სტუ-ს აკადემიური საბჭოს წევრის ვაკანტურ ადგილებზე 4 (ოთხი)წლის უფლებამოსილების ვადით წარმომადგენლების ასარჩევად არჩევნები დაინიშნა 2017 წლის 14 ნოემბერს.
აკადემიური საბჭოს წევრის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელსაც სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე უკავია პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობა და აკმაყოფილებს უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო 2017 წლის 1 ნოემბერს და დამთავრდება 7 ნოემბერს.
რეგისტრაციისთვის მიმართეთ საარჩევნო კომისიის მდივან ქალბატონ მაია ყიფიანს, ოთახი 913ა.
კომისიის თავმჯდომარე - ჯემალ გაბელია