სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ანგარიშები

პროექტი „სამედიცინო საქმიანობის  რეგულირების სამართალი"

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე  2018 წლის 1 მარტიდან  ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი პროექტი  „ჯანდაცვის სამართალი“, რომელიც კვლევის შედეგების გათვალისწინებით  საჭიროებდა მოდიფიცირებას.

აღსანიშნავია, რომ მრავალი ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში,  სამართლის პროგრამებში, სამედიცინო საქმიანობისა და სამართალს შორის კავშირი რამოდენიმე არაძირითადი სასწავლო კურსითა და  (მაგ: სასამართლო მედიცინა, სასამართლო ფსიქიატრია, სასამართლო ფსიქოლოგია) და ცალკეული საკითხების სწავლებით (სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სამედიცინო საქმიანობის განხორციელების პროცესში ან/და ექიმის მიერ  ჩადენილი დელიქტები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევები) შემოიფარგლებოდა, იმავდროულად (განსაკუთრებით გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან), მსოფლიოს მრავალ წამყვან უნივერსიტეტებში ის საკმაოდ მოცულობით სასწავლო კურსებად და დამოუკიდებელ პროგრამებად ყალიბ-დებოდა.

პროექტის მოდიფიცირების მიზანი მდგომარეობს სამედიცინო სფეროს მარეგულირებელი საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის  შესწავლის შედეგად სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სამართლის წიგნის შექმნასა და გამოცემაში, ასევე პროექტის უმთავრესი ამოცანაა სამედიცინო რეგულირების სამართლის სამაგისტრო პროგრამის შექმნა, რომელიც გაივლის შესაბამის აკრედიტაციას  და განხორციელდება სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2018  წლის 1 დეკემბრიდან მოდიფიცირდა  პროექტი „ჯანდაცვის სამართლი“  და იგი განხორციელდა  სახელწოდებით „სამედიცინო საქმიანობის  რეგულირების სამართალი“.

 პროექტში მონაწილეების მიერ შესწავლილი იქნა უცხოეთში არსებული ანალოგიური პროგრამები, კერძოდ, მსოფლიოს ათი ტოპ- პროგრამიდან, რომლებიც  სხვადასხვა უნივერსიტეტების სამართლის სკოლებში (ფაკულტეტებზე)  ხორციელდება, (იხ. ჩამონათვალი)

https://llmguide.com/?gclid=Cj0KCQjw9ZDeBRD9ARIsAMbAmoYI6a0S_88SK3FloVDlypVPQuR8hu78wGJqhlhTx6tF-qVfnHKpipkaAjF0EALw_wcB)

შერჩეული იქნა 3 რელევანტური პროგრამა, კერძოდ:

  1. ტორონროს უნივერსიტეტი. პროგრამა: „სამედიცინო სამართალი,   ეთიკა და პოლიტიკა“ (https://www.law.utoronto.ca/academic-programs/graduate-programs/llm-program-master-laws/llm-concentration-in-health-law-ethics)
  2. ჰიუსტონის უნივერსიტეტი პროგრამა - „ჯანმრთელობის დაცვის სამართალი და პოლიტიკა“  (http://www.law.uh.edu/llm/health.asp
  3. ლონდონის უნივერსიტეტი პროგრამა „სამედიცინო სამართლი“ http://www.law.qmul.ac.uk/postgraduate/courses/modules/llm/  

პროგრამების აგებულება თავისებურია, კერძოდ: საგნები დაჯგუფებულია კონცენტრაციების მიხედვით, პროგრამის მოცულობები არ არის მკაცრად რეგლამე-ნტირებული  სწავლების ვადა 1-დან- 2 წლამდე ( იგივე სისტემით პროგრამების განხორციელების საშუალებას იძლევა „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ამჟა-მად შესული  ცვლილებები)

აღნიშნული პროგრამების შესწავლის შემდეგ, შედგა პროგრამის შემადგენელი სასწავლო კურსების სავარაუდო ჩამონათვალი: განისაზღვრა სამი კონცენტრაცია

 

ა) უშვალოდ ჯანდაცვის სფეროს კონცენტრაცია

  1. შესავალი ჯანდაცვის სამართალში
  2. ბიოეთიკა და სამედიცინო სამართალი
  3. პაციენტის უფლებების დაცვის სამართალი
  4. ფსიქიატრიული დახმარების სამართალი
  5. ფარმაცევტული საქმიანობის სამართალი
  6. ნარკოლოგიური დახმარებისსამართალი
  7. სამედიცინო პერსონალის (დაწესებულების) სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი პასუხისმგებლობა და საქმის წარმოების თავისებურებები
  8. ჯანდაცვის სახელშეკრულებო სამართალი
  9. ზიანის ანაზღაურება და კერძო დავები ჯანდაცვის სფეროში
  10. არასრულწლოვანთა, შშმ პირთა, გოგონათა და ქალთა ჯანმრთელობის დაცვის სპეციფიკურობები და მათი რეგულირება
  11. სასამართლო ექსპერტიზა-( სასამართლო-სამედიცინო; სასამართლო-ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური , კვების პროდუქტების, თამბაქოს, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზა, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, ბიოლოგიური ექსპერტიზები)
  12. სამედიცინო სადაზღვევო სამართალი

 

 

ბ) ჯანდაცვის ადმინისტრირების კონცენტრაცია

  1. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ჯანმრთელონის საერთაშორისო წესები
  2. გლობალური და საუყოველთაო ჯანდაცვის პერსპექტივები
  3. ჯანდაცვის მენეჯმენტი

 

გ) ჯანდაცვის უფლებასთან აფილირებული სხვა სფეროების კონცენტრაცია

 

  1. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და შრომის საერთაშორისო ნორმები
  2. შრომის დაცვა და უსაფრთხოება
  3. სოციალური უზრუნველყოფის სტანდარტები
  4. სურსათის უვნებლობა
  5. გარემოს უვნებლობა

 განისაზღვრა დასაქმების ბაზრის არეალი და მომზადდა კითხვარები დამსაქმებლებისა და სამედიცინო სფეროში სამართლებრივი ურთიერთობებში მონაწილე დასაქმებული პერსონალისთვის (ბაზრის კვლევა)   (გამოკითხვა ჩატარდება 2019 წლის იანვარში)

მიმდინარეობს  ჯანდაცის სფეროს მარეგულირებელი საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესწავლა, რის შემდგომაც გამოიცემა ნორმატიული აქტების კრებული „ექიმის სამაგიდო წიგნი“ (სავარაუდო დასახელება).

