სტუდენტმა ლევან აბესაძემ ახალი წარმატებები მოიპოვა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტმა სამჭიდელმა ლევან აბესაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით იასპარეზა და ორი ოქროს მედალი მოიპოვა. ტურნირი ირაკლი ცხოვრებაშვილის ფედერაციამ ჩაატარა. მან ადრეც IPF–ის ვერსიით 100 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა. ლევანი დღესაც აქტიურად ემზადება შემდგომი ტურნირებისთვის და კვლავაც აპირებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით იასპარეზოს.
სტუდენტმა ზაზა ოქროცვარიძემ მკლავჭიდში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტმა ზაზა ოქროცვარიძემ საქართველოს ჩემპიონატზე მკლავჭიდში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ეს ჩემპიონატი ასევე გახლდათ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, სადაც დაახლოებით 600-მდე სპორტცმენი მონაწილეობდა, მან 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა 2 ოქროს მედალი.
სტუდენტთა სოციალური აქტივობა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბის ორგანიზებით და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მხარდაჭერით სტუდენტები ხურვალეთში არსებულ მოხუცთა თავშესაფარს ეწვივნენ ხანდაზმულთა სახლი ,,სახლი საზღვრებს გარეშე” “House Without Borders.
თავშესაფარი მდებარეობს ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან, სტუდენტები იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზთან, სადაც გაეცნენ სოფლის მოსახლეობის პრობლემებს. ხანდაზმულთა სახლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებისამებრ სტუდენტები მოხალისეობრივად აპირებენ ჩასვლას, რადგან დაეხმარონ იქ მცხოვრებ ადამიანებს.
პირველი ნაკადი მიდის 2 მარტს, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევენ მოხუცებს, დანარჩენი მოხალისეების ნაკადი კი განაწილდებიან თვეში ორჯერ 3-3 კაციანი შემადგენლობით. ამჯამად მოხალისეობათა რაოდენობა შეადგენს 30 სტუდენტს და დღითიდღე იზრდება დაინტერესება როგორც სტუ-ს სტუდენტების, ასევე სხვა უნივერსიტეტეტებიდან და ორგანიზაციების წევრებიდან.
სტუდენტური ვორქშოფი თემაზე: „დისკრიმინაცია“ ჩატარდა
სტუდენტური ვორქშოფი თემაზე: „დისკრიმინაცია“ ჩატარდა
2018 წლის 9 თებერვალს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საჯარო სამართლის ლაბორატორიაში გაიმართა სტუდენტური ვორქშოფი თემაზე: „დისკრიმინაცია“
ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა მაია ყიფიანმა, ხოლო სტუდენტებს მოწვეული სტუმრები წარუდგინა სამოქალაქო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფესორმა ციალა გლოველმა.
სტუდენტურ ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულები იყვნენ სახალხო დამცველის აპარატის მთავარი მრჩეველი დევნილთა უფლებებში მერი კოჭლამაზაშვილი და სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან შუბაშვილი, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ხელმძღვანელობას და ვორქშოფის ორგანიზატორებს მოწვევისათვის.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს პროფესორებმა მაია ყიფიანმა და ციალა გლოველმა ასევე, სტუდენტებმა: ანა ტაკაშვილმა, თორნიკე კაპანაძემ და თომა ხაბეიშვილმა.
ვორქშოფში მონაწილეობდნენ როგორც საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე სამართლის სპეციალობის 23 სტუდენტი, რომლებმაც პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს შემდეგი თემები: „ადრეული და იძულებითი ქორწინება“, „ბულინგი“, „გენდერული დისკრიმინაცია“, „სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაცია“, „პატიმრების დისკრიმინაცია“, „გენდერული დისკრიმინაცია შრომით უფლებებში“, „სსმ პირების დისკრიმინაცია“, „რელიგიური დისკრიმინაცია“, „რელიგიური უმცირესობები“, „ეიჯიზმი“, „დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით“, „ბავშვთა დისკრიმინაცია“, „მტკიცების ტვირთის სტანდარტი დისკრიმინაციის საქმეებზე“ და „რასობრივი დისკრიმინაცია“.
სტუდენტური ვორქშოფის დასასრულს წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმი, სტუდენტებმა ამომწურავად უპასუხეს შეკითხვებს, დაისახეს სამომავლო გეგმები და წარმოადგინეს საკუთარი რეკომენდაციები კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში. სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მენეჯერმა ანა ფუტკარაძემ და ღონისძიების ორგანიზატორებმა მონაწილეებს გადასცეს სერტიფიკატები, მადლობა გადაუხადეს მსგავსი ჩართულობისთვის და წარმატებები უსურვეს თითოეულ მათგანს.
სტუდენტთა ვიზიტი მართლმსაჯულების სასახლეში
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით სტუდენტები საქართველოს უზენაეს სასამართლოს ეწვივნენ, სადაც მართლმსაჯულების სასახლე დაათვალიერეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თანამშრომლისგან მოისმინეს ისტორიული ფაქტების შესახებ. სტუდენტებმა მუზეუმში ის ნივთები და ატრიბუტები ნახეს, რომელიც საქართველოში სამართლის განვითარებასთან ისტორიულადაა დაკავშირებული.
„მართლმსაჯულების მუზეუმი“ ორი დარბაზისგან შედგება: საექსპონატო დარბაზში გამოფენილია ძველი ქართული სამართლის ძეგლები, ასევე განთავსებულია ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს ისტორიისა და იმ ცნობილი საზოგადო მოღვაწეების შესახებ, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ქართული სამართლის განვითარებაში.
სტუდენტების აღფრთოვანება გამოიწვია მუზეუმის მეორე ნაწილში პირვანდელი სახით შენარჩუნებულმა ისტორიულმა „N1 დარბაზ“-მა , სადაც იმართებოდა გახმაურებული პროცესები, მათ შორის ე.წ. „თვითმფრინავის გამტაცებელთა“, მხედრიონელთა და სხვათა საქმეები.
მსგავსი შემეცნებითი ექსკურსიები მომავალშიც განხორციელდება სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით.
ჩვენი სტუდენტები დედაქალაქის საკრებულოს ეწვივნენ
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 7 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტებს უმასპინძლა.
მერიის წარმომადგენელმა საკრებულოში და სტუ-ს ამავე ფაკულტეტის ლექტორმა გოგა მამფორიამ სტუდენტებს წარმომადგენლობითი ორგანოს ისტორიული შენობა და მისი ძველი ფოტოები დაათვალიერებინა, ასევე დაარსებიდან დღემდე ამ ნაგებობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მიაწოდა ინფორმაცია.
საკრებულოს წევრებმა კი სტუდენტებს წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქცია-მოვალეობები განუმარტეს და თვითმმართველობის მუშაობის სპეციფიკა დეტალურად გააცნეს.
მოგვიანებით, სტუმრებმა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ისტორიულ დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც მათ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მიესალმა, წარმატებები უსურვა და დღევანდელი სხდომის, როგორც მეხუთე მოწვევის საკრებულოს ბოლო, რიგით 106-ე სხდომის მნიშვნელობასა და ისტორიულობაზე ისაუბრა.
სტუდენტთა ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით 22 დეკემბერს ფაკულტეტის სტუდენტთათვის გაიმართა ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?, სადაც მონაწილეობის მიღება შეეძლოთ სწავლების ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს.
თამაშმა საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში ჩაიარა, გუნდები წარმოდგენილები იყვნენ გუნდის კაპიტნებით, რომლებიც დაკომპლექტდა ყველა კურსის სტუდენტთაგან. თამაში წარიმართა სატელივიზო ფორმატში, სულ წარმოდგენილი იყო ოთხი გუნდი, მოთამაშეებმა პასუხი გასცეს ბლიც, სუპერ ბლიც და შავი ყუთის ფორმატში დასმულ შეკითხვებს.
თამაშის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული, გამარჯვება მოიპოვა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეორე კურსელთა გუნდმა „პანაცეა“-მ.
სტუდენტური ვორქშოფი „მსოფლიო და გენდერი“
2017 წლის 17 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით ზვიად გამსახურდიას სახელობის აუდიტორიაში გაიმართა სტუდენტური ვორქშოფი თემაზე: „მსოფლიო და გენდერი“. ვორქშოფს ორგანიზება გაუწია სტუ-ს გენდერული თანასწორობის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა პროფესორ მაია ყიფიანმა.
სტუდენტური ვორქშოფის მონაწილეებს მიესალმა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე პროფესორი ჯემალ გაბელია, პროფესორი მაია ყიფიანი, ახლადარჩეული სტუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი პროფესორი ნინო ნიშნიანიძე და პროფესორი ციალა გლოველი.
სტუდენტებმა წამოაყენეს ისეთი საკითხები როგორიცაა: „ძალადობა გენდერის ნიშნით“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და საზოგადოება“, „ქალთა უფლებების განვითარების ისტორიული ასპექტები“, „ქალი და პოლიტიკა“, „გენდერული თანასწორობა“, „ფემინიზმის განვითარება საქართველოში“ და სხვა.
ვორქშოფის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი, დასასრულს პროფესორ მაია ყიფიანმა შეაჯამა მოხსენებები, მადლობა გადაუხადა მონაწილეებს და წარმატებები უსურვა თითოეულ მათგანს.
სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი ზაზა ოქროცვარიძე მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონი გახდა
14-21 მაისს პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა.
შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ნაკრებები. ოქროს მედლებით დაბრუნდნენ საქართველოში პარა-მკლავჭიდელთა ნაკრების წევრები. სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი ზაზა ოქროცვარიძე გახდა ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში და კიდევ ერთხელ ასახელა ჩვენი უნივერსიტეტი. მას გადაწყვეტილი აქვს მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო ჩემპიონატში და იბრძოლოს საპრიზო ადგილისათვის.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ მიულოცა ზაზა ოქროპირიძეს ევროპის ჩემპიონატში მოპოვებული წარმატება და გამოთქვა იმედი რომ მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი გამარჯვების მოწმენი გავხდებით.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტმა სამჭიდელმა ლევან აბესაძემ IPF–ის ვერსიით 105 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს თასი დაისაკუთრა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტმა სამჭიდელმა ლევან აბესაძემ IPF–ის ვერსიით 105 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს თასი დაისაკუთრა.
ლევანს ამ წარმატებამდე რთული გზა აქვს გავლილი, იგი დაიბადა 1995 წლის 22 ივლისს ქ, თბილისში. 2012 წელს წარჩინებით დაამთავრა ინგლისურენოვანი კოლეჯი და იმავე წელს ჩაირიცხა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. ლევანი სპორტის ამ სახეობაში მხოლოდ რვა თვეა რაც ჩართულია, თუმცა ბავშვობაში 13 წლამდე მოჭიდავე იყო დაბალ წონებში. მისი ფიზიკური მონაცემების განვითარებაზე ზრუნავს თემურ კვაჭარაძე, რომელიც არის საქართველოს რამდენიმე გზის ჩემპიონი სამჭიდში, იგი ამზადებს როგორც მოჭიდავეებს, ასევე რაგბისტებს, არის უნივერსალური მწვრთნელი. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ლევანი ხუთი თვის წინ გახდა პირველად საქართველოს ჩემპიონი, მან რეკორდულად მალე მოახერხა „ფორმის პიკი“-სთვის მიეღწია. რამდენიმე თვეში შავი ზღვის თასის მფლობელი გახდა, ლევანი პირველ გამარჯვებას არ დასჯერდა და 2017 წლის 8 ივნისს უკვე საქართველოს ჩემპიონი გახდა მძიმე წონაში 105 კგ IPF–ის ვერსიით.
ლევანი ასევე მონაწილეობდა საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის მიერ ჩატარებულ ჩემპიონატში, რომელიც უაღრესად კარგად დაგეგმილი ღონისძიება იყო, ევროპულ სტანდარტებში ჯდებოდა და ნებისმიერი კატეგორიიის ჩემპიონატს დააკმაყოფილებდა, იგი მადლობას უხდის ჩემპიონატის ორგანიზატორებს და სამომავლოდ წარმატებებს უსურვებს სხვა ჩემპიონატების ჩატარების საქმეში. ასევე მადლობელია ლადო ხუციშვილს და შოთა დავითელაშვილს, რომლებიც დაეხმარნენ, ხელთან დაკავშირებული ტრამვის მცირე დროში აღდგენაში. მადლობას უხდის სპორტ დარბაზს „ზევს“-ის ადმინისტრაციას, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მის მომზადებაში.
ლევანი 23-25 ივნისს IPSU მსოფლიო ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას, სადაც ყველა კატეგორიას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, ჩემპიონატის ფედერაციის პრეზიდენტი არის ირაკლი ცხოვრებაშვილ. წარმატებას უსურვებს როგორც საკუთარ თავს, ასევე, ირაკლის და სხვა სპორტსმენებს.
აღნიშნულ ჩემპიონატში ლევანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით იასპარეზებს, იგი შემდგომი ორი წლის განმავლობაში აპირებს სტუ-ს სახელით გამოსვლას სხვადასხვა ჩემპიონატებში და, თუ სტუ გამოთქვამს ამის სურვილს, ლევანი დიდი სიამაყით იასპარეზებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია მოხარულია ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტების მიერ ჯანსაღი ცხოვრებისკენ სწრაფვისა და სპორტის სხვადასხვა სახეობებში აქტიური მონაწილეობის გამო. ბატონი ირაკლი წარმატებებს უსურვებს ლევან აბესაძეს და იმედოვნებს, რომ გაიმარჯვებს.
ჯანსაღი ცხოვრებით ევროპისკენ
2017 წლის 18 მაისს, 11 საათიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში სტუ-ს სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის და სტუდენტური თვითმმართველობის ერთობლივი პროექტის: „სტუ-ს სტუდენტური დღეები 2017“-ის ფარგლებში ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავად ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა ღონისძიება: „ჯანსაღი ცხოვრებით ევროპისკენ“ რომლის ფარგლებშიც სტუ-ს 11 ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით ჩატარდა შეჯიბრი სპორტის შემდეგ სახეობებში: • ქუჩის კალათბურთი (street ball); • ქუჩის ფეხბურთი (street soccer); • ფრენბურთი; • გრეხეთბოლი; • მხიარული სტარტები; • მაგიდის ჩოგბურთი; • ჭადრაკი; • მკლავჭიდი; • ბუშტების ფეხბურთი; • ქართული ჭიდაობა; • ნარდი; • დარცი; • ბადბინტონი; სტუ-ს ვიდეოპორტალ www.stunettv.ge-ს მხარდაჭერით მოეწყო „ვიზალიბერალიზაციის ოთახი“ სადაც სახელმწიფო და კერძო სექტორიდან მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აქტიურად იყო ჩართული ღონისძიებაში, ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია ფაკულტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად მზადაა მხარი დაუჭიროს მსგავსი ტიპის ღონისძიებებს და ხელი შეუწყოს დაინტერესებულ და ნიჭიერ სტუდენტებს, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენენ საქართველოს ევროპულ მომავალს.
სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი თბილისის გამწვანების აქციაში
გამწვანების აქციის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ზღვის პარკის ტერიტორიაზე 5000-მდე იფანის ნერგი დარგეს. ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები.გამწვანების აქციის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ზღვის პარკის ტერიტორიაზე 5000-მდე იფანის ნერგი დარგეს. ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები.
“სტუ”-ს კალათბურთის ჩემპიონატი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის და სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის ინიციატივით 2017 წლის გაზაფხულზე გაიმართა "სტუ"-ს სტუდენტური დღეები.
სტუდენტური დღეების ფარგლებში ჩატარდა მრავალი სპორტული, კულტურული და ინელექტუალური ღონისძიება, მათ შორის საკალათბურთო ჩემპიონატი ფაკულტეტთა შორის, სადაც გამარჯვება და პირველი ადგილი დამაჯერებლად მოიპოვა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა.