გაცნობებთ, რომ ა.წ. 12-18 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით იგეგმება საზაფხულო სკოლა ქ. ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, თემაზე: „საკონსტიტუციო სამართალწარმოება“.
პროექტში მონაწილეობის მსურველებისთვის გასაუბრება ჩატარდება 10 ივლისს, პირველ კორპუსში, 545 აუდიტორიაში, 16:00 სთ-ზე.
გასაუბრების თემატიკა იქნება-საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს ორგანული კანონი „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“.
გისურვებთ წარმატებებს.