“ახალგაზრდა იურისტთა კლუბ “-ს შექმნის მიზანია, სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტების და სხვა დაინტერესებული პირების ჩართვა სხვადასხვა პროექტებში, ტრენინგებსა და კონფერენციებში. კლუბის საშვალებით წევრები ერთმანეთს პირადი გამოცდილების გაუზიარებენ .
სწორედ ამიტომ "ახალგაზრდა იურისტთა კლუბი" იწყებს კლუბის წევრების შერჩევას, მსურველებმა შეავსეთ მოცემული აპლიკაცა და გახდით ჩევნი გუნდის წევრი. ერთად შევქმნათ სამართლიანი მომავალი ..!
„ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“
19 აპრილს, ახალგაზრდა იურისტთა კლუბის და საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“
⚫️მომხსენებელი: გოგა ხატიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სისხლის სამართლის ანალიტიკოსი.
⚫️საჯარო ლექციაზე, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, განხილული იქნა, ეფექტურია თუ არა ბრალდებისა და სასამართლო ორგანოების საქმიანობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. სახელმწიფო სტრუქტურების რეაგირების შედეგად ხება თუ არა პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და მათთვის სათანადო სასჯელის შეფარდება, რამდენად არის გათვალისწინებული გენდერული ხედვა სამართალწარმოების პროცესში და უზრუნველყოფილია თუ არა ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხოება.