სტუდენტური თვითმართველობა

გელა ჩარკვიანის საჯარო ლექცია

 სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, სამშაბათს 7 თებერვალს 17:00 საათზე ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში გაიმართა, ცნობილი დიპლომატისა და მწერლის, გელა ჩარკვიანის ახალი წიგნის ,,ნაცნობ ქიმერათა ფერხული'' პრეზენტაცია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

ფეხბურთი ბიჭებში

ფეხბურთი გოგოებში

  სტუს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა ფეხბურთის ტურნირი გოგონებში

კალათბურთი გოგოებში

 "სტუ-ს სტუდენტური დღეები 2017"-ის ფარგლებში მიმდინარეობდა ჩემპიონატი სპორტული მიმართულებით კალათბურთში, გოგონებს შორის, სადაც მონაწილეობა მიიღო სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გუნდმა.

რაგბი 7 კაცა

"სტუ-ს სტუდენტური დღეები 2017"-ის ფარგლებში დღეს, ჩატარდა ჩემპიონატი სპორტული მიმართულებით 7-კაცა რაგბში, სადაც მონაწილეობა მიიღო სტუ-ს ყველა ფაკულტეტის ნაკრებმა გუნდმა.

ამერიკული ფეხბურთი

 "სტუ-ს სტუდენტური დღეები 2017"-ის ფარგლებში დღეს, დასრულდა ჩემპიონატი სპორტული მიმართულებით ამერიკულ ფეხბურთში, სადაც მონაწილეობა მიიღეს სტუ-ს სამართლისა და საერთასორისო ურთიერთობების დაკულტეტის სტუდენტებმა.

დედამიწის დღე

22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები შევიკრიბეთ ადმინისტრაციული კორპუსის ეზო  დააალაგეს მიმდებარე ტერიტორია სტუ-ს ყველა სასწავლო შენების და ასევე სპორტის სასახლის პერიმეტრი. ერთად დავასუფთაოდ გარემო და ვიზრუნოთ ბუნებაზე! #სუფთადევროპისკენ.

სპექტაკლი ბამბაზიის სამოთხე

საინიციატივო ჯგუფი “ერთად” და რუსთავის დამოუკიდებელი თეატრი “რამპა”-ს ინიციატივით 28 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის დიდ სააქტო დარბაზში ჩატარდა  “ბამბაზიის სამოთხე”. #მეცმალედავბრუნდები

დაუთმე ქვეითს

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით ზებრა გადასასვლელებზე მოეწყო აქცია "დაუთმე და მადლობა"

რა ?სად ?როდის ?

 „სტუ-ს სტუდენტური დღეები 2017“-ის ფარგლებში 5 მაისს, სამშენებლო ფაკულტეტის ბიბლიოთეკის დარბაზში ჩატარდა შეჯიბრი რა? სად? როდის? ფაკულტეტებს შორის, სადაც გამარჯვება მოიპოვა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა, მეორე ადგილი დაიკავა საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდმა, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის გუნდი. უგულშემატკივრე შენს ფაკულტეტს! #რა?სად?როდის? #სტუსსტუდენტურიდღეები2017

აღადგინე ბორჯომის ტყე

 📢 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები 6 მაისს შეუერთდნენ კამპანიას "აღადგინე ბორჯომის ტყე" რომლის ფარგლებშიც იმყოფებოდნენ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე რომელიც 2008 წელს ხანძრის შედეგად განადგურდა. სტუდენტებმა დარგეს მუხის და კაკლის ჯიშის სპეციალურად გამოყვანილი ნერგები, რომლის ზრდის და მოვლა–მონიტორინგის პროცესს, 5 წლის განმავლობაში შეგვეძლება ვადევნოთ თვალყური Aghadgine.ge-ს ვებგვერდის საშუალებით. 🌳 ბორჯომის ტყის ახალი სიცოცხლისთვის საერთო ჯამში დაგეგმილია 750,000 ნერგის დარგვა. კამპანიის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი დაფიქსირდება ტყის ხელოვნურად სრულად აღდგენის პირველი პრეცედენტი საქართველოში. გავერთიანდეთ ბორჯომის ტყის გადასარჩენად! ერთად შევქმნათ ტყის ხელოვნურად აღდგენის პრეცედენტი! #აღადგინე #ბორჯომისტყე #დარგეხე

მიზანში სროლა

 სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა ჩემპიონატი სპორტული მიმართულებით, მიზანში სროლაში (პნევმატური იარაღით), სადაც მონაწილეობა მიიღეს ფაკულტეტის სტუდენტებმა როგორც ვაჟებში ასევე გოგონებში I-ადგილი ვაჟებსა და გოგონებს შორის დაიკავა ვლადიმერ მაიოროვმა და თეონა იასაღაშვილმა

კარტინგი

 სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა ჩემპიონატი სპორტული მიმართულებით "კარტინგებში" , სადაც მონაწილეობა მიიღეს ფაკულტეტის სტუდენტებმა I-ადგილი ვაჟებს შორის დაიკავა რომა მეიფარიანმა ხოლო გოგონებს შორის - მარია მეიტარჯიევმა

ბოულინგი

"სტუ-ს სტუდენტური დღეები 2017"-ის ფარგლებში ჩატარდა ჩემპიონატი სპორტული მიმართულებით "ბოულინგში" , სადაც მონაწილეობა მიიღო სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებმა I-ადგილი ვაჟებს შორის დაიკავა თემურ ფეიქრიშვილმა ხოლო გოგონებს შორის მარია მეიტარჯიევმა.

სპორტული ვიქტორინა

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური დღეები 2017-ის ფარგლებში ჩატარდა ჩემპიონატი ფაკულტეტებს შორის სპორტულ ვიქტორინაში.

კომპიუტერული თამაშები

სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით VI სასწავლო შენობის, კომპიუტერულ ცენტრში ჩატარდა შეჯიბრი კომპიუტერულ თამაშებში, სადაც მონაწილეობას იღებდა სტუ-ს სამართლისა და საერთასორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გუნდი.

ჭადრაკი –

"სტუ-ს სტუდენტური დღეები 2017"-ის ფარგლებში სტუ-ს I კორპუსის სამშენებლო ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა ჩემპიონატი სპორტული მიმართულებით ჭადრაკში, გოგონებსა და ვაჟებს შორის, სადაც მონაწილეობა მიიღო სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გუნდმა.

ბანბინტონი

"სტუ-ს სტუდენტური დღეები 2017"-ის ფარგლებში ჩატარდა ჩემპიონატი სპორტული მიმართულებით ბანბინტონში, სადაც მონაწილეობა მიიღო სამართლისა და საერთასორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ნაკრებმა გუნდმა.

ჩემპიონატი დებატებში

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური დღეები 2017-ის ფარგლებში ჩატარდა ჩემპიონატი ფაკულტეტებს შორის დებატებში, სადაც გამარჯვება მოიპოვა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ნაკრებმა გუნდმა. #ჯანსაღიცხოვრებითევროპისკენ #სტუსსტუდენტურიდღეები2017

სტრატეგიული თამაში “იმპერია”

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  სტუდენტები იმყოფებოდნენ ქალაქ მცხეთში ექსკურსიაზე, სადაც ითმაშეს სტრატეგიული თამაში "იმპერია" რომელიც მოიცავს სპორტულ და ინტელექტუალურ შეჯიბრებებს.

პირველ კურსელთა კონცერტი

 -16 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდ სააქტო დარბაზში გაიმართ I კურსელთათვის  კონცერტი, სადაც მონაწილეობდა მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" და ჯგუფი "არა". ღონისძიების პარტნიორი იყო ჯომპანია "ჯეოსელი" რომელმაც სტუ-ში ყველაზე მაღალი ქულებით ჩარიცხულ პირველ კურსელ სტუდენტს საჩუქრად აიფონ 7 გადასცა.

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში გაიმართა ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია, თემაზე "ფენტეზის სამყარო"

გიორგი დონაძის საჯარო ლექცია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა გიორგი დონაძის მორიგი საჯარო ლექცია. სახელწოდებით ‘’ რა გვიშლის ხელს განვითარებაში ‘’

ნანუკა ჟორჟოლიანის საჯარო ლექცია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით. ადმინისტრაციული კორპუსის "მცირე სააქტო" დარბაზში, გაიმართა ჟურნალისტ და ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის საჯარო ლექცია თემაზე "რას გვიკვეთავს მაყურებელი". შეხვედრამ კითხვა პასუხის რეჟიმში ჩაიარა.

ტურნირი ბილიარდში

 საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა წინა მოსამზადებელი ტურნირი ბილიარდში, სადაც გამოვლინდა გამარჯვებული სტუდენტები რომლებიც შემდეგ მიიღებენ მონაწილეობას საუნივერსიტეტო ჩემპიონატში ფაკულტეტის სახელით. ტურნირი გაიმართა სტუ-ს VI სასწავლო კორპუსთან არსებულ საბილიარდო "უნივერსი"-ში, სადაც საერთო ჯამში მონაწილეობა ფაკულტეტიდან 300-ზე მეტმა სტუდენტმა. საპრიზო ადგილზე გასულ სტუდენტებს გადაეცათ მედლები და სიგელები.

ველქამ ფართი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო სტუდენტური წევეულებები 16, 17 და 20 ნოემბერს კლუბ ანდერვილში სადაც საერთო ჯამში 5000-ზე მეტი სტუდენტი ესწრებოდა. მონაწილეობდნენ: მუსიკალუი ჯგუფი "რეზო და ბავშვები", " მედიატორი", DJ IZZY და DJ Giga Papaskiri.

აკა მორჩილაძეს საჯარო ლექცია

-იცი“ საგანმანათლებლო აქტივობებისა და საინტერესო შეხვედრების ფარგლებში, სქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ბიბლიოთეკაში გაიმართა აკა მორჩილაძის საჯარო ლექცია, თემაზე ''მოჩხუბარიძის ცხოვრების სურათები''

ქველმოქმედება გადამდებია

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 1 დეკემბრიდან - 23 დეკემბრის ჩათვლით განახორციელა საქველმოქმედო აქცია სიმბლოლური სახელით „ქველმოქმედება გადამდებია“ რომლის ფარგლებშიც შეგროვდა სხვადასხვა საკვები პროდუქტები, ბავშვებისათვის სათამაშოები, წიგნები, ტკბილეული, თბილი ტანსაცმელი და პირადი ჰიგიენის ნივთები რომლებიც 23 დეკემბერს ჩავუტანეთ ძეგვის თავშესაფარში მცხოვრებთ. სტუდენტური თვითმმართველობა კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით საქველმოქმედო აქციაში მონაწილე თითოეულ ადამიანს! გვჯერა რომ ერთად კიდევ ბევრი სიკეთის გაკეთება შეგვიძლია! #ქველმოქმედებაგადამდებია

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის დებულება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა არის უნივერსიტეტის შემადგენლობაში არსებული სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც შედგება ფაკულტეტიდან არჩეული 31 დელეგატისგან. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა მონაწილეობს ფაკულტეტის მართვა-გამგეობაში, ხელს უწყობს სტუდენტთა კულტურულ -სპორტული და სოციალური ცხოვრების განვითარებას და წარმოადგენს სტუდენტთა ინტერესებს ადმინისტრაციასთანურთიერთობაში.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტთან შეთანხმებით ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს შემდეგ სფეროებში: განათლება, კულტურა, სპორტი, სოციალური საკითხები.
სტუდენტური თვითმმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი, რომლის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს იმ მიზნით რათა დაიცვას სტუდენტთა უფლებები და აამაღლოს მათი განათლების დონე საკუთარი უფლებების ცოდნით.
სტუდენტური თვითმმართველობის მიზნებია:      
ა. თავისი უფლებამოსლების ფარგლებში დაიცვას და წარმოადგინოს სტუდენტის უფლებები და კანონიერი ინტერესები, როგორც უნივერსიტეტში ისე მის ფარგლებს გარეთ.
ბ. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელი შეუწყოს სტუდენტების უფლებებსა და თავისუფლებების პრაქტიკაში რეალიზაციას.                                                                             

გ. დაეხმაროს სტუდენტებს მაღალკვალიფიციური განათლების მიღებაში, თვითრეალიზებასა და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაში.

დ.  ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის ინტეგრაციას მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში და მაქსიმალურად უზრუნველყოს ამ პროცესში სტუდენტთა მონაწილეობა.

ე. დახმარებაგაუწიოს სტუდენტებს სწავლის პერიოდში კონკურეტუნარიან პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.

ვ. ხელი შეუწყოს სტუდენტებში სამართლებრივი თვითშეგნების დონის ამაღლებას და კანონისადმი პატივისცემას.

სტუდენტური თვითმმართველობა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:

ა. იცავს და წარმოადგენს სტუდენტების უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.

ბ. შეიმუშავებს წინადადებას ფაკულტეტის ან უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოს, ან/და საკადემიურ საბჭოს.
გ. გეგმავს და ორგანიზებას უწევს და ახორციელებს სტუდენტთა კულტურულ საგანმანათლებლოდასვენებას, შრომით მოღვაწეობასრომლის უზრუნველსაყოფად ახორციელებს შეხვედრებს, მართავს დებატებს, დისკუსიებს, ტრენინგებს  ინტელექტუალურ თამაშებს, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურულ- სპორტულ, გასართობ და სხვა სახის ნებადართულ ღონისძიებებს.

დ. სტუდენტური თვითმმართველობის მიზნების მისაღწევად ახორციელებს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით უნივერსიტეტის წესდებითა და დებულებით

გაუთვალისწინებელ სხვა უფლებამოსილებებს,რაც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.      

სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატი,უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში (სენსტში) არის საარჩევნო დებულებით დადგენილი წესით ფაკულტეტის მიერ არჩეული სტუდენტი.

სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლად შეიძლება არჩეული იყოს მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც იმავდროულად არ იკავებს უნივერსიტეტში რაიმე ადმინისტრაციულ თანამდებობას.

 

სტუდენტური თვითმმართველობის მართვის ორგანოებია:

  • სტუდენტური თვითმმართველობის გამგეობა.

 

  • სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს ირჩევს, სტუდენტური თვითმმართველობის გამგეობა.

 

  • სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეს ფაკულტეტზე ირჩევს ფაკულტეტის საბჭო.
  • სტუდენტური თვითმმართველობის წევრი შეუძლია იყოს ფაკულტეტის ყველა საფეხურის სტუდენტი.

 

 

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი