პროექტი „კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორიასა და პრაქტიკაში“
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 2019 წლის 15 მარტიდან ხორციელდებოდა სასწავლო-პრაქტიკული პროექტი „კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორიასა და პრაქტიკაში“ 2019 წლის 15 ივლისამდე.
პროექტი განხორციელდა ფაკულტეტზე არსებულ სასწავლო-პრაქტიკულ ლაბორატორიაში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთან თანამშრომლობით, რაც გამოიხატა მათი ექსპერტების პროექტში ჩართულობით.
პროექტში მონაწილეობდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 30 სტუდენტი. სტუდენტებს სამი თვის მანძილზე პრაქტიკული და თეორიული კურსი ჩაუტარეს ექსპერტებმა: ქეთი გოგაშვილმა-დაქტილოსკოპია, თამარ შოშიტაშვილმა- ტრასოლოგია, დავით გველესიანმა-ტექნიკური-ტრასოლოგია, რეზო გელაშვილმა-სახანძრო-ტექნიკური, ნათელა მძელური-ბალისტიკა, ნინო ყოჩიაშვილი- გენეტიკური ექსპერტიზა, თინათინ მგელაძე-ნივთიერებათა, მასალათა და ნაკეთობათა კრიმინალისტიკური, ლაშა ამბროლაძე-ჰაბიტოსკოპია, მალხაზ ჩიტაია-ხელწერის ექსპერტიზა.
ფაკულტეტის საბჭომ იმსჯელა პროექტის შესრულების შესახებ, დადებითად შეაფასა პროექტის განხორციელება, ხოლო პროექტის ხელმძღვანელისა და ჩართულ პირთა საქმიანობა ნაყოფიერად. ასევე, ფაკულტეტის საბჭომ გასცა რეკომენდაცია მსგავსი სასწავლო პრაქტიკულ-თეორიული პროექტი სამომავლოდაც განხორციელდეს.
კრიმინალისტიკის ლაბორატორია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე
ქ. თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს შეხვდა
მერთან შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის, სამშენებლო ფაკულტეტების წარმომადგენლები.
სტუ-ში სტუმრობისას თბილისის მერმა, დაათვალიერა კრიმინალისტიკურ ლაბორატორია და იმიტირებული სასამართლო პროცესის დარბაზი, გაეცნო სამართლის კლინიკის და უფასო იურიდიული კონსულტაციის მუშაობის სპეციფიკას.
კრიმინალისტიკის ლაბორატორიას ლიტველი სამართალმცოდნეები ეწვივნენ
სამართლის დეპარტამენტის კრიმინალისტიკის ლაბორატორია
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე არსებული სასწავლო კრიმინალისტიკის ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით და ემსახურება სტუდენტებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სწავლების პროცეს. ამავე ლაბორატორიაში ხორციელდება პროფესიული სწავლების 4 საფეხურიანი პროგრამა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კრიმინალისტიკის ლაბორატორია არის პრეცედენტი სასწავლო ბაზაზე არსებული ლაბორატორიის სახით და გარანტი იმასა, რომ ფაკულტეტი მოამზადებს და საზოგადოებას წარუდგენს პროფესიონალ კადრებს.
სამართლის დეპარტამენტისა და კრიმინალისტიკის ლაბორატორიის პროექტი “ქმედებიდან დანაშაულამდე”
კრიმინალისტიკის ლაბორატორიამ ტექნიკური საშუალებების პრეზენტაცია მოაწყო
კრიმინალისტიკის ლაბორატორიას ლიტველი სამართალმცოდნეები ეწვივნენ
https://www.youtube.com/watch?v=fh7c0r7JE8k&feature=emb_logo