ირაკლი მინაშვილი-2011 წელს დაამთავრა უმაღლესი აკადემიური განათლების პირველი საფეხური საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, 2014 წელს დაამთავრა უმაღლესი აკადემიური განათლების მეორე საფეხური საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ამჟამად მუშაობს საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის პროკურორად, ასევე, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2014 წლიდან დღემდე
კობა ჩიხლაძე - 2009 წელს დაამთავრა უმაღლესი აკადემიური განათლების პირველი საფეხური საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, 2011 წელს დაამთავრა უმაღლესი აკადემიური განათლების მეორე საფეხური საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2015 წელს დაამთავრა დოქტორანტურა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. ამჟამად მუშაობს სამშენებლო კომპანია დეკოლაინში და გახლავთ გენერალური დირექტორი ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი
ზურაბ გოგშელიძე-2015-2017 წლებში სწავლობდა და წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, მაგისტრატურის საფეხური. ამჟამად გახლავათ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროს სპეციალისტად. ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სისხლის სამართლის სპეციალობით.
ნათია ფირცხელაური- 2014 წელს დაამთავრა სტუ-ს ბიზნეს-ინჟინერიგნის ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა, 2016 წელს დაამთავრა სტუ-ს ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა. ამჟამად მუშაობს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სამდივნოს სხდომის მდივნის პოზიციაზე.
ჯემალ დეკანოიძე- 2015 წელს დაამთავრა სტუ-ს ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობა, სწავლობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე, მუშაობს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსად.
ლიკა პაპუნაშვილი -2015 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2015 წელა ჩაირიცხა, ხოლო 2017 წელს დაამთავრა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა. 2017 წლიდან - დღემდე მუშაობს ა(ა)იპ "საზოგადოებრივ დამცველში" იურისტად.
გენო მორჩილაძე - 2013 წელს დაამთავრა უმაღლესი აკადემიური განათლების პირველი საფეხური საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2015 წელს დაამთავრა აკადემიური განათლების მეორე საფეხური საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2015 წლიდან დღემდე სწავლობს დოქტორანტურაზე. ამჟამად მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მენეჯერის აპარატში მთავარ სპეციალისტად და ამავდროულად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.
გიორგი მოდებაძე- 2009 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა, 2017 წლიდან არის სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთოიბების ფაკულტეტის მაგისტრანტი, ამჟამად მუშაობს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სამდივნოს უფროსის თანამდებობაზე.
ნათია ჭკადუა- 2014 წელს წარჩინებით დაამთავრა სტუ-ს ბიზნეს-ინჟინერიგნის ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა, 2016 წელს წარჩინებით დაამთავრა სტუ-ს ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა. ამჟამად მუშაობს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სამდივნოს სხდომის მდივნის პოზიციაზე. ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო სამართლის განხრით
მალხაზ რაშოიანი- სტუ-ს საბაკალავრო პროგრამა სამართალმცოდნეობა დაამთავრა 2015 წელს წარჩინებით, ამჟამად სწავლობს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამართლის მაგისტრატურაზე, არის იურიდიულ კომპანია ფი-ელ-სი-ს დამფუძნებელი დირექტორი. პარალელურად, არის 161-ე საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პედაგოგი,
თინა ხუციშვილი - 2017 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა. 2017 წლიდან არის სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთოიბების ფაკულტეტის მაგისტრანტი, საჯარო სამართლის მიმართულებით. ამჟამად მუშაობს სსიპ -იუსტიციის სახლში.
ციალა ქოიავა - 2013 წელს დაამთავრა სტუ-ს ბიზნეს-ინჟინერიგნის ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა, 2016 წელს დაამთავრა სტუ-ს ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა. ამჟამად მუშაობს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სამდივნოს სხდომის მდივნის პოზიციაზე.
მარიამ ნიაური- 2014 წელს დაამთავრა სტუ-ს ბიზნეს-ინჟინერიგნის ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა, 2016 წელს დაამთავრა სტუ-ს ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა. ამჟამად მუშაობს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მოსამართლის თანაშემწის პოზიციაზე.
გიორგი სვიანაძე- 2010 წელს დაამთავრა სტუ-ს ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობა, 2012 წელს დაამთავრა სტუ-ს ბიზნეს-ინჟინერიგნის ფაკულტეტის სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა, 2014 წლიდან დღემდე სწავლოს სტუ-ს საჯარო მმართველობის დოქტროანტურაზე. ამჟამად მუშაობს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.
ოთარ ხინიკაძე 2008 წელს უმაღლესი აკადემიური განათლების პირველი საფეხურის დასრულების შემდეგ, სწავლა გააგრძელა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე და მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2015 წელს კი დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი დოქტორანტურა. (სამართალმცოდნეობა, სპეციალობით სისხლის სამართალი). 2017 წლიდან გახლავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის- ასოცირებული პროფესორი; ამჟამად არის სამართლის ტრენინგ ცენტრი LCIM - სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის პროცესის ექსპერტი/ტრენერი, უცხო ენებისა და პროფესიული განვითარების საერთაშორისო ცენტრის შპს „Global Education Georgia“ გენერალური დირექტორი და,,ქართველ მუსლიმთა კავშირი -Georgian Muslims Union “ იურისტი
თეა კასრაძე 2015 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში დაამთავრა უმაღლესი აკადემიური განათლების ბაკალავრიატის საფეხური და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, 2017 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში უმაღლესი აკადემიური განათლების მაგისტრატურის საფეხური და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
დავით ტეფნაძე- 2014 წელს დაამთავრა სტუ-ს ბიზნეს-ინჟინერიგნის ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა, 2017 წელს ჩააბარა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. ამჟამად მუშაობს შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოში.
სოფო აქუბარდია- 2010 წელს დაამთავრა სტუ-ს ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობა, ამჟამად სწავლობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე, 2014 წლიდან მუშაობს საჯარ რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურში, მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.
თორნიკე გვენეტაძე- 2012-2014 წლებში დაამთავრა სამართლისმაგისტრატურა, ამჟამად სწავლობს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე, მუშაობს ადვოკატად სისხლის სამართლის განხრით. არის ადვოკატთა ასოციაციის მართლმსაჯულების კომიტეტის წევრი, პარალელურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ფაკულტეტზე.