დიპლომატიის სკოლა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის რუსული პროგრამის ახალი პროექტი,სტუდენტური ანალიტიკური ცენტრი ( student think tank)
️ჩვენი ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტის ლია ღვინჯილიას წარმატება!️
📕სტუდენტური კონფერენცია სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე📕 ️️ ️
ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის-2018 წლის️️ საქმიანობის ანგარიში
🇬🇪️🇨🇳️გასული წელი საინტერესო და ნაყოფიერი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტისთვის. ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებმა პირველად უნივერსიტეტში,ახალი სასწავლო წლიდან დაიწყეს ჩინური ენის შესწავლა.უნივერსიტეტში ჩინურ ენას ეუფლება 50-ზე მეტი სტუდენტი,რომლებიც დიდ დაინტერესებას იჩენენ ჩინური ენისა და კულტურის შესწავლისადმი. უნივერსიტეტში ჩინურ ენას ასწავლის 2 ჩინელი მოხალისე და 2 ქართველი მაღალკვალიფიციური ჩინური ენის პედაგოგი.🇬🇪️🇨🇳️
🇬🇪️🇨🇳️ სტუ-ში ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე, ჩინეთის მხარესთან ერთად დაფუძნდა ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „ერთი სარტყელი, ერთი გზა",ჩინური ენისა და კულტურის ცენტრი, ჩინეთის სტუდენტური კლუბი,სტუდენტური ჟურნალი „ჩინეთი დღეს“.აკადემიური ჟურნალი „ჩინური ფურცლები“ვმუშაობთ პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და კონფუცის ინსტიტუტის დაფუძნებაზე. აღსანიშნავია,რომ საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამის 5 დოქტორანტი მეცნიერულ კვლევას ატარებს ჩინეთის თემატიკაზე.2 მათგანს ჩინელი პროფესორი უხელმძღვანელებს.🇬🇪️🇨🇳️
🇬🇪️🇨🇳️ჩვენს ფაკულტეტზე დაიცვა სადოქტორო დისერთაცია საქართველოს დღევანდელმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ბატონმა არჩილ კალანდიამ🇬🇪️🇨🇳️.
🇬🇪️🇨🇳️2018 წელს უნივერსიტეტში მრავალი საინტერესო ღონისძიება გაიმართა.რამოდენიმე ჩინური დელეგაცია იმყოფებოდა სტუ-ში,მ.შ. ჩინეთის საზოგადოებრივ მეცნიერებათაა აკადემიის დელეგაცია. პარტნიორული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ხანგჭოუს ჭეძიან გუნშან უნივერსიტეტთან, ტელეხიდი გაიმართა ხანგჭოუს ჭეძიან გუნშან უნივერსიტეტში ჩინეთის მთავრობის სტიპენდიით გაგზავნილ სტუდენტებთან. ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით უნივერსიტეტს ეწვია ჩინეთის ახალი ამბების სააგენტოს სინხუას კორესპონდენტი საქართველოში ლი მინგი.კონფუცის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ჩი რუშანი. საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,მისი აღმატებულება ძი იენჩი🇬🇪️🇨🇳️.
🇬🇪️🇨🇳️22 თებერვალს, კონფუცის ინსტიტუტში ჩინური ახალი წლის ღონისძიებაში ჩვენმა სტუდენტებმაც მიიღეს აქტიური მონაწილეობა.🇬🇪️🇨🇳️
🇬🇪️🇨🇳️2018 წლის 28 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ჩინური კლუბის წევრებმა,რომლებიც ჩინურ ენას ეუფლებიან ჩვენს ფაკულტეტზე ჩინური ენის პედაგოგების ნინო ტეტუნაშვილის და ნატალია მაისურაძის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს პრეზენტაციები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესახებ.🇬🇪️🇨🇳️
🇬🇪️🇨🇳️2 ოქტომბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 69 წლისთავისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებაზე საქართველოში ჩინეთის ელჩთან, მისი აღმატებულება ძი იენჩისთან მონაწილეობდა ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი,პროფესორი ავთანდილ კიკნაძე.🇬🇪️🇨🇳️
🇬🇪️🇨🇳️24-29 ოქტომბერს ჩინეთის საზოგადოებრივ მეცნიერებათაა აკადემიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის "ერთი სარტყელი,ერთი გზის"და სინცზიანის საგარეო საქმეთა ასოციაციის მიწვევით ჩინეთში იმყოფებოდა ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი,პროფესორი ავთანდილ კიკნაძე,რომელმაც მონაწილეობა მიიღო პეკინში გამართულ სამეცნიერო კონფერენციისა და მრგვალი მაგიდის მუშაობაში.
🇬🇪️🇨🇳️2018 წლის 6 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე შანხაის (ჰაიევის) იურიდიული კომპანიის მმართველმა, პარტნიორმა, იურისტმა, ექსპერტმა საერთაშორისო ბიზნეს სამართალში მარკ ლიმ, საინტერესო მასტერკლასი ჩაატარა თემაზე: „როგორ გავხდეთ მოთხოვნადი იურისტი საერთაშორისო ბაზარზე?! სტუმარმა ასევე მოინახულა ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტი(China Research Institute) და შეხვდა ჩინური ენით დაინტერესებულ სტუდენტებს.
ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ავთანდილ კიკნაძე სტუმარს ესაუბრა ინსტიტუტის საქმიანობაზე, გააცნო ჩინეთის სტუდენტური კლუბის აქტივობები და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.შეხვედრის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ სამეცნიერო კუთხით თანამშრომლობაზე. ბატონმა მარკ ლიმ სურვილი გამოთქვა ითანამშრომლოს ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო ჟურნალთან „ჩინური ფურცლები.🇬🇪️🇨🇳️
🇬🇪️🇨🇳️13 ნოემბერს რადიო JAKO-ში, გადაცემაში ,,აღმოაჩინე ჩინეთი“ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა,პროფესორმა ავთანდილ კიკნაძემ,რომელმაც ისაუბრა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე, ჩინეთში ვიზიტის შთაბეჭდილებებსა და საქართველოში ჩინური ენისა და კულტურის მიმართ მზარდ ინტერესებზე სტუდენტ ახალგაზრდებში🇬🇪️🇨🇳️.
🇬🇪️🇨🇳️18-19 დეკემბერს ჩინეთის კვლევითმა ინსტიტუტმა, ჩინეთის საზოგადოებრივ მეცნიერებათაა აკადემიის სამეცნიერო კვლევით ცენტრთან "ერთი სარტყელი,ერთი გზა"საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთობლივად ჩაატარა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:"ერთი სარტყელი,ერთი გზის ინიციატივის გეოპოლიტიკური ასპექტები და მისი მნიშვნელობა საქართველოსთვის“🇬🇪️🇨🇳️
🇬🇪️🇨🇳️კონფერენცია ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფ. ზურაბ გასიტაშვილმა და ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ძი იენჩიმ გახსნეს. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე პროფ. ვუ ხონგვეი და სტუ-ის ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. ავთანდილ კიკნაძე, ჩინეთიდან სკაიპჩართვით კონფერენციას მიმართა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არჩილ კალანდიამ.🇬🇪️🇨🇳️
🇬🇪️🇨🇳️საერთაშორისო კონფერენცია - “ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის გეოპოლიტიკური ასპექტები“ ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა . კონფერენციაში 40 ჩინელი და ქართველი მეცნიერი,ექსპერტი და 6 6 დოქტორანტი მონაწილეობდა.🇬🇪️🇨🇳️
🇬🇪️🇨🇳️საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის გეოპოლიტიკური ასპექტები“ დასკვნით ეტაპზე ჩინელმა პროფესორმა ვუ ხონგვეიმ და სტუ-ის ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ავთანდილ კიკნაძემ, კონფერენციის შედეგებზე ჩაატარეს მრგვალი მაგიდა და მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცეს.🇬🇪️🇨🇳️
🇬🇪️🇨🇳️ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტი დიდ მადლობას უხდის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანს,პროფესორ ირაკლი გაბისონიას,ჩინური ენის პედაგოგებს ნინო ტეტუნაშვილს და ნატა მაისურაძეს ,ჩინელ მოხალისე პედაგოგებს,სტუდენტებს მხარდაჭერი-სათვის და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.🇬🇪️🇨🇳
ფაკულტეტის დეკანის შეხვედრა საქართველოში კონფუცის ინსტიტუტის ხელმძღვანელთან
2017 წლის 6 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია შეხვდა საქართველოში კონფუცის ინსტიტუტის ხელმძღვანელს პროფესორ ჩი რუშანს და ჩინური ენის პრაქტიკული კურსის ახალგაზრდა მასწავლებლებს, რომელნიც ჩინურ ენას შეასწავლიან სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს. დეკანმა მადლობა მოახსენა პროფესორ ჩი რუშანს, რომლის ხელშეწყობით ჩვენი ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტები მომავალში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ისწავლიან ჩინეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. გაიმართა მსჯელობა მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე. შეხვედრას ესწრებოდა ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ავთანდილ კიკნაძე.