ეკომოლაშქრეთა კლუბი

სტუდენტთა სოციალური აქტივობა   2

სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბის ორგანიზებით მოხალისეები ხურვალეთს ეწვივნენ და დაეხმარნენ მოხუცთა თავშესაფრის ადმინისტრაციას შიდა საქმეებში. მათ  მიულოცეს დედის დღე ბენეფიციარებს და სიმბოლურად მიართვეს თაიგულები , მათი აქტივობა გააშუქა ადგილობრივმა ტელევიზიამ , შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა .

კვირას 11 მარტს სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბის ,CENN-სა და ხანდაზმულთა სახლის  „სახლი საზვრებს გარეშე“ ადმინისტრაციის ერთობლივი ორგანიზებით იგეგმება დასუფრთავების აქცია , რომელსაც აგრეთვე გააშუქებენ შიდა ტელევიზიები. ტრანსპორტირების ხარჯს უზრუნველყოს ხანდაზმულთა სახლის დირექტორი, ხოლო საჭირო ატრიბუტებისას CENN.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მოხალისეობრივ საქმიანობას გამოეხმაურა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია .

სტუდენტთა სოციალური აქტივობა  

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბის ორგანიზებით და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მხარდაჭერით  სტუდენტები ხურვალეთში არსებულ მოხუცთა თავშესაფარს ეწვივნენ  ხანდაზმულთა სახლი ,,სახლი საზღვრებს გარეშე” “House Without Borders.

სტუდენტები  იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზთან, სადაც გაეცნენ სოფლის მოსახლეობის პრობლემებს. ხანდაზმულთა სახლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებისამებრ  სტუდენტები მოხალისეობრივად აპირებენ ჩასვლას, რადგან დაეხმარონ იქ მცხოვრებ ადამიანებს.

პირველი ნაკადი მიდის 2 მარტს, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევენ მოხუცებს,  დანარჩენი მოხალისეების ნაკადი კი განაწილდებიან თვეში ორჯერ 3-3 კაციანი შემადგენლობით. ამჯამად მოხალისეობათა რაოდენობა შეადგენს 30 სტუდენტს  და დღითიდღე იზრდება დაინტერესება როგორც სტუ-ს სტუდენტების, ასევე სხვა უნივერსიტეტებიდან და ორგანიზაციების წევრებიდან.

სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბის შესახებ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა „სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი“, რომლის მიზანია საქართველოს კულტურული ძეგლების, ეკლესია-მონასტრების პოპულარიზაცია, მათი შენარჩუნებისთვის გარკვეული სახის აქტივობების განხორციელება, მოქალაქეობრივი კულტურული შეგნების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სხვა.

 კლუბის დამფუძნებლები არიან სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულეტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მე-2 კურსის სტუდენტი ირინა მიქავა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის სპეციალობის მე-2 კურსის სტუდენტი აკაკი ჯიჯელავა.

დამფუძნებლების მიზნების თანახმად, კლუბი ხელს შეუწყობს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს, აგრეთვე ნებისმიერ ეკომოლაშქრეს დაგეგმონ და განახორციელონ ლაშქრობები საქართველოს ტერიტორიებზე „გაიცანი საქართველო“-ს ფარგლებში.  კლუბის პრიორიტეტი  არის ცოდნის გაღრმავება ბუნების დაცვით სფეროში, შესაბამისად, კლუბი იზრუნებს ჩაატაროს საჯარო ლექციები, ტრენინგ-სემინარები ბუნების დაცვაზე, გამართოს კონკურსები და სხვა გარემოსდაცვითი აქტივობები.

კლუბის საქმიანობით დაინტერესებულნი არიან, როგორც საქართველოს ტექნიკური  ასევე, სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. „სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი“ აერთიანებს საჯარო მმართველობის, საზოგადოებრივი ურთიერთობების, ინფორმატიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის 80-მდე სტუდენტს, ისინი აქტიურად არიან ჩართულნი  კლუბის მიერ განხორციელებულ პროექტებში. „სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი“-ს ორგანიზებით პირველი ლაშქრობა შედგა ბირთვისში, ასევე მოინახულეს ცხრაჯვარი, ნიკორწმინდა, ასურეთი, სადაც შემორჩენილია ძველი გერმანული არქიტექტურა. 

   კლუბში თანამშრომლობს ადგილობრივ კლუბებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ სახის საქმიანობით,  რათა  ერთად დაგეგმონ და განახორციელონ ლაშქობები საქართველოს მასშტაბით. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს მათი პარტნიორი კლუბი სამეგრელოში „მოლაშქრეთა კლუბი შარაშია, რომლებიც დაკავებულნი არიან რეგიონში არსებული მღვიმეების ძიება-კვლევით, მათ სახელს უკავშირდება აქამდე უცნობი მღვიმეების აღმოჩენა (ცოტნე დადიანის უფსკრული, თაბუს მღვიმე, ინწრას მღვიმეები).

    რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, იგი დაყოფილია სეზონურად. უახლოეს მომავალში იგეგმება ველორბოლა, რათა წვლილი შეიტანონ ჯანსაღი ცხოვრების  კულტურის დანერგვაში, საქველმოქმედო ღონისძიება ბედიანის თავშესაფრის დასახმარებლად, გარემოს დაცვითი აქტივობა და ტური ყაზბეგში, სადაც გაიმართება ფოტოკონკურსი სახელწოდებით „განაგრძე აღმოჩენა გახდი ეკომოლაშქრე“, ხოლო გაზაფხულზე შეჯიბრი რბენაში სხვა საინტერესო ღონისძიებებთან ერთად. რაც შეეხება ზაფხულის გეგმებს, იგი ფართომაშტაბიანია და ითვალისწინებს ექსპედიციას სამეგრელოში არსებული ტურისტული ზონების დასალაშქრად მაგალითად, როგორიცაა: ტობოვარჩხილის ტბა, ინწრის ჩანჩქერი, ყვირას მთა და ა.შ  ამავე დროს  გაიმართება ფოტოკონკურსი .

 

სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი რაჭაში

სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბის ორგანიზებით განხორციელდა მორიგი ლაშქრობა რაჭაში ცხრაჯვარის მიმართულებით. აღნიშნული ლაშქრობაში მონაწილეობას იღებდნენ სტუ-ს საჯარო მმართველობისა და საერთაშრორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტების ერთობლივი ინიციატივით, სტუდენტებმა დალაშქრეს ცხრაჯვარი, მოინახულეს ნიკორწმინდა და სოფელი საწირე.
ეკომოლაშქრეებმა, მოინახულეს ნიკორწმინდა, ნიკორწმინდის ტაძარი, რომელიც ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრია. აგებულია XI საუკუნის დასაწყისში, 1010-1014 წლებში. ეს ის პერიოდია, როცა დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორაციულ გაფორმებას. სწორედ ამ მხრივ ნიკორწმინდის დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა.

აი როგორ აღგვიწერს რაჭას ერთ-ერთი ეკომოლაშქრე გიორგი მამულაშვილი: “დღეს რაჭას ვიყავ პირველად ვიგრძენი ამ ულამაზესი კუთხის სული და გული ბოლომდე . -მობრძანდით, ჭის წყალი დამილიეთო პანჩო ბაბუმ “

გურანდა გოლიაძე: ”ჭის წყალიდან ღვინომდე და ღვინიდან სარდაფამდე-უცნაური გრძნობა დამეუფლა. ძალიან მიხაროდა და ძალიან მტკიოდა. ვერც ერთი წონიდა მეორეს და ვერც მეორე პირველს. დავტოვეთ დიდ და ცარიელ სახლში პანჩო ბაბუა, რომელიც ბევრ ჩვენნაირს ელოდა.
ბევრი კითხვა გაჩნდა მარტივი პასუხებით, თუ რატომ ტოვებენ აჭრელებულ რაჭას რაჭველები”?!

სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი კვლავ განაგრძობს სხვადასხვა ლაშქრობების, გარემოს დაცვითი და მსგავსი ღონისძიებების განხორციელბას. ამჟამდ ეკომოლაშქრეთა კლუბი აერთიანებს ოთხმოცდაათამდე სტუდენტს. კლუბის შემდეგი აქტივობა არის 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბედიანის თავშესაფრის მონახულება, აგრეთვე დაასუფთავებენ კაზრეთის რაიონში მიმდებარე პარკს, რომელიც სამწუხაროდ საკამოდ დაბინძურებულია.

აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტის დეკანის ირაკლი გაბისონიას თაოსნობით ფაკულტეტის აკადემიუირ თუ ტექნიკური პერსონალი, რათქმაუნდა სტუდენტებთან ერთად ყოველთვის მზად არიან ხელშეწყობისა და მხარდაჭერისათვის, რაც ერთობ მნიშვნელოვანია კლუბის განვითრებისთვის, აღნიშნავენ სტუ-ეკომოლაშქრეთა კლუბის დამფუძნებლები ირინა მიქავა და აკო ჯიჯელავა.

სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი დაშბაში

 

 

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ბაზაზე არსებული ეკომოლაშქრეთა კლუბი  დეკანის ირაკლი გაბისონიას მხარდაჭერითა და სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის დაფინასებით ესტუმრა წალკის მუნიციპალიტეტს, რომლის ფარგლებშიც ეკომოლაშქრეებმა მოინახულეს დაშბაში  არსებული ორი სოფელი.  

 ლაშქრობა იყო შემოქმედებით-შემეცნებითი, სადაც გიდი ეკომოლაშქრეებს აცნობდა ადგილის მნიშვნელობასა და როლს ქართულ კულტურაში. ლაშქრობის ფარგლებში დაასუფთავეს სოფელში არსებული ორივე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიები, საკმაოდ ნაყოფიერად დასრულდა კამპანია „ლაშქრობა-დასუფთავებისთვის“.

კლუბის ორგანიზებით ასევე ჩატარდა ფოტოკონკურსი, გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, გაეცნენ ადგილობრივი, მოსახლეობის მდგომარეობას და მათ უიმედობას  თუ სამომავლო პერსპექტივებს. მათი აზრით, „დაიცვა გარემო ეს შინაგანი კულტურის შედეგია, რომელიც გაქვს ან არ გაქვს“ .

და ბოლოს გვაქვს საინტერესო შეოთავაზებები სხვადასხვა კლუბებიდან, მათ შორის, სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი მემორანდუმს აფორმებს „შპს ეკომოლაშქრეთა კლუბთან“, სადაც აქტიურად ითანამშრომლებენ სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი, ილიაუნისდა თსუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბები, რაც ფართომაშტაბიანი აქტივობების განხორცილებას შეუწყობს ხელს.

სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი მადლობას უხდის დეკანს ბატონ ირაკლი გაბსონიას თანადგომისთვის, „ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ როგორც ბატონი ირაკლის, ასევე ადმინისტრაციის მხარდაჭერას მსგავსი აქტივობების განხორციელებლად“ განაცხადა კლუბის დამფუძნებელმა ირინა მიქავამ.