეხურის) სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე, სამეცნიერო პროექტებში, კვლევებში ჩართულობაზე ზრუნვა,
  • სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება,
  • ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების დანერგვა-სწავლება,
  • კოლეგების მიერ აღიარება და პატივისცემა,
  • ახალგაზრდა კოლეგებზე, სტუდენტებზე ზრუნვა და გამოცდილების გაზიარება.

 

 

ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის ჯილდოს დაწესების შესახებ

ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის ჯილდოს დაწესების შესახებ

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ინიციატივითა და სათათბიროს მხარდაჭერით პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის  შეფასებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით, ფაკულტეტზე განხორციელებული კვლევების წახალისებისა და პოპულარიზაციისათვის, სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის დაწესდა გამოჩენილი ქართველი დიპლომატის ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის ჯილდო, რომლითაც დაჯილდოვდება პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების  აკადემიური დეპარტამენტის ერთი ღვაწლმოსილი და  ერთი ახალგაზრდა მეცნიერი .

აღნიშნული ჯილდოს დაწესების მიზანია ფაკულტეტის მკვლევართა წახალისება სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.  ჯილდო, ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს, რაც ხელს შეუწყობს  მეცნიერთა ჩართულობას  საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და სამეცნიერო-პედაგოგიური მოტივაციის ზრდას.

 წარდგენილი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • სტუდენტთა (სამივე საფეხურის) სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე, სამეცნიერო პროექტებში, კვლევებში ჩართულობაზე ზრუნვა,
  • სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება,
  • ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების დანერგვა-სწავლება,
  • კოლეგების მიერ აღიარება და პატივისცემა,
  • ახალგაზრდა კოლეგებზე, სტუდენტებზე ზრუნვა და გამოცდილების გაზიარება.

გამოიცა პროფესორ ზურაბ მელქაძის სახელმძღვანელო

2017 წელს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერით გამოიცა პროფესორ ზურაბ მელქაძის სახელმძღვანელო: ,,კორუფციული ხასიათის სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების თავისებურებები”.

ნაშრომში განხილულია კორუფციული ხასიათის ყველაზე გავრცელებული დანაშაულების: სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის და ქრთამის აღების გამოვლენის, თავიდან აცილების და აღკვეთის პროცესში გამოძიებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების თავისებურებები,ასევე  ნაჩვენებია, რომ მმართველობის სფეროში ჩადენილი ნებისმიერი სახის კორუფციული სამოხელეო დანაშაული უარყოფითად აისახება სახელმწიფოს ნორმალურ ფუნქციონირებაზე და რეალურად ემუქრება ქვეყნის ეკონომიკურ საფუძვლებს.. გამოკვლევაში მოცემულია ყველა ის ძირითადი კონცეპტუალური საკითხი, რომელიც განხილულ დანაშაულებზე გამოძიების დაწყებას ახლავს თან. კერძოდ, აღნიშნულ საქმეებზე დასადგენი გარემოებები, ღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობს სამოხელეო დანაშაულთა გამოვლენას და მისი ჩამდენი პირების მხილებას. ავტორის მიერ ამ კატეგორიის საქმეებზე შემოთავაზებულია გამოძიების სრულყოფისათვის და ერთიანი საგამოძიებო პრაქტიკის დასანერგად აუცილებელი პროცესუალური და ოპერატიული საქმიანობის ორგანიზაციული რეკომენდაციები.

გამოიცა ირაკლი მინაშვილის  წიგნი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარები“

 

2017 წლის 16 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა ირაკლი მინაშვილის  წიგნის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარები“-ს პრეზენტაცია.

აღნიშნულ პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქალბატონი ეკა გაბრიჩიძე, ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურორი ბატონ შოთა რიჟამაძე;საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე, ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის პროკურორი ალექსანდრე იმედაშვილი, თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის მოადგილე ბატონი შავლეგ თოდუა;გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ბავშვთა დაცვის პროგრამის (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების) ხელმძღვანელი ქალბატონ თეონა კუჭავა; დანაშაულის პრევენციის ცენტრის  განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს უფროსი ბატონი ლადო ჯავახიშვილი; შინაგან საქმეთა სამინისტროს  აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს პროფესიული განათლების განყოფილების უფროსის მოადგილე ბატონ დიმიტრი დინუაშვილს.

