ტრენინგი ” ადამიანის უფლებათა პრაქტიკული კურსის ფარგლებში”
პრაქტიკული შეხვედრა ბავშვთა უფლებების თემატიკაზე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკის მიერ განხორციელებული აქტივობები
- „ვორქშოფი სამშვიდობო კომპლიქტების საკითხებზე“
გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის ბერგჰოფის ფონდისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით გაიმართა 12 სამუშაო შეხვედრა/ვორქშოფი, რომელიც შეეხებოდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ესკალაციის სხვადასხვა პერიოდი.
კონკურსის საფუძველზე შერჩეულ მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ და განეხილათ ეთნიკურად ქართველი, აფხაზი და ოსი ადამიანების ბიოგრაფიული ინტერვიუები. ინტერვიუებში ადამიანები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ საქართველოში არსებულ ეთნო – პოლიტიკურ კონფლიქტებს, მოგვითხრობენ თავიანთ პირად ისტორიებს, მოგონებებს და აღწერენ მათი თვალით დანახულ წარსულში მომხდარ მოვლენებს. მონაწილეების შერჩევა მოხდა აპლიკაციის საფუძველზე.
- სამართლის კლინიკის ორგანიზებით გამოცხადდა საბუთების მიღება სამართლის კლინიკაში გავლის მსურველთათვის. დარეგისტრირდა 98 სტუდენტი საიდანაც საბოლოოდ გასაუბრებით შეირჩა 56 სტუდენტი რომლებიც ადვოკატთან ერთად უწევდნენ კონსულტაციებს მოქალაქეებს. წერდნენ სამართლებრივ დოკუმენტებს და ეუფლებოდნენ იურისტისათვის აუცილებელ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
სამართლის კლინიკის იურიდიული დახმარების ცენტრი სამოქალაქო , ადმინისტრაციული და სისხლის მიმართულებით ამზადებს სტუდენტებს.
- ამ დროისთვის მიმდინარეობს პრაქტიკული კურსი ადამიანის უფლებებში
პრაქტიკული ლექციათა ციკლი მოიცავს ისეთ თემებს როგორიცაა: ქალთა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, ბავშვთა უფლებები,პერსონალურ მონაცემთა დაცვა, დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სტანდარტები
სასწავლო კურსის ფარგლებში განიხილება როგორც თეორიული მასალა, ასევე მნიშვნელოვანი სასამართლო გადაწყვეტილებები და პრაქტიკა. პროექტის ფარგლებში განხორციელდება ხუთი სამუშაო შეხვედრა. პროექტი ხორციელდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალიტიკოსებისა და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორების ჩართულობით.
- პრაქტიკული კურსი "პოლიტიკა და პიარი"
სტუდენტები გაეცნენ პოლიტიკური პიარის არსს, საარჩევნო აგიტაცია/კამპანია და დაგეგმარება, სამართლებრივ ნორმებს და პრაქტიკას. აგრეთვე ისეთ პრაქტიკულ ასპექტებს როგორიცაა: პოლიტიკური პიარის ძირითადი ტექნოლოგიები (ამომრჩეველთან ურთიერთობა, სოციალური მედია როგორც პოლიტიკური პიარის ინსტრუმენტი და ა.შ.) და საარჩევნო პროცესში ჩართული იმ უწყებების ფუნქციები, რომელთა კომპეტენციაა უკანონო აგიტაცია/კამპანიის მონიტორინგი და რეაგირება დარღვევებზე.
- პრაქტიკა სხვადასხვა საჯარო თუ კერძო დაწესებულებაში
ათობით სტუდენტმა გაიარა პრაქტიკა/სტაჟირება სხვადასხვა კერძო ტუ საჯარო დაწესებულებაში. სადაც მათ საშუალება მიეცათ უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის რეალიზება მოეხდინათ თავიანთ პრაქტიკაში და განევითარებინათ იურისტისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
- კამათისა და ორატორობის ტექნიკა
ტრენინგის მიმდინარეობისას მსმენელებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები დემოკრატიული კამათისა და ორატორული ხელოვნების, ასევე არგუმენტის/კონტრარგუმენტის არქიტექტურის სტრუქტურის შესახებ.
საჯარო გამოსვლის, თვითპრეზენტაციისა და კამათის ეფექტური ხერხების შესწავლა სტუდენტებს დაეხმარებათ შემოქმედებითობის, კრიტიკული აზროვნების, ლიდერობის უნარ-ჩვევებისა და ოპონირების კულტურის განვითარებაში.
- "სისხლის სამართალწარმოების პრაქტიკული უნარ-ჩვევები-მტკიცებულებების და დოკუმენტების შედგენა"
კურსის შინაარსი და მეთოდიკა ეხმიანებოდა მართლმსაჯულების სისტემის აქტორთა კომპეტენციებს (სისხლის სამართლის მიმართულებით), როგორც საგამოძიებო, ასევე დაცვისა და ბრალდების მიმართულებებით. სასწავლო კურსის შედეგად სტუდენტებმა გაიღრმავეს სამართალში თეორიული ცოდნა, გამოიმუშაცეს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევები. ასევე, აითვისეს სასამართლოში გამოსვლის ხელოვნება და დაეუფლნენ ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავების ტექნიკებს.
- პრაქტიკული კურსი „სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის ტექნიკა“
მსმენელებმა შეისწავლეს ისეთ იურიდიული დოკუმენტების მომზადების ტექნიკა როგორიცაა:განცხადება, სარჩელი, საჩივარი, შესაგებელი, შუამდგომლობა და ა.შ.
აღნიშნული კურსის შედეგად სტუდენტებმა შეძლეს უნივერსიტეტში მიღებული ტეორიული ცოდნის რეალიზება მოეხდინათ პრაქტიკულ ქეისებზე დაყრდნობით.
- პრაქტიკული კურსი „სიძულვილის ენა“
სიძულვილის ენა საკმაოდ მჭიდრო კავშირშია გამოხატვის თავისუფლებასთან, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს დემოკრატიულ საზოგადოებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას და თავად ამ საზოგადოების საფუძველს.
კურსის მიმდინარეობის პროცესში სტუდენტები შეისწავლიან:
საერთაშორისო გამოცდილება - ევროპული და ამერიკული მიდგომა. მეორე მსოფლიო ომი და შემდგომი პერიოდი ( ევროპაში სიძულვილის ენასთან დაკავშირებით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიდგომების ჩამოყალიბება).ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა. მაუწყებლობა და გამოხატვის სხვა ფორმები. შიდა კანონმდებლობა.
ბერგჰოფის ფონდისა და ფაკულტეტის ერთობლივი პროექტი
დასრულდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი საინტერესო პროექტი.
‼️‼️‼️‼️‼️‼️
გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის ბერგჰოფის ფონდისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით სპეციალურად კურსისთვის შერჩეული სტუდენტებისათვის გაიმართა 18 სამუშაო შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ესკალაციის სხვადასხვა პერიოდს.
კონკურსის საფუძველზე შერჩეულ მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ეთნიკურად ქართველი, აფხაზი და ოსი პირების ბიოგრაფიული ინტერვიუები. ინტერვიუებში ადამიანები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ საქართველოში არსებულ ეთნო – პოლიტიკურ კონფლიქტებს, თხრობდნენ თავიანთ პირად ისტორიებს, მოგონებებს და აღწერდნენ მათი თვალით დანახულ წარსულში მომხდარ მოვლენებს.
საინტერესოა, რომ პროექტში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველკურსელებს, როგორც სამართლის ასევე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.
ინფორმაციისთვის ბერგჰოფის ფონდი გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც წლებია მუშაობს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საშვიდობო დიალოგის მიმართულებით. ამა წლის თებერვალში ფონდმა დაიწყო ახალი პროექტი “ისტორიის შესახებ დიალოგი როგორც საფუძველი ნორმალიზაციისთვის”, რომელსაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. პროექტის ფარგლებში იმართება სამუშაო შეხვედრები/ვორქშოფები სხვადასხვა ჯგუფებთან. ვორქშოფებზე გამოყენებულია ბიოგრაფიული ინტერვიუების მოსმენისა და განხილვა/დისკუსიის მეთოდოლოგია. განიხილება ეთნიკურად ქართველი, აფხაზი და ოსი ადამიანების ბიოგრაფიული ინტერვიუები.
აღნიშნული ბიოგრაფიული ინტერვიუები წარმოდგენილია აუდიოფაილების სახით, რომლებიც ჩაწერილია წლების მანძილზე ბერგჰოფის ფონდის მიერ. აღნიშნული პროექტი ქართულ-აფხაზური სამშვიდობო დიალოგის ნაწილია, რომელიც ორივე საზოგადოებაში წარსულის გადააზრებას/გაანალიზებას შეეხება.
სოფო ვერძეულის საჯარო ლექცია
ვიზიტი საქართველოს უზენაეს სასამართლოში
იმიტირებული პროცესი ოჯახში ძალადობის თემატიკაზე
იმიტირებული სასამართლო პროცესი
პროცესს წინ უსწრებდა ორთვიანი სასწავლო კურსი სადაც სტუდენტები თეორიულ საკითხებთან ერთად ეუფლებოდნენ სასამართლოში იურისტის გამოსვლის უნარ-ჩვევებს. აღნიშნულ კურსს უძღვებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატი ბ-ნი რევაზ აჭარაძე.
პროცესზე გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი შემდეგი შემადგენლობით:ლანა სისოშვილი, ნათია ლაბაძე თამთა მაისურაძე და გიორგი ნუსხელაძე.
საუკეთესო დამცველის ტიტული დაიმსახურეს თორნიკე კაპანაძემ დალანა სისოშვილმა. ხოლო საუკეთესო ბრალმდებლის ტიტული დაიმსახურეს ანა ტაკაშვილმა, სოფიკო დარჩიამ და ნატო დეკანოიძემ.
მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატებთან ერთად გადაეცათ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნები, გამარჯვებულ გუნდს კი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის თასი.
პროცესს ჰყავდა წინასწარ შერჩეული ჟიურის წევრები გიორგი ეუაშვილი და ბექა თაკალანძე, რომლებიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობენ სასამართლო მონიტორებად.
იმიტირებული სასამართლო პროცესები მიზნად ისახავს სტუდენტებმა მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება მოახდინონ და გამომიმუშავონ ის უნარ-ჩვევები რომელიც აუცილებელია მათი პროფესიული წინსვლისათვის. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკა კვლავ გეგმავს მსგავსი ხასიათის პროექტებს რათა სტუდენტებს საშუალება მიეცეთ უნივერსიტეტის ფარგლებშივე დაეუფლონ სასამართლოში იურისტის გამოსვლის უნარ-ჩვევებს და სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის ტექნიკას.
საჯარო ლექცია თემაზე: „ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკაში“
2018 წლის 26 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა პავლიაშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკაში“.
შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სამართლის კლინიკის ხელმძღვანელს ღონისძიების ორგანიზებისთვის, სტუმარს მობრძანებისათვის და სტუდენტებს ნაყოფიერი სამუშაო საღამო უსურვა.
იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა პავლიაშვილმა ისაუბრა ახალგაზრდების ცხოვრებაში პოლიტიკის ჩართვის აუცილებლობაზე, ქალების როლის ზრდაზე, ინფორმირებული ამომრჩევლის ჩამოყალიბებაზე, განათლების როლზე და მნიშვნელობაზე, პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიაზე და შიდადემოკრატიულ პროცესებზე. ასევე განმარტა ირიბი და პირდაპირი საარჩევნო უფლების ქალების მხრიდან გამოყენების მნიშვნელობა.
სტუდენტებმა აქტიურად დაუსვეს შეკითხვები მომხსენებელს და საინტერესო, ამომწურავი პასუხები მიიღეს სტუმრისგან.
იმიტირებული პროცესი სისხლის სამართალში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით 20 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა სისხლის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით.
პროცესის მონაწილე სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი გაბისონიამ.
პროცესის მონაწილეები შეაფასეს წინასწარ შერჩეულმა ჟიურის წევრებმა შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ემზარ გაგნიძემ, საქართველოს სახალხო დამცველის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე ხუციშვილმა და ქალაქ თბილისის საკრებულოს წარმომადგენელმა ნიკა ასვანუამ.
პროცესს წინ უსწრებდა სასწავლო კურსი (15 სასწავლო შეხვედრა) სადაც სტუდენტები ეუფლებოდნენ სასამართლოში იურისტის გამოსვლის უნარ-ჩვევებს. აღნიშნულ კურსს უძღვებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატი ბატონი ლევან ვეფხვაძე.
პროცესზე გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი შემდეგი შემადგენლობით: მართა ამირანაშვილი, გვანცა რევაზიშვილი, ელენე კალანდაძე, ნინო ხულუზაური, შახლა ისაევა, სოფო დარჩია და გიორგი ნაცვლიშვილი.
საუკეთესო დამცველის ტიტული დაიმსახურა თორნიკე კაპანაძემ, ხოლო საუკეთესო ბრალმდებლის ტიტული მოიპოვა ელენე კალანდაძემ. საუკეთესო ნაფიც მსაჯულად დასახელდა მარიამ ბეჟანიშვილი.
მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატებთან ერთად გადაეცათ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნები. გამარჯვებულ გუნდს კი გადაეცა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის გარდამავალი თასი.
იმიტირებული სასამართლო პროცესები მიზნად ისახავს სტუდენტებმა მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება მოახდინონ და გამოიმუშავონ ის უნარ-ჩვევები რომელიც აუცილებელია მათი პროფესიული წინსვლისათვის.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკა კვლავ გეგმავს მსგავსი ხასიათის პროექტებს, რათა სტუდენტებს საშუალება მიეცეთ უნივერსიტეტის ფარგლებშივე დაეუფლონ სასამართლოში იურისტის გამოსვლის უნარ-ჩვევებს და სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის ტექნიკას.
ბექა ძამაშვილის საჯარო ლექცია
2018 წლის 5 ივნისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის მოწვევით სტუ-ს საჯარო სამართლის ლაბორატორიაში იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფოს წარმომადგენლის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ძამაშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „საქმე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“.
საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა, პროფესორმა მაია ყიფიანმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმარს მობრძანებისთვის და საინტერესო ლექციის ჩატარება უსურვა.
თავდაპირველად, ბექა ძამაშვილმა ისაუბრა საერთაშორისო დონის სასამართლოების კომპეტენციების და რუსეთის წინააღმდეგ საქმის განხილვის სხვადასხვა ასპექტებზე. განმარტა სტრასბურგის პროცესებთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი და მოსალოდნელ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა სტუდენტებმა აქტიურად დაუსვეს შეკითხვები და საინტერესო პასუხები მიიღეს მომხსენებლისგან.
პრაქტიკული სამართლის კლინიკის ფარგლებში 2017-2018 სასწავლო წელს არაერთი ღონისძიება ჩატარდება
გაცნობებთ, რომ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკის ფარგლებში 2017-2018 სასწავლო წელს ჩატარდება შემდეგი სახის ღონისძიებები:
- იმიტირებული სასამართლო პროცესები- იმიტირებული სასამართლო პროცესები ჩატარდება სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში. მონაწილეობას მიიღებენ ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები. ორი თვის განმავლობაში სტუდენტები მოემზადებიან სრულყოფილად შემდეგ კი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართავენ იმიტირებულ სასამართლო პროცესს.
- საპარლამენტო დებატები/ პრეზენტაციის ჩატარების ტექნიკა- წარმოადგენს მხარეთა შორის დისკუსიის, არგუმენტირებული კამათის ფორმალურ მეთოდს.გაიმართება ყოველ სასწავლო წელიწადში ერთხელ. სტუდენტები გაივლიან სპეციალურ კურსებს, რომლის მეშვეობითაც დაეუფლებიან კონსტრუქციული კამათს ხელოვნებას, დებატების კულტურას, სწრაფი აზროვნების უნარს და ა.შ.
- იურიდიული ინგლისური- სტუდენტებისთვის მოხდება სამართლებრივი იურიდიულის შესწავლა, დოკუმენტაციის მომზადება და ა.შ;
- იურიდიული დოკუმენტების შედგენის ტექნიკა/სამართლებრივი წერის უნარ-ჩვევები- აღნიშნული უზრუნველყოფს სტუდენტისათვის ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავებას როგორიცაა: სასამართლო სამართალწარმოების დოკუმენტების შედგენის ტექნიკა, პრაქტიკული რჩევები შედეგზე ორიენტირებული დოკუმენტების მომზადებისათვის.
- ტრენინგები „სამართლის ზოგადი საწყისები თბილისის სკოლის მოსწავლეებში“- სტუდენტები მოახდენენ საკუთარი ცოდნის რეალიზებას. ისინი სკოლის მოსწავლეებს გააცნობენ ადამიანის ძირითად უფლებებს და ვალდებულებებს.გამოიმუშავებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს სალექციო კურსის წარმართვისათვის
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები(საქართველოს სახალხო დამცველის ჩართულობით)- აღნიშნულ სასწავლო კურსზე განხილული შშმ-პირთა უფლებები, კანონმდებლობა სოციალური დახმარებები და ა.შ
- კონფლიქტები: ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ისტორია და გამოწვევები- კურსის მიზანია: საფუძვლიანი პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაზიარება კონფლიქტების არსის შესახებ,პრაქტიკული უნარების გამომუშავება, როლური თამაშები და მოლაპარაკების სიმულაცია.
- არჩევნები და აქტიური მოქალაქე- მიზნად ისახავს ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას და ახალგაზრდების გააქტიურებას.
- ოჯახში ძალადობა/ფემიციდი-სტუდენტებს ჩაუტარდებათ ლექციები,ასევე სხვადასხვა პრაქტიკული ღონისძიებები, გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესი, რაც ხელს შეუწყობს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას.
- სიძულვილის ენა- კურსის მიმდინარეობის პროცესში სტუდენტები შეისწავლიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, შიდა კანონმდებლობას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც დაკავშირებულია გამოხატვის თავისუფლებასთან.
- სამშენებლო სამართალი- კურსის ფარგლებში განიხილება შემდეგი საკითხები: სამშენებლო სამართალი, საკუთრების უფლება, პრივატიზება საქართველოში და სხვა.
- პაციენტთა უფლებები/ჯანდაცვის სამართალი- სტუდენტები გაეცნობიან პაციენტის უფლებების დაცვას, რეგიონალურ სისტემას, ჯანდაცვის უფლებას და ვალდებულებებს.
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმები-სტუდენტები მიიღებენ ცოდნას იმ რეგულაციების შესახებ რაც დღეს მოქმედებს საქართველში, პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით, ასევე შეხვდებიან პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.
