საჯარო სამართლის ლაბორატორია

საჯარო სამართლის დეპარტამენტის დებულება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 2016 წლიდან ფუნქციონირებს საჯარო სამართლის ლაბორატორია. ლაბორატორიის მიზანი სამეცნიერო კვლევების და საგანმანათლებლო პროგრამების პოტენციალის  მნიშვნელობის გაზრდა, აგრეთვე კონსტიტუციური სამართლის მეცნიერებაში ჩართული და დაინტერესებული სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის სამეცნიერო საქმიანობაში მონაწილეობის ხელშეწყობაა.

საჯარო სამართლის ლაბორატორიაში ექსპოზიციის სახით წარმოდგენილია მსოფლიოს ოცდაათზე მეტი ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლიკა, პირველი და უძველესი კონსტიტუციების რეპროდუქციები, ქართული და უცხოური ლიტერატურა, კონსტიტუციასა და კანონშემოქმედებაზე. რაც დიდ ინტერესს და მოწონებას იმსახურებს სტუმრებში და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დიდ სიამაყეს წარმოადგენს.

ლაბორატორიას ხელმძღვანელობს ცნობილი კონსტიტუციონალისტი,  პროფესორ - ემერიტუსი ავთანდილ დემეტრაშვილი, იგი 1995 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, ხოლო 1996-2001 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, 2001-2004 წლებში საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით 
დაინიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, მინიჭებული აქვს იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველის სპეციალური წოდება,  2009 წლის 8 ივნისის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დაინიშნა სახელმწიფო საკონსიტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ, აგრეთვე  2016 წელს იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი,  მასთან ერთად პროექტის განხილვაში აქტიურად მუშაობდა ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ჟვანია.

სწორედ მათი ორგანიზებით საკონსტიტუციო პროექტის განხილვა, საჯარო სამართლის ლაბორატორიაშიც გაიმართა მასში მონაწილეობდნენ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის  წევრები კერძოდ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, სამართლის დოქტორი, პროფესორი გიორგი კახიანი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე.

დაარსების დღიდან საჯარო სამართლის ლაბორატორია ფაკულტეტის სტუდენტებთან და პროფესურასთან ერთად ამზადებს  პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნებს, რაც სტუდენტებისთვის დიდი გამოცდილებაა.  

საჯარო სამართლის  ლაბორატორიის კომფორტულ გარემოში ტარდება სტუდენტთა აკადემიური მეცადინეობები, სამეცნიერო კონფერენციები და შეხვედრები  გამოჩენილ და სახელმწიფო მოღვაწეებთან.

ლაბორატორიის ფარგლებში მომზადებულია გამოსაქვეყნებლად (გამოქვეყნდება 2016-2017 წლის კონსტიტუციური რეფორმის დასრულების შემდეგ) ორი წიგნი; „საქართველოს კონსტიტუციური ქრონიკები (1918-2017) - წიგნი მეორე დამოუკიდებლობის მოპოვება, აღდგენა, ლეგალიზება, სახელმწიფო ჰერალდიკა კონსტიტუციები და ქვაზიკონსტიტუციური აქტები“;„საქართველოს კონსტიტუციური ქრონიკები (1918-2017)- წიგნი მესამე არჩევნები და რეფერენდუმი, ადგილობრივი თვითმმართველობა“;

 სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას ხელმძღვანელობით მზადდება  გამოსაქვეყნებლად ფაკულტეტის დაარსების ორი წლისთავისადმი მიძღვნილი „დიდი იურიდიული ლექსიკონი“.