ირაკლი მინაშვილის  წიგნის პრეზენტაცია გახსნა და სტუმრებს მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ბატონი ირაკლი გაბისონია, რომელმაც ისაუბრა ირაკლის პიროვნულ და პროფესიულ მახასიათებლებზე, ხაზი გაუსვა მის შრომისუნარიანობას და მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის.

თითოეულმა მოწვეულმა სტუმარმა წარმოადგინა საკუთარი მოსაზრებები, ჩამოაყალიბეს წიგნთან მიმართებაში შეხედულებები და წიგნის ავტორის უდიდესი წარმატებები უსურვეს.

აღნიშნულ პრეზენტაციაზე მოწვეული სტუმრების შემდგომ ასევე სიტყვით გამოვიდნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მათ შორის, სისხლის სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯემალ ჯანაშია დეა პროფესორი მიხეილ მამნიაშვილი.

მადლობა გადაუხადეს წიგნის ავტორს სტუდენტებმა შახლა ისაევამ და გურამ ლობჟანიძემ.

შეხვედრის დასასრულს ირაკლი მინაშვილმა უღრმესი მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს, კერძოდ კი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ხელმძღვანელობას, დეკანს პროფესორ ირაკლი გაბისონიას, დეკანის მოადგილეს, პროფესორ ჯემალ გაბელიას და სისხლის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელს პროფესორ ჯემალ ჯანაშიას.

 

ფაკულტეტის პროფესორ მარიამ ჯიქიამ პრემია „თამარი“ მოიპოვა

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია ულოცავს ფაკულტეტის საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ მარიამ ჯიქიას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ დაწესებულ სამეცნიერო პრემია „თამარი“-ს მოპოვებას და უსურვებს შემდგომ წინსვლას პროფესიულ და სამეცნიერო მოღვაწეობაში.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სასწავლებელში მოღვაწე მეცნიერთა სტიმულირებისათვის ყოველწლიური სამეცნიერო პრემიის „თამარი“ დაჯილდოების ცერემონია გამართა, რომელზეც კონკურსის წესით შერჩეული სამი გამარჯვებული გამოვლინდა.

სამეცნიერო პრემია „თამარის“ დაჯილდოების ცერემონია წელს პირველად გაიმართა, I პრემიის მფლობელი კი, მანანა მარიდაშვილი გახდა. II პრემია სოფია კასრაძეს ერგო; III პრემია კი საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერმა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორ მარიამ ჯიქიამ მოიპოვა.  გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო და კომპანია ზარაფხანას მიერ დამზადებული მედლები გადაეცათ.

 

ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის „სახელმწიფო-სამართალი-პოლიტიკა-კულტურა“ ინიციატივით დაიგეგმა ჰეგელის „სამართლის ფილოსოფიის“ თარგმნა ქართულ ენაზე

 

THE PHILOSOPHY OF LAW

აღნიშნული ნაშრომის თარგმნას შეასრულებენ ფილოსოფიის პროფესორი გიორგი ბარამიძე, ხოლო მის სამეცნიერო რედაქტირებასა და კომენტირებას-პროფესორი მამუკა ბერიაშვილი უხელმძღვანელებს. ამავე დროს, პროექტის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას მიიღებენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი  ირაკლი გაბისონია და პროფესორი მინდია ოკუჯავა, რომლებიც თარგმნის პროცესში სამეცნიერო კონსულტაციას გაუწევენ, როგორც სარედაქციო სამუშაობს, ისე ნაშრომში გამოყენებული სამართლებრივი ტერმინოლოგიის ზუსტი ქართული შესატყვისების შემუშავებას.

აღნიშნული პროექტიც დაფინანსდება სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთერთობების ფაკულტეტის ბიუჯეტიდან, ისევე როგორც სხვა არაერთი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, რომელიც განხორციელდა ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას მხარდაჭერით

სამეცნიერო კრებული „მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფია სოციალ-თეორიულ მიმართებაში“

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას მხარდაჭერით ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის „სახელმწიფო-სამართალი-პოლიტიკა-კულტურა“ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებში მომზადდება კრებული „მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფია სოციალ-თეორიულ მიმართებაში“, რომლის ავტორები არიან : პროფესორი მამუკა ბერიაშვილი და პროფესორი ოიჰანეს ვაისი.

კრებულში გამოქვეყნებული ნაშრომები ხელს შეუწყობს ფილოსოფიით, კულტურის, სოციალური და სამართლის მეცნიერებებით დაინტერესებულ სტუდენტებს მიიღონ  ინფორმაცია თანამედროვე კვლევის მდგომარეობის შესახებ.