მიმდინარეობს „ჯანდაცვის სამართლის“ იმ სამაგისტრო პროგრამის შესწავლა, რომელმაც ვერ გაიარა აკრედიტაცია-რათა სამომავლოდ გავითვალისწინოთ ექსპერტთა შენიშვნები და  თავიდან ავიცილოთ შეუსაბამობები.  

პროექტი „საერთაშორისო საჯარო სამართალი“

 

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით და რექტორის ბრძანებით დამტკიცდა  სამეცნიერო-კვლევითი პროექტი:  „საერთაშორისო საჯარო სამართალი“, რომელიც შეიქმნა პროექტის „საქართველოს საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის“ მოდიფიცირების შედეგად. კერძოდ, პროექტს უხელმძღვანელებს ფაკულტეტის საჯარო სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ ჯიქია. ძირეულად შეიცვალა პროექტის ამოცანებიც, ერთი სახელმძღვანელოს ნაცვლად მოდიფიცირებული პროექტის ფარგლებში გამოიცემა სამი სახელმძღვანელო, რომელიც სრულად უპასუხებს პროექტის მოთხოვნებს. ეს სახელმძღვანელოები იქნება: საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპები, საერთაშორისო საჯარო სამართალი და საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი. აღსანიშნავია, რომ პროექტის მიზანს წარმოადგენს არა მხოლოდ  ქართულენოვანი სახელმძღვანელოს შექმნა, არამედ  მათი ინტეგრირება სასწავლო პროგრამაში. ასევე,   პროექტში ჩაერთო მოწვეული ასოცირებულ პროფესორი პაატა ჯავახიშვილი და დოქტორანტი ქეთევან გუგუჩია.

პროექტის ფუნდამენტურად მოდიფიცირება მიზნად ემსახურება თავდაპირველი ბიუჯეტის ფარგლებში  მოხდეს მაქსიმალურად რელევანტური სამეცნიერო კვლევის შედეგების ასახვა სახელმძღვანელოებში.

"საინჟინრო სამართლის" პროექტის ანგარიში

„საინჟინრო სამართლის“ პროექტის ფარგლებში ჯგუფის წევრებს დავალებული ჰქონდათ იმ უცხოური უნივერსიტეტების მოძიება და მათთან ურთიერთობების დამყარება, რომლებიც ახორციელებენ საინჟინრო სამართლის პროგრამებს. ასევე, მათ ფუნქციაში  შედის მოცემული უნივერსიტეტების აღნიშნული პროგრამების მოძიება და თარგმნა.

მოძიებულ იქნა რამდენიმე  უნივერსიტეტი, სადაც ძალიან განვითარებულია საინჟინრო სამართლის პროგრამა.  არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გაირკვა, რომ საუკეთესო უნივერსიტეტები, სადაც ხორციელდება საინჟინრო სამართალი, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო და დოქტორანტურის დონეებზე, მდებარეობენ ავსტრალიაში.

თითქმის სრულად ითარგმნა სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საინჟინრო სამართლის საბაკალავრო პროგრამა, რაც ხელმისაწვდომი იყო ამ უნივერსიტეტის ვებგვერდის მეშვეობით. ასევე მელბურნის სვინბარნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ანალოგიურ პროგრამას, რომელიც, ფაქტობრივად, არაფრით განსხვავდება სიდნეის შესაბამისი პროგრამისგან.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეკანის დავალებით,დამყარდა ურთიერთობა  ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის (University of New South Wales), სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა (University of Technology Sydney) და სვინბარნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Swinburne University of Technology) სამართლის ფაკულტეტებთან (დეპარტამენტთან). ამ ურთიერთობის შედეგად დაიგეგმა და მიმდინარე წლის აპრილის თვეში განხორციელდა ვიზიტი ავსტრალიაში. ავსტრალიაში იმყოფებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დელეგაცია. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, ასოცირებული პროფესორები გიორგი გორაძე და მალხაზ ჩიტაია და ასისტენტი ვახტანგ ჟვანია.

დელეგაცია იმყოფებოდა 3 უნივერსიტეტში. ესენია: ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტი (University of New South Wales), სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (University of Technology Sydney) და სვინბარნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Swinburne University of Technology). ამათგან პირველი ორი უნივერსიტეტი განთავსებულია ქ. სიდნეიში, ახალი სამხრეთ უელსის შტატი, ხოლო მესამე - ქალაქ მელბურნში, ვიქტორიის შტატი. სამივე ზემოაღნიშნული უნივერსიტეტი ძალიან წარმატებული და ავტორიტეტული უნივერსიტეტია.

სიდნეიში შეხვედრებს ესწრებოდნენ ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც.

 ავსტრალიაში ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. დელეგაციამ მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა ცნობილ ავსტრალიურ უნივერსიტეტებთან, მათი მხრიდან არსებობს ჩვენთან თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მზაობა, რის საფუძველზეც სამომავლოდ შესაძლებელია ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობების აღმოცენება უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების თვალსაზრისით.

გარდა ამისა, მოძიებულ იქნა რამდენიმე ამერიკული უნივერსიტეტიც, რომლებიც ახორციელებენ საინჟინრო სამართლის კომბინირებულ პროგრამას. ეს უნივერსიტეტებია დასავლეთის ახალი ინგლისის უნივერსიტეტი (Western New England University), ნოტრ დამის უნივერსიტეტი (University of Notre Dame) და მისისიპის უნივერსიტეტი (University of Mississippi). 

ახლა  დღის წესრიგში დგას 2 ძირითადი საკითხი:

  1. ავსტრალიური უნივერსიტეტების დელეგაციების ვიზიტის დაგეგმვა, მომზადება და ორგანიზება მათთან შემდგომი მჭიდრო ურთიერთობის პერსპექტივით;
  2. ურთიერთობების დამყარება ევროპულ უნივერსიტეტებთან. მრავალ უნივერსიტეტს გერმანიაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში და ა.შ. აქვთ საინჟინრო სამართლის სამაგისტრო პროგრამა ან სასწავლო დისციპლინა „საინჟინრო სამართალი“. ჩემი ამოცანაა ურთიერთობა დავამყარო ამ უნივერსიტეტებთან მათთან შემდგომი მჭიდრო ურთიერთობის მიზნით.

