მიღება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019/2020 სასწავლო წლისთვის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები კონტინგენტი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2018/2019 სასწავლო წლისათვის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები კონტინგენტი

მაგისტრატურაში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ - 2018/2019 სასწავლო წელი

17-08-2018საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
2018/2019 სასწავლო წელს სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსის წესით
ჩარიცხვის შესახებ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2018 წლის 17აგვისტოს №01-09-10/154 და № 01-09-10/156 ბრძანებების თანახმად მაგისტრატურაში სწავლების პირველ წელზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთები მიიღება 2018- წლის 3 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 1000 საათიდან 1600 საათამდე, ფაკულტეტებზე.

 

მაგისტრანტობის კანდიდატმა შესაბამის დეკანატში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:

  • განცხადება რექტორის სახელზე ფაკულტეტისა და  სამაგისტრო პროგრამის მითითებით;
  • პირადობის  მოწმობა და მისი ასლი;
  • აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი და მისი ასლი, ან კვალიფიკაციის   დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი და მისი ასლი;
  • ფოტოსურათი 4 ცალი, ზომით 3 х4  სმ; CD დისკი;
  • მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთა­თვის);
  • მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან (www.naec.ge );
  • თი-ბი-სი ბანკის რომელიმე ფილიალში გადახდილი 15 - ლარიანი ქვითარი.

ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტის განცხადება არ მიიღება. საბუთების პირველადი შემოწმება ხდება შესაბამისი ფაკულტეტისდეკანატში. შემოწმების შემდეგ  საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს.

დეკანატის მიერ ვიზირებულ განცხადებას, საბუთებთან ერთად, აპლიკანტი აბარებს სტუ-ს კანცელარიას;

სტუ-ს სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მიღებული აქვს აღნიშნული ტესტების მინიმალური გამსვლელი ქულები:

  • წაკითხულის გააზრება  - 6,4 ქულა;
  • ანალიტიკური წერა - 7.0 ქულა;
  • ლოგიკური მსჯელობა - 5.2 ქულა;
  • რაოდენობრივი მსჯელობა - 5,2 ქულა.

აპლიკანტმა უნდა ჩააბაროს სასპეციალიზაციო გამოცდა შესაბამის საგანში. საგამოცდო ფურცელში, რომელიც გაიცემა ფაკულტეტებზე, მითითებულია გამოცდის თარიღი და ადგილი. კონსულტაციები სასპეციალიზაციო გამოცდებისა­თვის ჩატარდება შესაბამის ფაკულტეტებზე.

სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მოსაპოვებლად აპლიკანტმა სასპეციალიზა­­ციო გამოცდაში  ასევე უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

სასპეციალიზაციო გამოცდისათვის მინიმალური გამსვლელი ქულა ყველა სამაგისტრო პროგრამაზე არის 32 (შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან), მინიჭებული კოეფიციენტი - 65.

 

მაგისტრანტობის კანდიდატებმა განცხადება და რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია უნდა ჩააბარონ შესაბამის ფაკულტეტებს

შემდეგ მისამართებზე: 

  1. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VIკორპუსი, მე-9 სართული, ოთახი 903 ბ;
    საკონტაქტო ტელეფონი 598 33 22 05

ბაკალავრიატი

მაგისტრატურა

GDE Error: Requested URL is invalid

დოქტორანტურა

2020/2021 სასწავლო წელს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის

გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2020/2021 სასწავლო წელს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადებისთანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და საგამოცდო განრიგის შესახებ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2020 წლის 20 აგვისტოს №01-09-10/104,  №01-09-10/105 და № 01-09-10/106 ბრძანებების თანახმად:

  • სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2020 წლის 25 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლითელექტრონულ პლატფორმაზე - register.gtu.ge
  • სტუ- სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან ნებისმიერ სამ ნაწილში მიღებული აქვს აღნიშნული ტესტების მინიმალური გამსვლელი ქულები:
  1. წაკითხულის გააზრება  - 6,4 ქულა;
  2. ანალიტიკური წერა - 6,0 ქულა;
  3. ლოგიკური მსჯელობა - 5,2 ქულა;
  4. რაოდენობრივი მსჯელობა - 4,8 ქულა.
  • აპლიკანტმა უნდა ჩააბაროს სასპეცილიზაციო გამოცდა შესაბამის საგანში და ასევე, გარკვეულ სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდა ან გასაუბრება უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ უცხოურ ენაში (იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტმა ვერ წარადგინა უცხოური ენის ცოდნის (B2 დონე) დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საგამოცდო ფურცელში, რომელიც გაიცემა ფაკულტეტებზე, მითითებულია გამოცდის ჩატარების თარიღი და ადგილი;
  • სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მოსაპოვებლადაპლიკანტმა სასპეციალიზა­­ციო გამოცდაში, ასევეუნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
  • სასპეციალიზაციო გამოცდისათვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (გამსვლელი ქულა) ყველა სამაგისტრო პროგრამაზე არის 32 (შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან), მინიჭებული კოეფიციენტი კი - 65.
  • სასპეციალიზაციო გამოცდების პირველადი შედეგები გამოცხადდება 9 და 10 სექტემბერს და განთავსდება  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
  • საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება გამოცდის ჩატარების ადგილზე, 2020 წლის 10 სექტემბრის 10:00 საათიდან 12 სექტემბრის 13:00 საათამდე, მათი განხილვა - 12 სექტემბერს, 16:00 საათამდე;
  • სასპეციალიზაციო გამოცდების საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2020 წლის 12 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
  • სტუ-ის ფაკულტეტების დეკანები საერთო სამაგისტრო გამოცდის თითოეული ნაწილისა და სასპეციალიზაციო გამოცდის შედეგების საფუძველზე (საკონკურსო ქულა), მოამზადებენ სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების საფაკულტეტო დოკუმენტს და შესაბამის წარდგინებას სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის შესახებ და გადასცემენ  სწავლების დეპარტამენტს 2020 წლის 14 სექტემბერს. დოკუმენტის განთავსება მოხდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
  • სტუ-ის ფაკულტეტების დეკანები უზრუნველყოფენ მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმებას 2020 წლის 15-დან 23 სექტემბრის ჩათვლით და 24 სექტემბერს სტუ-ის სწავლების დეპარტამენტში წარადგენენ ჩარიცხვის პროექტს.

