კრიმინალისტიკის ლაბორატორია

პროექტი „კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორიასა და პრაქტიკაში“

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 2019 წლის 15 მარტიდან  ხორციელდებოდა  სასწავლო-პრაქტიკული პროექტი „კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორიასა და პრაქტიკაში“ 2019 წლის 15 ივლისამდე.

პროექტი განხორციელდა ფაკულტეტზე არსებულ სასწავლო-პრაქტიკულ ლაბორატორიაში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთან თანამშრომლობით, რაც გამოიხატა მათი ექსპერტების პროექტში ჩართულობით.

პროექტში მონაწილეობდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 30 სტუდენტი. სტუდენტებს სამი თვის მანძილზე პრაქტიკული და თეორიული კურსი ჩაუტარეს ექსპერტებმა: ქეთი გოგაშვილმა-დაქტილოსკოპია, თამარ შოშიტაშვილმა- ტრასოლოგია, დავით გველესიანმა-ტექნიკური-ტრასოლოგია, რეზო გელაშვილმა-სახანძრო-ტექნიკური, ნათელა მძელური-ბალისტიკა, ნინო ყოჩიაშვილი- გენეტიკური ექსპერტიზა, თინათინ მგელაძე-ნივთიერებათა, მასალათა და ნაკეთობათა კრიმინალისტიკური, ლაშა ამბროლაძე-ჰაბიტოსკოპია, მალხაზ ჩიტაია-ხელწერის ექსპერტიზა.

ფაკულტეტის საბჭომ იმსჯელა პროექტის შესრულების შესახებ, დადებითად შეაფასა პროექტის განხორციელება, ხოლო პროექტის ხელმძღვანელისა და ჩართულ პირთა საქმიანობა ნაყოფიერად. ასევე, ფაკულტეტის საბჭომ გასცა რეკომენდაცია მსგავსი  სასწავლო პრაქტიკულ-თეორიული პროექტი სამომავლოდაც განხორციელდეს.

Download (PDF, Unknown)

კრიმინალისტიკის ლაბორატორია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილ გამოფენაზე, გაიტანა კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში არსებული ტექნიკა, რომლებსაც ლაბორატორიის სტუდენტები და თანამშრომლები წარუდგენდნენ საზოგადოებას. მოქალაქეების წასახალისებლად, მსურველებს კრიმინალისტების დახმარებით შეეძლოთ საკუთარი თითის ანაბეჭდების ამოაღება სამახსოვროდ. გამოფენაზე საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენმა ლაბორატორიამ რაც გაზრდის დაინტერესებას ახალგაზრდებში. 

ქ. თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრის თემა ეხებოდა ქალაქში მიმდინარე აქტუალური საკითხებს - ტრანსპორტი, არქიტექტურა, მშენებლობა, ენერგეტიკა, სოციალური საკითხების სამართლებრივი რეგულირება. დედაქალაქის მერმა მოუსმინა პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების მოსაზრებებს, წინადადებებს. ასევე, უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს.

მერთან შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის, სამშენებლო ფაკულტეტების წარმომადგენლები.

სტუ-ში სტუმრობისას თბილისის მერმა, დაათვალიერა კრიმინალისტიკურ ლაბორატორია და იმიტირებული სასამართლო პროცესის დარბაზი, გაეცნო სამართლის კლინიკის და უფასო იურიდიული კონსულტაციის მუშაობის სპეციფიკას.

კრიმინალისტიკის ლაბორატორიას ლიტველი სამართალმცოდნეები ეწვივნენ

 

საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ კრიმინალისტიკის ლაბორატორიას ეწვივნენ ლიტველი სამართალმცოდნეები. კრიმინალისტიკის ლაბორატორიის სტუდენტებმა სტუმრებს წარმოუდგინეს ქიმიური და ტექნიკური საშუალებები და ჩაატარეს პრაქტიკულ-ლაბორატორიული კვლევები. ლიტველი სტუმრები აღფრთოვანებულები დარჩნენ და ერთხმად აღნიშნეს, რომ მსგავსი ლაბორატორია უნივერსიტეტის ბაზაზე მართლაც რომ ძალია დაეხმარება სტუდენტებს შეიძინონ თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

სამართლის დეპარტამენტის კრიმინალისტიკის ლაბორატორია

           სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე არსებული სასწავლო კრიმინალისტიკის ლაბორატორია  ღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით და ემსახურება სტუდენტებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სწავლების პროცესამავე ლაბორატორიაში ხორციელდება პროფესიული სწავლების 4 საფეხურიანი პროგრამასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კრიმინალისტიკი ლაბორატორია არის პრეცედენტი სასწავლო ბაზაზე არსებული ლაბორატორიის სახით და გარანტი იმასარომ ფაკულტეტი მოამზადებს და საზოგადოებას წარუდგენს პროფესიონალ კადრებს.

კრიმინალისტიკის ლაბორატორია,   ჩამოყალიბების დღიდან ხელმძღვანელობდნენ  პროფესორები ირაკლი გაბისონია და ჯემალ გახოკიძე, ხოლო პროფესორ ირაკლი გაბისონიას დეკანის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ კრიმინალისტიკის ლაბორატორიას პროფესორი ჯემალ გახოკიძე უდგას სათავეში. 

სამართლის დეპარტამენტისა და კრიმინალისტიკის ლაბორატორიის პროექტი “ქმედებიდან დანაშაულამდე”

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, სამართლის დეპარტამენტი კრიმინალისტიკის ლაბორატორიასთან ერთდ ახორციელებს პროექტს "ქმედებიდან დანაშაულამდე". პროექტი წარმოადგენს მეტად საინტერესო იმიტირებულ პროცესს რომელშიც მოცულია მთელი პროცესი დანაშაულის ჩადენიდან დამნაშავის პოვნა - გასამართლებამდე. პროექტში მონაწილეობენ დეპარტამენტის ყველა მიმართულების სტუდენტები და  კრიმინალისტები, ხორციელდება ვიდეო გადაღება და თავისი არსით დასრულებული პროექტი წარმოადგენს ძალიან საინტერესო, შემეცნებით მოკლემეტრაჟიან ფილმს.

კრიმინალისტიკის ლაბორატორიამ ტექნიკური საშუალებების პრეზენტაცია მოაწყო

სამართლისა და საერთაშორსო ურთიერთობების ფაკულტეტზე არსებულმა კრიმინოლოგიის ლაბორატორიამ, მათ ბაზაზე არსებული ტექნიკური საშუალებების პრეზენტაცია მოაწყო. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ყველა ის ტექნიკური თუ ქიმიური საშუალებები, რომელთა დახმარებითაც ლაბორატორიის სტუდენტები ეუფლებიან პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას. ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო  ყველა იმ სტუდენტისა და დაინტერესებული პირისათვის, რომლებიც მომავალში გეგმავენ ამ პროფესიის ათვისებას. 

კრიმინალისტიკის ლაბორატორიას ლიტველი სამართალმცოდნეები ეწვივნენ

http://law.gtu.ge/%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a3-%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9b/

https://www.youtube.com/watch?v=fh7c0r7JE8k&feature=emb_logo

სტუს პროექტი „დანაშაულიდან სასჯელამდე"