2016 წლის 25 მაისიდან საქრთველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ახალი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, რომლის მიზანი და ამოცანაა გააჩინოს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში კიდევ ერთი კონკურენტუნარიანი, ძლიერი სასწავლო და სამეცნიერო კერა და მისცეს სტუდენტებს სრულფასოვანი და თანამედროვე განათლება.
ფაკულტეტი შეიქმნა ისეთ ძლიერ საფუძველზე, როგორიც იყო სოციალურ მეცნიერებათა, უკვე პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი და სამართლის დეპარამენტი.
პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, 2006 წლიდან პოლიტოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის, ფილოსოფიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ბაზაზე ჩამოყალიბდა და 2013 წლიდან უკვე ფუნქციონირებდა როგორც სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, შემდგომში პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, რომელსაც ხელმძღვანელობს ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი იგორ კვესელავა.
სამართლის დეპარტამენტის ისტორია 1978 წელს პატენტმცოდნეობის კათედრის შექმნით დაიწყო, დროთა განმავლობაში კათედრა იცვლებოდა, ფართოვდებოდა, ყალიბდებოდა სამართლის კათედრად, რომელსაც უნდა ეპასუხა თანამედროვე გამოწვევებისათვის და კონკურენცია გაეწია სხვა უმაღლესი სასწავლებლებისათვის, ეპასუხა დროისა და თანამედროვეობის მოთხოვნებისათვის. კათედრასა და შემდგომში სამართლის დეპარტამენტს ჩამოყალიბების დღიდან ხელმძღვანელობდნენ სამართლის სფეროში გამოჩენილი მეცნიერები და პროფესორები: მინდია უგრეხელიძე, ქეთევან ქოქრაშვილი, ზაზა რუხაძე, ჯემალ გახოკიძე და ირაკლი გაბისონია.
2017 წლის 23 იანვრიდან, სამართლის დოქტორი, პროფესორი, აკადემიური საბჭოს ყოფილი წევრი ირაკლი გაბისონია აირჩიეს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველ დეკანად.
დღეს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და გამოწვევებს. ფაკულტეტზე ფუნქციონირებს რამდენიმე სასწავლო ლაბორატორია:
- კრიმინალისტიკის ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით და ემსახურება სტუდენტებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სწავლების პროცეს. ამავე ლაბორატორიაში ხორციელდება პროფესიული სწავლების 4 საფეხურიანი პროგრამა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კრიმინალისტიკის ლაბორატორია არის პრეცედენტი სასწავლო ბაზაზე არსებული ლაბორატორიის სახით და გარანტი იმასა, რომ ფაკულტეტი მოამზადებს და საზოგადოებას წარუდგენს პროფესიონალ კადრებს.
- პრაქტიკული სამართლის კლინიკა ეხმარება სტუდენტებს გამოიმუშაონ ადვოკატის პროფესიული უნარ-ჩვევები. სტუდენტები პროფესორებისა და პრაქტიკოსი იურისტების ზედამხედველობით, სოციალურად დაუცველი ფენებისათვის ატარებენ უფასო იურიდიულ კონსულტაციებს. კლინიკა მაგალითია იმისა, რომ სტუდენტები გარდა თეორიული ცოდნისა, უნივერსიტეტშივე იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.
- საჯარო სამართლის ლაბორატორია, რომლის ხელმძღვანელია ცნობილი პროფესორ-ემერიტუსი ავთანდილ დემეტრაშვილი, უნიკალურია თავისი ექსპონატებითა და ბიბლიოთეკით, მასში შეიძლება ნახოთ მსოფლიოს ორმოცდაათზე მეტი ქვეყნის კონსტიტუცია, სამართლებრივი აქტები და ქვეყნების სიმბოლიკა. მათ შორის წარმოდგენელია ძველი ქართული სამათლებრივი ძეგლები, საქართველოს პირველი და მოქმედი რესპუბლიკის ამსახველი ექსპოზიცია. ლაბორატორიაში იმართება შეხვედრები ცნობილ იურისტებთან, გამოჩენილ მეცნიერებთან, პოლიტიკოსებთან, ისინი სტუდენტებს უზიარებენ დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას, თანამედროვე პრაქტიკას.
ფაკულტეტს გააჩნია რუსულენოვანი სასწავლო სექტორი, სადაც განათლებას იღებენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და სტუდენტები მეზობელი ქვეყნებიდან, აგრეთვე ფუნქციონირებს ქართული ენის კურსები, სადაც სტუდენტს შეუძლია მოემზადოს ქართულ ენაში და განათლება ქართულ ენაზე მიიღოს.
დღეს შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტსა და სამართლის დეპარტამენტს ჰყავს კურსდამთავრებულები, რომლებიც ჩვენი საზოგადოების წარმატებული და მნიშვნელოვანი ნაწილია და დიდი წვლილი შეაქვს საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარებაში, ხოლო ერთობლივ ბაზაზე შექმნილ ფაკულტეტს, ძლიერი და ღვაწლმოსილი პროფესორ მასწავლებლების დახმარებით, შეუძლია თავისი ღირსეული სიტყვა თქვას სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში.