კვლევითი-ინსტიტუტები

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე არსებული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭო დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას თავმჯდომარეობით  პრიორიტეტად ისახავს როგორც სტუდენტების ისე პროფესორ მასწავლებლების სამეცნიერო მუშაობის წახალისებასა და ხელშეწყობას, სწორედ ამ მიზნით ფაკულტეტზე შეიქმნილია  შემდეგი კვლევითი ინსტიტუტები:

პოლიტიკისა და სამართლის კვლევითი ინსტიტუტი.

კომერციული და კერძო სამართლის კვლევითი ინსტიტუტი

კულტუროლოგიის კვლევითი ინსტიტუტი

საერთაშორისო ურთიერთობების კვლევითი ინსტიტუტი

 ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტი.

 

ფაკულტეტზე არჩევნების კვლევისა და ხელშეწყობის ცენტრი შეიქმნა.

2017 წლის 20 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე დეკანის ირაკლი გაბისონიას ინიციატივით  განიხილეს საკითხი ფაკულტეტზე „არჩევნების კვლევისა და ხელშეწყობის ცენტრი“-ს  შექმნის შესახებ.

ფაკულტეტის საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ფაკულტეტზე შეიქმნას ახალი სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული, რომელიც დაფინანსდება სახელმწიფო დაწესებულებების და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ არჩევნების განვითარებისათვის  დაკვეთილი კვლევების დაფინანსებით მიღებული ფულადი სახსრებით.

ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: არჩევნებთან დაკავშირებულ საკიხებზე სამეცნიერო-კვლევით პროექტებზე მუშაობა, საკანონმდებლო ხარვეზების კვლევა, მათი აღმოფხვრის სამართლებრივი მექანიზმების და საკანონმდებლო წინადადებების შემუშავება და სხვა.

 

 

 

სამშვიდობო განათლების ცენტრი შეიქმნა

2017 წლის 20 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე დეკანის ირაკლი გაბისონიას ინიციატივით განიხილეს საკითხი ფაკულტეტზე „სამშვიდობო განათლების ცენტრი“-ს შექმნის შესახებ.
ფაკულტეტის საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ფაკულტეტზე შეიქმნას ახალი სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული, რომელიც იმოქმედებს თვითდაფინანსების პრინციპით.

ცენტრის მიზნებია: საქართველოში სამშვიდობო განათლების ხელშეწყობა, სამშვიდობო სფეროში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა და საზოგადოებაში სამშვიდობო ფასეულობათა დანერგვა, ამ მიზნების მისაღწევად საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სამშვიდობო ბიბლიოთეკისა და მუზეუმის შექმნა, სამშიდობო აქტივიზმის პოპულარიზაცია, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წახალისება და ხელშეწყობა, სამშვიდობო განათლების სასწავლო პროგრამების შემუშავება, სამეცნიერო ლიტერატურის თარგმნა, მოძიება და სხვა.