იურისტ დიმიტრი საძაგლიშვილის საჯარო ლექცია

2018 წლის 9 ივლისს სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში იურისტმა დიმიტრი საძაგლიშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია მედიასამართლის აქტუალურ საკითხებზე.

საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სტუმარი და მის პროფესიონალიზმზე ისაუბრა.

მოხსენებისას დიმიტრი საძაგლიშვილმა მიმოიხილა მედიასამართალის აქტუალური საკითხები, გააკეთა განმარტებები არსებულ გამოწვევებზე და ყურადღება გაამახვილა მედიის თავისუფლებასა და კონსტიტუციურ-სამართლებრივ როლზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტი ვახტანგ ჟვანია, სხვა პროფესორ-მასწავლებელები და სტუდენტები.

საჯარო ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის აქტუალურ შეკითხვებზე.

       პროსპექტუსის   დაცვა  გაიმართება

               კერძო  სამართლის  მიმართულება

14 ივლისი  15:00 საათი

 

საჯარო  სამართლის  მიმართულება

14 ივლისს  15:00 საათი

   

სისხლის  სამართლის  მიმართულება

13 ივლისი 15:00 საათი

 

 

    საბაკალავრო ნაშრომების დაცვა  გაიმართება    

კერძო  სამართლის  მიმართულება

14 ივლისი 10:00 საათი

   საჯარო  სამართლის  მიმართულება

14 ივლისს 12 :00 საათი

 სისხლის  სამართლის  მიმართულება

13 ივლისი 10:00 საათი

მარიკა გერსამიას საჯარო ლექცია

2018 წლის 5 ივლისს   სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტის მარიკა გერსამიას საჯარო ლექცია თემაზე: „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და  გამოხატვის თავისუფლება“

საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ჯემალ გაბელიამ.

იურისტმა მარიკა გერსამიამ ისაუბრა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე. მიმოიხილა კონკრეტული კაზუსები და განმარტა აღნიშნული უფლებების კონსტიტუციური როლი.

 

სამოქალაქო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით 2018  წლის 3  ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა სამოქალაქო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი. პროცესის მონაწილეები შეაფასეს წინასწარ შერჩეულმა ჟიურის წევრებმა შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატმა მიხეილ ჯახუამ და საქართველოს პარლამენტის წამყვანმა სპეციალისტმა ნიკოლოზ სიმონიშვილმა. პროცესს წინ უსწრებდა სასწავლო კურსი (12 სასწავლო შეხვედრა), სადაც სტუდენტები ეუფლებოდნენ სასამართლოში იურისტის გამოსვლის უნარ-ჩვევებს. აღნიშნულ კურსს უძღვებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი ბ-ნი დავით ლომთაძე.

პროცესზე გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი შემდეგი შემადგენლობით: ნიკო მერებაშვილი, თორნიკე გახოკია, მართა ამირანაშვილი, ნინო ხულუზაური და ლანა სისოშვილი. საუკეთესო მოსარჩელის ტიტული დაიმსახურა ნიკო მერებაშვილმა, სოფო დარჩიამ და თორნიკე კაპანაძემ საუკეთესო მოპასუხის ტიტული დაიმსახურა გიგა გიორგაძემ და გუგა მაღულარიამ. მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატებთან ერთად გადაეცათ სახელმძღვანელოები. იმიტირებული სასამართლო პროცესები მიზნად ისახავს სტუდენტებმა მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება მოახდინონ და გამომიმუშავონ ის უნარ-ჩვევები რომელიც აუცილებელია მათი პროფესიული წინსვლისათვის. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკა კვლავ გეგმავს მსგავსი ხასიათის პროექტებს რათა სტუდენტებს საშუალება მიეცეთ უნივერსიტეტის ფარგლებშივე დაეუფლონ სასამართლოში იურისტის გამოსვლის უნარ-ჩვევებს და სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის ტექნიკას.

არჩილ ტყეშელაშვილის საჯარო ლექცია

2018 წლის 30 ივნისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა კლუბის ორგანიზებით  საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „სასამართლოში გამოსვლის ხელოვნება და ტაქტიკა“.

საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა კლუბის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკა ასვანუამ, რომელმაც  წარადგინა სტუმარი.

პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ისაუბრა სასამართლოში გამოსვლის ხელოვნებასთან დაკავშირებულ თეორიულ და პრაქტიკულ მაგალითებზე, განმარტა საჯარო გამოსვლების ტაქტიკა, ასევე, ამომწურავად გასცა  სტუდენტთა შეკითხვებს პასუხები.

შალვა ქურდაძის საჯარო ლექცია

2018 წლის 29 ივნისს სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კერძო სამართლის დეპარტამენტის ორგანიზებით პროფესორმა შალვა ქურდაძე საჯარო სამართლის ლაბორატორიაში წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „მატერიალური ნორმების გავლენა სამოქალაქო პროცესებზე

ლექცია გახსნა სამოქალაქო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ციალა გლოველმა, რომელმაც წარადგინა სტუმარი და მადლობა გადაუხადა მას მობრძანებისთვის.

პროფესორმა შალვა ქურდაძემ ისაუბრა მატერიალური ნორმების გავლენაზე  სამოქალაქო პროცესზე, კაზუსის მეშვეობით განმარტა მათი გავლენის სფერო და მასშტაბები. მოიშველია საზღვარგარეთ დამკვირდებული პრაქტიკა და ამომწურავად უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს განსახილველ საკითხებთან მიმართებაში. ასევე, გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ პროფესორ-მასწავლებლებიც.

საჯარო ლექცია წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში და შეჯამა სამოქალაქო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

სოფო ვერძეულის საჯარო ლექცია

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით 2018 წლის 28 ივნისს ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა სოფო ვერძეულმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ნარკოპოლიტიკა საქართველოში“ საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ. სოფო ვერძეულმა ისაუბრა საქართველოში ნარკოვითარებასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე, განმარტა ორგანიზაციის როლი ნარკომანიასთან ბრძოლის შემთხვევებში და ისაუბრა კონსტიტუციური უფლებების დარღვევებზე. ასევე, უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. შეხვედრა შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ხელმძღცანელმა მაკა აბულაძემ.

 

პროფესორ ამირან ზენაიშვილის საჯარო ლექცია

2018 წლის 27 ივნისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ, პროფესორმა ამირან ზენაიშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გასაჩივრების პრაქტიკა“ საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც წარადგინა სტუმარი. პროფესორმა ამირან ზენაიშვილმა ისაუბრა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ არსებულ სასამართლო პრაქტიკაზე, განმარტა უზენაესი სასამართლოს გადაწყვტილებანი, მოიშველია საზღვარგარეთ დამკვიდრებული თეორიული და პრაქტიკული მონაცემები და აქტიურად უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს. შეხვედრა შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კერძო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ციალა გლოველმა.

ფაკულტეტის საბჭოს მორიგი სხდომა

2018 წლის 28 ივნისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია.

დეკანმა საბჭოს მოახსენა ინფორმაცია ფაკულტეტის სტუდენტთა წარმატებების შესახებ, კერძოდ, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი გახდა სტუ-ს სტუდენტური დღეების გამარჯვებული და მოიპოვა გრანპრი. ასევე, სტუდენტებმა გაიმარჯვეს ეროვნულ შეჯიბრში „სისხლის სამართლის ადვოკატირებაში“ და მოიპოვეს საპრიზო ადგილები პროექტში „ევროპარლამენტის მოდელირება“

ფაკულტეტის დეკანმა ასევე წარმოადგინა დასრულებული პროექტის ანგარიში და სახელმძღვანელო, რომელიც შეიქმნა პროექტის ფარგლებში, საბჭომ შესრულებული სამუშაო დადებითად შეფასა და  მადლობა გადაუხადეს პროექტში ჩართულ პირებს ნაყოფიერად შესრულებული სამუშაოსთვის.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა თეა შაყულაშვილმა წარმოადგინა ფაკულტეტის სტრატეგიული გეგმა დასამტკიცებლად და მიმოიხილა რამდენიმე საკითხი ავტორიზაციასთან დაკავშირებით.

საბჭომ ასევე განიხილა საკითხი ბიუჯეტის ცვლილებასთან დაკავშირებით.