ნაშრომის გამოქვეყნებასთან, თარგმნასთან და შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსებული იქნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას გადაწყვეტილებით ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება და  ფაკულტეტის დეკანი გამოხატავს მზადყოფნას მომავალშიც განხორციელდეს არაერთი კვლევითი, შემეცნებითი ხასიათი პროექტები.

სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაფინანსება

 

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას მხარდაჭერით ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის „სახელმწიფო-სამართალი-პოლიტიკა-კულტურა“ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებში მზადდება კრებული „კონსტიტუციური სახელმწიფო და ძირითადი უფლებები“, რომელშიც გამოქვეყნდება ევროპული და ქართველი მეცნიერების ნაშრომები თანამედროვეობის აქტუალურ და რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით. ამ კრებულში წარმოდგენილი ნაშრომები ევროპელმა და ქართველმა პროფესორებმა წაიკითხეს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით 2016 წელს განხორციელებული პროექტის „სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი“ -ს ფარგლებში, როგორც საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე პრეზიდენტის ადმინისტაციაში. იმავდროულად კრებულში შეტანილია 2017 წელს ზუგდიდში ჩატარებული საზაფხულო სკოლის „კონსტიტუციური სახელმწიფო და ძირითადი უფლებები“ ფარგლებში წაკითხული მოხსენებები.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საზაფხულო სკოლა ჩატარდა ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით, ასევე  საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით. კრებულში გამოსაქვეყნებელ ნაშრომთა გარკვეული ნაწილის ქართულ ენაზე თარგმნა დაფინანსებულ იქნა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან.

ამასთანავე, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერით დაფინანსდება უცხოენოვანი მოხსენების თარგმნა, რომელიც შესრულებულია კასელის უნივერსიტეტის დოქტორანტის ქეთევან რჩეულიშვილის, ბონის უნივერსიტეტის დოქტორანტის ირაკლი თაბორიძისა და მაგისტრანტის მარიამ ხაზარაძის მიერ. ამავდროულად მარიამ ხაზარაძემ კრებულის რუბრიკისათვის თარგმნა იმანუელ კანტის ცნობილი ტექსტი „ადამიანთა მოდგმის სავარაუდო დასაწყისი“.

ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას მიზანს წარმოადგენს ისეთი სამეცნიერო ნაშრომების მომზადება, რომელთაც გარდა სამეცნიერო ხასიათისა, გააჩნია სასწავლო ღირებულება.  სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსება მოხდება  ფაკულტეტის შესაბამისი ბიუჯეტიდან

ფაკულტეტის დარგების შესაბამისად, ცნობილი მეცნიერების მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები გადაითარგმნება

 

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანისა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით დაგეგმილია ითარგმნოს მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები ფაკულტეტტის დარგების შესაბამისად.

პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფაკულტეტის (და არამარტო) სტუდენტებისათვის და ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარებისათვის, რადგან სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები, რომლებიც აქამდე არ იყო მათთვის ხელმისაწვდომი ქართულ ენაზე ან უფრო მეტიც, არ არსებობდა ბეჭდური სახით, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთოებების ფაკულტეტის სრული ფინანსური მხარდაჭერითა და ხელშეწყობით ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

აღნიშნული პროექტი  ფაკულტეტზე სამეცნიერო მიმართულების გაძლიერებას ემსახურება და სრულად დაფინანსება ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.

თეიმურაზ დარსანიას მონოგრაფია „ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დანაშაულის მცდელობისათვის"

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თეიმურაზ დარსანიამ  გამოსცა მონოგრაფია სახელწოდებით „ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დანაშაულის მცდელობისათვის“.

წინამდებარე წიგნში მოცემულია იმ ძირითადი და სადავო საკითხების კვლევა, რომლებიც დანაშაულის მცდელობის დასჯადობასთანაა დაკავშირებული. განხილულია დანაშაულის მცდელობის სამსაფეხურიანი სისტემა, როგორიცაა ქმედების შემადგენლობა, მართლწინააღმდეგობა და ბრალი.

წიგნი განკუთვნილია როგორც უმაღლესი სკოლის სისხლის სამართლის სპეციალობის სტუდენტებისა და პრაქტიკოსი იურისტებისათვის, ისე სამართლის პრობლემატიკით დაინტერესებული სპეციალისტებისა და ფართო საზოგადოებისათვის.

