“მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივების კვლევა და ანალიზი”
სამართლის კლინიკამ განახორციელა პროექტი "მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივების კვლევა და ანალიზი", რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი კურსის (საბაკალავრო,სამაგისტრო პროგრამის) სტუდენტებისაგან შემდგარ ჯგუფებს (მინიმუმ 3 სტუდენტი თითო ჯგუფში), რომლებსაც შეუძლიათ წარმოადგინონ 2–3 გვერდიანი ნაშრომი, მათ მიერ შერჩეულ ნებისმიერ საკანონმდებლო ინიციატივაზე.
პროექტის მიზანია სტუ–ს სტუდენტებისათვის ანალიტიკური აზროვნების გამომუშავება და განვითარებაში ხელშეწყობა.
პროექტის გამარჯვებულებს გადაეცათ სერთიფიკატები და საჩუქრები. საუკეთესო ნაშრომი გამოქვეყნდება სტუ–ს ჟურნალში და სამართლის კლინიკის ვებ–გვერდზე.