მეცნიერული მიღწევები

ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის „სახელმწიფო-სამართალი-პოლიტიკა-კულტურა“ ინიციატივით დაიგეგმა ჰეგელის „სამართლის ფილოსოფიის“ თარგმნა ქართულ ენაზე

 

THE PHILOSOPHY OF LAW

აღნიშნული ნაშრომის თარგმნას შეასრულებენ ფილოსოფიის პროფესორი გიორგი ბარამიძე, ხოლო მის სამეცნიერო რედაქტირებასა და კომენტირებას-პროფესორი მამუკა ბერიაშვილი უხელმძღვანელებს. ამავე დროს, პროექტის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას მიიღებენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი  ირაკლი გაბისონია და პროფესორი მინდია ოკუჯავა, რომლებიც თარგმნის პროცესში სამეცნიერო კონსულტაციას გაუწევენ, როგორც სარედაქციო სამუშაობს, ისე ნაშრომში გამოყენებული სამართლებრივი ტერმინოლოგიის ზუსტი ქართული შესატყვისების შემუშავებას.

აღნიშნული პროექტიც დაფინანსდება სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთერთობების ფაკულტეტის ბიუჯეტიდან, ისევე როგორც სხვა არაერთი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, რომელიც განხორციელდა ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას მხარდაჭერით

სამეცნიერო კრებული „მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფია სოციალ-თეორიულ მიმართებაში“

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას მხარდაჭერით ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის „სახელმწიფო-სამართალი-პოლიტიკა-კულტურა“ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებში მომზადდება კრებული „მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფია სოციალ-თეორიულ მიმართებაში“, რომლის ავტორები არიან : პროფესორი მამუკა ბერიაშვილი და პროფესორი ოიჰანეს ვაისი.

კრებულში გამოქვეყნებული ნაშრომები ხელს შეუწყობს ფილოსოფიით, კულტურის, სოციალური და სამართლის მეცნიერებებით დაინტერესებულ სტუდენტებს მიიღონ  ინფორმაცია თანამედროვე კვლევის მდგომარეობის შესახებ.

ნაშრომის გამოქვეყნებასთან, თარგმნასთან და შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსებული იქნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას გადაწყვეტილებით ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება და  ფაკულტეტის დეკანი გამოხატავს მზადყოფნას მომავალშიც განხორციელდეს არაერთი კვლევითი, შემეცნებითი ხასიათი პროექტები.

სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაფინანსება

 

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას მხარდაჭერით ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის „სახელმწიფო-სამართალი-პოლიტიკა-კულტურა“ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებში მზადდება კრებული „კონსტიტუციური სახელმწიფო და ძირითადი უფლებები“, რომელშიც გამოქვეყნდება ევროპული და ქართველი მეცნიერების ნაშრომები თანამედროვეობის აქტუალურ და რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით. ამ კრებულში წარმოდგენილი ნაშრომები ევროპელმა და ქართველმა პროფესორებმა წაიკითხეს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით 2016 წელს განხორციელებული პროექტის „სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი“ -ს ფარგლებში, როგორც საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე პრეზიდენტის ადმინისტაციაში. იმავდროულად კრებულში შეტანილია 2017 წელს ზუგდიდში ჩატარებული საზაფხულო სკოლის „კონსტიტუციური სახელმწიფო და ძირითადი უფლებები“ ფარგლებში წაკითხული მოხსენებები.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საზაფხულო სკოლა ჩატარდა ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით, ასევე  საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით. კრებულში გამოსაქვეყნებელ ნაშრომთა გარკვეული ნაწილის ქართულ ენაზე თარგმნა დაფინანსებულ იქნა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან.

ამასთანავე, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერით დაფინანსდება უცხოენოვანი მოხსენების თარგმნა, რომელიც შესრულებულია კასელის უნივერსიტეტის დოქტორანტის ქეთევან რჩეულიშვილის, ბონის უნივერსიტეტის დოქტორანტის ირაკლი თაბორიძისა და მაგისტრანტის მარიამ ხაზარაძის მიერ. ამავდროულად მარიამ ხაზარაძემ კრებულის რუბრიკისათვის თარგმნა იმანუელ კანტის ცნობილი ტექსტი „ადამიანთა მოდგმის სავარაუდო დასაწყისი“.

ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას მიზანს წარმოადგენს ისეთი სამეცნიერო ნაშრომების მომზადება, რომელთაც გარდა სამეცნიერო ხასიათისა, გააჩნია სასწავლო ღირებულება.  სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსება მოხდება  ფაკულტეტის შესაბამისი ბიუჯეტიდან

ფაკულტეტის დარგების შესაბამისად, ცნობილი მეცნიერების მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები გადაითარგმნება

 

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანისა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით დაგეგმილია ითარგმნოს მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები ფაკულტეტტის დარგების შესაბამისად.

პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფაკულტეტის (და არამარტო) სტუდენტებისათვის და ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარებისათვის, რადგან სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები, რომლებიც აქამდე არ იყო მათთვის ხელმისაწვდომი ქართულ ენაზე ან უფრო მეტიც, არ არსებობდა ბეჭდური სახით, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთოებების ფაკულტეტის სრული ფინანსური მხარდაჭერითა და ხელშეწყობით ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

აღნიშნული პროექტი  ფაკულტეტზე სამეცნიერო მიმართულების გაძლიერებას ემსახურება და სრულად დაფინანსება ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.

თეიმურაზ დარსანიას მონოგრაფია „ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დანაშაულის მცდელობისათვის"

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თეიმურაზ დარსანიამ  გამოსცა მონოგრაფია სახელწოდებით „ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დანაშაულის მცდელობისათვის“.

წინამდებარე წიგნში მოცემულია იმ ძირითადი და სადავო საკითხების კვლევა, რომლებიც დანაშაულის მცდელობის დასჯადობასთანაა დაკავშირებული. განხილულია დანაშაულის მცდელობის სამსაფეხურიანი სისტემა, როგორიცაა ქმედების შემადგენლობა, მართლწინააღმდეგობა და ბრალი.

წიგნი განკუთვნილია როგორც უმაღლესი სკოლის სისხლის სამართლის სპეციალობის სტუდენტებისა და პრაქტიკოსი იურისტებისათვის, ისე სამართლის პრობლემატიკით დაინტერესებული სპეციალისტებისა და ფართო საზოგადოებისათვის.

ნაშრომი შედგება ოთხი თავისაგან და თხუთმეტი ქვეთავისაგან. ავტორს გამოყენებული აქვს სულ 113, მათ შორის, 70-მდე უცხოური სამეცნიერო სახის ლიტერატურა, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს როგორც ინტერნეტ რესურს ასევე, ნორმატიულ მასალას.

ავტორის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად  შემუშავებულია რეკომენდაციები დანაშაულის მცდელობის დასჯადობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის ერთიანი მოდელის შექმნისათვის.  საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკის განზოგადების შედეგად გაანალიზებულია სისხლის სამართლის კოდექსის ძირეული და მნიშვნელოვანი ასპექტები. აღნიშნული მონოგრაფიის რედაქტორები არიან სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია და დეკანის მოადგილე, პროფესორი  ჯემალ გაბელია. რედაქტორების შეფასებით  თეიმურაზ დარსანიას ნაშრომი არის პირველი ცდა ქართულ რეალობაში, რომელიც იძლევა მცდელობის საკითხის განმარტებას. მათივე აზრით, აღნიშნული ნაშრომი ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქართულ სასწავლო იურიდიულ ლიტერატურაში.

ამა წლის 28 სექტემბერს იგეგმა აღნიშნული მონოგრაფის საზოგადოებისათვის გაცნობა, გაიმართება ღონისძიება, რომელსაც დაესწრებიან სხვადასხვა სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები და სტუ-ს მეცნიერ-პროფესორები. მიმოხილული იქნება ავტორის დამოკიდებულება წიგნში განხილული არაერთი საკითხისადმი.   მონოგრაფიის განხილვა გაიმართება სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. დასწრება თავისუფალია.

Download (PDF, Unknown)

ახალგაზრდა მეცნიერს მალხაზ ჩიტაიას საჯარო მმართველობის დოქტორის ხარისხი მიენიჭა

 

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მოწვეულ სპეციალისტს ყველასთვის ცნობილ და სტუდენტების რჩეულ ლექტორს მალხაზ ჩიტაიას  საჯარო მმართველობის  დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

აწ უკვე დოქტორმა მალხაზ ჩიტაიამ  2017 წლის 22 ივლისს  სტუ-ს ბიზნეს-ტექნოლოგიების  ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წინაშე წარმოადგინა თემა: ,,მდგრადი განვითარება – საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საფუძველი“ .

სადისერტაციო თემის საჯარო დაცვას ესწრებოდნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, დეკანის მოადგილე, პროფესორი ჯემალ გაბელია და  სხვადასხვა სპეციალობის პროფესორები და მეცნიერ-თანამშრომლები.

სადისერტაციო თემის საჯარო განხილვა მეტად საინტერესოდ წარიმართა, საკვლევი თემის ირგვლივ დოქტორანტის მიერ შემოთავაზებულმა რეკომენდაციებმა და წინადადებებმა ერთობ დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც სადისერტაციო კომისიის წევრებს შორის, ასევე დამსწრე საზოგადოებაში.

დოქტორანტმა მალხაზ ჩიტაიამ უმაღლესი შეფასება მიიღო კომისიის მიერ და ერთხმად მიენიჭა საჯარო მმართველობის დოქტორის ხარისხი.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი  პროფესორი ირაკლი გაბისონია ულოცავს მალხაზ ჩიტაიას დოქტორის ხარისხის მინიჭებას, მოხარულია რომ წარმატებულად წარსდგა  სადისერტაციო  საბჭოს  წინაშე. დარწმუნებულია რომ ისევე ღირსეულად გააგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას როგორ ღირსეულადაც მოიპოვა დოქტორის ხარისხი.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის  პროფესორის ირაკლი გაბისონიას მილოცვას უერთდება დეკანის მოადგილე პროფესორი ჯემალ გაბელია და ფაკულტეტის ყველა მეცნიერ-თანამშრომელი. ფაკულტეტის ადმინისტრაცია ამაყობს მალხაზ ჩიტაიას მსგავსი ახალგაზრდა დოქტორებით, რომლებიც ახორციელებენ პედაგოგიურ საქმიანობას იმ მიზნით, რომ აღზარდონ საკუთარი პროფესიის მოყვარული და წარმატებული იურისტები. მოხარულნი არიან რომ ისინი ერთობლივად გააგრძელებენ სამეცნიერო მოღვაწეობას.