ანგარიში კვლევითი პროექტის შესახებ: "საერთაშორისო სამართლებრივი სისტემები და ადგილობრივი თვითმმართველობა" შესახებ
სამეცნიერო კვლევითი-პროექტის სამუშაო ჯგუფის მიერ გამოცემული იქნა შემდეგი ნაშრომი: გ.ლობჟანიძე, ჯ.გახოკიძე, დ. ივანიშვილი, დ. ლობჟანიძე, საერთაშორისო სამართლებრივი სისტემები და ადგილობრივი თვითმმართველობა, პოლოგრაფიული ცენტრი „ ბარტონი“, თბ, 2019, გვ1-509
დამუშავებული მასალის საფუძველზე გეგმის შესაბამისად უკვე სისტემური ხასიათი მიეცა საკითხთა წყობას: პირველ ნაწილში მუნიციპალური სამართლის ზოგად ასპექტებში განხილულია საზღვარგარეთის ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის გნოსეოლოგიური ფესვები. საზღვარგარეთის ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის როგორც სასწავლო დისციპლინის საგანი, მეთოდი, წყაროები და სისტემა. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის კონსტიტუციის საფუძვლები საზღვარგარეთის ქვეყნებში და მათი ადგილი იურიდიულ მეცნიერებათა სისტემაში. ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფის ძირითადი ნიშნები და ადგილობრივი (მუნიციპალური) მმართველობის ცნება. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილება (კომპეტენცია). ადგილობრივი ორგანოები და ცენტრალური ხელისუფლება ცენტრალური და ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოები.
მეორე თავში განხილულია ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ თეორიების შექმნის ევოლუცია. კერძოდ: ძირითადი თეორიები და კონცეფციები და მმართველობის შესახებ. ჰიტერ მალანჩუკის კონცეფცია და ადგილობრივი (მუნიციპალური) სამართალი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის სამართლებრივი ასპექტები. ნიკო ნიკოლაძისა და ილ. ჭავჭავაძის ზოგიერთი მოსაზრება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ.
მესამე თავი ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიას, ქალაქების თვითმმართველობას და მსოფლიო სამართლებრივ სისტემებს, კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის ძირითად პრინციპებს. ქალაქებისა და დედაქალაქების კომუნალური თვითმმართველობის კონსტიტუციურ საფუძვლებს. ადგილობრივი თვითმმართველობის საერთაშორისო სისტემებს.
მეოთხე თავში განხილულია ადგილობრივი თვითმმართველობის საერთაშორისო სისტემების ძირითადი მოდულები კერძოდ: ადგილობრივი თვითმმართველობის ანგლოსაქსური მოდელი. აშშ-ის შექმნისა და მუნიციპალური სამართლის განვითარების ეტაპები. აშშ-ს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები და ადგილობრივი მმართველობა. ადმინისტრაციული ტერიტორიული მოწყობა. ადმინისტრაციული მართვის ორგანოთა რეგიონალური მმართველობა და ადგილობროვი თვითმმართველობა. სამოხელეო და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლის სისტემა.
თავი მეხუთე ეძღვნება დიდი ბრიტანეთის თანამეგორობას. კერძოდ: დიდი ბრიტანეთის მმართველობისა და თვითმმართველობის სამართლებრივ საფუძვლებს და სისტემის ადგილობრივ თვითმმართველობას ინდოეთში, მის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ფორმებს. ადგილობრივ მმართველობას და თვითმმართველობას კანადაში.
მეოთხე თავში განხილულია თვითმმართველობის კონცეპტუალური (რომანულ-ფრანგული) მოდელი, კერძოდ: საფრანგეთის სახელმწიფო და მუნიციპალური მმართველობის ფორმები, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა. სამართლის სისტემა ადგილობრივი მმართველობის სისტემის სამართლებრივი ასპექტები, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის რეფორმების ეტაპები და „ჩინოვნიკის“ ინსტიტუტი საფრანგეთში.
ესპანეთის მმართველობა და ადგილობრივი თვითმმართველობა სამართლის სისტემა. იტალიის კონსტიტუცია და ადგილობრივი თვითმმართველობის კონცეფცია და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი ევოლუცია. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმები და მართვის ორგანიზაცია, სამოხელეო აპარატისა და სამართლის სისტემის ფორმირების პრინციპები. საბერძნეთის ადგილობრივი თვითმმართველობა და სამართლის სისტემა.
