ეკომოლაშქრეთა კლუბი

სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბის შესახებ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა „სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი“, რომლის მიზანია საქართველოს კულტურული ძეგლების, ეკლესია-მონასტრების პოპულარიზაცია, მათი შენარჩუნებისთვის გარკვეული სახის აქტივობების განხორციელება, მოქალაქეობრივი კულტურული შეგნების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სხვა.

 კლუბის დამფუძნებლები არიან სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულეტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მე-2 კურსის სტუდენტი ირინა მიქავა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის სპეციალობის მე-2 კურსის სტუდენტი აკაკი ჯიჯელავა.

დამფუძნებლების მიზნების თანახმად, კლუბი ხელს შეუწყობს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს, აგრეთვე ნებისმიერ ეკომოლაშქრეს დაგეგმონ და განახორციელონ ლაშქრობები საქართველოს ტერიტორიებზე „გაიცანი საქართველო“-ს ფარგლებში.  კლუბის პრიორიტეტი  არის ცოდნის გაღრმავება ბუნების დაცვით სფეროში, შესაბამისად, კლუბი იზრუნებს ჩაატაროს საჯარო ლექციები, ტრენინგ-სემინარები ბუნების დაცვაზე, გამართოს კონკურსები და სხვა გარემოსდაცვითი აქტივობები.

კლუბის საქმიანობით დაინტერესებულნი არიან, როგორც საქართველოს ტექნიკური  ასევე, სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. „სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი“ აერთიანებს საჯარო მმართველობის, საზოგადოებრივი ურთიერთობების, ინფორმატიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის 80-მდე სტუდენტს, ისინი აქტიურად არიან ჩართულნი  კლუბის მიერ განხორციელებულ პროექტებში. „სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი“-ს ორგანიზებით პირველი ლაშქრობა შედგა ბირთვისში, ასევე მოინახულეს ცხრაჯვარი, ნიკორწმინდა, ასურეთი, სადაც შემორჩენილია ძველი გერმანული არქიტექტურა. 

   კლუბში თანამშრომლობს ადგილობრივ კლუბებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ სახის საქმიანობით,  რათა  ერთად დაგეგმონ და განახორციელონ ლაშქობები საქართველოს მასშტაბით. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს მათი პარტნიორი კლუბი სამეგრელოში „მოლაშქრეთა კლუბი შარაშია, რომლებიც დაკავებულნი არიან რეგიონში არსებული მღვიმეების ძიება-კვლევით, მათ სახელს უკავშირდება აქამდე უცნობი მღვიმეების აღმოჩენა (ცოტნე დადიანის უფსკრული, თაბუს მღვიმე, ინწრას მღვიმეები).

    რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, იგი დაყოფილია სეზონურად. უახლოეს მომავალში იგეგმება ველორბოლა, რათა წვლილი შეიტანონ ჯანსაღი ცხოვრების  კულტურის დანერგვაში, საქველმოქმედო ღონისძიება ბედიანის თავშესაფრის დასახმარებლად, გარემოს დაცვითი აქტივობა და ტური ყაზბეგში, სადაც გაიმართება ფოტოკონკურსი სახელწოდებით „განაგრძე აღმოჩენა გახდი ეკომოლაშქრე“, ხოლო გაზაფხულზე შეჯიბრი რბენაში სხვა საინტერესო ღონისძიებებთან ერთად. რაც შეეხება ზაფხულის გეგმებს, იგი ფართომაშტაბიანია და ითვალისწინებს ექსპედიციას სამეგრელოში არსებული ტურისტული ზონების დასალაშქრად მაგალითად, როგორიცაა: ტობოვარჩხილის ტბა, ინწრის ჩანჩქერი, ყვირას მთა და ა.შ  ამავე დროს  გაიმართება ფოტოკონკურსი .

 

სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი რაჭაში

სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბის ორგანიზებით განხორციელდა მორიგი ლაშქრობა რაჭაში ცხრაჯვარის მიმართულებით. აღნიშნული ლაშქრობაში მონაწილეობას იღებდნენ სტუ-ს საჯარო მმართველობისა და საერთაშრორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტების ერთობლივი ინიციატივით, სტუდენტებმა დალაშქრეს ცხრაჯვარი, მოინახულეს ნიკორწმინდა და სოფელი საწირე.
ეკომოლაშქრეებმა, მოინახულეს ნიკორწმინდა, ნიკორწმინდის ტაძარი, რომელიც ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრია. აგებულია XI საუკუნის დასაწყისში, 1010-1014 წლებში. ეს ის პერიოდია, როცა დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორაციულ გაფორმებას. სწორედ ამ მხრივ ნიკორწმინდის დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა.

აი როგორ აღგვიწერს რაჭას ერთ-ერთი ეკომოლაშქრე გიორგი მამულაშვილი: “დღეს რაჭას ვიყავ პირველად ვიგრძენი ამ ულამაზესი კუთხის სული და გული ბოლომდე . -მობრძანდით, ჭის წყალი დამილიეთო პანჩო ბაბუმ “

გურანდა გოლიაძე: ”ჭის წყალიდან ღვინომდე და ღვინიდან სარდაფამდე-უცნაური გრძნობა დამეუფლა. ძალიან მიხაროდა და ძალიან მტკიოდა. ვერც ერთი წონიდა მეორეს და ვერც მეორე პირველს. დავტოვეთ დიდ და ცარიელ სახლში პანჩო ბაბუა, რომელიც ბევრ ჩვენნაირს ელოდა.
ბევრი კითხვა გაჩნდა მარტივი პასუხებით, თუ რატომ ტოვებენ აჭრელებულ რაჭას რაჭველები”?!

სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი კვლავ განაგრძობს სხვადასხვა ლაშქრობების, გარემოს დაცვითი და მსგავსი ღონისძიებების განხორციელბას. ამჟამდ ეკომოლაშქრეთა კლუბი აერთიანებს ოთხმოცდაათამდე სტუდენტს. კლუბის შემდეგი აქტივობა არის 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბედიანის თავშესაფრის მონახულება, აგრეთვე დაასუფთავებენ კაზრეთის რაიონში მიმდებარე პარკს, რომელიც სამწუხაროდ საკამოდ დაბინძურებულია.

აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტის დეკანის ირაკლი გაბისონიას თაოსნობით ფაკულტეტის აკადემიუირ თუ ტექნიკური პერსონალი, რათქმაუნდა სტუდენტებთან ერთად ყოველთვის მზად არიან ხელშეწყობისა და მხარდაჭერისათვის, რაც ერთობ მნიშვნელოვანია კლუბის განვითრებისთვის, აღნიშნავენ სტუ-ეკომოლაშქრეთა კლუბის დამფუძნებლები ირინა მიქავა და აკო ჯიჯელავა.