ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, ასევე, აკადემიური
პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების, განათლების
ხარისხის მუდმივი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით იქმნება ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის, საქართველოს კანონმდებლობის, უნივერსიტეტის წესდებისა და
დებულების შესაბამისად.
2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს
ფაკულტეტის საბჭო 4 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი ხარისხის უზრუნველყოფის
სამსახურის უფროსად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ;
3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნების
წესი განისაზღვრება არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულებით;
4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური:
ა) ხელი უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის,
სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების გამოყენებისა და
ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების გზით.
ბ) სისტემატურად აფასებს ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესის
მიმდინარეობას, აკადემიური პერსონალის, მოწვეული სპეციალისტების და მასწავლებელთა
პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხს;
გ) ამყარებს მჭიდრო კავშირს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი
სასწავლებლების შესაბამის სამსახურებთან, ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე
კრიტერიუმებისა და მათი რეალიზების მეთოდოლოგიის სრულყოფის მიზნით;
დ) შეიმუშავებს ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს ;
ე) ახდენს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესების მონიტორინგს და შეფასებას;
ვ)უზრუნველყოფს ფაკულტეტის თვითშეფასებას ავტორიზაციისა და აკრედიტაციის
პროცესისათვის;
ზ) რეგულარულად (სემესტრში ერთხელ) აცნობს თავისი მუშაობის შედეგებს ფაკულტეტის
საბჭოს და სათათბიროს;
თ) განიხილავს სასწავლო პროგრამების კურიკულუმებს და სასწავლო კურსების
სილაბუსებს და იძლევა რეკომენდაციებს მათი სრულყოფისათვის;
ი) ახორციელებს უნივერსიტეტის წესდებითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით
მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი:
ა) არის ფაკულტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პერსონალი;
ბ) არის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების საფაკულტეტო კომისიის თავმჯდომარე,
ახორციელებს ამ კომისიის მუშაობის საერთო ხელმძღვანელობას და კონტროლს
9
გ) წარმართავს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობას
უნივერსიტეტის წესდების, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და
ფაკულტეტის დებულებების შესაბამისად;
დ) ანაწილებს მოვალეობებს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის
თანამშრომლებს შორის;
ე) ხელმძღვანელობს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სამუშაო
გეგმების შემუშავებასა და მათ შესრულებას;
ვ) წარმოადგენს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს უნივერსიტეტის
მართვის ორგანოებთან, ფაკულტეტებთან და სხვა სამსახურებთან, ასევე, მინიჭებული
უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოადგენს ფაკულტეტს მესამე პირებთან
ურთიერთობისას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის წესდებით დადგენილ
ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით
ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში
2018 წლის 24 დეკემბერს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნები გაიმართა.
არჩევნებში გაიმარჯვა პროფესორმა, მარიამ ჯიქიამ, რომელიც გამოირჩევა მაღალი დონის პროფესიონალიზმით, ფლობს რამდენიმე უცხო ენას, მათ შორის გერმანულს, ინგლისურს, იტალიურს, პორტუგალიურს, რუსულს; სხვადასხვა პერიოდში იყო მოწვეული მკვლევარი რეგენსბურგის უნივერსიტეტში (გერმანია), მაქს-პლანკის ინსტიტუტში (გერმანია), ბასკეთის უნივერსიტეტში (ესპანეთი), სალერნოსა და ლუისის უნივერსიტეტში (იტალია),სადაც პერიოდულად უძღვებოდა სხვადასხვა სალექციო კურსს და სამეცნიერო პროექტს. გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია, 3 სახელმძღვანელო; არის 8 სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე (5 საერთაშორისო), 11 სამეცნიერო გრანტის მფლობელი (6 საერთაშორისო; 5 ადგილობრივი), მიღებული აქვს 16 საერთაშორისო სტიპენდია (11 სასწავლო და 5 სამეცნიერო).
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შექმნილია "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და მოქმედებს სტუ-ს წესდებისა და საკუთარი დებულების შესაბამისად. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის გზით.
სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასება და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
ბ) შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა;
გ) ბოლონიის პროცესის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების უნივერსიტეტში დანერგვის ხელშეწყობა;
დ) საერთაშორისო თანამშრომლობისა და საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის ინტეგრაციის ხელშეწყობა;
ე) უნივერსიტეტის ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესების წარმართვა, სისტემატური თვითშეფასების განხორციელება;
ვ) დადგენილი წესის შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამების, პერსონალისა და სტუდენტთა შესახებ სხვადასხვა სახის სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება და ანალიზი;
ზ) სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური განახლებული დებულებით, სტრუქტურითა და შემადგენლობით მოქმედებს 2011 წლის მარტიდან.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
|
|
|
1 |
მარიამ ჯიქია |
პროფესორი, სამსახურის უფროსი |
2 |
ლილი ხარჩილავა |
მთავარი სპეციალისტი |
3 |
რატი გაბისონია |
მთავარი სპეციალისტი |