ნაშრომი შედგება ოთხი თავისაგან და თხუთმეტი ქვეთავისაგან. ავტორს გამოყენებული აქვს სულ 113, მათ შორის, 70-მდე უცხოური სამეცნიერო სახის ლიტერატურა, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს როგორც ინტერნეტ რესურს ასევე, ნორმატიულ მასალას.

ავტორის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად  შემუშავებულია რეკომენდაციები დანაშაულის მცდელობის დასჯადობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის ერთიანი მოდელის შექმნისათვის.  საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკის განზოგადების შედეგად გაანალიზებულია სისხლის სამართლის კოდექსის ძირეული და მნიშვნელოვანი ასპექტები. აღნიშნული მონოგრაფიის რედაქტორები არიან სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია და დეკანის მოადგილე, პროფესორი  ჯემალ გაბელია. რედაქტორების შეფასებით  თეიმურაზ დარსანიას ნაშრომი არის პირველი ცდა ქართულ რეალობაში, რომელიც იძლევა მცდელობის საკითხის განმარტებას. მათივე აზრით, აღნიშნული ნაშრომი ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქართულ სასწავლო იურიდიულ ლიტერატურაში.

ამა წლის 28 სექტემბერს იგეგმა აღნიშნული მონოგრაფის საზოგადოებისათვის გაცნობა, გაიმართება ღონისძიება, რომელსაც დაესწრებიან სხვადასხვა სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები და სტუ-ს მეცნიერ-პროფესორები. მიმოხილული იქნება ავტორის დამოკიდებულება წიგნში განხილული არაერთი საკითხისადმი.   მონოგრაფიის განხილვა გაიმართება სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. დასწრება თავისუფალია.

Download (PDF, Unknown)

ახალგაზრდა მეცნიერს მალხაზ ჩიტაიას საჯარო მმართველობის დოქტორის ხარისხი მიენიჭა

 

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მოწვეულ სპეციალისტს ყველასთვის ცნობილ და სტუდენტების რჩეულ ლექტორს მალხაზ ჩიტაიას  საჯარო მმართველობის  დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

აწ უკვე დოქტორმა მალხაზ ჩიტაიამ  2017 წლის 22 ივლისს  სტუ-ს ბიზნეს-ტექნოლოგიების  ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წინაშე წარმოადგინა თემა: ,,მდგრადი განვითარება – საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საფუძველი“ .

სადისერტაციო თემის საჯარო დაცვას ესწრებოდნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, დეკანის მოადგილე, პროფესორი ჯემალ გაბელია და  სხვადასხვა სპეციალობის პროფესორები და მეცნიერ-თანამშრომლები.

სადისერტაციო თემის საჯარო განხილვა მეტად საინტერესოდ წარიმართა, საკვლევი თემის ირგვლივ დოქტორანტის მიერ შემოთავაზებულმა რეკომენდაციებმა და წინადადებებმა ერთობ დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც სადისერტაციო კომისიის წევრებს შორის, ასევე დამსწრე საზოგადოებაში.

დოქტორანტმა მალხაზ ჩიტაიამ უმაღლესი შეფასება მიიღო კომისიის მიერ და ერთხმად მიენიჭა საჯარო მმართველობის დოქტორის ხარისხი.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი  პროფესორი ირაკლი გაბისონია ულოცავს მალხაზ ჩიტაიას დოქტორის ხარისხის მინიჭებას, მოხარულია რომ წარმატებულად წარსდგა  სადისერტაციო  საბჭოს  წინაშე. დარწმუნებულია რომ ისევე ღირსეულად გააგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას როგორ ღირსეულადაც მოიპოვა დოქტორის ხარისხი.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის  პროფესორის ირაკლი გაბისონიას მილოცვას უერთდება დეკანის მოადგილე პროფესორი ჯემალ გაბელია და ფაკულტეტის ყველა მეცნიერ-თანამშრომელი. ფაკულტეტის ადმინისტრაცია ამაყობს მალხაზ ჩიტაიას მსგავსი ახალგაზრდა დოქტორებით, რომლებიც ახორციელებენ პედაგოგიურ საქმიანობას იმ მიზნით, რომ აღზარდონ საკუთარი პროფესიის მოყვარული და წარმატებული იურისტები. მოხარულნი არიან რომ ისინი ერთობლივად გააგრძელებენ სამეცნიერო მოღვაწეობას.