ანგარიში კვლევითი პროექტის შესახებ: • სამართლიანობის ფილოსოფია და თანამედროვეობა" შესახებ
პროექტის ფარგლებში მასში ჩართულ პირთა მიერ მომზადდა სახელმძღვანელო სახელწოდებით: „სამართლიანობა, ფილოსოფიურ-სამართლებრივი ასპექტები“, ასევე გამოქვეყნდა შემდეგი სტატიები:
- ი.გაბისონია, ა.ტალიაშვილი, ს.ხიზანიშვილი, „სამართლიანობა, სამართალი და სამართალშემოქმედება“, სტატია, საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი იურისტი #3, თბ, იურისტების სამყარო, 2017წ, გვ21-28
- ი.გაბისონია, ა.ტალიაშვილი, ს.ხიზანიშვილი, „სამართლიანობის არსის გარკვევისათვის“ სტატია, საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი იურისტი #5, თბ, იურისტების სამყარო, 2018წ, გვ7-14
- ი.გაბისონია, ა.ტალიაშვილი, ს.ხიზანიშვილი, „სამართლიანობა, როგორც ანტიკური ეპოქის ზნეობრივ-სამართლებრივი პარადიგმა“, სტატია, საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი იურისტი #5, თბ, იურისტების სამყარო, 2018წ, გვ14-34
- ი.გაბისონია, ა.ტალიაშვილი, ს. ხიზანიშვილი, სამართლიანობის საკითხები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში, სტატია,საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი იურისტი #6, თბ, იურისტების სამყარო, 2018წ, გვ76-87
- ი.გაბისონია, ა.ტალიაშვილი, ს. ხიზანიშვილი, „სამართლიანობის ორი ტრადიციის კვალდაკვალ“ სტატია, საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი იურისტი #7, თბ, იურისტების სამყარო, 2019წ, გვ20-24;
- ი.გაბისონია, ა.ტალიაშვილი, ს. ხიზანიშვილი, „სამართლიანობის გაგება კონ ლოკის ფილოსოფიაში“ სტატია, საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი იურისტი #7, თბ, იურისტების სამყარო, 2019წ, გვ24-33.
ანგარიში კვლევითი პროექტის შესახებ: საქართველოს კონსტიტუციური განვითარების პოლიტიკურ, სამართლებრივი და ისტორიული ასპექტების" შესახებ
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე არსებული პროექტის: „საქართველოს კონსტიტუციური განვითარების პოლიტიკურ, სამართლებრივი და ისტორიული ასპექტები“ ხელმძღვანელია და მის მუშაობას წარმართავს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იგორ კვესელავა.
- ი.კვესელავა, ე. გვეენეტაძე, საქართველოს კონსტიტუციური განვითარების პოლიტიკური, სამართლებრივი და ისტორიული ასპექტები, გამომცემლობა „უნივერსალი“, თბ, 2019, გვ:1-196
ნაშრომი შედგება შემდეგი თავებისგან:
- ქართული კონსტიტუციის სათავეებთან; საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციები; საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია;
- ნაციონალური მოძრაობის მცდელობები კონსტიტუციის საკუთარ მმართველობაზე მორგებისათვის;
- საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება და საკონსტიტუციო საკითხები;
- ქართული სახელმწიფოებრიობა და საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობა.
ანგარიში კვლევითი პროექტის შესახებ: “საქართველოს კანონმდებლობის ჰარონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად“
პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე შესწავლილი იქნა ის ვალდებულებები, რომელსაც აკისრებს ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოს, რის შემდეგაც სამუშაო პროცესის ეფექტურად გასაგრძელებლად მიზანშეწონილად მივიჩნიეთ გარკვეული სფეროების გადანაწილება.
ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად კანონმდებლობაში უამრავი ცვლილებაა შესატანი, თუმცა პირველ რიგში აუცილებელია ამ საკითხების მეცნიერულ დონეზე კვლევა, შედარებითი ანალიზის გაკეთება და სხვა ქვეყნებში არსებული პრაქტიკის გამოყენება.
პროექტის ფარგლებში ჩართულ პირთა მიერ მომზადდა: 1. მონოგრაფია „ევროკავშირის საგადასახადო პოლიტიკა და წევრი სახელმწიფოების პრაქტიკა“-ავტორი პროფესორი მარიამ ჯიქია და 2. სამეცნიერო-ნაშრომთა კრებული „ევროინტეგრაციის გამოწვევები“.
ფაკულტეტის საბჭომ იმსჯელა პროექტის შესრულების შესახებ, დადებითად შეაფასა პროექტის განხორციელება, ხოლო ჩართულ პირთა საქმიანობა შეფასდა ნაყოფიერად. ასევე, ფაკულტეტის საბჭომ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და დეპარტამენტებს ხელმძღვანელებს დაავალა სასწავლო პროგრამის სილაბუსებში ასახონ მონოგრაფია და ნაშრომთა კრებული.
სამეცნიერო პროექტის "სამართლის მეთოდები" შესრულების შესახებ
პროექტის "სამართლის მეთოდები"-ს ფარგლებში მკვლევართა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული იქნა:
- გ.ლობჟანიძე, სამართლის მეთოდები, სახელმძღვანელო გამომცემლობა „იურისტების სამყარო“, თბ, 2019, გვ:1-520
- გ.ლობჟანიძე, ონტოლოგიური, „გნოსეოლოგიური და ევნისტიკური კვლევის მეთოდები სამართალში“ სტატია, საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი იურისტი #6, თბ, იურისტების სამყარო, 2018წ, გვ121-127.
- გ.ლობჟანიძე, დ.ლობჟანიძე, კიბერნეტიკული და კომპიუტერული მეთოდები სამართალში, სტატია, საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი იურისტი #4, თბ, იურისტების სამყარო, 2018წ, გვ18-25
პირველი თავი სამართლის მეთოდების კონცეპტუალურ გააზრებას ეხება. სამართლის მეთოდოლოგიის ცნებას
, სგანას, არსს და პრინციპებს. სამართლის მეთოდოლოგიისა და მეთოდების თანაფარდობის პრობლემას. მეორე თავში, სამართლის მეთოდოლოგიის თეორიული საფუძვლები განხილულია: განვითარების დიალექტების ძირითადი კანონების მეთოდოლოგიური მნიშვნელობა სამართალში. სამართლის მეთოდოლოგია, როგორც მიზნის მიღწევისა და პროგნოზირების საშუალება.
მესამე თავი ეძღვნება მეთოდოლოგიისა და მეთოდების ფილოსოფიურ საფუძვლებს, კერძოდ: მეთოდოლოგიის ზოგადმეცნიერულ ბუნებას, თეორიისა და პრაქტიკის მეთოდოლოგიურ გააზრებას, სამართლის მეცნიერებაში რეალობისა და ასახვის მეთოდებს.
მეოთხე თავში განხილულია ონტოლოგიური, გნოსეოლოგიური და ევნისტიკური მეთოდების გამოყენების შესაძლებლობა სამართალში, ისტორიული და ლოგიკური მეთოდების როლი, სამართლის განვითარებაში.
მეხუთე თავი ეძღვნება სამართლის მეთოდების კონცეპტუალურ გააზრებას, კერძოდ: ანალიზისა და სინთეზის, არსების არსისა და მოვლენის მეთოდებს.
მეექვსე თავში განხილულია სამართლის მეთოდების სტრუქტურული ელემენტების კავშირი, კერძოდ: შინაარსისა და ფორმის, სტრუქტურისა დ ელემენტების კვლევის მეთოდები.
მეშვიდე თავში მოცემულია მთელისა და ნაწილის, ურთიერთდამოკიდებულების პრობლემები, კერძოდ: ცალკეულისა და მთელის, მთელისა და ნაწილის კვლევის მეთოდები.
სამეცნიერო პროექტის „ბავშვთა უფლებები" შესრულების შესახებ
- საქართველოს კონსტიტუცია, ილუსტრირებული, გამომცემლობა „იურისტების სამყარო“, თბ, 2019, გვ1-123
- სამეცნიერო ნაშრომთა კრებული (საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ბავშვთა უფლებები“-მასალები), გამომცემლობა „უნივერსალი“, თბ, 2019, გვ.1-107
- სტუდენტური კონფერენცია (ნაშრომთა კრებული) გამომცემლობა „უნივერსალი“, თბ, 2019, გვ.1-210
სამეცნიერო პროექტის „კრიმინოლოგიის მონოგრაფიის შექმნა“ შესრულების შესახებ
სამეცნიერო პროექტის „საერთაშორისო თანამედროვე ურთიერთობები“ შესრულების შესახებ
წინამდებარე პროექტში გაერთიანებულია რამდენიმე კონკრეტული კვლევა, მათ შორის:
- „ხისტი და რბილი ძალა საერთაშორისო ურთიერთობებში“ - პროექტზე
პასუხისმგებელი პირი - პროფ. ვაჟა შუბითიძე;
- „საერთაშორისო კიბერტერორიზმი და ეროვნული უშიშროების უზრუნველ-ყოფის სტრატეგია“ - პროექტზე პასუხისმგებელი პირი -
პროფ. ჰენრი კუპრაშვილი
- „მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემა და საქართველო“ - პროექტზე
პასუხისმგებელი პირი - პროფ. მანანა დარჩაშვილი
- „მიგრაციული პროცესები თანამედროვე მსოფლიოში, გამოკვლევები და პერსპექტივები“ - პროექტზე პასუხისმგებელი პირი - ასისტენტ პროფესორი: თამარ დარჩია.
- ,,გლობალური პოლიტიკური ტრანსფორმაციები დასავლეთში და საქართველო’’ - პროექტზე პასუხსმგებელი პირი - ასისტენტ პროფესორი: გიორგი ჩხიკვიშვილი.
მთლიანობაში საერთო პროექტის მუშაობაში მონაწილეობდა 22 პროფესორ-მასწავლებელი და დოქტორანტი.
პროექტის ფარგელში გამოიცა და გამოქვეყნდა შემდგომი ნაშრომები:
- ი. კვესელავა, საქართველოს ისტორიის ქრონიკები, VI, საქართველო და მსოფლო უძველესი დროიდან XXსაუკუნის 90-იანი წლების დასაწყისამდე, წიგნი პირველი, უნივერსალი, თბ, 2018, გვ1-857
- ნაშრომთა კრებული „საერთაშორისო თანამედროვე ურთიერთობების აქტუალური პრობლემები“, ავტორთა კოლექტივი, უნივერსალი, თბ, გვ1-511.
დასრულებული პროექტის „სასამართლო მჭევრმეტყველების“ ანგარიში
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურმეცნიერებათა ფაკულტეტის ერთობლივი სამეცნიერო–კვლევითი
პროექტი „სამოსამართლო მჭევრმეტყველება“ 2018 წლის მაისში დასრულდა.
პროექტის ამოცანა მდგომარეობდა რიტორიკისა და ორატორული ხელოვნების სფეროებში დაგროვილი თანამედროვე კვლევების ანალიზის გაცნობაში, თანამედროვე სტანდარტებით სწავლების მეთოდიკის გაცნოებირებასა და აღნიშნულის საფუძველზე ქართული იურიდიული მჭევრმეტყველების სახელმძღვანელოსა და ქრეტომათია-პრაქტიკუმის დამუშავება-შედგენის კონცეფციის განსაზღვრაზე.
პროექტის ფარგლებში მოხდა სპეციალური სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება, დამუშავება, უცხოენოვანი ტექსტების თარგმნა, სასწავლო, სამეცნიერო და მეთოდური ლიტერატურის ანალიზი და კონცეპტუალური დალაგება შერჩეული პრინციპის მიხედვით, გამოვლინდა ქართული იურიდიული მჭევრმეტყველების ტექსტები, განხორციელდა თანამედროვე იურიდიული პროფესიული მეტყველების ბუნებისა და სტილის კვლევა და აღნიშნული მიზნით შემუშავდა სახელმძღვანელოები დაგარკვეული რეკომენდაციები.
პროექტის ფარგლებში გამოიცა სახელმძღვანელო ახალი რიტორიკა-საჯარო კამათის ტექნოლოგიები, რომლის ავტორები არიან თემურ ჯაგოდნიშვილი, ირაკლი გაბისონია და ივანე ჯაგოდნიშვილი და მათივე ავტორობით დამხმარე სახელმძღვანელო „რიტორიკის ქრესტომათია“ ასევე, ერთი მონოგრაფია დავით სოლომნიშვილის ავტორობით „ლუარსაბ ანდრონიკაშვილი“.
სასამართლო მჭევრმეტყველების სახელმძღვანელოსა და რიტორიკის ქრესტომათიაში გაშუქებულია ქართული სამოსამართლო მჭევრმეტყველების ისტორიის, თეორიის, მეტყველების სტილის საკვანძო საკითხები, ასევე, ორატორული ხელოვნების სწავლების მეთოდოლოგიის ზოგიერთი ასპექტი. აღნიშნული უმთავრესად სამართალმცოდნეების სპეციალობის სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ ასევე დიდად დაეხმარება ქართული ორატორული ხელოვნებით დაინტერესებულ სხვა პირებსაც.
წარმოდგენილი ნაშრომები განიხილა ორივე ფაკულტეტის საბჭომ და თითოეულ მათგანი შესრულებული კვლევის ფარგლებში შეფასდა დადებითად და ავტორებს მიეცათ რეკომენდაცია ნაშრომები გამოიყენებოდეს როგორც დამხმარე სახელმძღვანელოები.
დასრულებული პროექტის „საგამოძიებო სამართლის“ ანგარიში
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 2017 წლის 1 აპრილიდან ხორციელდებოდა სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „საგამოძიებო სამართალი“, რომელიც დასრულდა 2018 წლის 1 აპრილს.
პროექტს თანახელმძღვანელობდნენ პროფესორები: ირაკლი გაბისონია და ჯემალ გახოკიძე, ხოლო წევრები იყვნენ: ჯემალ გაბელია, მიხეილ მამნიაშვილი, ლია მეტრეველი, გიორგი ტაკაშვილი, თემურ მონიავა, პაატა კობალაძე, და სხვები.
პროექტი მიზნად ისახავდა შექმნილიყო სახელმძღვანელო „საგამოძიებო სამართალი“, რომლის ანალოგიაც ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში არ მოგვეპოვებოდა, ასევე გამოქვეყნებულიყო სამეცნიერო პუბლიკაციები საგამოძიებო სამართლის კუთხით.
პროექტის ფარგლებში გამოიცა პაატა კობალაძის მონოგრაფია“ პროკურორი, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი“ და წიგნი „საგამოძიებო სამართალი“ პროფესორების: ჯემალ გახოკიძის, ირაკლი გაბისონიას, მიხიელ მამნიაშვილისა და თემურ მონიავას ავტორობით.
პროექტის შედეგებმა ასახვა ჰპოვა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამაში და არჩევით საგნად დაემატა საგამოძიებო სამართალი.
პროექტის ფარგლებში გამოცემული სახელმძღვანელოები 2018 წლის 13 იანვარს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საქართველოს მთავარი პროკურატურის 25-მდე პროკურორს წარედგინა საჯარო განხილვისთვის. პრეზენტაცია-განხილვაზე ავტორებმა მათ შორის, ჯემალ გახოკიძემ და ირაკლი გაბისონიამ ისაუბრეს წიგნის მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვეს ნაშრომზე მუშაობისას გამოვლენილი სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრის მექანიზმებს.
პროკურორების მიერ განხილვაზე ყურადღება გამახვილდა ნაშრომის სტრუქტურაზე და ხაზი გაესვა ავტორთა მიგნებებს კვლევის პროცესში. პროკურორებმა, ისაუბრეს სახელმძღვანელოში განხილულ კონცეპტუალურ საკითხებზე, კერძოდ, რომლებიც გამოძიების ორგანიზაციისა და გამომძიებლის უფლებამოსილებას შეეხება, მათი აზრით, აღნიშნული შესაძლოა გახდეს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის საფუძველი.
დასრულებული პროექტის „საქართველოს ტერიტორიული და სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური მოწყობის, მმართველობისა და თვითმმართველობის ასპექტების“ ანგარიში
პროექტი დაკომპლექტებული იყო შემდეგი შემადგენლობით: პროფესორები: ჯ.გახოკიძე და ე.გვენეტაძე, ტექნიკური უზრუნველყოფა: ნ. ცაბაძე და ნ.ჯაშიაშვილი.
პროექტი მიზნად ისახავდა სრულად წარმოეჩინა საქართველოს ტერიტორიული და სახელმწიფოებრივი მოწყობის ისტორიული, პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები. წამოყენებული საკითხების კომპლექსურად შესწავლა მოითხოვდა ისტორიული პოლიტიკური, იურიდიული სამეცნიერო ლიტერატურის სრულყოფილად დამუშავებას და გაანალიზებას, ცალკეულ მოვლენათა თუ ფაქტთა მიზეზ-შედეგობრივ კავშირის გათვალისწინებით. პროექტის წევრებმა მოიძიეს წყაროები საქართველოს ცენტრალური არქივიდან, საქართველოს პარლამენტიდან, გამოიყენეს ქართული და უცხოური პუბლიკაციები.
ჩატარებული სამეცნიერო სამუშაოს შედეგად პროექტის ფარგლებში გამოიცა დამხმარე სახელმძღვანელო სახელწოდებით: „საქართველოს ტერიტორიული და სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური მოწყობის, მმართველობისა და თვითმმართველობის ასპექტები“,. სადაც სრულყოფილად განხილულ იქნა შემდეგი თემები: ქართული სახელმწიფოებრიობა და ფედერალური მოწყობის ცალკეული ასპექტები, აფხაზეთი და საქართველოს ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხები, საქართველოში თვითმმართველობის ისტორია, სახელმწიფო მოწყობა, თვითმმართველობა 1990-2003 წლებში, მართველობის პრობლემები და სხვა. სახელძღვანელო სამეცნიერო წრისა და სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს წევრების მიერ შეფასდა დადებითად.
სახელმძღვანელო განთავსებულია სტუ-ს ბიბლიოთეკაში და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამკითხველოში.
დასრულებული პროექტის „ოჯახური ძალადობის პრობლემები საქართველოში“ ანგარიში
პროექტის ხელმძღვანელის შეფასებით პროექტის ფარგლებში განხორციელდა კომპლექსური მეცნიერული კვლევა, საჭირო მასალის მოძიება-გადამუშავება, დამხმარე სახელმძღვანელოს ,,ოჯახში ძალადობის პრობლემები საქართველოში“ შექმნა და გამოცემა. აგრეთვე, საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის ,,მსოფლიო და გენდერის“ ჩატარება, რომელშიც 72 მეცნიერ-მკვლევარმა მიიღო მონაწილეობა, როგორც საქართველოდან ასევე უცხოეთიდან. გამოიცა კონფერენციის შრომების კრებული, რომელშიც დაიბეჭდა 45 სამეცნიერო სტატია. სამეცნიერო მუშაობის გარდა, ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელდა სხვა ღონისძიებებიც: სტუდენტური ვორქშოფები თემაზე-,,გენდერი და მსოფლიო“ და ,,დისკრიმინაცია“, სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები; საიას წარმომადგენელმა სტუდენტებს წაუკითხა ლექცია თემაზე ,,ფემიციდი“; ბაკურიანში გაიმართა ზამთრის სკოლა ,,ადამიანის ძირითადი უფლებები და XXI-ე საუკუნის გამოწვევები“.
პროექტის ამოცანა მდგომარეობდა საქართველოს მაგალითზე ოჯახის ინსტიტუტის ტრანსფორმაციის შესწავლაში, სამოქალაქო განათლების ამაღლების მიზნით, ოჯახური ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად შესაბამისი ცოდნის მიწოდება-განმტკიცებაში. პროექტი კი მიზნად ისახავდა ისტორიის ჭრილში ოჯახური ძალადობის საკითხების შესწავლას, თანამედროვე ეპოქაში აღნიშნული პრობლემის რეალური სურათის წარმოჩენას. სტუ-ს სტუდენტთა შორის მოქალაქის როლისა და ადამიანის უფლებების გაცნობიერებას.