https://gtu.ge/pdf/magistraturashi_2020_chasaricxi_dokumentebi.pdf

https://gtu.ge/Study-Dep/News/?ELEMENT_ID=15211

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2020/202სასწავლო წელს სადოქტორო პროგრამებზე მიღება ცხადდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 14 აგვისტოს №01-05-04/125 დადგენილებისა და სტუ-ის რექტორის 2020 წლის 18 აგვისტოს №01-09-10/102 ბრძანების თანახმად, 2020-2021 სასწავლო წელს, სადოქტორო პროგრამებზე მიღება ცხადდება.

  • დოქტორანტურაში სწავლების პირველ წელს ჩარიცხვის მსურველთა საბუთების რეგისტრაცია იწარმოებს 2020 წლის 25 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით, ონლაინ - ვებგვერდზეregister.gtu.ge ან შესაბამის ფაკულტეტზე 10:00-დან 16:00 საათამდე;
    · გამოცდა უცხოურ ენაში ჩატარდება 2020 წლის 8 სექტემბერს, 10:00 საათიდან, სტუ-ის საგამოცდო ცენტრში, მისამართზე: სტუ-ი I კორპუსიმერაბ კოსტავას 68, I სართული);
    · საპრეტენზიო განცხადებების მიღება იწარმოებს 9 სექტემბრის 10:00 საათიდან 11 სექტემბრის 10:00 საათამდემათი განხილვა - 11 სექტემბერს, 12:00 საათიდან.
    · გამოცდების საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2020 წლის 11 სექტემბერს, 15:00 საათზე;
  • გასაუბრება საფაკულტეტო დროებით კომისიებში ჩატარდება 2020 წლის 15 სექტემბერს, 11:30 საათიდან; გასაუბრების შედეგები გამოცხადდება 16 სექტემბერს, 10:00 საათზე;   
  • საპრეტენზიო განცხადებების მიღება იწარმოებს 2020 წლის 16 სექტემბრის 11:00 საათიდან  18 სექტემბრის 11:00 საათამდე, ფაკულტეტებზე. მათი განხილვა პრეტენზიების განხილვის საუნივერსიტეტო კომისიის მიერ იწარმოებს 18 სექტემბრის 13:00 საათიდან.
  • საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2020 წლის 18 სექტემბერს;
    · დოქტორანტურაში ჩარიცხვა მოხდება სტუ-ს დოქტორანტურის დებულების შესაბამისად;
  • ჩარიცხვის პროცესი დასრულდება 2020 წლის 18 სექტემბერს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • უცხოური ენის საგამოცდო ფურცელი გაიცემა ფაკულტეტებზე;
  • უცხოური ენის გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 51 ქულას;
  • დოქტორანტურაში ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში დოქტორანტმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან უნდა გააფორმოს საფინანსო და სასწავლო ხელშეკრულებები და ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგინოს  ერთი წლის სწავლის საფასურის - 2250 ლარის მინიმუმ ნახევრის (1125 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია;
  • ის პირები, რომლებიც ორი თვის ვადაში არ წარმოადგენენ ჩარიცხვისათვს საჭირო დოკუმენტის  დედანს და ასლს (ნაცვლად ცნობისა ან და სხვა), ბრძანება მათი ჩარიცხვის ნაწილში ძალადაკარგულად იქნება ცნობილი.

https://gtu.ge/Science/PhD_pdf/doqtorantura_warsadgeni_nusxa_2020.pdf

 https://gtu.ge/Science/PhD_pdf/doqtorantura_charicxvis_pirobebi_2020_1.pdf 

https://gtu.ge/Science/PhD_pdf/doqtorantura_vakansiebi_2020_2021_1.pdf