დოქტორანტურის ინტერდისციპლინური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების პროექტი
2017 წლის ანგარიში
2017 წელს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დაფინანსებით ინტერდისციპლინური სასწავლო-კვლევითი ცენტრის - “სახელმწიფო-სამართალი-პოლიტიკა-კულტურა” მიერ განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:
- 2017 წლის 23 დან 29 ივლისის ჩათვლით ქ. ზუგდიდში ჩატარდა საზაფხულო სკოლა თემაზე „კონსტიტუციური სახელმწიფო და ძირითადი უფლებები“. საზაფხულო სკოლის ფარგლებში ლექცია-სემინარები ჩაატარეს უცხოელმა და ქართველმა პროფესორებმა: მათიას კუმი (ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი და სტენფორდის უნივერსიტეტი), გეორგ ლომანი (მაგდებურგის უნივერსიტეტი) და მამუკა ბერიაშვილი (სტუ-ს ინტერდისციპლინური სასწავლო-კვლევითი ცენტრის - “სახელმწიფო-სამართალი-პოლიტიკა-კულტურა” დირექტორი). სემინარებში ასევე მონაწილეობდნენ ბონის უნივერსიტეტის დოქტორანტები: ლევან შატბერაშვილი და კასელის უნივერსიტეტის დოქტორანტი: ქეთევან რჩეულიშვილი. საზაფხულო სკოლის პროექტი მიზნად ისახავდა აკადემიური და საზოგადოებრივი დისკუსიების ხელშეწყობას თანამედროვე ქართული სივრცისთვის რელევანტურ სოციალურ, პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებზე, როგორიცაა: სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფო, კონსტიტუციური სახელმწიფოს პრინციპები, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები და სხვ.
- 2017 წლის ოქტომბერში მოწვეულ იქნა პროფესორი - თეო კობუში (ემერიტუს პროფესორი - ბონის ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი, ფილოსოფიის ინსტიტუტი. გერმანია) ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში წაკითხულ იქნა საჯარო ლექცია-სემინარები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თემაზე: სამართლებრივი სახელმწიფო როგორც სოციალური სახელმწიფო
- 2017 წლის ნოემბრის თვეში მოწვეულ იქნა პროფესორი - ვალტერ იეშკე (გერმანია), რომელმაც ჩაატარა საჯარო ლექცია-სემინარები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თემებზე
ა) სახელმწიფოსა და სამართლის სწავლება პუფენდორფთან, ტომაზიუსთან და კრისტიან ვოლფთან;
ბ) რელიგიის ფილოსოფია, ადამიანის ძირითადი უფლებები.
- 2018 წლის 27 – 31 იანვარს ქ. ქუთაისში, სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გაიმართა ზამთრის სკოლა ქართველი და უცხოელი პროფესორების მონაწილეობით. ზამთრის სკოლის ფარგლებში მონაწილე პროფესორების მიერ ჩატარდა საჯარო ლექცია-სემინარები შემდეგ თემებზე:
ა) იოჰანეს ვაისი (ერფურტის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორი)
პოლიტიკა, როგორც მოწოდება ან ხელობა ვებერის მიხედვით;
განჯადოების პრობლემა ვებერის რელიგიის სოციოლოგიაში.
ბ) ემზარ ჯგერენაია:
ევროპული კულტურის მთავარი ნიშანი ვებერის „წინასწარი შენიშვნების“ მიხედვით;
რელიგიის ზეგავლენა ეკონომიკურ ცხოვრებაზე „პროტესტანტული ეთიკის და კაპიტალიზმის სულისკვეთების“ ვებერის მიხედვით.
გ) მამუკა ბერიაშვილი:
სამართლებრივი სახელმწიფო, როგორც ზნეობრივი სახელმწიფო ( I ნაწილი);
სამართლებრივი სახელმწიფო, როგორც ზნეობრივი სახელმწიფო ( II ნაწილი).
დ) მინდია ოკუჯავა:
თანამედროვე შეხედულებები საკანონმდებლო-აღმასრულებელ ურთიერთობათა შესახებ;
სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი პრინციპები და ხელისუფლებრივ უფლებამოსილებათა განაწილების ზოგიერთი თავისებურება საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით.
ზამთრის სკოლის ფარგლებში ასევე გაიმართა შემაჯამებელი პანელ დისკუსია, რომლის დასრულების შემდეგ ზამთრის სკოლის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ინტერდისციპლინური სასწავლო-კვლევითი ცენტრის ინიციატივით და სტუ-ს სამართლისა და საერტაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დაფინანსებით ასევე:
ა) გამოსაცემად მომზადდა კრებული „რელიგია და სახელმწიფო“, რომლის შემდგენელი (ედიტორი) არის: პროფესორი მამუკა ბერიაშვილი (თბილისი). კრებულში გამოქვეყნებულია ევროპელი და ქართველი მეცნიერების ნაშრომები ზემოაღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით.
ბ) მიმდინარეობს ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის თარგმნა გერმანული ენიდან ქართულ ენაზე.
ბ) მიმდინარეობს იმანუელ კანტის კრებულის „კანტის პოლიტიკური წერილები“ თარგმნა გერმანული ენიდან ქართულ ენაზე.