 

საინჟინრო პროექტის ფარგლებში გამოცემულ იქნა შემდეგი სამეცნიერო სტატიები:

 

  1. ი.გაბისონია, თ.ბეჟოშვილი, სამშენებლო სამართლის როლი სახელმწიფოს მდგრადი განვითარების პროცესში და არსებული სამართლებრივი გარემოს კრიტიკული ანალიზი, სტატია, საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი იურისტი #4, თბ, იურისტების სამყარო, 2018წ, გვ114-119
  2. ო.პავლიაშვილი, ენერგეტიკის სამართლის პრინციპები, როგორც მისი განვითარების სისტემური საფუძველი, სტატია, საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი იურისტი #4, თბ, იურისტების სამყარო, 2018წ, გვ119-126
  3. ი.გაბისონია, ჯ.გაბელია, სამშენებელო დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ანალიზი, სტატია, საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი იურისტი #5, თბ, იურისტების სამყარო, 2018წ, გვ40-46
  4. კ. ყალიჩავა, უ. ზაქაშვილი, თანამედროვე ქართული სამშენებლო სამართლის განვითარების ტენდენციები, სტატია, საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი იურისტი #5, თბ, იურისტების სამყარო, 2018წ, გვ47-62
  5. ი.გაბისონია, ო.პავლიაშვილი, თანამედროვე საერთაშორისო სამართლის როლი საერთაშორისო ენერგეტიკის სამართლის ფორმირებაში, სტატია, საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი იურისტი #5, თბ, იურისტების სამყარო, 2018წ, გვ63-77
  6. ო.პავლიაშვილი, საერთაშორისო ხელშეკრულებები, როგორ ენერგეტიკის სამართლის მნიშვნელოვანი წყარო, სტატია, საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი იურისტი #5, თბ, იურისტების სამყარო, 2018წ, გვ78-92
  7. ი.გაბისონია, თ. ბეჟოშვილი, ტექნოლოგიური უსაფრთხოების ნორმები, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების სამართლებრივი რეგულირება სამშენებლო სამართალში“, სტატია, საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი იურისტი #7, თბ, იურისტების სამყარო, 2018წ, გვ33-39

ახალი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „მშვიდობიანი ეკონომიკა კონფლიქტების დარეგულირებისათვის“

 

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭომ  დაამტკიცა სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „მშვიდობიანი ეკონომიკა კონფლიქტების დარეგულირებისათვის“, რომელიც მიზნად ისახავს კვლევას და სიღრმისეულ, მეცნიერულ შესწავლას უკვე  არსებული სამშვიდობო ინიციატივებისა, რომლებიც ემსახურება კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას და ასევე, ამ მიმართულებით ახალი მიდგომების შემუშავებას. მისი ამოცანაა კვლევის შედეგები წარმატებით იქნეს გამოყენებული საქართველოში კონფლიქტების გადაწყვეტისათვის.

კვლევის ამოცანებისა და მიზნებიდან გამომდინარე, პროექტისადმი კომპლექსური მიდგომით პროექტის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ სამეცნიერო ღირებულებების და პრაქტიკული ხასიათის მქონე შედეგები მიიღონ. მოამზადონ სამეცნიერო პუბლიკაციები და მიღებულმა შედეგებმა ასახვა ჰპოვოს სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინებზე.

პროექტს განახორციელებენ: პროფესორები: ჯ.გახოკიძე, ი.გაბისონია.ჯ.გაბელია, ასოცირებული პროფესორი ს.მიდელაშვილი და დოქტორანტი ლ.ხარჩილავა.

პროექტის კვლევის შედეგად მიღებული შედეგები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სოციალურ-პოლიტიკური, საერთაშორისო სამართლისა და კონფლიქტოლოგიის პრობლემებით დაინტერესებული პირების, მათ შორის სტუდენტების, მაგისტრების და დოქტორანტების მიერ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, ამ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ამ პრობლემით დაინტერესებული ფართო წრის მიერ.

ახალი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „ევროკავშირის  შექმნა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია“

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ დამტკიცებული სამეცნიერო-კვლევითი  პროექტის  აქტუალობას განაპირობებს თანამედროვე რეალობა-საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისა და ნატოსკენ, ევროპული ინტეგრაციისკენ, რაც წარმოუდგენელია საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების გარეშე. ამ მიმართულებით გაანალიზებული იქნება მ. მუსხელიშვილის მიერ შექმნილი ევროპის კონსტიტუციის პროექტი, რომლის მნიშვნელოვანი დებულებები საფუძვლად დაედო 21-ე საუკუნის ევროკავშირის სამართალს, ასევე, შესწავლილ იქნება მ. მუსხელიშვილის მოსაზრებები ევროპის „საერთო ბაზრის“ შექმნის და მომავალში მისი ინსტიტუციური განვითარების შესახებ არსებული მონაცემები. უმთავრესად კი შესწავლილი და გაანალიზებული იქნება  საქართველოსა და ევროპის ურთიერთობების ძირეული და მრავალმხრივი საკითხები.

ამდენად, პროექტის მიზანის წარსული ისტორიის ობიექტური შესწავლა-ანალიზის საფუძველზე შეიქმნას ემიგრაციაში მოღვაწე ქართველი პოლიტიკოსების, ასევე, ევროპული ღირებულებებისთვის ბროლის ისტორიის ამსახველი მონოგრაფიული გამოკვლევა, სათანადო საარქივო დოკუმენტრუი მასალების დართვით.

პროექტს განახორციელებენ: ვ.შუბითიძე, ე.ჯაფარიძე, ი.კვესელავა, ქ.ჯინჭარაძე, მ.თავდიშვილი, ა.ფუტკარაძე, ს.ფიფია. კვლევის მეთოდოლოგია  წარმოადგენს ისტორიულ, შედარებით, აღწერილობით, შეფასებით, სისტემური ანალიზის და ემპირიულ კვლევას.

პროექტის შედეგებით დიანტერესდებიან როგორც ადგილობრივი მკვლევარები, ასევე უცხოეთის დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქართული ემიგრაციით დაინტერესებული პირები.  გამოიცემა ვრცელი მონოგრაფია, რომელიც მომავალში შეიძლება გახდეს სალექციო კურსი  სოციალური და პოლიტიკური მეცნიერების მაგისტრანტებისთვის: „ევროინტეგრაციის საკითხი და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია- ისტორია და თანამედროვეობა“.

 

 

ანგარიში კვლევითი პროექტის შესახებ:  საქართველოს კანონმდებლობის ჰარონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად“

აღნიშნული პროექტი დაიწყო 2018 წლის 1 იანვარს და გრძელდება 1 წელი. პროექტში მონაწილეობს 6 ადამიანი, მათ შორის სტუდენტები.

პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე შესწავლილი იქნა ის ვალდებულებები, რომელსაც აკისრებს ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოს, რის შემდეგაც სამუშაო პროცესის ეფექტურად გასაგრძელებლად მიზანშეწონილად მივიჩნიეთ გარკვეული სფეროების გადანაწილება.

ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად კანონმდებლობაში უამრავი ცვლილებაა შესატანი, თუმცა პირველ რიგში აუცილებელია ამ საკითხების მეცნიერულ დონეზე კვლევა, შედარებითი ანალიზის გაკეთება და სხვა ქვეყნებში არსებული პრაქტიკის გამოყენება.

პროექტზე მუშაობის დროს მონაწილეთა ურთიერთშეთნხმებით რამდენჯერმე გადაჯგუფდა საკვლევი თემები და დაკორექტირდა მიმართულება, კერძოდ:

  • ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (DCFTA) შეთანხმება, რომელიც ყველაზე მნიშნელოვანი ნაწილია ასოცირების შეთანხმების, რადგან სწორედ ის წარმოადგენს ევროკავშირში საქართველოს ეკონომიკური ინტეგრირების პროგრამას. აღნიშნული ხელშეკრულება ეხება ისეთ საკითხებს როგორიცაა სახელმწიფო შესყიდვები, კონკურენციის საკითხები, საერთო საბაჟო წესები, საგადასახადო პოლიტიკა. აღნიშნული იმდენად ფართოა, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, პროექტის მონაწილეებიდან რამდენიმე ადამიანის ამ საკითხის დამუშავებაში ჩართვა, კერძოდ მარიამ ჯიქია.
  • ერთ-ერთ მნიშნელოვან საკითხს მდგრადი განვითარებისთვის წარმოადგენს განათლების სისტემა და მისი მარეგულირებელი კანონმდებლობა. აღნიშნულ საკითხზე მუშაობს მარიამ ჯიქია და ხატია ვასაძე.
  • კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემა და ადამიანის უფლებათა დაცვა - მანანა ბაწელაშვილი, გვანცა წახნაგია.
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (საქართველო, უკრაინა, მოლდოვეთი) შედარებითი ანალიზი პოლიტიკური ინსტიტუციების ფორმირებისა და მათი ფუნქციონირების ეფექტიანობის განსასაზღრელად - თეა ამნიაშვილი, ანა ფუტკარაძე.

პროექტის პირველი 6 თვის განამვლობაში თითოეული ჯგუფის მიერ მოძიებულ იქნა შესაბამისი ლიტერატურა, შეგროვდა გარკვეული მონაცემები. ბოლო სამი თვის მანძილზე  მიმდინარეობს აღნიშნული ლიტერატურისა მონაცემების შესწავლა, დამუშავება, ანალიზი.

ზემოაღნიშნული მასალის დამუშვება დასრულდება ნოემბერში, საბოლოო ნაშრომების წარდგენა მოხდება საერთაშორისო კონფერენციაზე და გამოქვეყნება იგეგმება საერთაშორისო რეცენზირებად და რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში.

„საერთაშორისო სამართლებრივი სისტემები და ადგილობრივი თვითმმართველობის“ ანგარიში

სამეცნიერო კვლევითი-პროექტის სამუშაო ჯგუფის მიერ დღემდე დამუშავებული მასალის საფუძველზე გეგმის შესაბამისად უკვე სისტემური ხასიათი მიეცა საკითხთა წყობას: პირველ ნაწილში მუნიციპალური სამართლის ზოგად ასპექტებში განხილულია საზღვარგარეთის ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის გნოსეოლოგიური ფესვები. საზღვარგარეთის ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის როგორც სასწავლო დისციპლინის საგანი, მეთოდი, წყაროები და სისტემა. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის კონსტიტუციის საფუძვლები საზღვარგარეთის ქვეყნებში და მათი ადგილი იურიდიულ მეცნიერებათა სისტემაში. ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფის ძირითადი ნიშნები და ადგილობრივი (მუნიციპალური) მმართველობის ცნება. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილება (კომპეტენცია). ადგილობრივი ორგანოები და ცენტრალური ხელისუფლება ცენტრალური და ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოები. 

მეორე თავში განხილულია ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ თეორიების შექმნის ევოლუცია. კერძოდ: ძირითადი თეორიები და კონცეფციები და მმართველობის შესახებ. ჰიტერ  მალანჩუკის კონცეფცია და ადგილობრივი (მუნიციპალური) სამართალი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის სამართლებრივი ასპექტები. ნიკო ნიკოლაძისა და ილ. ჭავჭავაძის ზოგიერთი მოსაზრება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ.

მესამე თავი ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიას, ქალაქების თვითმმართველობას და მსოფლიო სამართლებრივ სისტემებს, კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის ძირითად პრინციპებს. ქალაქებისა და დედაქალაქების კომუნალური თვითმმართველობის კონსტიტუციურ საფუძვლებს. ადგილობრივი თვითმმართველობის საერთაშორისო სისტემებს.

მეოთხე თავში განხილულია ადგილობრივი თვითმმართველობის საერთაშორისო სისტემების ძირითადი მოდულები კერძოდ: ადგილობრივი  თვითმმართველობის ანგლოსაქსური მოდელი. აშშ-ის შექმნისა და მუნიციპალური სამართლის განვითარების ეტაპები. აშშ-ს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები და ადგილობრივი მმართველობა. ადმინისტრაციული ტერიტორიული მოწყობა. ადმინისტრაციული მართვის ორგანოთა რეგიონალური მმართველობა და ადგილობროვი თვითმმართველობა. სამოხელეო და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლის სისტემა.

თავი მეხუთე ეძღვნება დიდი ბრიტანეთის თანამეგორობას. კერძოდ: დიდი ბრიტანეთის მმართველობისა და თვითმმართველობის სამართლებრივ საფუძვლებს და სისტემის ადგილობრივ თვითმმართველობას ინდოეთში, მის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ფორმებს. ადგილობრივ მმართველობას და თვითმმართველობას კანადაში.

მეოთხე თავში განხილულია თვითმმართველობის კონცეპტუალური (რომანულ-ფრანგული) მოდელი, კერძოდ: საფრანგეთის სახელმწიფო და მუნიციპალური მმართველობის ფორმები, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა. სამართლის სისტემა ადგილობრივი მმართველობის სისტემის სამართლებრივი ასპექტები, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის რეფორმების ეტაპები და „ჩინოვნიკის“ ინსტიტუტი საფრანგეთში.

ესპანეთის მმართველობა და ადგილობრივი თვითმმართველობა სამართლის სისტემა. იტალიის კონსტიტუცია და ადგილობრივი თვითმმართველობის კონცეფცია და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი ევოლუცია. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმები და მართვის ორგანიზაცია, სამოხელეო აპარატისა და სამართლის სისტემის ფორმირების პრინციპები. საბერძნეთის ადგილობრივი თვითმმართველობა და  სამართლის სისტემა.

დღემდე შესრულებული სამუშაო მოიცავს ნაბეჭდი თაბახის 310 გვერდს. ზოგიერთი გამოქვეყნებული მასალა თან ერთვის ანგარიშს.

 

პროექტის  ,,გენდერული თანასწორობა და დისკრიმინაცია: პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტები

ანგარიში

ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი საკითხია. 2017 წლის 14 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მე-5 სამიტზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ევროსტრუქტურების მიერ მომზადებულ სამუშაო დოკუმენტს, რომელშიც ჩამოყალიბებულია საქართველოს მიერ 2018-2020 წლებში განსახორციელებელი 20 პრიორიტეტი, რომელთაგან მე-2 ადგილზეა ,,გენდერული თანასწორობის ზრდა და დისრიმინაციის აღმოფხვრა“. კვლევის  მიზანია ევროპული სტანდარტებისა და ფასეულობების დანერგვის ხელშეწყობა,  საზოგადოების ცნობიერების ამაღლება,  რომელიც დააჩქარებს გენდერული თანასწორობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პროცესს.

პროექტზე მუშაობა დაიწყო 2018 წლის 1 მარტიდან, ხელმძღვანელი პროფესორი მაია ყიფიანი, მონაწილეები, პროფესორები: ირაკლი გაბისონია, ჯემალ გაბელია, ბესარიონ სეხნიანიძე, ციალა გლოველი, მანანა დარჩაშვილი, ასოცირებული პროფესორები: ხათუნა ლორია, ემილია ალავერდოვი, დამხმარე პერსონალი: მარინა ჩხარტიშვილი, დავით სამარღანიშვილი. განხორციელდა  პროექტის მონაწილეთა მოვალეობების გადანაწილება:

 I კვარტალი - მასალების მოძიება, კლასიფიცირება;

II კვარტალი - უცხოეთის გამოცდილების შესწავლა და დამუშავება.

პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა აქტიურად, პროფესორები მაია ყიფიანი, მანანა დარჩაშვილი, ბესარიონ სეხნიანიძე  მუშაობდნენ გენდერისა და დისკრიმინაციის ამსახველი ისტორიული და პოლოტიკური მასალების მოძიება-კლასიფიცირებაზე, ხოლო სამართლებრივ ასპექტებზე ირაკლი გაბისონია, ჯემალ გაბელია, ციალა გლველი, ხათუნა ლორია.

პროფესორები ციალა გლოველი და მაია ყიფიანი მუშაობენ სამუშაო ადგილზე დისკიმინაციისა და გენდერული ნიშნით შევიწოების საკითხების დამუშავებაზე, წარმოადგინეს შესრულებული მასალის სამუშაო ვარიანტი.

პროფესორებმა ირაკლი გაბისონიამ, ჯემალ გაბელიამ, დამხმარე პერსონალმა მარინა ჩხარტიშვილმა, დავით სამარღანიშვილმა შესარულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა და 2018 წლის 1 ივლისიდან გამოეთიშნენ პროექტს. რაც შეეხება ასოცირებულ პროფესორ ხათუნა ლორიას, მან შეასრულა დაკისრებული ვალდებულება და 1სექტემბრიდან გამოეთიშა პროექტს. პროექტის მსვლელობის დროს გამოიკვეთა გენდერისა და დისკრიმინაციის ფსიქოლოგიური ასპექტების შესწავლის აუცილებლობა, პროექტში 2018 წლის 1 სექტემბრიდან ჩაერთო ფსიქოლოგი ლიკა  სართანია.

ასოცირებული პროფესორი ემილია ალავერდოვი და დამოუკიდებელი მკვლევარი-ფსიქოლოგი ლიკა სართანია ამჟამად მუშაობენ უცხოენოვან ლიტერატურაზე, მოიძიეს ევროკავშირისა და გაეროს უახლესი კვლევები და ეწვიან მთარგმნელობით საქმიანობას.

 

ანგარიში მთარგმნელობით პროექტთან დაკავშირებით

მოგახსენებთ, რომ 2017 წლის 19 სექტემბერს ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით გადაწყდა კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნის თარგმანი და ქართულ ენაზე გამოქვეყნება (777 გვერდი), რომელზეც მოპოვებული იქნა საავტორო უფლება. აღნიშნული პროექტის ვადა თავდაპირველად განისაზღვრა 9 თვით. მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, რომ სპეციფიკიდან გამომდინარე, 9 თვე არ არის საკმარისი ვადა აღნიშნული სამუშაოს დასასრულებლად, რასაც მოწმობს კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ სამუშაოს შესასრულებლად მოცემული 2 წლიანი ვადა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პროექტის ვადა გაიზარდა 4 თვით.

ზემოაღნიშნულ 777 გვერდიან წიგნს თარგმნის პროექტის ორი მონაწილე: მარიამ ჯიქია და მაია გამსახურდია. აღნიშნული მასალა გაყოფილი იქნა თემატურად, რომლის მიხედვითაც I, II, III და V თავებს თარგმნის მაია გამსახურდია, ხოლო IV, VI, VII თავებს თარგმნის მარიამ ჯიქია.

დღესდღეობით მოცემული თავებიდან სრულად თარგმნილია I (International Regimes Theory), II(Commitment and compliance), III (Legalization and its limits) და IV (International Law and International Norms), VI (Law and Legal Institutions) და VIIთავები(Other Substantive Areas of International Law), რომელთა მთლიანი გვერდების რაოდენობა შეადგენს 600 გვერდს. წიგნის V თავის თარგმანი დასრულდება 20 ოქტომბრისთვის, როგორც პროექტის ვადით არის გათვალისწინებული.  

წიგნის მთლიანი თარგმნილი ნაწილი ოქტომბრის ბოლოს გადაეცემა  რედაქტორს, რომელმაც 2018 წლის ბოლომდე უნდა მოახდინოს რედაქტირება, ხოლო წიგნის გამოცემა და პრეზენტაცია იგეგმება 2019 წლის თებერვალში.

 

მტკიცების (მტკიცებულებათა შეგროვების, საპროცესო დამაგრების შემოწმებისა და შეფასების) აქტუალური პრობლემები“ ანგარიში

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე  2018 წლის 18 ივნისიდან   2019 წლის 31 დეკემბრამდე    ხორციელდება პროექტი „მტკიცების (მტკიცებულებათა შეგროვების, საპროცესო დამაგრების შემოწმებისა და შეფასების) აქტუალური პრობლემები“

პროექტის ფარგლებში ჩართულ პირთა მიერ მოძიებულ იქნა კვლევისთვის განკუთვნილი მასალა, გამოქვეყნდა რამდენიმე სამეცნიერო სტატია:

  • მტკიცების (მტკიცებულებათა შეგროვებულის, საპროცესო დამაგრების შემოწმებისა და შეფასების) აქტუალური პრობლემები

 

  1. ი.გაბისონია, ჯ.გაბელია, მტკიცებულებითი საქმიანობის როლი და დანიშნულება სისხლის სამართლის პროცესში, სტატია, საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი იურისტი #7, თბ, იურისტების სამყარო, 2019წ, გვ39-51
  2. ლ.ქობულაშვილი, ექსპერტის დასკვნა, როგორც მტკიცებულება, სტატია, საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი იურისტი #7, თბ, იურისტების სამყარო, 2019წ, გვ52-

 

ასევე, მომზადებულია ნაშრომი ციფრულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით და დამხმარე სახელმძღვანელო მტკიცებითი სამართლის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. 

 

.

„სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის“ ანგარიში

სამუშაო ჯგუფის მიერ სრულდება მონოგრაფიული შრომა „სახელმწიფოსა და სამართლის თეორია“. ამჟამად უკვე მომზადებულია სამუშაოს სრული მოცულობის 2/3 ნაწილი. სახელდობრ, შესრულებულია სახელმწიფოს თეორიის ნაწილი: სახელმწიფოს არსი და ცნება, სახელმწიფოსა და სამართლის წარმოშობა, სახელმწიფოს სახეები, სახელმწიფოს ფუნქციები, სახელმწიფოს მექანიზმი, სახელმწიფო ხელისუფლების ცალკეული შტოები და მათი ერთიანობა.

შესრულებულია აგრეთვე სამართლის თეორიის შემდეგი თავები: სამართლის არსი და ცნება, სამართლის სკოლები და სამართლის ძირითადი კონცეფციები, სამართლის თეორიის ადგილი იურიდიულ მეცნიერებასა და პრაქტიკაში, სამართლის თეორიის სისტემა და სამართლის თეორიის სტრუქტურა.

ამჯამად მიმდინარეობს მუშაობა თავზე „სამართალი და სხვა სოციალური ნორმები“.

სამეცნიერო პროექტის „საერთაშორისო თანამედროვე ურთიერთობები“ შესრულების მიმდინარეობის შესახებ

 

  წინამდებარე პროექტში  გაერთიანებულია რამდენიმე კონკრეტული პროექტი, მათ შორის:

  1. „ხისტი და რბილი ძალა საერთაშორისო ურთიერთობებში“   - პროექტზე            

                                                           პასუხისმგებელი პირი  -  პროფ. ვაჟა შუბითიძე;

  1. „საერთაშორისო კიბერტერორიზმი და ეროვნული უშიშროების უზრუნველ-ყოფის სტრატეგია“ - პროექტზე პასუხისმგებელი პირი -

                                                                                               პროფ. ჰენრი კუპრაშვილი

  1. „მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემა და საქართველო“ - პროექტზე

                                                   პასუხისმგებელი პირი - პროფ. მანანა დარჩაშვილი

  1. „მიგრაციული პროცესები თანამედროვე მსოფლიოში, გამოკვლევები და პერსპექტივები“ -  პროექტზე პასუხისმგებელი პირი - ასისტენტ პროფესორი: თამარ დარჩია.
  2. ,,ბოსნია და ჰერცოგოვინას პოსტკონფლიქტური სახელმწიფო მოწყობა, მართვა და მისი გამოყენების პერსპექტივები საქართველოში~ - პასუხისმგებელი პირი - ასოც. პროფესორი სოფო მიდელაშვილი.
  3. ,,გლობალური პოლიტიკური ტრანსფორმაციები დასავლეთში და საქართველო’’ - პროექტზე პასუხსმგებელი პირი - ასისტენტ პროფესორი: გიორგი ჩხიკვიშვილი.

მთლიანობაში საერთო პროექტის მუშაობაში მონაწილეობდა 22 პროფესორ-მასწავლებელი და დოქტორანტი. ამათგან სხვადასხვა მიზეზების გამო პროექტზე მუშაობას გამოკლდნენ პროფესორები: ირმა კეცხოველი, მაია ამირგულაშვილი, სოფო ჩქოფოია, გიორგი სამარღანიშვილი.

მუშაობა პროექტით გათვალისწინებულ თემებზე გრძელდება და მისი საბოლოოდ დასრულება მოხდება 2019 წლის აპრილში.

„საერთაშორისო სასამართლო საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში" ანგარიში

პროექტი ხორციელდება 2018 წლის 8 ოქტომბრიდან, პროექტის წევრთა მიერ უკვე მომზადდა და გამოიცა სამეცნიერო სტატიები.

  1. ე.გვენეტაძე, ე. ჩალაძე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საერთაშორისო ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი, სტატია, საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი იურისტი #7, თბ, იურისტების სამყარო, 2019წ, გვ66-70
  2. ჯ.გაბელია, ე.ჩალაძე, უდანაშაულობის პრეზუმფცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და სასამართლო პრაქტიკის ანალიზის მიხედვით, სტატია, საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი იურისტი #7, თბ, იურისტების სამყარო, 2019წ, გვ71-79   
  3. მიმდინარეობს მუშაობა ნაშრომთა კრებულზე, რომელიც 2019 წლის სექტემბერში გადაეცემა გამომცემლობას დასაბეჭდად.

„საქართველო საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობათა სისტემაში“ ანგარიში

 

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე წარდგენილი გრანტის ფარგლებში არსებული პროექტის: „საქართველო საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობათა სისტემაში“ ხელმძღვანელია და მის მუშაობას წარმართავს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იგორ კვესელავა.

პროექტის შესრულებაში მონაწილეობენ: ისტორიის დოქტორი, პროფესორი მაია ყიფიანი; ისტორიის დოქტორი პროფესორი ეპიფანე (ედიშერ) გვენეტაძე;  სოციალური მეცნიერებების დოქტორი, ასოც. პროფესორი თამარ დარჩია; ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი სალომე ხიზანიშვილი; პოლიტიკის დოქტორი, პროფესორი ქეთევან ჯიჯეიშვილი.

პროექტის მიმდინარეობაში თავდაპირველად მონაწილეობდნენ და შემდეგ დატოვეს: ფილოსოფიის დოქტორმა, ასოც. პროფესორმა ირმა კეცხოველმა; ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა მაია ამირგულაშვილი (გარდაიცვალა). სტუ დოქტორანტმა ზ. მახარაძემ. პროექტის მუშაობაში მონაწილეობა შეუჩერდათ ტექნიკურ თანამშრომლებს: ნ. ცაბაძეს და ნ. სირაძეს. ამჟამად პროექტის შემსრულებელთა რიცხვს დაემატა დოქტორანტი სალომე ფიფია.

                პროქტზე მიმდინარეობს მუშაობა და იგი დასრულებული იქნება 2019 წლის აპრილში.

„ნარკოტიკული დანაშაულის ფენომენი, მისი გამოვლენის, გამოძიების და პრევენციის ტაქტიკა და მეთოდოლოგიის პროექტის ანგარიში"

2018 წლის თებერვლიდან სამეცნიერო პროექტის “სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სისხლის სამართლის დეპარტამენტის საბაკალვრო პროგრამის სტუდენტებისთვის სახელმძღვანელოს მომზადება“ფარგლებში მზადდება სახელმძღვანელო „ნარკოტიკული დანაშაულის ფენომენი, მისი გამოვლენის, გამოძიების და პრევენციის ტაქტიკა და მეთოდოლოგია“

პროექტზე მუშაობდნენ: ხელმძღვანელი, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სისხლის სამართლის დეპარტამენტის უფროსი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი ჯემლ  ჯანაშია და შემდეგი თანამშრომლები: პროფესორი ჯემალ გაბელია, უფროსი მასწავლებელი გიორგი ბოცვაძე, ასისტენტ პროფესორი ნინო გოგნიაშვილი, სპეციალისტები მარინა მაისურაძე და  ირმა მათიაშვილი, ხოლო მოგვიანებით ჩაერთო ინგლისურის სპეციალისტი მაია გამსახურდია.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში გიორგი ბოცვაძემ დაამუშავა და დაბეჭდა  პროექტის ხელმძღვანელის ჯემალ ჯანაშიას მიერ გადაცემული მასალები ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.  სახელმძღვანელოში გათვალისწინებულია შემდეგი საკითხები:

  1. ძირითად ტერმინთა განმარტებანი;
  2. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ინფორმაციული უზრუნველყოფა:
  3. ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულობათა პროფილაქტიკის კომპლექსური ღონისძიებები:
  4. შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურების თანამოქმედება ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლაში;
  5. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ მიმართული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა თავისებურებები:
  6. 6. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული დანაშაულების მოკვლევისა და გახსნის ტაქტიკური თავისებურებანი:
  7. 7. ნარკოტიკულ საშუალებათა და ფსიქოტროპულ ნივთიერებათა უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო პრაქტიკა:

მის მიერ აღნიშნული თავების სრული მოცულობით დამუშავების და მომზადების (დაბეჭდვის) შემდეგ მასალა  მოყვანილი იქნა მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.

მთავარმა სპეციალისტებმა მარინა მაისურაძემ და ირმა მათიაშვილმა მოიძიეს და სისტემაში მოიყვანეს ნარკოტიკებთან უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის  შესახებ საერთაშორსიო ნორმატიული აქტები, ლიტერატურა, სტატისტიკური მონაცემები, საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა და  სახით გადასცეს პროექტის ხელმძღვანელს.

აგვისტოს თვეში აღნიშნული სამუშაოების შესრულების შემდეგ, გიორი ბოცვაძე, მარინა მაისურაძე და ირმა მათიაშვილი ამოღებული იქნენ პროექტის შემადგენლობიდან.

ჯემალ გაბელია ამჟამად მუშაობს ნარკოტიკული დანაშაულის სისხლის სამართლებრივი დახასიათების საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებით, ხოლო ასიტენტ პროფესორი ნინო გოგნიაშვილი მუშაობს თემაზე: „ნარკომანიასთან ბრძოლა საახელმძღვანელო-ცნობარი“, რომელიც მან ნოემბრის თვეში უნდა დაამთავროს, აგრეთვე ახორციელებს თარგმანს, რომელიც მოიცავს 81 გვერდს . თარგამნში მოცემულია შემდეგი საკითხები: კვლევის მეთოდები;  საქმის გამოძიების მომზადება და დაწყება; ინფორმატორები; გამოკითხვა; საიდუმლო ოპერაცია; ჩხრეკა და ამოღება; ნივთიერი მტკიცებულების ამოღება და განხილვა; ნარკოტიკული საშუალებების ტიპები და იდენტიფიკაცია; ოპიუმი; კოკაინი; მარიხუანა; სტიმულატორები; დეპრესანტები; ნარკოტიკული საშუალებების ამოცნობა და ა.შ.

`სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო ხელისუფლება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921წწ.)`სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო ხელისუფლება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921წწ.) ა ნ გ ა რ ი შ ი
აღნიშნული პროექტი ფაკულტეტის საბჭომ დაამტკიცა 2017 წლის ნოემბერში. თემაზე მუშაობა ერთი წლითა და ექვსი თვით განისაზღვრა. საანგარიშო პერიოდში ავტორებს ევალებათ სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნება, რის შედეგადაც შეივსება ის ,,თეთრი ლაქები~, რაც ქართული სამართლის ისტორიაში შესწავლილი არ არის. პროექტის სამეცნიერო პერსონალი დაკომპლექტდა ექვსი მკვლევარით: ქეთი ჯინჭარაძე (სამართლის დოქტორი, პროფესორი), ნინო ნიშნიანიძე (სამართლის დოქტორი, პროფესორი), იგორ კვესელავა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი), ავთანდილ სონღულაშვილი (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პროექტის ხელმძღვანელი), რამაზ ჩიჩუა (დოქტორანტი), ჯემალ სვანიძე (მთავარი სპეციალისტი). პირველი ექვსი თვის განმავლობაში პროექტში ჩართული ყველა წევრი, რომელთაც განაწილებული ჰქონდათ კვლევის ობიექტი, ამუშავებდა საკითხის გარშემო არსებულ სამეცნიერო ლიტერატურას. ნაწილი მუშაობდა პერიოდიკის დამუშავებაზე და საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში დოკუმენ-ტური წყაროების მოძიებაზე. პროექტის ავტორების ნაწილმა მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სადაც მოხსენებების სახით წარმოადგინეს გრანტის პროექტით გათვალისწინებული თემატიკა. პროექტის ფარგლებში ავტორთა მიერ მიმდინარე წელს გამოქვეყნდა სტატიები. კერძოდ, ქეთი ჯინჭარაძის და ავთანდილ სონღულაშვილის ნაშრომი `სამართალდამცავი ორგანოები და კრიმინოგენული ვითარება საქართველოში 1918-1921 წლებში~. დაიბეჭდა სამეცნიერო კრებულში `ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები~, 2018, #1; ასევე, იბეჭდება ნინო ნიშნიანიძის გამოკვლევა `სასამართლო ხელისუფლება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში~. მომზადებულია გამოსაქვეყნებლად და უახლოეს მომავალში დაიბეჭდება პროფ. იგორ კვესელავას სტატია ,,სასჯელაღსრულების სისტემა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში~. ამჟამად, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი საარქივო დოკუმენტების მოძიებაზე, რაც გათვალისწინებულია საკითხების სიღრმისეული შესწავლისათვის.

პროექტის ფარგლებში გამოიცა სტატები და მომზადდა მონოგრაფია

  1. ქ. ჯინჭარაძე, ავ. სონღულაშვილი, სამართალდამცავი ორგანოები და კრიმინოგენური ვითარება საქართველოში 1918-1921 წლებში, სტატია, გამოცემა“ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, გამომცემლობა „უნივერსალი“, 1-2(22)2018, თბ, გვ28-43

„სისხლის სამართლის კერძო ნაწილის, ადამიანისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული  დანაშაულის“  შუალედური ანგარიში

2018 წლის პირველი თებერვლიდან ფაკულტეტზე ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი პროექტი სახელწოდებით „სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, ადამიანის და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული  დანაშაული“, პროექტში  ჩართული არიან პროფესორები: ირაკლი გაბისონია, ჯემალ გაბელია, თეიმურაზ დარსანია, ასევე ჯგუფის წევრები: ანა ფუტკარაძე, მიხეილ მგალობლიშვილი, გიორგი ბოცვაძე, რატი გაბისონია, თამარ ბარამია და აკაკი გაბელია.

ირაკლი გაბისონიას, ჯემალ გაბელიას,  თეიმურაზ დარსანიას ავტორობით გამოიცა სახელმძღვანელო „სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ლექციების კურსი, წიგნი პირველი“, რომელიც შეადგენს 422 გვერდს.  სახელმძღვანელოს კორექტირება შეასრულეს პროექტის წევრებმა: მიხეილ მგალობლიშვილმა და გიორგი ბოცვაძემ, ტექნიკური რედაქტირება თამარ ბარამიამ, უცხოენოვანი ლიტერატურა მოიძია და თარგმნა აკაკი გაბელიამ,  ნაშრომის კომპიუტერული უზრუნველყოფა განახორციელა რატი გაბისონიამ, ხოლო  სამეცნიერო რედაქტირება შეასრულა ანა ფუტკარაძემ.

სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის, თუმცა განკუთვნილია სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის და თავსებადია სასწავლო სილაბუსის.  იგი განთავსებულია სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამკითხველოში, ნაშრომი შედგება 8 თავისაგან სადაც ასევე განხილულია საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობაში ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.

პროექტი აღნიშნული სახელმძღვანელოს გამოცემით არ ამოიწურულა და იგი ითვალისწინებს ასევე მეორე ნაწილის გამოცემას, რომელზეც მუშაობისათვის განხორციელდა პროექტში ჩართულ პირთა ცვლილება. კერძოდ, პროექტი დატოვა ანა ფუტკარაძემ, გიორგი ბოცვაძემ და აკაკი გაბელიამ.  ამ ეტაპზე მომზადებულია გამოსაცემი სახელმძღვანელოს სტრუქტურა და მიმდინარეობს მუშაობა პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე თავზე, რომელსაც ახორციელებენ პროფესორები ირაკლი გაბისონია, ჯემალ გაბელია და თეიმურაზ დარსანია. ნაშრომის  სამეცნიერო რედაქტირებას ახდენს მიხეილ მგაბლობლიშვილი, ტექნიკურ რედაქტირებასა და კომპიუტერულ უზრუნველყოფას ასრულებს თამარ ბარამია, ხოლო რატი გაბისონია დაკავებულია საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობის შესწავლითა და საჭირო მასალების თარგმნით.