აღნიშნული ამოცანებისა და მიზნების შესასრულებლად პროექტის მონაწილე პირებმა მოიძიეს ქართული და უცხოენოვანი ლიტერატურა და შესაბამისი საკანონმდებლო აქტები, მოახდინეს კლასიფიცირება, შესწავლა, დამუშავება, დახარისხება და სახელმძღვანელოს სახით გამოცემა.
პროექტის დასასრულს გამოცემული დამხმარე სახელმძღვანელო ,,ოჯახში ძალადობის პრობლემები საქართველოში“, 2018 წლის 13 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გაფართოებულ საბჭოს სხდომაზე განიხილეს. პროფესორებმა ხმათა უმრავლესობით მოიწონეს წარმოდგენილი ნაშრომი, დადებითად შეაფასეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევა და ავტორებს უსურვეს შემდგომი საქმიანობის განხორციელება აღნიშნული მიმართულებით.
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოს სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თეა შაყულაშვილმა გამოცემულ წიგნს მისცა რეკომენდაცია სასწავლო პროგრამაში გამოიყენებოდეს როგორც დამხმარე სახელმძღვანელო.
დასრულებული პროექტის „დანაშაულიდან სასჯელამდე“ ანგარიში
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროექტი „დანაშაულიდან სასჯელამდე“ წარმოადგენდა სასწავლო-პრაქტიკულ პროექტს, რომელშიც ჩართულნი იყვნენ სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მესამე, მეოთხე კურსისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები. პროექტი აერთიანებდა ორ უმნიშვნელოვანეს, გამოძიებისა და საქმის სასამართლოში არსებითად განხილვის სტადიას, რამაც სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა რეალურ ქეისზე დაყრდნობით შეესწავლათ გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძვლები, მტკიცებულებათა მოპოვების, მათი საპროცესო დამაგრების, შემოწმებისა და შეფასების კანონით დადგენილი წესები. ჩაერთვნენ შეჯიბრებით პროცესში, როგორც მხარეები და საკუთარი უფლებამოვალეობების ფარგლებში, პროცესუალური თანმიმდევრობის დაცვით თავად დაგეგმეს და განახორციელეს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. წარადგინეს საქმე სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა წინაშე და მიაღწიეს წინასწარ დასახულ მიზანს.
პროექტმა მასში ჩართულ სტუდენტს მისცა შესაძლებლობა გაეღრმავებინათ თეორიული ცოდნა, კრიტიკულად დაენახათ ის სირთულეები და საკანონმდებლო ხარვეზები, რომლებიც ხელს უშლის მართლმსაჯულების სწრაფად და ხარისხიანად განხორცილებას, იგი დაეხმარა სტუდენტებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში და გაზარდა მათი აქტივობა საფაკულტეტო ცხოვრებაში.
პროექტის „დანაშაულიდან სასჯელამდე“ განხორციელების იდეა, ეფუძნებოდა სტუდენტთა სურვილებს, ჰქონოდათ პრაქტიკულ საქმიანობასთან სინტეზში მყოფი თეორიული ცოდნა და დამსაქმებელთა შენიშვნებს - იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც ხვდებათ კურსდამთავრებულებს, რეალურ სამუშაო გარემოში საქმიანობის განხორციელების დაწყების შემდგომ.
პროექტში ჩართულმა სტუდენტებმა 6 თვიანი სასწავლო-პრაქტიკული პროექტის ფარგლებში მოახდინეს ზუსტი საკანონმდებლო ნორმის მოძიება, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა თანმიმდევრობის ლოგიკურად განსაზღვრა, აღნიშნულ მოქმედებათა დაგეგმვა და წარმოება ზუსტად, პროცედურების დაცვით, საპროცესო დოკუმენტების შევსება, შესავალი და დასკვნითი სიტყვების მომზადება, მათი წარდგენა სასამართლოს წინაშე და სხვა საკითხები, რომლებიც არსებითად დაკავშირებულია გამოძიებასა და საქმის განხილვასთან.
პროექტის შესრულება და მიღებული შედეგები სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს მიერ სრულად შეფასდა დადებითად და გაეწია რეკომენდაცია მის შემდგომში განხორციელებას.