გვანცა დავითაშვილის საჯარო ლექცია

სტუ-ს სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა კლუბის ორგანიზებით  საჯარო ლექციების ციკლის ” ინსტიტუციური გაძლიერების პროცესი საქართველოში” ფარგლებში  გრაცის უნივერსიტეტის მაგისტრი, ბასკეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორი- საერთაშორისო ურთიერთობებში, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გვანცა დავითაშვილი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: ” ევროპეიზაცია ევროკავშირის საზღვრებს მიღმა: საქართველოს ევროპული გზა და არჩევანი ”

 

თეო კობუშის საჯარო ლექცია

2018 წლის 12 ივნისს სტუ ადმინისტრაციულ კორპუსში შეხვედრების ოთახში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით ბონის უნივერსიტეტის ემერიტუსმა თეო კობუშმა ჩაატარსაჯარო ლექცია თემაზე: სამართლიანობის იდეა ნეტარ ავგუსტინესთან და სამართლიანობის იდეა  თომა აქვინელთან

ლექცია გახსნა პროფესორმა მამუკა ბერიაშვილმა, რომელმაც წარადგინა სტუმარი.

ბონის უნივერსიტეტის ემერიტუსმა ისაუბრა სამართლიანობის იდეის შესახებ ნეტარ ავგუსტინესთან მიმართებაში.  განმარტა აღნიშნულთან დაკავშირებული ასპექტები და მიმოიხილა სამართლიანობის არსი და თეორიები.

  საჯარო ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა

საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკატო პროგრამა

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაინტერესებულ სტუდენტებს  სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ფაკულტეტის მხარდაჭერით აძლევს შესაძლებლობას გაიარონ საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკატო პროგრამა.

სასერტიფიკაციო პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, გაიცემა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი 5- წლიანი სერტიფიკატი.

სასწავლო კურსით დაინტერესებული სტუდენტები უახლოეს დღეებში  უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ მისამართზე: http://www.sai.ge/cert/cert_list/47/

ასევე, საუნივერსიტეტო რეგისტრაცია უნდა გაიაროთ 903ა ოთახში.

 

თეო კობუშის საჯარო ლექცია

2018 წლის 12 ივნისს 16:00საათზე სტუ-ს ადმინისტრაციულ კორპუსში შეხვედრების ოთახში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით ბონის უნივერსიტეტის პროფესორი თეო კობუში ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „სამართლიანობის იდეა ნეტარ ავგუსტინესთან და სამართლიანობის იდეა  თომა აქვინელთან“

 

სტუდენტები იმიტირებული პროცესებში

2018 წლის 10 ივნისს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტის  გიორგი სვიანაძის ორგანიზებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი სისხლის სამართლაში. იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობას ღებულობდნენ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტები და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბატონი არსენ კალატოზიშვილი. იმიტირებული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ გასაუბრებოდნენ მოსამართლეს და მიეღოთ პრაქტიკული რჩევები, რომლებიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს მათი სასამართლო უნარ-ჩვევების განვითარებას.

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილის საჯარო ლექცია

 2018 წლის  9 ივნისს რაიონული  სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილმა  საჯარო სამართლის ლაბორატორიაში  წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: სასამართლო რეფორმა და სამართალწარმოება“. 

საჯარო ლექცია გახსნა სტუს- საზოგადეობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა და იურისტმა დარეჯან მეფარიშვილმა, რომელამც წარადგინა სტუმარი

საჯარო ლექციაზე მოსამართლემ ისაუბრა ისეთ საკითხებზე როგორიცაა: სასამართლო რეფორმა, ყურადღება გაამახვილა სამართალწარმოების ასპექტებზე და ხაზი გაუსვა მოსამართლეთა დამოუკიდებლობის თვისობრივ მახასიათებლებს.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებმა აქტიურად დასვეს შეკითხვები სასამართლო სისტემასთან მიმართებაში.

ქეთევან ცინცაძის საჯარო ლექცია

2018 წლის 9 ივნისს  საჯარო სამართლის ლაბორატორიაში სტუ-ს კურსდამთავრებულთა კლუბის ორგანიზებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ქეთევან ცინცაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: “მოსამართლის დამოუკოდებლობისა და ანგარიშვალდებულების გარანტიები”

საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც წარადგინა ქეთევან ცინცაძე და წარმატებები უსურვა მას.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ქეთევან ცინცაძემ  თავდაპირველად ისაუბრა დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის შესახებ, წარმოადგინა  ანგარიში და მიმოიხილა უკვე დამკვიდრებული ზოგადი ტენდენციები მოსამართლეთა ინსპექტირებასთან დაკავშირებით.

მოხსენებისას მან განმარტა მოსამართლეთა დამოუკიდებლობის კრიტერიუმები, მოიშველია მსოფლიოში დამკვიდრებული სტანდარტები აღნიშნულთან დაკავშირებით და კონკრეტული მაგალითების საშუალებით წარმოაჩინა  ბანგალორის პრინციპები.

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ სტუ-ს სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა კლუბის წევრები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

 

„ევროპარლამენტის საერთაშორისო მოდელირება 2018“

2018 წლის 8 ივნისს გაიხსნა საერთაშორისო პროექტი „ევროპარლამენტის საერთაშორისო მოდელირება, თბილისი, 2018“, სადაც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სრული 100%-იანი დაფინანსებით ფაკულტეტის 49 სტუდენტი იღებს მონაწილეობას.  პროექტის გახსნით ღონისძიებაზე იმყოფებოდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მენეჯერი, ასისტენტ-პროფესორი ანა ფუტკარაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ „ ფაკულტეტი კვლავ აქტიურად დაუჭერს მხარს სტუდენტთა განვითარებისათვის არსებულ სხვადასხვა სახის პროექტებს და ამ მიზნით  ფაკულტეტის ხელმძღვანელობა გამოხატავს მზადყოფნას არაერთხელ დააფინანსოს სტუდენტთა  აქტივობები“

როექტი აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით 400-ზე მეტ ახალგაზრდას, რომლებსაც საშუალება მიეცემათ იმსჯელონ ევროკავშირის აქტუალურ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ თემებზე.

პროექტი სამდღიანია და იგი სტუდენტებს მისცემს საშუალებას კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები.

კახა კუკავას საჯარო ლექცია

2018 წლის 8 ივნისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით კახა კუკავამ  საჯარო სამართლის ლაბორატორიაში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „სისტემის ცვლილება საქართველოში (სასამართლო და საარჩევნო რეფორმა)”             

საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც სტუდენტებს წარუდგინა სტუმარი, რომლისგანაც მოისმენდნენ სამართლებრივ შეფასებას სასამართლო და საარჩევნო რეფორმასთან დაკავაშირებით.

მოხსენებისას კახა კუკავამ განიხილა  სასამართლო სისტემის ცვლილება საქართველოში, ასევე განმარტა საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ასპექტი. სტუდენტების დაინტერესება გამოიწვია მოხსნების შედარებითმა ანალიზმა და კონკრეტულმა მაგალითებმა, რომელიც შეეხებოდა საზღვარგარეთის ქვეყნის კანონმდებლობას. აღნიშნულთან მიმართებაში ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

სტუ-ს აკადემიური საბჭოს წევრმა, პროფესორმა ნინო ნიშნიანიძემ მოწვეულ სტუმარს დაათვალიერებინა ფაკულტეტზე არსებული საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის აუდიტორია.

პროფ. გიორგი გორაძე ვიშეგარდის სამართლის სკოლების კონფერენციაში მონაწილეობდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი გორაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების ფაკულტეტის  სახელით მონაწილეობა მიიღო ვიშეგრადის ქვეყნების სამართლის სკოლების პირველ კონფერენციაში, რომელიც გაიმართა მიმდინარე წლის 31 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით ქ. ბუდაპეშტში, უნგრეთი. კონფერენცია ორგანიზებული იყო პეტერ პაზმანის კათოლიკური უნივერსიტეტის მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. გიორგი გორაძემ გააკეთა მოხსენება თემაზე: „ხელისუფლების დანაწილება საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით – პრობლემები და პერსპექტივები“