სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის “საგადასახადო და საფინანსო სამართლის” ფარგლებში პროფესორ ირაკლი გაბისონიას და პროფესორის ასისტენტის თამარ ბარამიას ავტორობით გამოიცა სახელმძღვანელო “საგადასახადო სამართალი (ზოგადი ნაწილი) “.
Author Archives: gabela23
ფაკულტეტის საბჭოს სხდომა
2021 წლის 13 ოქტომბერს გაიმართა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა. საბჭომ ცნო თავისი უფლებამოსილება. .
სამბჭოს მდივნად არჩეულ იქნა მანანა დარჩაშვილი.
ჩვენს კოლეგას და მეგობარს თომა ხაბეიშვილს მივულოცეთ ოჯახის შექმნა.
დღის წესრიგის მიხედვით, განხილულ იქნა პროექტის ფარგლებში გამოცემული სახელმძღვანელო – ,, საგადასახადო სამართალი“ . საბჭომ პროექტის შედეგი დადებითად შეაფასა და რეკომენდაცია მისცა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელებს სახელმძღვანელო აისახოს შესაბამის სილაბუსში.
ასევე განხილულ იქნა ჩვენი ფაკულტეტის პროფესორების მიერ გამოცემული სახელმძღვანელობი.
ფაკულტეტის საბჭომ დააკომპლექტა სენატის საბჭოს, ასევე აკადემიური საბჭოს წევრების საარჩევნო კომისია.
ასევე იმსჯელეს ფაკულტეტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით.
სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვა
📍📍გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 2021/2022 სასწავლო წელს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადების, თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და საგამოცდო განრიგის შესახებ.
სტუ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2021 წლის 3-დან 9 სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონულ პლატფორმაზე – register.gtu.ge
📍✅სტუ სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან ნებისმიერ სამ ნაწილში მიღებული აქვს აღნიშნული ტესტების მინიმალური გამსვლელი ქულები:
1. წაკითხულის გააზრება – 6,4 ქულა;
2. ანალიტიკური წერა – 6,0 ქულა;
3. ლოგიკური მსჯელობა – 5,2 ქულა;
4. რაოდენობრივი მსჯელობა – 4,8 ქულა.
აპლიკანტმა უნდა ჩააბაროს სასპეციალიზაციო გამოცდა როგორც სამართალში და საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე, სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე გამოცდა უცხოურ ენაში (ინგლისური) (იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტმა ვერ წარადგინა უცხოური ენის ცოდნის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი);
📍📍საგამოცდო ფურცელს (ინფორმაციას გამოცდის ჩატარების თარიღისა და ადგილის შესახებ) აპლიკანტები მიიღებენ , განაცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე;
სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მოსაპოვებლად, მაგისტრანტობის კანდიდატმა სტუ-ის მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
გამოცდისათვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (გამსვლელი ქულა) ყველა სამაგისტრო პროგრამაზე არის 32 ქულა (შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან);
✅📌📌უცხო ენის გამოცდების პირველადი შედეგები გამოცხადდება 2021 წლის 12 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე; საპრეტენზიო განცხადებების მიღება შესაძლებელი იქნება 13 სექტემბრის 14:00-საათამდე.
✅📌📌უცხო ენის გამოცდების საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2021 წლის 13 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
სასპეციალიზაციო გამოცდების პირველადი შედეგები გამოცხადდება 2021 წლის 16 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე; საპრეტენზიო განცხადებების მიღება შესაძლებელი იქნება 17 სექტემბრის 14:00-საათამდე.
სასპეციალიზაციო გამოცდების საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2021 წლის 18 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
გამოცდა უცხო ენაში (ინგლისური) ჩატარდება 2021 წლის 11 სექტემბერს სტუ-ის I კორპუსში, საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (დარბაზი1; დარბაზი 2), კოსტავას ქ. N68: 15:30 საათი • სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტი – სამაგისტრო პროგრამა – „სამართალი“
უცხო ენაში გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 12 სექტემბერს, სააპელაციო განაცხადები მიიღება გამოცდის ჩატარების ადგილზე 11 სექტემბერიდან 13 სექტემბრის 14:00 საათამდე. აპელაციების განხილვა 13 სექტემბრის 14:00 საათამდე საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 13 სექტემბერს
✅✅✅✅✅✅✅
გამოცდა სპეციალიზაციაში – “საერთაშორისო ურთიერთობებში” ჩატარდება 2021 წლის 14 სექტემბერს 15:30საათი სტუ-ის I კორპუსში, საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (დარბაზი1; დარბაზი 2), კოსტავას ქ.N68 )
✅✅✅✅✅✅✅
გამოცდა სპეციალიზაციაში – “სამართალი” ჩატარდება 2021 წლის 15 სექტემბერს სტუ-ის I კორპუსში, საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (დარბაზი1; დარბაზი 2), კოსტავას ქ.N68 შემდეგი განრიგით:
13:30საათი • სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (სამაგისტრო პროგრამა “სამართალი“);
15:30საათი • სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (სამაგისტრო პროგრამა “სამართალი“;
✅✅✅✅✅✅✅
სასპეციალიზაციო გამოცდების პირველადი შედეგები გამოცხადდება 16 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება გამოცდის ჩატარების ადგილზე 2021 წლის 15 სექტემბრიდან 10:00 საათიდან 17 სექტემბრის 14:00 საათამდე, მათი განხილვა _17 სექტემბერს 16:00საათამდე;
სასპეციალიზაციო გამოცდების საბოლოო შედეგები (აპელაციის შემდეგ) გამოცხადდება ამა წლის 18 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
საკონტაქტო პირები:
მისამართი: მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი,მე-9 სართული, ოთახი 910
თამარ ბარამია – 598 332 205 law@gtu.ge (შიდა: 7607)
ეკა აბესაძე – 555 106 313 abesadzeeka08@gtu.ge
თამარ ბრეგვაძე – 571 021 752 t.bregvadze@gtu.ge
მიმდინარე სემესტრის აქტივობის აღდგენის ცხრილი
გთხოვთ, გაეცნოთ მიმდინარე სემესტრის აქტივობის აღდგენის განრიგს.
აქტივობის აღდგენა ყველა საგანში ( უცხო ენებსა და იმ საგნებზე, რომელიც ბარდება ტესტირების ცენტრში დაუკავშირდით უშუალოდ ლექტორს) ჩატარდება 28 ივნისიდან 03 ივლისის ჩათვლით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დასკვნით გამოცდაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვებით თუკი თქვენი აქტივობისა და შუასემესტრული შეფასების ჯამი შეადგენს 31.
დოკუმენტური მასალის/პროექტის ჩაბარება მოხდება 12 ივლისიდან 17 ივლისამდე, დამატებით დაუკავშირდით ლექციის ან სემინარის ხელმძღვანელს.
შუასემესტრული გამოცდების აღდგენა მოხდება 05-10 ივლისს, ხოლო დასკვნითი გამოცდები ჩატარდება 12-24 ივლისს.
დამატებითი გამოცდები ჩატარდება 26-31 ივლისს. დამატებით გამცოდაზე გასვლის უფლება აქვს მხოლოდ იმ სტუდენტს, რომელმაც დასკვნითი გამოცდის შეფასებებით დააგროვა 41 და მეტი ქულა.
დევნილი სტატუსის მქონე სტუდენტთა საყურადღებოდ
✅✅ბაკალავრიატის სტუდენტების საყურადღებოდ!
📍📍 იმ სტუდენტებმა, რომლებიც სარგებლობთ დევნილის სტატუსით, გთხოვთ, 2021 წლის 23 ივნისამდე ელექტრონულ ფოსტაზე law@gtu.ge გადმოაგზავნოთ აღნიშნული სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, იმისთვის რომ ისარგებლოთ სწავლის საფასურში ყოველწლიური შეღავათით.
დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში დაუკავშირდით სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების ხელმძღვანელს -თამარ ბარამიას 598332205
ფაკულტეტის სტუდენტებმა საკანონმდებლო წინადადება შეიტანეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტებმა ელენე ჭიპაშვილმა, ელენე ბოლოთაურმა, თინათინ ქოქრაშვილმა ფაკულტეტის პროფესორის კახა ძაგანიას ინიციატივით პარლამენტში ორი საკანონმდებლო წინადადება შეიტანეს.
საკანონმდებლი წინადადება შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ევროპული კონვენციის გათვალისწინებით ცვლილებებსა და დამატებებს. კანონის მიღების შემთხვევაში 16 წლამდე ასაკის უბილეთო მგზავრს ტრანსპორტიდან ვეღარ ჩაუშვებენ და მათ მგზავრობის დასრულების საშუალება მიეცემათ.
მეორე ინიციატივა შეეხება ნიშნობის იძულების აკრძალვას.
მადლობას ვუხდით ფაკულტეტის პროფესორს კახა ძაგანიას და სტუდენტებს ასეთი ინიციატივისა და აქტიურობისთვის.
http://kvira.ge/664014?fbclid=IwAR2tmb2SJmJQig0a4NoBaVZBFvmE8mKGLmWGWYExwJCTmcl9EcSODU_5yUw
წარჩინებულ სტუდენტთა სია
გთხოვთ, 2021 წლის 5 ივნისამდე ყურადღებით გადაამოწმოთ სტუდენტის საშუალო რეიტინგი. შეკითხვის შემთხვევაში დაუკავშირდით თამარ ბარამიას-598332205, ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე- Law@gtu.ge.
“კულტურა და სამართალი”
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „კულტურის სამართლის“ ფარგლებში გამოიცა დამხმარე სახელმძღვანელო „კულტურა და სამართალი“.
პროექტი განხორციელდა კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტისა და კულტუროლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ეგიდით.
დამხმარე სახელმძღანელოს ავტორები არიან: კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კულტუროლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი, სახალხო მწერალი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი რევაზ მიშველაძე, პროფესორი ირაკლი გაბისონია, პროფესორი სოსო სიგუა, პროფესორი მურმან თავდიშვილი, პროფესორი თამარ ბლიაძე.
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილული კულტურისა და სამართლის ურთიერთკავშირი და შესწავლილია აქტუალური საკითხები.