2017 წლის ოქტომბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტი გურანდა გოლიაძე, დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას მხარდაჭერით და ფაკულტეტის დაფინანსებით მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში- “Create an exchange – experience diversity”.
ჩვენს სტუდენტს პროგრამის ფარგლებში ურთიერთობა ჰქონდა მსოფლიოს 15 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან, რამაც მისცა საშუალება გაეცნო სხვადასხვა ქვეყნის ისტორია, რაც მისი პროფესიული და პიროვნული ზრდის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. პროექტი იმართებოდა გერმანიის სხვადასხვა ქალაქში კერძოდ, დიუსელდორფში, დუისბურგში, ქანსთენში, კალაქარში, ემერიჩში, ბონში, კოლონში და ასევე ამსტერდამში (ჰოლანდია). სტუდენტები ეცნობოდნენ გერმანიაში სხვადასხვა ორგანიზაციის მუშაობას, მათ შორის “Hephata”, რომელთანაც პროექტის განმავლობაში თანამშრომლობდნენ. ორგანიზაციასთან მუშაობის პროცესში ეცნობოდნენ გერმანულ სისტემას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, თუ როგორ და რა პირობებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ადამიანის ცხოვრებას და სრულ დაფინანსებას.
აღნიშნული პროექტი სამ კვირას გაგრძელდა, რამაც სტუდენტს მისცა შესაძლებლობა გაეუმჯობესებინა უცხო ენა და ასევე, შეესწავლა აღნიშნული ქალაქების ტრადიციები და ა.შ.