სამთვიანი პრაქტიკა ფინანსთა სამინისტროში

პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების და სრულყოფის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (saras.gov.ge) იურიდიული ან ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-2, მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებს ან ბაკალავრის ხარისხის მქონე პირებს სთავაზობს სამთვიან პრაქტიკას აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმებისთვის კონსულტაციის გაწევის მიმართულებით აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტში.

პრაქტიკის შესახებ: პრაქტიკანტს საშუალება ექნება იმუშაოს უშუალოდ დეპარტამენტის ვებგვერდისა და რეესტრების წარმოების მიმართულებით კონსულტაციებში ჩართულ სპეციალისტებთან. პრაქტიკანტი აქტიურად ჩაერთვება აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული პირებისათვის სარეგისტრაციო წარმოებასთან და სუბიექტებისთვის ფინანსური ანგარიშგებების წარდგენის პროცესთან დაკავშირებული კონსულტაციების გაცემის პროცესში. საშუალება ექნება გაეცნოს აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმების რეესტრის მართვასა და ფინანსური ანგარიშგების წარდგენა / გასაჯაროებასთან დაკავშირებულ   ბიზნესპროცესებს,  მონაცემების შეგროვების, წესების შემუშავება-განახლების და რეესტრების წარმოების პროცესს. აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საგანმანათლებლო ვიდეოების შემუშავებასა და დეპარტამენტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა სამუშაოებში.

მოთხოვნები :

  • იურიდიული ან ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის მე-2, მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი;

 კანდიდატების შერჩევა ჩატარდება ეტაპად:

 განაცხადების გადარჩევა (იხ. სააპლიკაციო ფორმა –  https://goo.gl/forms/u6HASDBMlFYNCClp2  )

  1. გასაუბრება;

 დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ შეავსონ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ რეზიუმე (cv) მისამართზე: T.Tsulaia@saras.gov.ge არაუგვიანეს 2018 წლის 31 მარტისა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სამსახურის ვებ-გვერდს: https://www.saras.gov.ge/

საინფორმაციო შეხვედრა

2018 წლის 19 მარტს 14:00 საათზე  სტუ-ს საჯარო სამართლის ლაბორატორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორთან ნინო ბოლქვაძესთან და  საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის პროგრამების დირექტორთან -გოგიტა ღვედაშვილთან.

აღნიშნული შეხვედრა ორგანიზებულია სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ.

სავალდებულოა იმ სტუდენტების დასწრება, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან ნატოსა და ევროკავშირის ტრენერთა სკოლაში მონაწილეობის მისაღებად

ტრეინინგი„დაქტილოსკოპიური მეცნიერებების თეორიისა და პრაქტიკის სრულყოფილად შესწავლის შესახებ“

მიმდინარე წლის 16-21 აპრილს საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემია ატარებს ტრეინინგს „დაქტილოსკოპიური მეცნიერებების თეორიისა და პრაქტიკის სრულყოფილად შესწავლის შესახებ“. 

ტრენინგის დასრულების შემდეგ მსმენელებს მიეცემათ სპეციალური სერტიფიკატები დაქტილოსკოპიის სპეციალისტის მინიჭების შესახებ. თეორიული ლექციების კურსს წაიკითხავენ დაქტილოსკოპიური მეცნიერებისა და პრაქტიკის უმაღლესი კლასის სპეციალისტები.

დამატებითი ცნობებისათვის მიაკითხეთ სტუ-ს მე-6 კორპუსში, მე-9 სართულზე, 903ა-ოთახს

გიორგი ჯანელიძე უცხოეთში

2018 წლის 16 მარტს ზვიად გამსახურდიას სახელობის აუდიტორიაში სტუდენტებს შეხვდა და  საკუთარი გამოცდილება გაუზიარა  საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტმა  გიორგი ჯანელიძემ,  რომელიც მსოფლიო ახალგაზრდული ორგანიზაციის AIESEC-ს გაცვლითი პროგრამით,  6 კვირის განმავლობაში ფაკულტეტის დაფინანსებით იმყოფებოდა იტალიის ქალაქ მილანში.

შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა, სტუდენტმა გიორგი ჯანელიძემ დაწვრილებით გააცნო სტუდენტებს  მოხალისეობრივ პროექტში მონაწილეობის შესახებ, ისაუბრა უცხოეთში  გატარებულ თითოეულ დღეზე და მოუწოდა თოთოეულ მათგანს იაქტიურონ და მიიღონ მონაწილეობა მსგავს პროექტებში.

სტუდენტებმა დაუსვეს არაერთი შეკითხვა და მოისმინეს საინტერესო პასუხები.

პრაქტიკის დასრულების შემდგომ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

 

თბილისის მერიის სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურმა ცენტრმა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებმაც პროექტის – „ჩემი ადვოკატი” ფარგლებში საწარმოო პრაქტიკა    ოთხი თვის მანძილზე  გაიარეს  სერტიფიკატები გადასცა.

სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება დღეს 2018 წლის 17 მარტს გაიმართა. „ჩემი ადვოკატის” ხელმძღვანელმა მარინა ბერაძემ მიულოცა  სტუდენტებს პრაქტიკული კურსის დასრულება  და მომავალ საადვოკატო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

სტუ-ს სტუდენტების საწარმოო პრაქტიკა დაფინანსდა ფაკულტეტის ბიუჯეტიდან. აღნიშნული მომავალშიც გაგრძელდება და მიეცემათ სტუდენტებს შესაძლებლობა შეიძინონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტთან ერთად

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი Sapienza University of Rome „რომის ლა საპიენცას“ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ატარებს ერთობლივ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას – თემაზე: „სამხრეთ კავკასია საერთაშორისო არენაზე: რეგიონში არაფრის მომცემი თამაშის გადალახვის გზები“
კონფერენციის თარიღი:2018 წლის 15 მაისი
კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,
საკონფერენციო ნაშრომები მიიღება ძირითადად შემდეგი მიმართულებებით:
1. Old and new geopolitical actors in the South Caucasus: influence, peacekeeping and risk reduction”
2.“Instrumentalisation of refugees in the South Caucasus”
3. Human Rights and Economic Development of South Caucasus Countries
სამუშაო ენა:
•ქართული
• ინგლისური
მოთხოვნები:
• კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია აკადემიური წრის წარმომადგენლებს (ასისტენტს, ასისტენ-პროფესორს, ასოცირებულ პროფესორს, პროფესორს და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტს) მაგისტრატურის სტუდენტებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესორის ხელმძღვანელობით.
• კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა პირველ ეტაპზე 2018 წლის 30 აპრილამდე უნდა გამოაგზავნონ სამეცნიერო ნაშრომის თეზისები ქართულ და ინგლისურ ენაზე. არაუმეტეს 2 გვერდისა.
• მონაწილეებმა 2018 წლის 5 მაისამდე უნდა გამოაგზავნონ საკონფერენციო ნაშრომი ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
• ნაშრომი შეიძლება იყოს შესრულებული ერთი ან ორი ადამიანის მიერ.
• თეზისები და ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნების დაცვით:
• ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების შრიფტი – Sylfaen (ქართ.) და Sylfaen (ლათ.);
• ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა – 11, სქოლიოების ტექსტის შრიფტის ზომა – 9;
• სქოლიოები უნდა იყოს განთავსებული ყოველი გვერდის ბოლოს;
• ნაშრომს უნდა დაერთოს გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა;
• ინტერვალი-1.1, გვერდების საზღვრები -1.9 ინფორმაცია მონაწილეებისათვის:
• კონფერენციაში მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები;
• თეზისები და ნაშრომები უნდა გადმოაგზავნოთ law@gtu.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 598 33 22 05

სტუ-ს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის მემორანდუმი გაფორმდა

 

2018 წლის 17 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტის „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი  ვახტანგ ყოლბაია, მთავრობის წევრები, აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, დეპუტატები და აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის აპარატის პასუხისმგებელი პირები შეხვდნენ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. 

ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ლევან კლიმიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის და ხაზი გაუსვა მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობას. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სტუ-ს რექტორის მოადგილე, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა მთავრობის 2015-2017 წლების ანგარიშით, სადაც დეტალურად მიმოიხილა განხორციელებული პროექტები.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა  მწვავე დისკუსია მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობდნენ: აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა(გია) გვაზავა, თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში მინისტრის პირველი მოადგილე- ბელა კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი-ქეთევან ბაკარაძე, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი- მურმან ფარფალია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეიგორ კოპალიან,  აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე- როლანდ ნიჟარაძე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში მინისტრის პირველი მოადგილე- ბელა კოპალიანი, მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველმაყვალა ბერიანიძე, მთავრობის აპარატის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემარინა შენგელია და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

შეხვედრის დასასრულს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას  შორის.  

პროფესორმა ჰენრი კუპრაშვილმა ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა  

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, ისტორიკოსი, ჟურნალისტი, პოლიტოლოგი; პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ჰენრი კუპრაშვილი  ტალინში ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აღნიშნულ ჩემპიონატში პროფესორის მონაწილეობა დაფინანსდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბიუჯეტიდან. ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია ჰენრი კუპრაშვილს ულოცავს ამ წარმატებას  და იმედოვნებს კიდევ დიდხანს ასახელებს იგი ჩვენს ქვეყანას და უნივერსიტეტს მსოფლიოს მასშტაბით.

 ჰენრი კუპრაშვილი გამორჩეულია თავისი ბიოგრაფიული მონაცემებით. იგი არის გადამდგარი პირველი კლასის სახელმწიფო მრჩევლი; საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე;  ვიცეპოლკოვნიკი; ომის ვეტერანი; მსოფლიო ჩემპიონი – ბიატლსა და ტრიატლში (თანამედროვე ხუთჭიდი, 2015); სპორტსმენი: მოცურავე (სათავე დაუდო მსოფლიოში სრუტეთა გადაცურვის ახალ წესს, როდესაც გადაცურა დარდანელის სრუტე „მხედრული კოლხურით“; პირველი ქართველი საერთაშორისო მარათონელი მოცურავე);  მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – ზამთრის (ყინულჭრილში) ცურვა (ტალინი, 2018);   ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი; მხედრული მამაცობისათვისსაქართველოს სახელმწიფო მედლის მფლობელი; სამგალითო სამსახურისთვისუკრაინის შინაგანი ჯარების პირველი ხარისხის მედლის მფლობელი; ბაირონის საერთაშორისო საზოგადოების ოქროს მედლით დაჯილდოებული;  თავისუფლების მსოფლიო მედალი (ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტი); წლის ადამიანი – 2002 (გაზეთიახალი ეპოქა“);  წლის ადამიანი – 2006 (ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტი);  კეთილი ნების ელჩი – მსოფლიო რბენა ფრთები სიცოცხლისათვის (Wings for Life World Run); დავით აღმაშენებლის ჩოხოსანთა კავშირისჩოხოსნები – 1973“–ის შემქმნელი და თავმჯდომარე; საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის გენერალური მდივანი;  ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი სახელმძღვანელოს ავტორი;/კომპანია სი-ენ-ენ-ის (17.02.01, 05.11.02) მიერადამიან დელფინად“, ასევე მსოფლიო მასმედიის მიერწყლის პრომეთედ“, „დარდანელის გმირად“, სრუტეთა მბრძანებლად მონათლული და სხვ.

ძალზედ საინტერესო და მრავლისმთქმელია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მის მიერ განვლილი გზა:

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის უფროსი პრეპარატორი, ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი, პროფკავშირის გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

სპორტსმენობასთან ერთად უაღრესად აღსანიშნავია პროფესორ ჰენრი კუპრაშვილის სამეცნიერო მოღვაწეობა:

სადისერტაციო თემის დასახელება, დაცვის  წელი
მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი – (დიპ. N001318), სპეციალობა 23.00.01 – პოლიტიკური მეცნიერების თეორია და ისტორია (2003 წ.).
მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი (დიპ. N002417), სპეციალობა 23.00.04 – საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკური პრობლემები და გლობალური განვითარება (1999 წ.).

სერტიფიკატები:

  1. ქ. კაიროს უმაღლესი მმართველობის კვალიფიკაციის ამაღლების კურსები
  2. ჯორჯ მარშალის სახელობის უშიშროებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა შემსწავლელი ცენტრის კოლეჯის უმაღლესი სახელისუფლო კურსი (CISS Class: 00-2, 2000)
  3. აშშ-ს ევროპის შტაბისა და თავდაცვის ანალიზის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ მე-2 სიმპოზიუმი „საქართველო – დიალოგი 2000“ (უშიშროების მოდელირების სინთეზური გარემო)
  4. ჯორჯ მარშალის სახელობის უშიშროებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა შემსწავლელი ცენტრი, „კრიზისების მართვა“

სამეცნიერო სფეროს  დასახლება

პოლიტოლოგია, ევროპისმცოდნეობა, ეროვნული უშიშროება, საინფორმაციო პოლიტიკა, საინფორმაციო ეპოქა, საინფორმაციო სისტემები, ინფორმაციული (კიბერ) ომები, საინფორმაციო უშიშროება, საინფორმაციო-ანალიტიკური ტექნოლოგიები, საერთაშორისო ურთიერთობების გეოპოლიტიკური ასპექტები, საგარეო პოლიტიკა, XIX საუკუნის I ნახევრის საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრი  XIX საუკუნის პირველ ნახევარში,  სპორტი.

სამეცნიერო კვლევის პრაქტიკაში დანერგვა:

1996–1998 წლებში მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში შეიქმნა (საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება # 05–ს (საიდუმლო), 12.02.1996.): 1. სტრატეგიული ანალიზისა და მოდელირების ინფორმაციული უზრუნველყოფის ავტომატიზებული სისტემა «დიდგორი»; 2. პოლიტიკური პროცესების პოლიტომეტრიკული მეთოდით ანალიზის პროგრამა «აისი» და სხვ.

დიპლომატიური საქმიანობა:

1996-2001 წლებში საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო დსთ-ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის) წევრი სახელმწიფოების ინფორმატიზაციის საკორდინაციო საბჭოში.

კოორდინატორი:

საქართველოს მხრიდან – საერთაშორისო სემინარის «რეფორმების კოორდინირება საჯარო სექტორში: საქმიანობის გაუმჯობესება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა». 1997 წლის 9-10 ოქტომბერი. ორგანიზატორები მსოფლიო ბანკი და საქართველოს მთავრობა (მიღებული აქვს მადლობის წერილი მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის ოფისიდან).

სხვადასხვა სამთავრობო კომისიების წევრობა:

იყო: 1) ლტოლვილთა აღრიცხვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება, 1992 წ.); 2) ეროვნული უშიშროების კონცეფციის შემმუშავებელი კომისიის წევრი (საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 23 აგვისტოს # 551 ბრძანებულება); 3) საქართველოს ტერიტორიაზე ძალოვანი სტრუქტურებისათვის გადმოცემული და მიტოვებული ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხედრო ნაწილების სამხედრო ქალაქების, სამხედრო პოლიგონებისა და სხვა საწარმოო ნაგავსაყრელების ტერიტორიაზე ქიმიურ-რადიაციული ფონის მდგომარეობის შემოწმებელი სამთავრობო კომისიის წევრი (საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ნოემბრის # განკარგულება); 4) მმართველობის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი (საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 10 მაისის # 286 დადგენილება); 5) საქართველოში ინფორმატიზაციის განვითარების მიზნით შექმნილი კომისიის წევრი (საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანება # 6, 10.02.98.) და სხვ.

 

ჰენრი კუპრაშვილი – მეცნიერი და პუბლიცისტი.

100–მდე სამეცნიერო შრომისა და 2 გამოგონების ავტორი. პრესაში გამოქვეყნებული აქვს 400-ზე მეტი სტატია. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერნციებზე გაკეთებული აქვს 50-მდე მოხსენება.

 

ჰენრი კუპრაშვილი – მოცურავე.

  1. მსოფლიო მასმედიის მიერ მისთვის შერქმეული მეტსახელები: ადამიანი დელფინი (ტ/კომპანია სი-ენ-ენი 17.02.01, 05.11.02), სრუტეთა მბრძანებელი, დარდანელის გმირი, წყლის პრომეთე და სხვ., მიიღო მას შემდეგ, რაც:
  • კაცობრიობის ისტორიაში პირველმა, „მხედრული კოლხურით“ (ოთხგან ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში ცურვის ქართული სამხედრო-საწვრთნელი სტილი) 2001 წლის 28 იანვარს „ლაგუნა ვერეს“ აუზში გაცურა 2 ათასი მეტრი;
  • ხოლო 2002 წლის 30 აგვისტოს, ასევე „მხედრული კოლხურით“ გადაცურა დარდანელის სრუტე ევროპიდან აზიაში – 12 კმ.
  1. 2013 წლის 7 ივლისს მონაწილეობა მიიღო ბოსფორის სრუტის თავისუფალი სტილით საკონტინენტთაშორისო გადაცურვაში, აზიიდან ევროპაში (დრო 01:03:14).
  2. ზამთრის ცურვის მე-9 მსოფლიო ჩემპიონატზე (2014 წლის 19-23 მარტი, როვანიემი, ფინეთი) კროლით ცურვაში 25 მეტრიან დისტანციაზე მე-12, ხოლო 50 მეტრიან დისტანციაზე მე-8 ადგილი დაიკავა.
  3. ზამთრის ცურვის 11-ე მსოფლიო ჩემპიონატზე (2018 წლის 6-10 მარტი, ტალინი, ესტონეთი) მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ბატერფლაით ცურვაში, ორი მე-4 ადგილი (კროლი 50 და 100 მეტრი) და ერთი მე-7 ადგილი (კროლი 25 მეტრი).

         

ჰენრი კუპრაშვილი –  თანამედროვე ხუთჭიდელი (მსოფლიო ჩემპიონი – კატეგორია Master C):

ბიატლი (სირბილი-ცურვა-სირბილი): მსოფლიო ჩემპიონატი (21.09.2015) –  ოქროს მედალი (გუნდური);

ტრიატლი (4 სერია სროლა-ცურვა-სირბილი): მსოფლიო ჩემპიონატი (20.09.2015) –  ოქროს მედალი (გუნდური);

ლაზერ რბენა (3 სერია სროლა-სირბილი): პირველი ადგილი (დრო– 6:51:00). თბილისის საერთაშორისო ტური (01.04.2017).

 

ჰენრი კუპრაშვილი – მარათონელი მორბენალი.

  1. სამთო მედია გარბენი მე-2 ადგილი – 18.02.2018
  2. 21 კმ. ვეტერანების ნახევარ მარათონი. 23.09.2017.
  3. 10 კილომეტრი, პირველი ადგილი – „თბილისიმარათონი“ (2017 წლის 23 ოქტომბერი).
  4. 350 კმ. (ტრამვირებული მუხლით). ფრთები სიცოცხლისათვის – მსოფლიო რბენა Wings for Life World Run (2017 წლის 7 მაისი)
  5. 0975 კილომეტრი, მეორე ადგილი – „თბილისიმარათონი“ (2016 წლის 23 ოქტომბერი).
  6. 23 (ოფიც. 21.0975) კილომეტრი – „ყაზბეგიმარათონი“ (2016 წლის 4 სექტემბერი).
  7. 15კმ. 130 მ. – მსოფლიო რბენა Wings for Life World Run (2016 წლის 8 მაისი)
  8. 10 კილომეტრი, მესამე ადგილი – „თბილისიმარათონი“ (2015 წლის 25 ოქტომბერი).
  9. 9 კილომეტრი – მსოფლიო რბენა Wings for Life World Run (2015 წლის 3 მაისი).
  10. 0975 კილომეტრი – „თბილისიმარათონი“ (2014 წლის 25 ოქტომბერი).
  11. 12 კილომეტრი – მსოფლიო რბენა Wings for Life World Run (2014 წლის 4 მაისი).

 

ჰენრი კუპრაშვილი – მწვრთნელი.

მან:

  •  2004 წელს ლაგუნა ვერეზე შექმნა ქართული ცურვის (კოლხურ–იბერიული სტილი) შემწავლელი მსოფლიოში პირველი ჯგუფი და ცურვა შეასწავლა დემირელი კოლეჯის 11 მოსწავლეს.
  • ლაგუნა ვერეს მწვრთნელ დიმიტრი დიკთან ერთად, ქართულ ცურვაში მოამზადა ნინო ბასილაია (11 წლის), ანი სიჭინავა (11 წლის), ირაკლი შენგელია (12 წლის), თემურ კობახიძე (12 წლის), ნასტია გრივაჩი (13 წლის), დათო ბარდაველიძე (14 წლის) და თიკა ბაკურაძე (15 წლის), რომლებმაც 2006 და 2007 წლებში მსოფლიოში პირველებმა „მხედრული კოლხურით“ ჯგუფურად გადაცურეს თბილისის ზღვა.

მისმა აღზრდილებმა:

  • 11 წლის ჯიმიკო ბროძელმა „მხედრული კოლხურით“ (ცურვის სამხედრო-საწვრთნელი სტილი) გადაცურა თბილისის ზღვა (03.08.2008);
  • SB11 კატეგორიის მოცურავემ, ორივე თვალით უსინათლო ნიკა თვაურმა მსოფლიო ჩემპიონატზე (ქ. ალანია, თურქეთი, 04.04.2011) ბრასით სტილით ცურვაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი;
  • ხოლო 17 წლის ანა ლომინაძემ ასევე „მხედრული. კოლხურით“ გადაცურა დარდანელის სრუტე (30.08.2012).

პროფესორ მამუკა ბერიაშვილის საჯარო ლექცია  

 

2018 წლის  15 მარტს საჯარო სამართლის ლაბორატორიაში სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორმა მამუკა ბერიაშვილმა  საჯარო ლექციათა კურსისსახელმწიფოსა და სამართლის სწავლებისფარგლებში ჩაატარა  პირველ საჯარო ლექცია თემაზე: „პლატონის სახელმწიფოსა და სამართლის ფილოსოფია

თავდაპირველად, პროფესორმა მცირედი განმარტება გააკეთა საჯარო ლექციათა კურსის შესახებ, მიმოიხილა ძირითადი სასემინარო თემატიკა და გააცნო სტუდენტებს შემდგომი მომხსენებლების შესახებ ინფორმაცია.

პროფესორ მამუკა ბერიაშვილის საჯარო ლექცია ეძღვნებოდა თემას: „ პლატონის სახელმწიფოსა და სამართლის ფილოსოფია“, რომლის ფარგლებში მიმოხილული იქნა პლატონის ბიოგრაფიული მონაცემები, მის ცხოვრებასთან დაკავშირებული ძირითადი ასპექტები, მომხსენებელმა ასევე ყურადღება გაამახვილა სამართლიანობის განმარტებაზე.

აღნიშნული საჯარო ლექციების მიზანია უზრუნველყოს სტუდენტის მიერ იურიდიული და სამართლებრივ-პოლიტიკური საკითხების შესწავლა არა მხოლოდ ვიწრო სპეციალური, არამედ კომპლექსური ინტერდისციპლინური მიდგომის საფუძველზე. საჯარო ლექციების ფარგლებში გაანალიზებულია სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეალიების (მაგ. საგამოძიებო ორგანოების მიერ ადამიანზე ფიზიკური და ფსიქიკური ზემოქმედების დასაშვებობა-დაუშვებლობა) მართებულობა ან სიმცდარე.

მნიშვნელოვანია, რომ საჯარო ლექციების მოსმენის შედეგად სტუდენტი შეძლებს სახელმწიფო და სამართლის ინსტიტუტების, სამართლებრივი აქტებისა და სამართალის აღსრულების კრიტიკული ანალიზსა და მათ საკუთარ დანიშნულებასთან რეალური მიმართების ხარისხზე არგუმენტირებულ მსჯელობას, შეძენილი ფართო თეორიული თვალსაწიერის, ფუნდამენტური საკითხების ცოდნისა  და პრაქტიკული უნარების მეშვეობით კონსექვენტური და იურიდიული რელევანტობის მქონე დასკვნების გამოტანას.

 

პროექტ “ახალგაზრდების უნარების განვითარება ეფექტიანი დებატებისთვის” მონაწილეობის მსურველთათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა  

 

 ააიპინსტიტიუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრიამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, USAID-ის პროექტის ახალგაზრდების უნარების განვითარება ეფექტიანი დებატებისთვის პრეზენტაცია-განხილვა გაიმართა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს საჯარო სამართლის ლაბორატორიაში პროექტის ხელმძღვანელმა მაკა კუკავამ  საინფორმაციო შეხვედრა ჩაუტარა

პროექტის ხელმძღვანელმა სტუდენტებს გააცნო პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობები, უპასუხა მათ შეკითხვებს და მოუწოდა აქტიურობისკენ.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების (სტუდენტების) შესაძლებლობების განვითარება და მათი მომზადება ეფექტური დებატებისთვის.
დებატების თემატიკა მოიცავს შემდეგს:
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა;
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეფორმა;
წყლის რესურსების მართვა და ენერგეტიკა ;
სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი;
სურსათის უვნებლობის სისტემა.
სტუდენტები გაივლიან ინტენსიურ ტრეინინგებს, მასტერ კალსებსა და ქიუჩინგ სესიებს, თეორიული ცოდნის მისაღებად და პრაქტიკული უნარების განსავითარებლად.
ტრენინგები ჩატარდება შემდეგ თემებზე:
მოლაპარაკებების წარმოება;
ბიზნეს კომუნიკაცია;
პრეზენტაციის უნარები;
საჯარო გამოსვლის ტექნიკები;
დროის მართვა და სხვა.

მნიშვნელოვანია, რომ შერჩეულ სტუდენტებს პროექტის ფარგლებში საშუალება ექნებათ:
გაიარონ მაღალი დონის ტრეინინგები, გამოიმუშავონ პრაქტიკული და სპეციფიკური უნარები და მიიღონ ცოდნა სახელმწიფოსთვის მნიშნელოვანი რეფორმების შესახებ. ფინალური დებატებისთვის შერჩეულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ პროექტის მნიშვნელოვან აქტივობებში, როგორიც არის: სასწავლო ვიზიტები და სამუშაო შეხვედრები მაღალი რანგის საჯარო მოხელეებთან, ბიზნეს კომპანიების მმართველ პირებთან, წარმატებულ ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიცნონ სხვადასხვა მიმართულებით დაინტერესებული, აქტიური ახალგაზრდები და მათთან ერთად ჩაერთონ მრავალფეროვან აქტივობებში;მოიპოვონ აღიარება და გახდნენ ცნობილები დამსაქმებლებისათვის;იმუშაონ ინდივიდუალურ კარიერულ მრჩევლებთან და დარგისექსპერტებთან.