სოციალური პროექტი

სოციალური პროექტის მეორე ეტაპი განხორციელდა

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანისპროფესორ ირაკლი გაბისონიას ინიციატივით და შუამდგომლობით   ფაკულტეტის საბჭომ იმსჯელა ფინანსური პრობლემების მქონესტუდენტთა დაფინანსების შესახებ. დეკანმა ხაზი გაუსვა სოციალური პროექტის მნიშვნელობას და სთხოვა ფაკულტეტის საბჭოს გამოიჩინოს კეთილი ნება და უზრუნველყონ ფინანსური და ოჯახურიპრობლემების მქონე სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის გარკვეული ოდენობით დაფინანსება.

        საბჭომ დაფინანსებასთან დაკავშირებით ერთხმად დაუჭირა მხარი აღნიშნულ წინადადებას და გამოთქვა მზადყოფნა მსგავსი სოციალური პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით.აღნიშნული პროექტი უკვე მეორედ ხორციელდება და მეორე ეტაპზე  დაფინანსდა 21 სტუდენტი, დაფინანსებული თანხის ოდენობამ შეადგინა 13342 ლარი.
აღსანიშნავია, რომ სოციალური პროექტის პირველ ეტაპზე, 2017 წელს დაფინანსდა 26 სტუდენტირომელთაც არ შეეძლოთ მძიმე ეკონომიკური სიდუხჭირის გამო სწავლის საფასურის გადახდათანხის ჯამურმაოდენობამ შეადგინა 16100 ლარი.
 დეკანის შუამდგომლობითა და მხარდაჭერით სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა მსგავსი მასშტაბური დახმარება სტუდენტებს უკვე მეორედ გაუწიააღსანიშნავიარომ მსგავსისოციალური პროექტები სამომავლოდაც დაფინანსდება.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანისპროფესორ ირაკლი გაბისონიას პრიორიტეტს წარმოადგენს ისეთი სტუდენტების მხარდაჭერარომლებიც გამოირჩევიან წარჩინებულისწავლითთუმცამძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ სწავლის საფასურის გადახდა.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ 2017 წლის 5 ივნისს ფაკულტეტის საბჭოს მიმართა შუამდგომლობით ფინანსური პრობლემების მქონე სტუდენტთა დაფინანსების შესახებ. მან ხაზი გაუსვა სოციალური პროექტის მნიშვნელობას და სთხოვა ფაკულტეტის საბჭოს გამოიჩინოს კეთილი ნება და უზრუნველყონ ფინანსური და ოჯახური პრობლემების მქონე სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის გარკვეული ოდენობით დაფინანსება.
ფაკულტეტის საბჭომ დაფინანსებასთან დაკავშირებით ერთხმად დაუჭირა მხარი აღნიშნულ წინადადებას და გამოთქვა მზადყოფნა მსგავსი სოციალური პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით.
პირველ ეტაპზე დაფინანსდა 26 სტუდენტი, რომელთაც არ შეეძლოთ მძიმე ეკონომიკური სიდუხჭირის გამო სწავლის საფასურის გადახდა, თანხის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 16100 ლარი.
დეკანის შუამდგომლობითა და მხარდაჭერით სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა მსგავსი დახმარება სტუდენტებს პირველად გაუწია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სოციალური პროექტები სამომავლოდაც დაფინანსდება.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას პრიორიტეტს წარმოადგენს ისეთი სტუდენტების მხარდაჭერა, რომლებიც გამოირჩევიან წარჩინებული სწავლით. თუმცა, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ სწავლის საფასურის გადახდა.