ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტი

დიპლომატიის სკოლა

 
📕საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის რუსულენოვანი საბაკალავრო პროგრამის ახალი პროექტი- მომავალი დიპლომატის სკოლა (School of the Future Diplomat) 📕
📕მომავალი დიპლომატის სკოლა შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების რუსულენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ინიციატივით. 📕
📕მომავალი დიპლომატის სკოლა განკუთვნილია 11-12 კლასის მოსწავლეებისათვის, რომლებიც დაინტერესებული არიან საერთაშორისო ურთიერთობებით და დიპლომატიით.📕
📕პროგრამა მოიცავს ლექციებს, სემინარებს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს (ქეისები, მოდელები, საქმიანი თამაშები).📕
📕მომავალი დიპლომატის სკოლა უნიკალური პლატფორმაა 11-12 კლასების მოსწავლეებისთვის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საფუძვლების სწავლების,პროფესიის პოპულარიზაციისათვის და ამ მიმართულებით სპეციალობის არჩევისათვის. 📕
📕პროექტის მიზანია დაეხმაროს საშუალო სკოლის მოსწავლეებს არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებაში, არამედ იმის გაგებაში, თუ რომელი თემებია მათთვის საინტერესო და უფრო გააზრებულად აირჩიონ მომავალი პროფესია.📕
📕სკოლის უნიკალურობა მდგომარეობს სწავლების უახლესი მეთოდების გამოყენებაში: ქეისები, შერეული სწავლება, როლური თამაშები და ა.შ. სტუდენტები შეიძენენ იმ უნარებს, რომლებიც აუცილებელია რეალურ ცხოვრებაში და უნივერსიტეტში შემდგომი განათლების მისაღებად, კერძოდ - მონაწილეობას მიიღებენ დებატებში, დისკუსიებში და საქმიან თამაშებში, შესაძლებლობა მიეცემათ დაიცვან თავიანთი თვალსაზრისი, ასევე დაწერონ ესეები და კვლევითი ნაშრომები კონკრეტულ თემებზე.📕
📕სასწავლო პროცესი მოიცავს ყოველკვირეულ ლექციებს, სემინარებს და საქმიან თამაშებს, რომლებიც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებს წარმოდგენა შეუქმნას იმის შესახებ, თუ ვინ არის დიპლომატი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და რა პრობლემები არსებობს მსოფლიოს ცალკეულ რეგიონებსა და ქვეყნებში. გარდა ამისა, კურსის წარმატებით დასრულებისათვის აუცილებელია მსმენელმა აქტიური მონაწილეობა მიიღოს პრაქტიკულ საქმიანობაში, ასევე,გაიაროს კონტროლის ყველა ფორმა და მიიღოს დადებითი შეფასება.📕
📕კურსის დასრულების შემდეგ აპლიკანტი იძენს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სფეროში მუშაობის უნარებს,სპეციფიკურ და საბაზისო ცოდნას მსოფლიო პოლიტიკის სფეროში. გარდა ამისა, სკოლაში აპლიკანტი მიიღებს შესაძლებლობას განავითაროს უნარ-ჩვევები სემინარებისა და ბიზნეს თამაშების დროს, ასევე, შეიძინოს ახალი მეგობრები.📕
📕 ლექციებს კითხულობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები. სემინარებს ჩაატარებენ ფაკულტეტის ყველაზე წარმატებული სტუდენტები.📕
📕 არასტაბილური ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, 2021/2022 სასწავლო წელს სკოლაში ლექციები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, კვირაში ერთხელ - ხუთშაბათობით 18:30 საათიდან -19:50 საათამდე📕.
📕ყველა გაკვეთილი ტარდება Zoom-ის პლატფორმაზე📕.
📕 მომავალი დიპლომატის სკოლაში სწავლა უფასოა. 📕
📕 სასწავლო პროგრამა დაყოფილია სამ ბლოკად: 📕
📕 1. საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატის პროფესიის გაცნობა (ნოემბერი-დეკემბერი):📕
• სპეციალობის სპეციფიკის გაცნობა და საჭირო უნარების შესახებ ინფორმაციის მიღება;
• საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტების მუშაობის სფეროების გააზრება;
• პრაქტიკოსებთან ურთიერთობა 📕
📕 2. პროფესიული ბლოკი (იანვარი-თებერვალი):📕
• საერთაშორისო ურთიერთობების თეორიული საფუძვლების ათვისება;
• თანამედროვე გლობალური ტენდენციებისა და გამოწვევების შესწავლა;
• პრაქტიკული სავარჯიშოების ფარგლებში პოლიტიკური სიტუაციების დამოუკიდებლად გაანალიზების მცდელობა📕
📕 3. რეგიონული ბლოკი მოიცავს სტუდენტებისათვის ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონების სპეციფიკის გაცნობას (მარტი-აპრილი):📕
• აშშ;
•ევროპის კავშირი;
• აზია (ჩინეთი, იაპონია)
📕 სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციებს ამერიკის,ევროპის და აზიის რეგიონებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. 📕
📕 სკოლაში კონტროლის ძირითადი ფორმებია ლექციებზე დასწრება და ესეების წერა ჯგუფის კურატორი-სტუდენტის დახმარებით. 📕
📕 მომავალი დიპლომატის სკოლის კურსდამთავრებული კურსის დასრულების შემდეგ მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს,ამისათვის,მსმენელი უნდა დაესწროს ლექციებსა და სემინარებს (გაცდენების დასაშვები რაოდენობა არის 3 ლექცია, უფრო მეტი გაცდენა უნდა შეთანხმდეს ჯგუფის კოორდინატორთან და დასაშვებია მხოლოდ საპატიო მიზეზით გაცდენა), მსმენელმა უნდა დაწეროს ესე და მიიღოს მინიმუმ 5/10 ქულა, ასევე შეასრულოს ყველა ტესტი მინიმუმ 5/10 ქულაზე. 📕
📕სკოლაში ჩასარიცხად, განმცხადებელმა უნდა დააკმაყოფილოს სამი ძირითადი კრიტერიუმი: 📕
• იყოს 11-12 კლასის მოსწავლე;
• დაინტერესებული იყოს საერთაშორისო ურთიერთობებით და დიპლომატიით. 📕
• მზად იყოს კვირაში ერთი საღამო დაუთმოს ყველაზე აქტუალურ საკითხებს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სფეროში. 📕
📕 • 2021/2022 სასწავლო წლის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 10 ნოემბრამდე გაგრძელდება. 📕
📕 სწავლა დაიწყება 11 ნოემბერს 📕
📕 განაცხადის მისაღებად, თქვენ უნდა შეავსოთ ფორმა ბმულის გამოყენებით: 📕 https://docs.google.com/.../1FAIpQLSeEe4JCUff.../viewform...
📕 კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მომავალი დიპლომატის სკოლაში! 📕
📕 პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი:
ავთანდილ კიკნაძე, პროფესორი, ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, საერთაშორისო ურთიერთობების რუსულენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;📕
📕 აღმასრულებელი დირექტორი:
ნონა ლომიძე ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების რუსულენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი; 📕
📕სასწავლო პროცესის კოორდინატორები:
ანა ფერანი, ანა მატვეიჩუკი, გიორგი ჭანტურია.
კლასგარეშე აქტივობების კოორდინატორი: ვალერია სტარნიჩენკო. 📕
პროექტის რუსული ვერსია.
📕საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის რუსულენოვანი საბაკალავრო პროგრამის ბუკლეტი:📕
📕მომავალი დიპლომატის სკოლის ფბ გვერდი: 📕https://www.facebook.com/groups/892358344726804/members/...
📕 საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის რუსულენოვანი საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოხმაურობები:📕

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის რუსული პროგრამის ახალი პროექტი,სტუდენტური ანალიტიკური ცენტრი ( student think tank)

 
📘საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის რუსული პროგრამის სტუდენტების ინიციატივით დაფუძნდა სტუდენტური ანალიტიკური ცენტრი ( student think tank)🇬🇪
პროექტში გაწევრიანებულია სხვადასხვა კურსის 22 სტუდენტი,რომლებმაც სურვილი გამოთქვეს მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.📘
📙სტუდენტები გადანაწილდნენ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სამი მოდულის (ამერიკა,ევროპა და აზია)მიხედვით.📙
📗ამერიკის მოდულის კოორდინატორად სტუდენტებმა აირჩიეს გიორგი ჭანტურია,ევროპის-ანია მატვეიჩუკი,აზიის-ანა ფერანი.📗
🇬🇪პროექტს საერთო ხელმძღვანელობას გაუწევენ ანა ფერანი,ლერა სტარნიჩენკო და თინა მერზანტოვა.
🇬🇪პროექტის ძირითადი მიზნებია: 🇬🇪
📘სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში მონაწილეობით თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში. ️📘
🇬🇪პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, მომავალი პროფესიული ფუნქციების ეფექტურად განხორციელების უზრუნველსაყოფად.🇬🇪
📕ჰარმონიულად განვითარებული პიროვნებების აღზრდა,რომლებსაც ეცოდინებათ საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმართვა და შეეძლებათ სხვადასხვა სოციალურ,ეთნოკულტურულ,კონფესიურ ჯგუფებთან კომუნიკაცია.📕
📗მსოფლიოს წამყვანი რეგიონების და ქვეყნების შესწავლით დაინტერესებული სტუდენტების კოორდინაცია.📗
📕სტუდენტების ინფორმირება ამერიკის,ევროპის და აზიის რეგიონებში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
ინფორმაციის მიღება და გაცვლა იმ რეგიონებისა და ქვეყნების შესახებ,რომლებიც აქტიურ როლს თამაშობენ საქართველოსთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.📕
📗დაეხმაროს სტუდენტებს დამოუკიდებელ სამეცნიერო-პტაქტიკულ მუშაობაში. 📗
📗საქართველოსა და საზღვარგარეთის იმ ორგანიზაციების მონაცემების ბაზის შექმნა ვინც დაკავებულია საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში საქმიანობით.📗
🇬🇪საქმიანობის ფორმები🇬🇪
📒თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში გამოსაყენებელი ახალი მოდელებისა და სტრატეგიების აპრობაცია.📒
📗სტუდენტური კონფერენციების, მრგვალი მაგიდების, დებატების,როლური და ინტელექტუალური თამაშების, სტუდენტური ტელეხიდების მომზადება და ჩატარება. საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების თემაზე. 📗
მუდმივმოქმედი ახალგაზრდული საექსპერტო ფორუმის ორგანიზაცია.
📕საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიის, გლობალური და რეგიონული პრობლემების, საერთაშორისო უსაფრთხოების, ინტეგრაციული პროცესების, კონფლიქტების დარეგულირების, გლობალიზაციის, რეგიონალიზაციის, ნაციონალური სახელმწიფოების, დემოკრატიის განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვის თანამედროვე პრობლემების შესახებ ბიულეტენების, ანალიტიკურ ცნობების და მოხსენებების მომზადება და გამოცემა.📕
📗სასწავლო_სამეცნიერო თემატური ჟურნალის ინტერნეტ ვერსიის მომზადება და გამოცემა. 📗
📘ყოველკვირეული დაიჯესტის მომზადება და გავრცელება ამერიკის,ევროპის და აზიის ქვეყნებში მიმდინარე ბიზნესის, ტექნოლოგიების,კულტურისა და განათლების შესახებ. ️📘
🇬🇪📗სტუდენტები სამეცნიერო კვლევით მუშაობას ყოველკვირეულად 2 დღეს დაუთმობენ🇬🇪.
მაისის ბოლოს დაიგეგმა სტუდენტური კონფერენციის ჩატარება.🇬🇪📗
🇬🇪📕პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია, პროფესორი ავთანდილ კიკნაძე.🇬🇪📕
https://www.facebook.com/photo/?fbid=927646504692977&set=pcb.927646674692960 
 

️ჩვენი ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტის ლია ღვინჯილიას წარმატება!️

 
 
️ ️ 🇬🇪🇨🇳ჩვენი ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის რუსული მიმართულების 4 კურსის სტუდენტმა ლიკა ღვინჯილიამ წარმატებით ჩააბარა ჩინური ენის საერთაშორისო (HSK) მეხუთე დონის გამოცდა და მიიღო შესაბამისი სერთიფიკატი.🇬🇪🇨🇳
🇬🇪🇨🇳ახალი სასწავლო წლიდან ლიკა სწავლას გააგრძელებს მაგისტრატურაში ჩინეთის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ ხანგჭოუს პრესტიჟულ უნივერსიტეტში და 3 წელი გაიღრმავებს ცოდნას ჩინური ენის სპეციალობით.🇬🇪🇨🇳 ️ ️
🇬🇪🇨🇳 აღსანიშნავია,რომ ლიკას სწავლა სრულად დაუფინანსდება ჩინეთის მთავრობის მიერ🇬🇪🇨🇳 ️ .
🇬🇪🇨🇳 ვულოცავთ ლიკას ამ მნიშვნელოვან წარმატებას!🇬🇪🇨🇳
https://www.facebook.com/photo/?fbid=960379161419711&set=a.119601682164134 

📕სტუდენტური კონფერენცია სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე📕 ️️ ️

📕სტუდენტური კონფერენცია სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე📕 ️️ ️
📗2021 წლის 12 ივლისს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტური ანალიტიკური ცენტრის (student think tank center ) ორგანიზებით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის რუსული საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა სტუდენტური კონფერენცია თემაზე "მრავალეროვანი საქართველო"📗 ️ .
📕კონფერენციის მოდერატორი იყო ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის რუსული საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი გოარ ჯინისიანი. 📕
📗აქვე უნდა აღინიშნოს,რომ ფაკულტეტის შესაბამისი რუსულეოვანი საგანმანათლებლო პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე ინტერნაციონალურია უნივერსიტეტში,სადაც სტუდენტები 12 ქვეყნიდან სწავლობენ.📗
️️ 📔კონფერენციაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებები საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების შესახებ,მათი ისტორიის,ენის, კულტურის,რელიგიის,ტრადიციების,კულტურული მემკვიდრეობების თავისებურებებთან დაკავშირებით. 📔
📙ყურადღება გამახვილდა ეროვნული უმცირესობების დიასპორების საქმიანობაზე საქართველოში.📙
📘კონფერენციაზე აღინიშნა,რომ საქართველო ისტორიულად ყოველთვის მრავალეროვანი ქვეყანა იყო. სადაც დღესაც შენარჩუნებულია ეთნიკური, ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნება –უმცირესობათა ენები საქართველოში ყოველთვის პატივისცემით სარგებლობდა, როგორც კულტურული სიმდიდრის,ტოლერანტობის გამოვლინება.📘
📗ქართველი ისტორიკოსების მიხედვით, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში, ქართლში ექვს ენაზე საუბრობდნენ. ესენია: სომხური, ქართული, ხაზარული,ასურული, ებრაული და ბერძნული. ამ ენებზე საუბრობდნენ როგორც ქართლის მეფეები, ასევე რიგითი მაცხოვრებლები. ეს სიმბოლოა იმისა, თუ როგორ მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ ქართველები სხვადასხვა უმცირესობათა ჯგუფებთან ერთად ისეთ გარემოში, სადაც კულტურულ მრავალფეროვნებას პატივს სცემდნენ.📗
📕ეს ენები ბუნებრივად და დამოუკიდებლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ვითარდებოდნენ. ამ დამოკიდებულების მაგალითია საქართველოში
უძველესი დროიდან შემორჩენილი ბერძნული, არამეული, სომხური და სხვა წარწერები..📕
📘კონფერენციაზე ითქვა,რომ უმცირესობათა ენების პატივისცემა და მათი გამოყენების ხელშეწყობა არ ეწინააღმდეგება ქართულის - ქვეყნის სახელმწიფო ენის - შესწავლის აუცილებლობას. 📘
📗სტუდენტებმა აღნიშნეს,რომ საქართველოში მცხოვრებმა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა უფრო კარგად უნდა იცოდნენ სახელმწიფო-ქართული ენა,ამისათვის ქვეყნის მთავრობამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს სკოლებში ქართული ენის პოპულარიზაციისა და სწავლების გასაუმჯობესებლად📗.
📙კონფერენციაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს შემდეგი თემები: 📙
📗სოფიკო სოლომონაშვილი-ბასკები და საქართველო ;
ანა მატვეიჩუკი-რუსული კულტურა და საქართველო;
თინა მერზანტოვა-ბალკარები და საქართველო;
კამალა აშუმოვა-თურქები საქართველოში;
გოარ ჯინისიანი-სომხური დიასპორა სამცხე-ჯავახეთში;
ანა ფერანი-ქურთები/ეზიდები საქართველოში;
ვალერია სტარნიჩენკო-უკრაინელები საქართველოში;
სულთან კაზიმზადე-კავკასიელი თურქები(აზერბაიჯანელები) საქართველოში;
მელანო მეგრელაძე-ბერძნული დიასპორა საქართველოში;
დავით მარგიანი-გერმანელები და გერმანული დიასპორა საქართველოში;
თამილა ჭითავა-რუმინელები და საქართველო.📗
📒დიდი მადლობა აღნიშნულ სტუდენტებს კონფერენციაში მონაწილეობისა და საინტერესო მოხსენებებისათვის.📒
https://www.facebook.com/photo/?fbid=976785629779064&set=pcb.976786856445608 

ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის-2018 წლის️️ საქმიანობის ანგარიში

 

🇬🇪🇨🇳️გასული წელი საინტერესო და ნაყოფიერი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტისთვის. ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებმა პირველად უნივერსიტეტში,ახალი სასწავლო წლიდან დაიწყეს ჩინური ენის შესწავლა.უნივერსიტეტში ჩინურ ენას ეუფლება 50-ზე მეტი სტუდენტი,რომლებიც დიდ დაინტერესებას იჩენენ ჩინური ენისა და კულტურის შესწავლისადმი. უნივერსიტეტში ჩინურ ენას ასწავლის 2 ჩინელი მოხალისე და 2 ქართველი მაღალკვალიფიციური ჩინური ენის პედაგოგი.🇬🇪🇨🇳
🇬🇪🇨🇳️ სტუ-ში ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე, ჩინეთის მხარესთან ერთად დაფუძნდა ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „ერთი სარტყელი, ერთი გზა",ჩინური ენისა და კულტურის ცენტრი, ჩინეთის სტუდენტური კლუბი,სტუდენტური ჟურნალი „ჩინეთი დღეს“.აკადემიური ჟურნალი „ჩინური ფურცლები“ვმუშაობთ პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და კონფუცის ინსტიტუტის დაფუძნებაზე. აღსანიშნავია,რომ საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამის 5 დოქტორანტი მეცნიერულ კვლევას ატარებს ჩინეთის თემატიკაზე.2 მათგანს ჩინელი პროფესორი უხელმძღვანელებს.🇬🇪🇨🇳
🇬🇪🇨🇳️ჩვენს ფაკულტეტზე დაიცვა სადოქტორო დისერთაცია საქართველოს დღევანდელმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ბატონმა არჩილ კალანდიამ🇬🇪🇨🇳️.
🇬🇪🇨🇳️2018 წელს უნივერსიტეტში მრავალი საინტერესო ღონისძიება გაიმართა.რამოდენიმე ჩინური დელეგაცია იმყოფებოდა სტუ-ში,მ.შ. ჩინეთის საზოგადოებრივ მეცნიერებათაა აკადემიის დელეგაცია. პარტნიორული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ხანგჭოუს ჭეძიან გუნშან უნივერსიტეტთან, ტელეხიდი გაიმართა ხანგჭოუს ჭეძიან გუნშან უნივერსიტეტში ჩინეთის მთავრობის სტიპენდიით გაგზავნილ სტუდენტებთან. ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით უნივერსიტეტს ეწვია ჩინეთის ახალი ამბების სააგენტოს სინხუას კორესპონდენტი საქართველოში ლი მინგი.კონფუცის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ჩი რუშანი. საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,მისი აღმატებულება ძი იენჩი🇬🇪🇨🇳️.
🇬🇪🇨🇳️22 თებერვალს, კონფუცის ინსტიტუტში ჩინური ახალი წლის ღონისძიებაში ჩვენმა სტუდენტებმაც მიიღეს აქტიური მონაწილეობა.🇬🇪🇨🇳
🇬🇪🇨🇳️2018 წლის 28 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ჩინური კლუბის წევრებმა,რომლებიც ჩინურ ენას ეუფლებიან ჩვენს ფაკულტეტზე ჩინური ენის პედაგოგების ნინო ტეტუნაშვილის და ნატალია მაისურაძის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს პრეზენტაციები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესახებ.🇬🇪🇨🇳
🇬🇪🇨🇳️2 ოქტომბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 69 წლისთავისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებაზე საქართველოში ჩინეთის ელჩთან, მისი აღმატებულება ძი იენჩისთან მონაწილეობდა ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი,პროფესორი ავთანდილ კიკნაძე.🇬🇪🇨🇳
🇬🇪🇨🇳️24-29 ოქტომბერს ჩინეთის საზოგადოებრივ მეცნიერებათაა აკადემიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის "ერთი სარტყელი,ერთი გზის"და სინცზიანის საგარეო საქმეთა ასოციაციის მიწვევით ჩინეთში იმყოფებოდა ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი,პროფესორი ავთანდილ კიკნაძე,რომელმაც მონაწილეობა მიიღო პეკინში გამართულ სამეცნიერო კონფერენციისა და მრგვალი მაგიდის მუშაობაში.
🇬🇪🇨🇳️2018 წლის 6 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე შანხაის (ჰაიევის) იურიდიული კომპანიის მმართველმა, პარტნიორმა, იურისტმა, ექსპერტმა საერთაშორისო ბიზნეს სამართალში მარკ ლიმ, საინტერესო მასტერკლასი ჩაატარა თემაზე: „როგორ გავხდეთ მოთხოვნადი იურისტი საერთაშორისო ბაზარზე?! სტუმარმა ასევე მოინახულა ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტი(China Research Institute) და შეხვდა ჩინური ენით დაინტერესებულ სტუდენტებს. 
ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ავთანდილ კიკნაძე სტუმარს ესაუბრა ინსტიტუტის საქმიანობაზე, გააცნო ჩინეთის სტუდენტური კლუბის აქტივობები და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.შეხვედრის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ სამეცნიერო კუთხით თანამშრომლობაზე. ბატონმა მარკ ლიმ სურვილი გამოთქვა ითანამშრომლოს ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო ჟურნალთან „ჩინური ფურცლები.🇬🇪🇨🇳
🇬🇪🇨🇳️13 ნოემბერს რადიო JAKO-ში, გადაცემაში ,,აღმოაჩინე ჩინეთი“ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა,პროფესორმა ავთანდილ კიკნაძემ,რომელმაც ისაუბრა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე, ჩინეთში ვიზიტის შთაბეჭდილებებსა და საქართველოში ჩინური ენისა და კულტურის მიმართ მზარდ ინტერესებზე სტუდენტ ახალგაზრდებში🇬🇪🇨🇳️. 
🇬🇪🇨🇳️18-19 დეკემბერს ჩინეთის კვლევითმა ინსტიტუტმა, ჩინეთის საზოგადოებრივ მეცნიერებათაა აკადემიის სამეცნიერო კვლევით ცენტრთან "ერთი სარტყელი,ერთი გზა"საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთობლივად ჩაატარა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:"ერთი სარტყელი,ერთი გზის ინიციატივის გეოპოლიტიკური ასპექტები და მისი მნიშვნელობა საქართველოსთვის“🇬🇪🇨🇳
🇬🇪🇨🇳️კონფერენცია ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფ. ზურაბ გასიტაშვილმა და ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ძი იენჩიმ გახსნეს. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე პროფ. ვუ ხონგვეი და სტუ-ის ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. ავთანდილ კიკნაძე, ჩინეთიდან სკაიპჩართვით კონფერენციას მიმართა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არჩილ კალანდიამ.🇬🇪🇨🇳
🇬🇪🇨🇳️საერთაშორისო კონფერენცია - “ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის გეოპოლიტიკური ასპექტები“ ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა . კონფერენციაში 40 ჩინელი და ქართველი მეცნიერი,ექსპერტი და 6 6 დოქტორანტი მონაწილეობდა.🇬🇪🇨🇳
🇬🇪🇨🇳️საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის გეოპოლიტიკური ასპექტები“ დასკვნით ეტაპზე ჩინელმა პროფესორმა ვუ ხონგვეიმ და სტუ-ის ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ავთანდილ კიკნაძემ, კონფერენციის შედეგებზე ჩაატარეს მრგვალი მაგიდა და მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცეს.🇬🇪🇨🇳
🇬🇪🇨🇳️ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტი დიდ მადლობას უხდის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანს,პროფესორ ირაკლი გაბისონიას,ჩინური ენის პედაგოგებს ნინო ტეტუნაშვილს და ნატა მაისურაძეს ,ჩინელ მოხალისე პედაგოგებს,სტუდენტებს მხარდაჭერი-სათვის და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.🇬🇪🇨🇳

ფაკულტეტის დეკანის შეხვედრა საქართველოში კონფუცის ინსტიტუტის ხელმძღვანელთან

2017 წლის 6 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია შეხვდა საქართველოში კონფუცის ინსტიტუტის  ხელმძღვანელს პროფესორ ჩი რუშანს და ჩინური ენის პრაქტიკული კურსის ახალგაზრდა მასწავლებლებს, რომელნიც ჩინურ ენას შეასწავლიან სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს. დეკანმა  მადლობა მოახსენა პროფესორ ჩი რუშანს, რომლის ხელშეწყობით ჩვენი ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტები მომავალში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ისწავლიან ჩინეთის პრესტიჟულ  უნივერსიტეტებში. გაიმართა მსჯელობა მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე. შეხვედრას ესწრებოდა ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ავთანდილ კიკნაძე.

 

 

 

 

ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის დებულება

ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტი