Author Archives: gabela23
დოქტორანტურაზე ჩარიცხვის მსურველთა გასაუბრება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის გასაუბრება ჩატარდა. გასაუბრებას უძღვებოდა შექმნილი დროებითი კომისია.
მემორანდუმი დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურთან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტსა და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მემორანდუმს ხელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი გაბისონიამ და დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ქეთევან ცინცაძემ მოაწერა.
მემორანდუმის მიზანს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურსა და უმაღლეს სასწავლებელს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენს, რომლის საფუძველზე დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური აქტიურად ჩაერთვება დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სალექციო-სასემინარო შეხვედრების ორგანიზებასა და სტუდენტების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვაში.
სტუდენტთა საყურადღებოდ!
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებმა 2019 წლის 1 მარტამდე უნდა გადაიხადონ სწავლის საფასურის მესამე ნაწილი 565 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუჩერდებათ სტუდენტის სტატუსი.
მეორე კურსის მაგისტრანტების საყურადღებოდ!
მეორე კურსის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის კოლოქვიუმის დაცვა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- სისხლის სამართლის მიმართულებით- 26 თებერვალი 14:00საათი
- სამოქალაქო სამართლის მიმართულებით-26-27 თებერვალი 14:00 საათი
- საჯარო სამართლის მიმართულებით- 27 თებერვალი 14:00 საათი
ნოვატორული საგამოცდო სისტემა
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე დაინერგა ახალი, ნოვატორული სისტემა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები კომპიუტერულ ცენტრში ჩააბარებენ გამოცდებს. თავდაპირველად, საპილოტე ეტაპზე ორი ჯგუფი ჩაერთო, რომელთაც საფინანსო სამართალში და სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში ელექტრონულად ამოხსნეს კაზუსები და დაწერეს თემები. სტუდენტთა ნაშრომებს პროფესორი დისტანციურად შეამოწმებს და შეფასებები ავტომატურად აისახება სტუდენტის ელექტრონულ უწყისებში.
მათე ჭანტურიას საჯარო ლექცია
2019 წლის 20 თებერვალს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საჯარო სამართლის ლაბორატორიაში გაიმართა მათე ჭანტურიას საჯარო ლექცია, რომელსაც ესწრებოდნენ სპეციალურად შერჩეული სტუდენტები, ხარისხის სამსახურის თანამშრომლები და კერძო სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ციალა გლოველი. დამსწრე საზოგადოებამ მოქმედი წესის შესაბამისად შეაფასა მათე ჭანტურიას საჯარო ლექცია და გაუწია რეკომენდაცია უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის წინაშე შრომითი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე
დავალიანების მქონე სტუდენტების საყურადღებოდ!
დავალიანების მქონე სტუდენტების საყურადღებოდ!
სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ დავალიანება 500-იდან 1000-ლარამდე თუ გადაიხდიან თანხას 18.02-იდან 23-02.მდე, მიეცემათ შესაძლებლობა აღიდგინონ აქტივობის შეფასებები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული
სტუდენტთა საყურადღებოდ!
დაგვიანების შემთხვევაში არ დაიშვებით გამოცდაზე