- ლტოლვილთა და დევნილთა სამართალი-პროექტის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან იძულებით გადაადგილების საერთაშორისო სტანდარტებს, სახელმწიფო პოლიტიკას, მათ სამართლებრივ მდგომარეობას.
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება-სტუდენტმა უნდა გააცნობიეროს არასრულწლოვანთა დანაშაულობა, როგორც კრიმინალური მოვლენა, დანაშაულის თავიდან აცილების ეკონომიკური, პოლიტიკური, სამართლებრივი, ტექნიკური ღონისძიებების თავისებურებები.
სამართლის კლინიკა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის კლინიკა შეიქმნა 2013 წელს, სამართლის დეპარტამენტის საფუძველზე. პროგრამა წარმოადგენს სასწავლო დისციპლინას,რომელიც ბენეფიციარებისთვის ახორციელებს უფასო იურიდიულ კონსულტაციას ასევე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში უწევს ადვოკატირებას.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის კლინიკა თავის სამქმიანობას წარმართავს სამოქალაქო სამართლის, საჯარო სამართლისა და სისხლის სამართლის მიმართულებით.
კლინიკის მიზანია დაეხმაროს,როგორც სამართლის საბაკალავრო ასევე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში; შეისწავლონ ადვოკატირების უნარ-ჩვევები. სტუდენტები პროფესორებისა და პრაქტიკოსი იურისტების ზედამხედველობით, ეუფლებიან პრაქტიკულ გამოცდილებას რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის.
სტუდენტები სწავლობენ სამართლებრივი პრობლემის დადგენას, პრობლემის გადაწყვეტის გზების შემუშავებას, იურიდიული დოკუმენტების დამოუკიდებლად შედგენას, საქმისწარმოების პროცედურის განხორციელებას, დროის და რესურსების ეფექტურად განაწილებას, აგრეთვე სტუდენტები კლინიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, ახორციელებენ მოქალაქეთა მიღებას, გასცემენ ზეპირ და წერილობით იურიდიულ კონსულტაციებს, მონაწილეობას იღებენ საქმის განსახილველად მომზადებაში, ესწრებიან სასამართლო პროცესებს.
სამართლის კლინიკით გათვალისწინებული პროგრამის დამთავრების შედეგად სტუდენტები მიიღებენ მოქალაქეებთან მუშაობის, სასამართლო პროცესებისათვის დოკუმენტების მოგროვებასა და მომზადების, სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობების გამოცდილებას, რაც მნიშვნელოვანი იქნება მათი კარიერული წინსვლისათვის.
კლინიკის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად სტუდენტის კლინიკური სწავლება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სტურქტურაში. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციასთან, საჯარო დაწესებულებასთან, იურიდიულ ბიუროსთან, აგრეთვე სამართლებრივი პროფილის არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რის საფუძველზეც სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გაიარონ პრაქტიკული სწავლება უშუალოდ ამ დაწესებულებებში.
სამართლის კლინიკა მომავალში გეგმავს სხვადასხვა სალექციო და სასემინარო კურსების ასევე იმიტირებული სასამართლო პროცესების ორგანიზებას. რათა სტუდენტებმა კლინიკის მეშვეობით გამოიმუშავონ პრეზენტაციის, ჯგუფური მუშაობის, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების, პროფესიული ეთიკისა და სხვა ის აუცილებელი უნარ-ჩვევები, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება მომავალში მათი პროფესიული წინსვლისათვის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკის მიერ 2021 წლის აქტივობები
2021 წელს პრაქტიკული სამართლის კლინიკის ეგიდით დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი
იმიტირებული სასამართლო პროცესი სამოქალაქო სამართალში (იხ. დანართი N1)
- იმიტირებული სასამართლო პროცესი სისხლის სამართალში (იხ. დანართი N2)
- იმიტირებული სასამართლო პროცესი საკონსტიტუციიო სამართალში (იხ.დანართი N3)
- იმიტირებული ადმინისტრაციული წარმოება ((იხ. დანართი N4)
- ვორქშოფი „ სამშვიდობო კომპლიქტების საკითხებზე“(იხ. დანართი N5)
- საპარლამენტო დებატები/ პრეზენტაციის ჩატარების ტექნიკა / ეფექტური საჯარო გამოსვლების ტექნიკა(იხ. დანართი N6)
- კამათისა და ორატორობის ტექნიკა(იხ. დანართი N7)
- იურიდიული დოკუმენტების შედგენის ტექნიკა/სამართლებრივი წერის უნარ-ჩვევები (იხ. დანართი N8)
- სიძულვილის ენა (იხ. დანართი N9)
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება (იხ.დანართი N10)
- ეთნიკური უმცირესობების დაცვა და ინტეგრაცია (იხ. დანართი N11)
- პრაქტიკული კურსი „საქმისწარმოება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“ (იხ.დანართი N12)
დაგეგმილი ღონისძიებების ხელს შეუწყობს:
- სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის განმტკიცებასა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ- ჩვევების განვითარებას;
- სტუდენტების მიერ პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება;
- აკადემიურ გარემოში შეძენილი ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციების რეალურ ან/და იმიტირებულ ცხოვრებაში გამოცდას;
- თეორიული ცოდნის გაღრმავებასა და განმტკიცებას და მის გამოყენებას კონკრეტული პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად;
- კლინიკა ტრენინგ-კურსების მეშვეობით სტუდენტებს გაუღრმავებს ცოდნას კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე;
დანართი N1
იმიტირებული სასამართლო პროცესი სამოქალაქო სამართალში
პროექტის ფარგლებში სტუდენტების შერჩევა მოხდება ყოველი სასწავლო სემესტრის დასაწყისში, ხოლო თავად იმიტირებული პროცესი სამოქალაქო სამართალში გაიმართება სასწავლო სემესტრის ბოლოს. ამ ხნის განმავლობაში მოხდება თითოეული სტუდენტის სათანადოდ მომზადება პროცესის სრულყოფილად ჩატარების მიზნით. მომზადების პერიოდში მონაწილე მხარეები გაივლიან სხვადასხვა ტრეინიგებსა და კურსებს.
პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევების, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალურ-სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებას, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას.
იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეებს წინასწარ განსაზღვრული შეფასების სისტემის საფუძველზე შეაფასებენ მოქმედი მოსამართლეები. ფინალურ ტურზე გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, საუკეთესო მოსარჩელე და საუკეთესო მოპასუხე.
დანართი N2
იმიტირებული სასამართლო პროცესი სისხლის სამართალში
პროექტის ფარგლებში სტუდენტების შერჩევა მოხდება ყოველი სასწავლო სემესტრის დასაწყისში, ხოლო თავად იმიტირებული პროცესი სისხლის სამართალში გაიმართება სასწავლო სემესტრის ბოლოს. ამ ხნის განმავლობაში მოხდება თითოეული სტუდენტის სათანადოდ მომზადება პროცესის სრულყოფილად ჩატარების მიზნით. მომზადების პერიოდში მონაწილე მხარეები გაივლიან სხვადასხვა ტრეინიგებსა და კურსებს.
პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევების, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალურ-სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებას, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას.
იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეებს წინასწარ განსაზღვრული შეფასების სისტემის საფუძველზე შეაფასებენ მოქმედი მოსამართლეები. ფინალურ ტურზე გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, საუკეთესო მოსარჩელე და საუკეთესო მოპასუხე.
დანართი N3
იმიტირებული სასამართლო პროცესი საკონსტიტუციო სამართალში
იმიტირებული სასამართლო პროცესი საკონსტიტუციო სამართალში მიზნად ისახავს საკონსტიტუციო სამართლის სფეროში ცოდნის გაღრმავებას დასაკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების პოპულარიზაციას. ასევე იმიტირებული პროცესის მიზანია სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევების, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალურ-სამართლებრივი ცოდნის გაღრმავება და მათ მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება.
პროექტის ფარგლებში სტუდენტების შერჩევა მოხდება ყოველი სასწავლო სემესტრის დასაწყისში, ხოლო თავად იმიტირებული პროცესი საკონსტიტუციო სამართალში გაიმართება სასწავლო სემესტრის ბოლოს. ამ ხნის განმავლობაში მოხდება თითოეული სტუდენტის სათანადოდ მომზადება პროცესის სრულყოფილად ჩატარების მიზნით. მომზადების პერიოდში მონაწილე მხარეები გაივლიან სხვადასხვა ტრეინიგებსა და კურსებს.
დანართი N4
იმიტირებული ადმინისტრაციული წარმოება
იმიტირებული ადმინისტრაციული წარმოება მიზნად ისახავს სტუდენტებმა მიღებული თეორიული ცოდნა გაირმავონ პრაქტიკაში. ისინი შეეხებიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა: ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები , ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე სუბიეწტები და მათი უფლება-მოვალეობანი, უშუალოდ პროცესში იხილონ თუ როგორ ხდება საქმის გარემოებათა გამოკვლევა და გადაწყვეტილების მიღება. ასევე როგორ ხდება ზეპირი მოსმენა და სხვა ადმინისტრაციულ სამართლებრივი საკვანძო საკითხები.
პროექტის ფარგლებში სტუდენტების შერჩევა მოხდება ყოველი სასწავლო სემესტრის დასაწყისში, ხოლო თავად იმიტირებული ადმინისტრაციული წარმოება გაიმართება სასწავლო სემესტრის ბოლოს. ამ ხნის განმავლობაში მოხდება თითოეული სტუდენტის სათანადოდ მომზადება პროცესის სრულყოფილად ჩატარების მიზნით. მომზადების პერიოდში მონაწილე მხარეები გაივლიან სხვადასხვა ტრეინიგებსა და კურსებს.
დანართი N5
ვორქშოფი „ სამშვიდობო კომპლიქტების საკითხებზე“
კვლავ გაგრძელდება ბერგჰოფის ფონდისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის თანამშრომლობა.
გაიმართება სამუშაო შეხვედრები/ვორქშოფები, რომელიც შეეხება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ესკალაციის სხვადასხვა პერიოდს.
კონკურსის საფუძველზე კვლავ შეირჩევიან მონაწილეები, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ და განიხილონ ეთნიკურად ქართველი, აფხაზი და ოსი ადამიანების ბიოგრაფიული ინტერვიუები. ინტერვიუებში ადამიანები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ საქართველოში არსებულ ეთნო – პოლიტიკურ კონფლიქტებს, მოგვითხრობენ თავიანთ პირად ისტორიებს, მოგონებებს და აღწერენ მათი თვალით დანახულ წარსულში მომხდარ მოვლენებს. მონაწილეების შერჩევა მოხდა აპლიკაციის საფუძველზე.
პროექტი მიზნად ისახავ სტუდენტები გაეცნონ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ესკალაციის სხვადასხვა პერიოდს.
დანართი N6
საპარლამენტო დებატები/ პრეზენტაციის ჩატარების ტექნიკა
პროექტის აღწერა
ფორმალური დებატები წარმოადგენს მხარეთა შორის დისკუსიის, არგუმენტირებული კამათის ფორმალურ მეთოდს, სადაც არგუმენტის ცნების გაგება გაცილებით ფართოა ვიდრე მტკიცების ლოგიკური ხერხისა. მოცემულ შემთხვევაში არგუმენტაცია წარმოადგენს არა საყოველთაოდ აღიარებულ აქსიომათა ლოგიკურ ჯაჭვს, რომელსაც მარტივ ჭეშმარიტებამდე მივყავართ, არამედ იგი არის საკამათო პრობლემის მიმართ შემუშავებული პოლიტიკის ნაწილი, რომლის მეშვეობითაც ხდება საკუთარი პოზიციის უპირატესობის დასაბუთება.
ფორმალური დებატები, როგორც კამათის ხელოვნება თანამედროვე დასავლეთში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. მისი სხვადასხვა სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტსა და ევროკავშირის ყველა ქვეყანაში. დებატები გაიმართება ყოველ სასწავლო წელიწადში ერთხელ. დებატების მომზადების პროცესში სტუდენტები გაივლიან სპეციალურ კურსებს, რომლის მეშვეობითაც სტუდენტები დაეუფლებიან კონსტრუქციული კამათის ხელოვნებას, დებატების კულტურას, სწრაფი აზროვნების უნარს, აგრეთვე იურიდიულ და გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას, გახდებიან მეტად პრეზენტაბელურები და შეიძენენ საუბრის დამაჯერებელ მანერას.
დებატების თეორიული კურსის გავლის შემდგომ გაიმართება საპარლამენტო დებატები სტუდენტებს შორის.
დანართი N7
კამათისა და ორატორობის ტექნიკა
კვლავ გაგრძელდება ტრენინგების სერია კამათისა და ორატორობის ტექნიკაში. სტუდენტები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას და უნარებს კამათისა და ორატორული ხელოვნების, ასევე არგუმენტის/კონტრარგუმენტის არქიტექტურის სტრუქტურის შესახებ.
საჯარო გამოსვლის, თვითპრეზენტაციისა და კამათის ეფექტური ხერხების შესწავლა სტუდენტებს დაეხმარებათ შემოქმედებითობის, კრიტიკული აზროვნების, ლიდერობის უნარ-ჩვევებისა და ოპონირების კულტურის განვითარებაში.
სტუდენტებს აღნიშნული ტრენინგები დაეხმარებათ ლიდერობის უნარ-ჩვევების და ოპონირების კულტურის განვითარებაში. ტრენინგი მოიცავს საჯარო გამოსვლის და სადისკუსიო თემის დამუშავებას ასევე საჯარო გამოსვლის ტექსტის შინაარსობრივ ნაწილის სტრუქტურის ჩამოყალიბების ასპექტებს. ისინი შეისწავლიან საჯარო გამოსვლის აუდიტორიის ტიპებსა და მათი მართვის პრაქტიკულ საკითხებს. ასევე დარწმუნების ტაქტიკასა და აუდიტორიის მოტივაციის ტექნიკებს.
დანართი N8
იურიდიული დოკუმენტების შედგენის ტექნიკა/სამართლებრივი
წერის უნარ-ჩვევები
პროექტის აღწერა
აღნიშნული კურსები უზრუნველყოფს სტუდენტის პროფესიონალიზმის ამაღლებას და განვითარებას.
სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:
- სასამართლო სამართალწარმოების დოკუმენტების შედგენის ტექნიკა;
- სარჩელისა და შესაგებლის შედგენის მეთოდიკა;
- შეგებებული სარჩელი;
- კერძო საჩივრის შედგენა და სასამართლოში მისი წარდგენის პროცედურები;
- დავის საგნის შინაარსის ზუსტი ფორმულირების პრობლემა;
- სახელმწიფო ბაჟი პირველი ინსტანციის სასამართლოში;
- უწყების ჩაბარება და სასამართლოში პირთა დაბარება;
- სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება;
- საქმის წარმოების პრაქტიკული პროცედურები;
- პრაქტიკული რჩევები შედეგზე ორიენტირებული დოკუმენტების
სასამართლო სამართალწარმოების დოკუმენტების მომზადებისთვის;
დანართი N9
სიძულვილის ენა
პროექტის აღწერა
სიძულვილის ენა საკმაოდ მჭიდრო კავშირშია გამოხატვის თავისუფლებასთან, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს დემოკრატიულ საზოგადოებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას და თავად ამ საზოგადოების საფუძველს.
კურსის მიმდინარეობის პროცესში სტუდენტები შეისწავლიან:
- საერთაშორისო გამოცდილება - ევროპული და ამერიკული მიდგომა[1]
- მეორე მსოფლიო ომი და შემდგომი პერიოდი ( ევროპაში სიძულვილის ენასთან დაკავშირებით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიდგომების ჩამოყალიბება)
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა
- მაუწყებლობა და გამოხატვის სხვა ფორმები
- შიდა კანონმდებლობა
დანართი N10
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება
პროექტის აღწერა
კურსის შესწავლის შედეგად სტუდენტმა უნდა გააცნობიეროს არასრულწლოვანთა დანაშაულობა, როგორც კრიმინოლოგიური მოვლენა, არასრულწლოვანთა დანაშაულობის თავიდან აცილების ეკონომიკური, პოლიტიკური, სამართლებრივი, ტექნიკური ღონისძიებების თავისებურებები.
- არასრულწლოვანთა დანაშაულობის ცნება
არასრულწლოვანთა დანაშაულობის ცნება, არასრულწლოვან დამნაშავეთა კრიმინოლოგიური დახასიათება, სოციალური გარემო და არასრულწლოვანთა დანაშაულებრივი ქცევა, არასრულწლოვანთა დანაშაულობის თავიდან აცილება, არასრულწლოვანთა ვიქტიმურობის პრევენცია.
- არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავისებურებანი საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში
არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხები საქართველოს სისხლის სამართლში, არასსრულწლოვანი ბრალდებულის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული გამოძიებისა და სამართალწარმოების სპეციალური ნორმების კრიმინოლოგიური ანალიზი და დახასიათება.
- administraciuli samarTaldarRveva da administraciuli pasuxismgebloba. asaki, romlis miRwevis Semdeg dgeba administraciuli pasuxismgebloba. Suracxadoba, rogorc administraciuli pasuxismgeblobis gamomricxveli garemoeba. sityvieri SeniSna, rogorc mcire mniSvnelobis administraciuli pasuxismgeblobisagan gaTavisuflebis safuZveli.
- arasrulwlovani - administraciuli saxdeli an sisxlissamarTlebrivi sasjeli
დანართი N11
ეთნიკური უმცირესობების დაცვა და ინტეგრაცია
ეთნიკური უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის თითქმის ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტში ვხვდებით მაგალიტად როგორიცაა: გაეროს, ევროპის საბჭოს, ეუთოსა თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში არსებული ინსტრუმენტები
სტუდენტები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებს, როგორიცაა მათი იდენტობის აღიარება, საჯარო ცხოვრებაში მათი მონაწილეობის გაძლიერება, დასაქმების კუთხით უთანასწორობის აღმოფხვრა, არადისკრიმინაციული და თანასწორი მოპყრობა, მულტიკულტურული და ინტერკულტურული განათლების უზრუნველყოფა, როგორც ეროვნულ ისე ადგილობრივ დონეზე და სხვა.
პროექტის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები და გააცნოს მსმენელებს ქვეყანაში უმცირესობათა კუთხით არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები.
დანართი N12
პრაქტიკული კურსი „ საქმის წარმოება ადმიანის უფლებათა ვეროპულ სასამართლოში“
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სასამართლო პრაქტიკის ცოდნა და გამოყენება უდავოდ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, როგორც ადგილობრივ დონეზე აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამართალწარმოებისათვის.
კურსიის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ისეთი პრაქტიკული საკითხები როგორიცაა:
- ინდივიდუალური განაცხადების სპეციფიკა
- ხანდაზმულობის ვადები
- სასამართლოს რეგლამენტი და პრაქტიკული დირექტივები
- წარმომადგენლობა
- განმცხადებლის ხარჯები
- რწმუნება
- სამართლებრივი დახმარება
- გადაუდებელი საქმეები: შუალედური ღონისძიებები
- დამადასტურებელი დოკუმენტები
- დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა
- დასაშვებობისა და არსებითი მხარის ერთდროული განხილვა
- ფაქტების დადგენა
ყოველივე ამის შემდგომ სტუდენტს შეეძლება გამოიმუშაოს ის უნარ-ჩვევები რომელიც საჭიროა განაცხადის შევსებისა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამართალწარმოებისათვის.
სამართლის კლინიკის უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის კლინიკის უფასო იურიდიული კონსულტაციის მსურველები დაგვიკავშირდით ნომერზე
2-36-53-41 (63-73)
იმიტირებული პროცესი სამოქალაქო სამართალში
უზენაეს სასამართლოში ვიზიტი 2
საზაფხულო სკოლა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში
2016 წლის 17-21 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის უკვე მეოთხედ გაიმართა საზაფხულო სკოლა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
საზაფხულო სკოლის მონაწილეები შეირჩნენ ფაკულტეტზე გამოცხადებული საკონკურსო წესით, რომლებიც ოთხი დღის განმავლობაში იღებდნენ მონაწილეობას საზაფხულო სკოლაში. საზაფხულო სკოლის პროგრამა მეტად საინტერესო აღმოჩნდა სტუდენტებისთვის, მათ ჩაუტარდათ არაერთი ლექცია-ტრენინგი. პირველ დღეს სტუდენტებს ლექცია წაუკითხა სტუ-ს პროფესორმა დავით სოლომნიშვილმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მრჩეველმა გიორგი ლომთაძემ ხანგრძლივი შეხვედრა გამართა სტუდენტებთან. მათ კონკრეტულად გააცნო საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის სპეციფიკა, განუმარტა საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტიდან მთელი რიგი საკითხები და სხვა. თავმჯდომარის მრჩეველმა სტუდენტებთან ერთად მიმოიხილა სენსიტიური საქმეები, რომლებიც განიხილა საკონსტიტუციო სასამართლომ, განმარტება მისცა ზოგიერთ დასრულებულ საქმეზე და შეაფასა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს მესამე დღეს შეხვდა თავმჯდომარის მთავარი მრჩეველი ლევან მაისურაძე. სტუდენტებმა არაერთი შეკითხვა დაუსვეს და მისგან სათანადო პასუხებიც მიიღეს. მრჩეველმა მიმოიხილა მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკა საკონსტიტუციო დავების განხილვის კუთხით, რამაც სტუდენტების ინტერესი აღნიშნულ თემაზე კიდევ მეტად გაზარადა.
საზაფხულო სკოლის მონაწილეებისათვის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილესთან პროფესორ ლალი ფაფიაშვილთან. სტუდენტებმა მოსამართლისგან მიიღეს პრაქტიკული რჩევები და მოისმინეს მისი მოსაზრება კონკრეტულ სადავო საკითხთან მიმართებაში. ქალბატონმა ლალიმ გააცნო საკონსტიტუციო სასამართლოში სტაჟირების გავლის წესი და სტუდენტური ოლიმპიადების შესახებ ინფორმაცია.
სტუდენტური საზაფხულო სკოლის დასასრულს სტუდენტებს შეხვდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, რომელმაც სტუ-ს სამართლის კლინიკის ხელმძღვანელთან ანა ფუტკარაძესთან ერთად გადასცა სერთიფიკატები სტუდენტებს და მადლობა გადაუხადა მათ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის.
სამართლის კლინიკა დიდ მადლობას უხდის პროექტის ფინანსური მხარდაჭერისათვის სტუ-ს რექტორს არჩილ ფრანგიშვილს და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობებს ფაკულტეტის დეკანს ირაკლი გაბისონიას. მსგავსი სახის პროექტები და საზაფხულო სკოლები არაერთჯერ ჩატარდება ფაკულტეტის დაფინანსებით.
სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის საჯარო ლექცია
2018 წლის 4 ივნისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის მოწვევით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „სახალხო დამცველის კომპეტენცია სისხლის სამართლის საქმეებზე“
საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეს მობრძანებისთვის და საინტერესო ლექციის ჩატარება უსურვა.
საქართველოს სახალხო დამცველის მაოდგილემ გიორგი ბურჯანაძემ თავდაპირველად ისაუბრა საქართველო სახალხო დამცველის აპარატის შესახებ, განმარტა გარკვეული ფუნქციები და კომპეტენციის სფეროები. ასევე, მოხსენებისას უშუალოდ შეეხო სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის ასპექტებს, მასთან დაკავშირებულ პროცესუალურ მხარეებს და განმარტა კომპეტენციის შედეგები.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, სტუმარმა არაერთ საინტერესო შეკითხვას უპასუხა. შეხვედრა შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა, პროფესორმა მაია ყიფიანმა.
სტუდენტთა აქტივობები ოჯახში ძალადობის სასწავლო კურსის ფარგლებში
15 თებერვალს ოჯახში ძალადობის სასწავლო კურსის ფარგლებში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით სასწავლო კურსის სტუდენტები იმყოფებოდნენ ძალადობის მსხვერპლთა, დედათა და ბავშვთა თავშესაფარში. თავშესაფრის თანამშრომელმა სტუდენტებს დაათვალიერებინეს შენობა. დაწვრილებით გააცნეს თავშესაფარში განთავსების პირობები და ის აქტივობები, რომლებიც თავშესაფრის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის ხორციელდება.
ასევე, 10 თებერვალს ოჯახში ძალადობის სასწავლო კურსის ფარგლებში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით აღნიშნული სასწავლო კურსის სტუდენტები იმყოფებოდნენ თეატრში სპექტაკლზე “ირინეს ბედნიერება”, რომელიც ეძღვნებოდა ოჯახში ძალადობის თემატიკას.
აღნიშნული სასწავლო კურსის მიზანია:
Ø ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გარშემო აკადემიური დებატის წახალისება საქართველოში;
Ø სტუდენტების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ;
Ø სასამართლო პროცესებში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების განვითარება;
Ø სტუდენტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.
კლინიკის ორგანიზებით უკვე რამდენიმე შეხვედრა გაიმართა სტუდენტებთან, რომლებიც 1 თვის განმავლობაში გაივლიან მოსამზადებელ ტრეინინგს.
ტრეინინგების შემდგომ სტუდენტები დაიყოფიან გუნდებად და გადაინაწილებენ როლებს.
აღნიშნული სასწავლო კურსის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი თემატური აქტივობა, რომელიც ხელს შეუწყობს შესასწავლი მასალის უკეთ ათვისებას.
კურსს უძღვება მოწვეული ტრენერი, საიას პროექტის “საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფოს საქმიანობის მონიტორინგი საქართველოში ფემიციდთან ბრძოლის მიზნით” კოორდინატორი ნინო ჩიხლაძე.
სტუ-ს სტუდენტებს იურიდიულ კლინიკა „ჩემი ადვოკატ“-ში პრაქტიკის წარმატებით გავლის გამო სერთიფიკატები გადაეცათ
„იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“-ს პრაქტიკა გავლილი სტუდენტებისთვის სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები იურიდიულ პრაქტიკას 4 თვის მანძილზე გადიოდნენ. სტუდენტებს პრაქტიკული კურსის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ დაუფლებოდნენ საადვოკატო უნარ-ჩვევებს, ტრენერ-ადვოკატის ზედამხედველობით განეხორციელებინათ მოქალაქეთა კონსულტაციები, შეედგინათ სასამართლო დოკუმენტები (სარჩელი, საჩივარი, შესაგებელი და სხვა) და როგორც სასამართლოში ისე ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობა ეწარმოებინათ.
აღნიშნული პროექტის მიზანია იურიდიულ სფეროში მომუშავე პირები გადაამზადოს და კვალიფიკაცია აამაღლოს. საშუალება მისცეს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს, გამოიმუშავოს სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და ადმინისტრირების უნარი. დამოუკიდებელი მუშაობის ფარგლებში სტუდენტები სამართლებრივი ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის მოძიებასა და ანალიზს ახორციელებენ.
სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიებას სამართლის კლინიკის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტისა და ქ. თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
სტუდენტების წახალისების მიზნით სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ირაკლი გაბისონიას გადაწყვეტილებით, საუკეთესო შეფასების მქონე ორ სტუდენტს თამარ ბარამიას და გვანცა ჯაფარიძეს სტუ-ს მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში კონკურსის გარეშე მონაწილეობის საშუალება მიეცათ. ასევე, ორივე მათგანი განთავისუფლდა ფინალური გამოცდებიდან.
სამართლის კლინიკის დებულება
სამართლის კლინიკის ეთიკის კოდექსი
მემორანდუმის გაფორმება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს შორის.
2013 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს და თბილისის საქალაქო სასამართლოს შორის გაფორმდა მემორანდუმი მემორანდუმს ხელი მოაწერეს სტუ-ს ვიცე-რექტორმა ლევან კლიმიაშვილმა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ- მამუკა ახვლედიანმა.
მემორანდუმი საშუალებას აძლევს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს და მაგისტრანტებს, გაიარონ პრაქტიკა საქალაქო სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრას ესწრებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში 2013 წლიდან დღემდე არაერთი სტუდენტი იქნა წარგზავნილი საქალაქო სასამართლოში პრაქტიკის გავლის მიზნით.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის „სამართლის კლინიკამ“ ქ. თბილისის მერიასთან ხელშეკრულება გააფორმა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ ქ.თბილისის მერიის ა(ა)იპ „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი“-ს პროექტი
„იურიდიული კლინიკა – ჩემი ადვოკატ“-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელსაც ხელი მოაწერეს სტუ-ს სამართლის კლინიკის ხელმძღვანელმა ანა ფუტკარაძემ და ქ.თბილისის მერიის ა(ა)იპ „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი“-ს დირექტორმა მარინა ბერაძემ.
მემორანდუმის ფარგლებში სტუ-ს სამართლის სტუდენტები პრაქტიკას გაივლიან თბილისის მერიასა და ადგილობრივ გამგეობებში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სხვადასხვა სამომავლო პროექტებზე, რომელთა ერთობლივ განხორციელებასაც აპირებენ,
მემორანდუმის ფარგლებში ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში პრაქტიკულ ოთხ თვიან კურსს იურიდიულ კლინიკა – "ჩემ ადვოკატ"-ში გაივლიან, სადაც სტუდენტები მოქალაქეებს, ორგანიზაციის ტრენერ-ადვოკატების ზედამხედველობით სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ. პრაქტიკული კურსის მანძილზე სტუდენტები სამართლებრივ დოკუმენტებს (სარჩელი, საჩივარი, შესაგებელი და სხვ.) შეადგენენ, ასევე , როგორც სასამართლო ისე თვითმმართველობის ორგანოებში წარმომადგენლობას განახორციელებენ.
კურსის მიზანია საბაკალავრო და სამაგისტრო კურსის სტუდენტებს საშუალება მისცეს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს, გამოიმუშავოს სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და ადმინისტრირების უნარი. დამოუკიდებელი მუშაობის ფარგლებში სტუდენტი განახორციელებს სამართლებრივი ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის მოძიებასა და ანალიზს.
შეგახსენებთ, რომ ქ.თბილისის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი“-ს მთავარ მიზანს, საქართველოს მოქალაქეებისათვის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში უფასო იურიდიული დახმარების გაწევა წარმოადგენს.
საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტუ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
2013 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა და ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის თავმჯდომარემ ჯემალ გახოკიძემ.
მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სასამართლოში გაიმართება ტრენინგები. ტრენინგებს ჩაატარებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორ-მასწავლებლები. ასევე, გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესები.
სამომავლოდ, მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან ერთობლივი სამეცნიერო სემინარების და კონფერენციების ჩატარებაზე, კონსტიტუციურ საკითხებზე პოპულარული გამოცემების მომზადებასა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების მოწყობაზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, სასამართლოში გაიარონ სასწავლო და პროფესიული პრაქტიკა.