ფაკულტეტის დარგების შესაბამისად, ცნობილი მეცნიერების მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები გადაითარგმნება

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანისა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით დაგეგმილია ითარგმნოს მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები ფაკულტეტტის დარგების შესაბამისად.

პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფაკულტეტის (და არამარტო) სტუდენტებისათვის და ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარებისათვის, რადგან სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები, რომლებიც აქამდე არ იყო მათთვის ხელმისაწვდომი ქართულ ენაზე ან უფრო მეტიც, არ არსებობდა ბეჭდური სახით, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთოებების ფაკულტეტის სრული ფინანსური მხარდაჭერითა და ხელშეწყობით ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

აღნიშნული პროექტი  ფაკულტეტზე სამეცნიერო მიმართულების გაძლიერებას ემსახურება და სრულად დაფინანსება ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.

სამეცნიერო საქმიანობის წახალისება და ხელშეწყობა, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პრიორიტეტია

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭო დეკანის თავმჯდომარეობით  პრიორიტეტად ისახავს როგორც სტუდენტების ისე პროფესორ მასწავლებლების სამეცნიერო მუშაობის წახალისებასა და ხელშეწყობას, სწორედ ამ მიზნით ფაკულტეტზე შეიქმნა შემდეგი კვლევითი ინსტიტუტები: პოლიტიკისა და სამართლის, კერძო სამართლის, კულტუროლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების და ჩინეთის კვლევების ინსტიტუტი.

ფაკულტეტის ბიუჯეტში სამეცნიერო პროექტებისათვის გამოყოფილია100000 ლარზე მეტი ფულადი თანხა.

დღეის მდგომარეობით სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებლები სხვა მოწვეულ ექსპერტებთან ერთად ახორციელებენ შემდეგ სამეცნიერო პროექტებს :

„ქართული მენტალური ლექსიკონი“;

„მედია სამართალი“;

„სასამართლო მჭერმეტყველება“;

„საქართველოს ტერიტორიული და სახელმწიფოებრივ პოლიტიკური მოწყობის, მმართველობისა და თვითმმართველობის ასპექტები. „ (ისტორიული პოლიტიკური და სამართლებრივი ანალიზი);

„საგამოძიებო სამართალი“;

„საქართველო საერთაშორისო ურთიერთობებსა და საერთაშორისო სამართლის სისტემაში“;

„არაბული ეთნო-მენტალობისა და ეთნო-კულტურის კვალი ქართულ სინამდვილეში“ -პუბლიცისტიკა და სამართლებრივი ანალიზი;

ინტერდისციპლინარულ პროგრამებში ჩართულია არა მარტო ჩვენი არამედ სხვა მიმართულების მეცნიერ მუშაკებიც (ფილოლოგები, ჟურნალისტები, ისტორიკოსები, არქიტექტორები და სხვა).

ზემოაღნიშნული პროექტები გარდა იმისა რომ გამოხატავენ ფაკულტეტის დასახულ სამეცნიერო პოლიტიკას ასევე ემსახურებიან მონოგრაფიების, სახელმძღვანელოების, დამხმარე სახელმძღვანელოების შექმნას და გულისხმობენ სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებას სხვადასხვა მიმართულებით საერთაშორისო რეფერირებად, სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებში.

 

 

კონფერენცია : დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებათა თანამედროვე გამოწვევები რეგიონალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების ჭრილში

2017 წლის 19-20 მაისს  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და აბრეშუმის გზის კვლევითმა ინსტიტუტმა,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის,  ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ა. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ილიაუნის მხარდაჭერით ჩაატარა მე -12 ყოველწლიურ კონფერენციას სახელწოდებით: ,,დემოკრატიისა და ადამიანის  უფლებებათა თანამედროვე გამოწვევები რეგიონალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების ჭრილში“.

კონფერენციის მიზანი იყო ხელისუფლების წარმომადგენლების, უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობიოთ გაიმართულიყო მრგვალი მაგიდა, სადაც განხილული იქნებოდა ადამიანის უფლებებთან, მმართველობის ფორმებთან, ხელისუფლების შტოებს შორის არსებული გაწონასწორებისა და დაბალანსების პრინციპებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები. მსჯელობის საგანი იყო ასევე, რამდენად საჭიროა რეგიონის ქვეყნებისათვის კონსტიტუციოური რეფორმა და რა მიმართულებით უნდა წარიმართოს იგი.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქართველი პროფესორები: ავთანდილ დემეტრაშვილი,  ირაკლი ბურდული, გიორგი კვერენჩხილაძე,  ვასილ გონაშვილი, დიმიტრი გეგენავა, გიორგი კახიანი და უცხოელი სტუმრები Prof. Dr. Gerd Morgenthaler, Professor Kathleen E. Mahoney QC, Prof. Dr. Joan Lluis Perez francesch, Prof Dr. Fernando Pena lopez და სხვები.

აღნიშნული კონფერენციაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულეტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

სამართლის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი ბექა წიკლაური, რომელმაც გააკეთა მოხსენება, თემაზე: პრეზიდენტის ვეტოს ინსტიტუტი, როგორც შეკავება – გაწონასწორების მექანიზმი (მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში – Institute of President’s Veto as a Mechanism of Check and Balance (in the frame of ongoing constitutional reform).

სამართლის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი თამარ ბარამია  წარდგა მოხსენებით თემაზე: „საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმი“ – Constitutional Court as a Mechanism for Human Rights Protection

სამართალმცოდნეობის მეოთხე კურსის  სტუდენტი  ბორენა ყურაშვილი მოხსენების თემა იყო – კონსტიტუციური რეფორმა საქართველოში-  Constitutional Reform in Georgia,

სტუ-ს  მოწვეული სპეციალისტმა ნათია ჭკადუამ გააკეთა მოხსენება შემდეგ თემაზე: ხელისუფლების შტოებს შორის არსებული გაწონასწორებისა და დაბალანსების პრინციპებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები

სექციის მოდერატორი გახლდათ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულეტეტის ლექტორი ვახტანგ ჟვანია.  

კონფერენცია სტუდენტებისა და დამსწრე საზოგადოებისათვის აღმოჩნდა ძალზედ საინტერესო, რადგან მომხსენებლებმა გააშუქეს არაერთი აქტუალური საკითხი. გაიმართა დისკუსია საკონსტიტუციო სასამართლოს, მიმდინარე კონსტიტუციური ცვლილებისა და ხელისუფლების შტოებს შორის დანაწილებასთან დაკავშირებით. მომხსენებლებს გადაეცათ სერტიფიკატები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორის ფაკულეტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია მიესალმება ჩვენი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობას საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცებში.

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლების შეხვედრა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებთან

2017 წლის 18 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ადმინისტრაციულ კორპუსში, მე–3 სართულზე (meeting room­)-ში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებსა და სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს შორის.

თავდაპირველად პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს უშუალოდ პროკურატურის  ფუნქციები. მათ შორის, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შესახებ, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობასა და გამოძიების წარმოებაზე.  განიხილეს პროკურატურის ძირითადი პრინციპები და ყველა ის თემატიკა, რაც აუცილებელია პროკურორისათვის, ასევე პროკურორთა სტატისტიკა გააცნეს სტუდენტებს. ყურადღება გაამახვილეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის როლზე და მათ ფუნქცია-მოვალეობაზე.

დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა დეტალურად გააცნეს ინფორმაცია სტაჟიორთა კონკურსის პირობების, მოთხოვნებისა და ეტაპების შესახებ. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები. პროკურატურის წარმომადგენლებმა გამოთქვეს იმედი სტუ-ს სტუდენტებთან სამომავლო თანამშრომლობისა, წარმატებები უსურვეს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსში და მადლობა გადაუხადა დაინტერესებისათვის.

მამუკა ბერიაშვილის ლექცია სახელმწიფო, როგორც თავისუფლების განხორციელების ადგილი ჰეგელის სამართლის ფილოსოფიაში

2017  წლის    18 მაისს  14:00  საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საჯარო სამართლის ლაბორატორიაში (907ა), გაიმართა შეხვედრა მიუნსტერის უნივერსიტეტის მოწვეულ პროფესორთან მამუკა ბერიაშვილთან, რომელმაც ჩაატარა საჯარო ლექცია   თემაზე „სახელმწიფო როგორც თავისუფლების განხორციელების ადგილი ჰეგელის  სამართლის ფილოსოფიაში“.

პროფესორმა მისი მოხსენება სრულად მიუძღვნა ჰეგელის მოღვაწეობის განხილვას, ჩამოაყალიბა ყველა ის თეორია და მიდგომა სამართლის, სახელმწიფოსა და რელიგიისადმი რომელიც ჰეგელს გააჩნდა.  ყურადღება გაამახვილა დემოკრატიასა და დიქტატურას შორის ოქროს შუალედზე თავისუფლების გაგების თვალსაზრისით. განიხილა სახელმწიფო, როგორც თავისუფლების განხორციელების ადგილი ჰეგელის თეორიის თანახმად. ისაუბრა სუბიექტური სულისა და ობიექტური სულის ცნებაზე და მათ შემადგენელ ნაწილებზე, ჰეგელის დიალექტიკის ტექნიკასა და ნეგაციის პრინციპზე.

ლექცია მეტად საინტერესო აღმოჩნდა სტუდენტებისათვის, მათ დასვეს შეკითხვები და სთხოვეს სტუმარს დამატებით, კიდევ ერთხელ გაეცნო მათთვის ჰეგელისეული  ღირებულებები. 

პროფესორმა მამუკა ბერიაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს საინტერესო შეკითხვებისა და მსჯელობისათვის. ასევე დაანონსა შემდგომი საჯარო ლექციის თემატიკაც.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულეტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონი რომელმაც აღნიშნა რომ  ფაკულტეტის მხრიდან, გაგრძელდება ყველა იმ ცნობილი პროფეროსების მოწვევა, რომელთა ლექციები კიდევ მეტად გააღრმავებს სტუ-ს სტუდენთა ცოდნას.

პროფესორმა მამუკა ბერიაშვილმა მადლობა გადაუხადა დეკანს მასპინძლობისათვის და სამომავლო თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება. მათ შორის, საზაფხულო სკოლაზე, რომელიც გაიმართება სტუდენტებისათვის „კონსტიტუციური სამართალი და ძირითადი უფლებების შესახებ“.

 

 

სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა „სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი“, რომლის მიზანია საქართველოს კულტურული ძეგლების, ეკლესია-მონასტრების პოპულარიზაცია, მათი შენარჩუნებისთვის გარკვეული სახის აქტივობების განხორციელება, მოქალაქეობრივი კულტურული შეგნების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სხვა.

 კლუბის დამფუძნებლები არიან სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულეტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მე-2 კურსის სტუდენტი ირინა მიქავა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის სპეციალობის მე-2 კურსის სტუდენტი აკაკი ჯიჯელავა.

დამფუძნებლების მიზნების თანახმად, კლუბი ხელს შეუწყობს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს, აგრეთვე ნებისმიერ ეკომოლაშქრეს დაგეგმონ და განახორციელონ ლაშქრობები საქართველოს ტერიტორიებზე „გაიცანი საქართველო“-ს ფარგლებში.  კლუბის პრიორიტეტი  არის ცოდნის გაღრმავება ბუნების დაცვით სფეროში, შესაბამისად, კლუბი იზრუნებს ჩაატაროს საჯარო ლექციები, ტრენინგ-სემინარები ბუნების დაცვაზე, გამართოს კონკურსები და სხვა გარემოსდაცვითი აქტივობები.

კლუბის საქმიანობით დაინტერესებულნი არიან, როგორც საქართველოს ტექნიკური  ასევე, სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. „სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი“ აერთიანებს საჯარო მმართველობის, საზოგადოებრივი ურთიერთობების, ინფორმატიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის 80-მდე სტუდენტს, ისინი აქტიურად არიან ჩართულნი  კლუბის მიერ განხორციელებულ პროექტებში. „სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი“-ს ორგანიზებით პირველი ლაშქრობა შედგა ბირთვისში, ასევე მოინახულეს ცხრაჯვარი, ნიკორწმინდა, ასურეთი, სადაც შემორჩენილია ძველი გერმანული არქიტექტურა. 

„სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი“-ს სამომავლო გეგმები იმსახურებს პოზიტიურ შეფასებას და სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია დარწმუნებულია, რომ მათი საქმიანობის შედეგად გაიზრდება სტუდენტთა ჩართულობა გარემოს დაცვით საკითხებში.

აბრეშუმის გზის მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია-2017

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის და აბრეშუმის გზის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს ტექნიკურ  და სხვა უნივერსიტეტებთან ერთად, 2017 წლის 19-20 მაისს ატარებს აბრეშუმის გზის მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა თანამედროვე გამოწვევები რეგიონალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების ჭრილში.

კონფერენციის მიზანია ხელისუფლების წარმომადგენლების, უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობიოთ გაიმართოს მრგვალი მაგიდა, სადაც განხილული იქნება ადამიანის უფლებებთან, მმართველობის ფორმებთან, ხელისუფლების შტოებს შორის არსებული გაწონასწორებისა და დაბალანსების პრინციპებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები. მსჯელობის საგანი იქნება ასევე, რამდენად საჭიროა რეგიონის ქვეყნებისათვის კონსტიტუციოური რეფორმა და რა მიმართულებით უნდა წარიმართოს იგი.

აღნიშნული კონფერენციაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს წარმოადგენენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულეტეტის სტუდენტები.

სამართლის მაგისტრატურის მეორე კურსის  სტუდენტი ბექა წიკლაური , რომელიც გააკეთებს მოხსენებას, თემაზე: საქართველო პრეზიდენტის ვეტოს ინსტიტუტი, როგორც შეკავება – გაწონასწორების მექანიზმი (მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში – Institute of President’s Veto as a Mechanism of Check and Balance (in the frame of ongoing constitutional reform).

სამართლის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი თამარ ბარამია  წარდგება მოხსენებით თემაზე: საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმი“ – Constitutional Court as a Mechanism for Human Rights Protection

სამართალმცოდნეობის მეოთხე კურსის  სტუდენტი  ბორენა ყურაშვილი მოხსენების თემაა -საქართველო კონსტიტუციური რეფორმა საქართველოში-  Constitutional Reform in Georgia,

სტუ-ს  მოწვეული სპეციალისტი ნათია ჭკადუა გააკეთებს მოხსენებას შემდეგ თემაზე: ხელისუფლების შტოებს შორის არსებული გაწონასწორებისა და დაბალანსების პრინციპებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები

სექციის მოდერატორია სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულეტეტის ლექტორი ვახტანგ ჟვანია.  

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულეტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია მიესალმება ჩვენი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობას საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცებში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტის სამეცნიერო დელეგაცია ეწვევა

2017 წლის 24-26 მაისს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს  სტუმრად ეწვევა გერმანიის მსოფლიო საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტის სამეცნიერო დელეგაცია.

გერმანელ მეცნიერთა დელეგაცია წარმოდგენილ იქნება შემდეგი  შემადგენლობით: გერმანიის მსოფლიო საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ჰანს იორგ ალბრეხტი- მაქს პლანკის ინსტიტუტი დირექტორი; პროფესორი პეტერ იურგენ გრაფი, გერმანიის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის სენატის თავმჯდომარის მოადგილე; ოქტორ ვოლფრამ  შედლერი,  გერმანიის გენერალური პროკურატურის ყოფილი პროკურორი, ადვოკატი; დოქტორ მიხაელ კილხინგი- მაქს პლანკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერთანამშრომელი და რესტოვრაციული სამართლის ევროპული ფორუმის ხელმძღვანელი- Chairperson of the European Forum For Restorative Justice; ელიკო წიკლაური-ლამიხი, ტრანზიციული ქვეყნების გარდამავალი სამართლებრივი რეფორმების განყოფილების ხელმძღვანელი, მაქს პლანკის ინსტიტუტი, დოქტორი პროფესორი.

გერმანელ დელეგაციას 24 მაისს უმასპინძლებს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

25 მაისს  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება ერთობლივი  საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე ტექნოლოგიები, სისხლის სამართლის და კრიმინოლოგიის აქტუალური პრობლემები“, სადაც მოხსენებით გამოვლენ მოწვეული სტუმრები და ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები. კონფერენციაში მოწვეულნი არიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და იურიდიულ  საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე,  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰაიკე ფაიჩი, საქართველოს ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე და ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი.

გერმანიის მსოფლიო საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტი არის მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული სამეცნიერო ცენტრი, რომელიც აწარმოებს ფუნდამენტარულ კვლევებს სხვადასხვა ქვეყნების  კრიმინოლოგიისა და სისხლის სამართლის აქტუალურ პრობლემებზე. გერმანელ და ქართველ მეცნიერ-იურისტებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის ათწლეულების გამოცდილება არსებობს და ამაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის აღნიშნული ინსტიტუტის  დირექტორს  ჰანს იორგ ალბრეხტს, რომელიც თანამედროვე სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის  აქტუალური პრობლემების ფუნდამენტალური კვლევებისა და ნაშრომების ავტორია.

 აღსანიშნავია მისი წვლილი ქართველ და გერმანელ იურისტ-მეცნიერეთა თანამშრომლობის განვითარებასა და განმტკიცებაში, ქართული სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიური სკოლის რეფორმირებაში. სწორედ მისი დამსახურება,  ქართველ მეცნიერებთა, სამეცნიერო პროგრამებითა და გრანტებით, გერმანელი მეცნიერებისა და სხვადასხვა ქვეყნების სამეცნიერო გამოცდილების გაზიარების, ერთობლივ სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობის მიღების მიზნით გერმანიის მსოფლიოს საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტში მიწვევა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოსის არჩილ ფრანგიშვილის გადაწყვეტილებით პროფესორ ჰანს იორგ ალბრეხტს მიენიჭება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის საპატიო წოდება.  25 მაისს  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გერმანიის მსოფლიო საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტს შორის გაფორმდეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი.  26 მაისს  გერმანელი სტუმრები და მათი თანმხლები პირები ეწვევიან ასურეთს,სადაც მოინახულებენ გერმანულ სოფელს.

საჯარო ლექციას თემაზე „სახელმწიფო როგორც თავისუფლების განხორციელების ადგილი ჰეგელის სამართლის ფილოსოფიაში“.

2017  წლის    18 მაისს  14:00  საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საჯარო სამართლის ლაბორატორიაში, (907ა) გაიმართება შეხვედრა მიუნსტერის უნივერსიტეტის მოწვეულ პროფესორთან მამუკა ბერიაშვილთან, რომელიც ჩაატარებს საჯარო ლექციას   თემაზე „სახელმწიფო როგორც თავისუფლების განხორციელების ადგილი ჰეგელის  სამართლის ფილოსოფიაში“.

სახელმწიფო მოდელირება-2017 სახელწოდებით – გაიცანი საქართველო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტთან  არსებული საერთაშორისო ურთიერთობების კლუბის მიერ განხორციელდა პროექტი, სახელმწიფო მოდელირება-2017, სახელწოდებით, -„გაიცანი საქართველო“.

პროექტის ფარგლებში მონაწილეობას იღებდა 60 დელეგატი, რომლებმაც კომიტეტებთან მუშაობის შედეგად წარადგინეს საქართველოს თითოეული კუთხე პრობლემებითა და შესაძლებლობებით. კომიტეტებს ჰქონდათ წარდგენილი სამოქმედო გეგმა პრობლემის მოსაგვარებლად და შესაძლებლობის გასანვითარებლად.

დელეგატებმა მოირგეს პროფესიული როლი, რაც იყო სტიმული პროფესიული განვითარების გზაზე, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებმა უკეთ გაიგეს ის ფორმატი, რა ფორმატითაც ხელმძღვანელობენ საერთაშორისო არენაზე რეზოლუციის, პოზიციის ფურცლის წარდგენისა თუ მიღების დროს. თითოეული კომიტეტი შეფასდა ჟიურის მიერ და გამოვლინდა საუკეთესო დელეგატი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულეტეტის მე-3 კურსის  სტუდენტი გიგო წიკლაური.

პროექტში მონაწილეობას იღებდა როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.

მოწვეული იყვნენ სტუმრები საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებმაც შეაფასეს პროექტი და გამოთქვეს სურვილი სამომავლო ურთიერთობის.

პროექტი განხორციელდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერით.