საჯარო ლექცია “ორატორული ხელოვნება და დიპლომატია”

 

2017 წლის 25 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილი საერთაშორისო ურთიერთობების კლუბის ორგანიზებით   საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საჯარო ლექცია ორატორული ხელოვნება და დიპლომატია“.

ლექციას უძღვებოდა ორატორული ხელოვნების აკადემიის დირექტორი, პროფესორი დავით ჩომახაშვილ-ორბელიანი, რომელმაც სალექციო დრო დაუთმო სტუდენტებისათვის პრაქტიკული და თეორიული ინფორმაციის გაზიარებას. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო საჯარო გამოსვლის მთავარი ასპექტები, მეტყველების კულტურის ამაღლება, ღია საჯარო გამოსვლების წარმართვის ხერხები და მეთოდები, მსმენელზე ზეგავლენის მოხდენის ეფექტური ინტონაციები. კამათსა და პოლემიკაში წარმატების მიღწევის ფორმალურ-ლოგიკური გარანტიები, ეთიკა და პიარი.  ასევე ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მეტყველების კულტურის ამაღლება, ადამიანის დათანხმება და კრიზისულ სიტუაციებში გამართულად მოქმედება. შეეხო ადამიანისთვის დამახასიათებელ შიშებს და ემოციებს, რომელიც ხელს უშლის თითოეულ ჩვენგანს წარმატების მიღწევაში.

შეხვედრის მეორე ნაწილი წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, სტუდენტებმა არაერთი შეკითხვა დაუსვეს პროფესორ დავით ჩომახაშვილ-ორბელიანს, რომელმაც  პრაკტიკული მაგალითებით გააცნო სტუდენტებს მათთვის საინტერესო ყველა დეტალი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილი საერთაშორისო ურთიერთობების კლუბის დამფუძნებლები მადლობას უხდიან ორატორული ხელოვნების აკადემიის დირექტორს, პროფესორს დავით ჩომახაშვილ-ორბელიანს ერთობ საინტერესო საჯარო ლექციის ჩატარებისათვის და გამოთქვამენ იმედს,  რომ  სამომავლოდ კვლავ გაგრძელდება მათი თანამშრომლობა.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply