სტუდენტთა სტატუსის აღდგენა

სტუდენტებს, რომლებსაც გარკვეული მიზეზების გამო სტატუსი აქვს შეჩერებული  სტუ-ს რექტორის გადაწყვეტილებით აქვთ შესაძლებლობა აღიდგინონ სტატუსი.

სტატუსის აღდგენისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

  1. ბუღალტერიიდან ამონაწერი განულებული დავალიანების შესახებ (ადმინისტრაციული კორპუსი, 210 ოთახი)
  2. გადახდის ქვითარი1/4- 562,50 ლარი
  3. სტატუსის შეჩერების ბრძანების
  4. ქსეროასლი (დეკანატი: ბაკალავრები 902ა, მაგისტრები 905ა, დოქტორანტები914ა)
  5. სასწავლო ბარათი (დეკანატი: ბაკალავრები 902ა, მაგისტრები 905ა, დოქტორანტები914ა)
  6. განცხადების ფორმა- საკონსულტაციო ოთახი 910 ა
  7. ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მიმართეთ საკონსულტაციო ოთახს

ირაკლი შოთაძეს საჯარო ლექცია

 

2019 წლის 1 თებერვალს 15:00 საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  ასოცირებული პროფესორი ირაკლი შოთაძე  ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „პროკურატურის ადგილი და  როლი სახელმწიფო ორგანოების სისტემაში“

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე იმიტირებული სასამართლო პროცესი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით 24 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა სისხლის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემატიკაზე.
პროცესს წინ უსწრებდა ორთვიანი სასწავლო კურსი სადაც სტუდენტები თეორიულ საკითხებთან ერთად ეუფლებოდნენ სასამართლოში იურისტის გამოსვლის უნარ-ჩვევებს. აღნიშნულ კურსს უძღვებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატი ბ-ნი რევაზ აჭარაძე.
პროცესზე გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი შემდეგი შემადგენლობით:ლანა სისოშვილი, ნათია ლაბაძე თამთა მაისურაძე და გიორგი ნუსხელაძე.
საუკეთესო დამცველის ტიტული დაიმსახურეს თორნიკე კაპანაძემ და ლანა სისოშვილმა. ხოლო საუკეთესო ბრალმდებლის ტიტული დაიმსახურეს ანა ტაკაშვილმა, სოფიკო დარჩიამ და ნატო დეკანოიძემ.
მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატებთან ერთად გადაეცათ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ სხვადასხვადროს გამოცემული წიგნები, გამარჯვებულ გუნდს კი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის თასი.
პროცესს ჰყავდა წინასწარ შერჩეული ჟიურის წევრები გიორგი ეუაშვილი და ბექა თაკალანძე, რომლებიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობენ სასამართლო მონიტორებად.
იმიტირებული სასამართლო პროცესები მიზნად ისახავს სტუდენტებმა მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება მოახდინონ და გამომიმუშავონ ის უნარ-ჩვევები რომელიც აუცილებელია მათი პროფესიული წინსვლისათვის. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკა კვლავ გეგმავს მსგავსი ხასიათის პროექტებს, რათა სტუდენტებს საშუალება მიეცეთ უნივერსიტეტის ფარგლებშივე დაეუფლონ სასამართლოში იურისტის გამოსვლის უნარ-ჩვევებს და სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის ტექნიკას.

კონფერენცია თემაზე:”ფუნდამენტური უფლებები და ევროპული ინტეგრაცია…”

2019 წლის 22-23 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტმა  ბასკეთისა და პოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჩაატარა საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:“ ,,ფუნდამენტური უფლებები და ევროპული ინტეგრაცია:საქართველოს,  როგორც ასოცირებული წევრი სახელმწიფოპერსპექტივები“. კონფერენცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელიც მიესალმა ბასკეთის უნივერსიტეტის წარმომადგენელს დევიდ რუანოს და ნაყოფიერი სამუშაო უსურვა კონფერენციის მონაწილეებს.

კონფერენციას კოორდინაციას უწევდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის პროფესორი  ნიკოლოზ ფიფია.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ასევე, ბასკეთის უნივერსიტეტის, ჰოლანდიისა და საფრანგეთის ქვეყნების უნივერსიტეტებიდან პროფესორები: David RUANO, Simona SOBOTOVICOVA, David RUANO,  MAITENA POELEMANS, Eléna LOFREDI, Marguerite GUIRESSE, Freddy DURÁN, Leire BERASALUCE, Javier GÓMEZ, Amaia BURGOS, Silvia VILAR და სხვები.

კონფერენცია შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ და მონაწილეებს გადასცა სერტიფიკატები.

                                     

საბჭოს მორიგი სხდომა

2019 წლის  24 იანვარს სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე პროფესორ-მასწავლებლებმა განიხილეს გურამ ნაჭყებიასა და ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის ჯილდოს მინიჭების საკითხი.

გურამ ნაჭყებიას სახელობის ჯილდო ფაკულტეტის წინაშე არსებული დამსახურებისთვის გადაეცემა პროფესორ ქეთევან ქოქრაშვილს, ხოლო ახალგაზრდა პროფესორების ნომინაციაში ასოცირებულ პროფესორს თეიმურაზ ბეჟოშვილს.
რაც შეეხება ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის ჯილდოს იგი გადაეცემა დამსახურებულ პროფესორს ჰენრი კუპრაშვილს და ახალგაზრდა ასოცირებულ პროფესორს სოფო მიდელაშვილს.
ჯილდოს საზეიმო ვითარებაში გადასცემს სტუ-რექტორი, აკადემიკოსო არჩილ ფრანგიშვილი.

საბჭოს წევრებმა ასევე მიმოიხილეს სხვადასხვა მიმდინარე და აქტუალური საკითხები.

 

ზაზა ბეროზაშვილის საჯარო ლექცია


2019
წლის  24 იანვარს სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სლოვაკეთის, ბრატისლავის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის ოფისის კონსულტანტმა  ზაზა ბეროზაშვილმა  ჩაატარ საჯარო ლექცია თემაზე: „ნარკოდანაშაულის საერთაშორისო ტენდენციები“.

ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც წარადგინა სტუმარი.

კონსულტანტმა ზაზა ბეროზაშვილმა ისაუბრა ნარკოტიკებისა და მასთან დაკავშირებული ძირითადი ასპექტების შესახებ.

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში. საჯარო ლექცია შეაჯამა სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ.

მერაბ ბარბაქაძეს საჯარო ლექცია

2018 წლის 26 იანვარს  14:00 საათზე სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით გარემოს დაცვის სამართლის საერთაშორისო დონის ექსპერტი,  2003–2011 წლებში გაეროს ეკკ ორჰუსის კომისიის  წევრი მერაბ ბარბაქაძე ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „ორჰუსის კონვენცია-გაეროს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით“.

პროფესორ იორგ ჰარდის საჯარო ლექცია

2018 წლის 22 და 23 იანვარს  17:00 საათზე საჯარო სამართლის ლაბორატორიაში  სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი იორგ ჰარდი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „ეთნიკური რეფლექსიის გაგება“ და „დემოკრატია და ავტონომია“.

ზაზა ბეროზაშვილის საჯარო ლექცია

2019 წლის  24 იანვარს 15:00 საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სლოვაკეთის, ბრატისლავის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის ოფისის კონსულტანტი  ზაზა ბეროზაშვილი  ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „ნარკოდანაშაულის საერთაშორისო ტენდენციები“.

სტუდენტთა საყურადღებოდ!

 სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის დასკვნითი გამოცდები ჩატარდება  2019 წლის 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, ხოლო დამატებითი გამოცდები 2019 წლის 4 მარტიდან 9 მარტის ჩართვლით.